Take that progress

მიიღეთ ის აღმაფრენა, რასაც ამ პოსტში გთავაზობთ. ძალიან გესიამოვნებათ.

ისე კი სხვანაირად ასე დავწერდი: Take That – Progress. 
დიახ, იმ თითქმის 15 წლიანი აღმავლობის თუ დაღმავლობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფი ისევ აღსდგა. ოღონდ ამჯერად რობი უილიამსთან ერთად. 
დიახ, რობი ისევ Take That-შია.
ეს არის სასწაული, რომლისაც მილიონობით გულშემატკივარს და მათ შორის მეც, არ სჯეროდა. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. 
მაგრამ მოხდა!!!
და აი ისინი წარსდგნენ მაყურებლის წინაშე X Factor-ის სცენაზე. სასწაულად შეასრულეს ზუსტად ის სიმღერა, რომელსაც მე უკვე ვუწოდებ ალბომის მთავარ სიმღერას და ჯგუფის გაერთიანების ჰიმნს. 

სანამ ვიდეოს ნახავდეთ, გეტყვით, რომ მისი ნახვისას ავტირდი. ეს იყო ფაქტიურად ჩემი ბავშვობისთვის თვალის გადავლება. 
სცენაზე გამოსვლამდე ძალიან კარგი კოლაჟია ჯგუფის შესახებ გაკეთებული. 
First there were five: არაჩვეულებრივი ალბომები, წარმატება, კონცერტები…
და Then everything changed: განცხადება რობის წასვლის თაობაზე. 
მილიონობით ატირებული გულშემატკივარი, გაცრუებული იმედები.
4 წევრისგან შემდგარი ჯგუფის კონცერტები, რომელთაც აშკარად აკლდათ მეხუთე. 
და აი tonight four became five!!! დანარჩენების მიერ რობის გამხნევების, მადლობისა და სიყვარულის გამოხატვის მომენტები. 
აუცილებლად ნახეთ. Take That. 
განათდა მხოლოდ რობი და დაიწყო. აქ ეგრევე ამეტირა. ვუყურებდი მისი თვალების მოუსვენარ მოძრაობებს, მის წყლიან, მწვანე თვალებს და ვფიქრობდი რა ხდებოდა იმ მომენტში მის გულსა და გონებაში. 
თან მომდევნო წელს დიდი ტურები აქვთ უკვე დაგეგმილი, როგორც გარიმ თქვა.
კითხვაზე: How does it feel to be back in the band? რობი პასუხობს: It feels absolutely magical, fantastic.
პირდაპირ youtube-მა “არ მომცა” კოდი, ამიტომ სამწუხაროდ, უნდა დავდო მხოლოდ ლინკი.
ხოდა ახლა აუწიეთ დინამიკებს, ბასებს (მე პირადად ავუწიე) და ჩართეთ ეს ვიდეო. 
ამ სიმღერის ოფიციალურ ვიდეოს რაც შეეხება, აგერ ამასაც გთავაზობთ. კლიპიც და ტექსტიც ისეთი სიმბოლურია. თუნდაც სპორტული ნავი, რომელსაც Progress აწერია. თუნდაც ის, რომ რობის სტილს არაჩვეულებრივად ესადაგება ეს სიმღერა.

არაჩვეულებრივი ალბომია. 
ინებეთ და ისიამოვნეთ. 

სიმღერები:
1) The Flood
2) Sos
3) Wait
4) Kidz
5) Pretty Things
6) Happy Now
7) Underground Machine
8) What Do You Want From Me?
9) Affirmation
10) Eight Letters

და გარდა ამისა, ტრეილერი იმ დოკუმენტური ფილმისა, რომელიც მალე გამოვა ჯგუფზე.

Look Back, don’t stare :))

A Million Dollar Hotel

დიახ, ეს გახლავთ სათაური იმ ფილმისა, რომელიც უზომოდ მიყვარს.
ქართულად ითარგმნება არა როგორც “მილიონ დოლარიანი სასტუმრო”, არამედ როგორც “სასტუმრო “მილიონი დოლარი””.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ მელ გიბსონი თამაშობს. სრულიად სხვა მელი. ეს არ არის მევერიკი, რომელიც არის ძალიან სასაცილო პიროვნება და ასევე თამაშობს კარტს. ეს არ არის ნიკი, რომელსაც ძალუძს იმის გაგება, თუ რას ფიქრობს მილიონობით ქალი. ეს არის გამომძიებლის სტატუსით არსებული ადამიანი, რომელიც ცდილობს სიმართლე დაადგინოს.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ მილა იოვოვიჩი თამაშობს. თან სრულიად განსხვავებულ ამპლუაში. ეს არ არის მილას ის კინოროლები, სადაც ვიღაცეებს თუ რაღაცეებს ეომება, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ეს არ არის ლილუ, რომელიც აგრეთვე სამყაროს გადარჩენას ცდილობს და რაღაც დიდი ძალის პატრონია. ეს არის სრულიად სხვა, ლილუზე მეტად უმწეო, დაუცველი, საბრალო არსება.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ U2 მღერის.Bono-ს ხმა იჭრება ჩემში, როგორც “The Sweetest Thing”-ის სმენისას. “Ground Beneath The Feet” და “Don’t Me Go” უფრო მეტია, ვიდრე U2.

ფილმი, რომელიც არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც რატომღაც მეგონა, რომ იქნებოდა. არადა 2000 წელს არის გადაღებული. რატომ მეგონა???
იმიტომ,რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მელ გიბსონი, მილა იოვოვიჩი და ბონო საკმარისი უნდა აღმოჩენილიყო წესით.
რატომ არ არის პოპულარული???
რავიცი აბა, ჰოლივუდს რას გაუგებ.

რამდენიმე წლის წინ ტელევიზორში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი. lucky me, რომ სულ პირველი ტიტრიდან ბოლომდე ვნახე, თორემ ძირითადად ტელევიზორში აღმოჩენილებს ან შუამდე ვნახულობ, ან შუის შემდეგ.

ფილმი, რომელმაც მართლა დამიტოვა  ბევრი რამ… თუ დიდი რამ. არ მინდა ზე-სენტიმენტალურ ადამიანად გავსაღდე, მაგრამ რავიცი აბა… American Beauty რომ ნახეთ, ხომ დაგიტოვათ??? მეც. ხოდა ესეც ეგეთია. თუმცა “ეგეთი” არ ნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსი აქვს. სრულებით სხვა არის.
ან თუნდაც “Wicker Park”-ს რომ უყურეთ, ხომ დაგიტოვათ??? მე მაგალითად ძალიან მიყვარს ეგ ფილმი.
ან თუნდაც “K-Pax” რომ ნახეთ, ხომ დაგიტოვათ??? მე კი. ხოდა ეგეთია.
შინაარსით”K-Pax” -ს უფრო წააგავს ზედაპირულად. იქ – ფსიქიატრიული საავადმყოფოა, აქ კი – სასტუმრო, სადაც აგრეთვე ბევრი თავისი სენსორული, დეპრესიული თუ სენსიტიური ცხოვრებით ცხოვრობს. განსაკუთრებით კი მთავარი პერსონაჟი – ტომ ტომი. სწორად ტომ ტომს ბრალდება სასტუმროს ერთ-ერთი მაცხოვრებლის მოკვლა…

ფილმში არის საუბრები. საუბრები საკუთარ თავთან. როგორ მიყვარს… “K-Pax”-შიც არის და “American Beauty”-შიც… თითქოს უფრო ახლოვდება ფილმი მაყურებელთან.

საყვარელი…

 

http://web1.nyc.youtube.com/v/c0RX-DjfoDo&hl=en_US&fs=1&color1=0x5d1719&color2=0xcd311b

ეს კი ფილმის ტრეილერი.

 

 

 

Yesterday Was A Lie

And you don’t know it
What hides inside me
If nothings so different
Don’t close the door
I’m not asking for more

Oh God, I’d give my life for you
For just one second that was true
Keep me feeling so brand new

You know why yesterday was a lie

And even when you’re sad
I walk away
And even when you’re happy
I stay

Did I sale my soul for this feeling
So long ago
Did I give my heart for that waste
At the time

I’m not asking for much
Don’t hide me
Then you wonder why my heart

Did I sell my soul for that feeling

You know why yesterday was a lie
I can’t keep thinkin’ I was right

Don’t go

Ctrl C -სა და Ctrl V-ს დედაც…
ხელით ავკრიფე.
არადა ჩემი ნააზრევი შემეძლო დამეწერა, მაგრამ მუსიკა და ლირიკა ხომ სწორად იმისთვის არსებობს, რომ რასაც ფიქრობ, ის გამოხატო.
თავიდან ვიფიქრე, რაც მე მეხება, B ნიშანს გადავატარებ ზემოდანმეთქი, მაგრამ მაშინ რაღა დარჩებოდა B ნიშნის გარეშე…

ირაკლი

გადის დრო. და არც არაფერი. მე ისევ ისე მიყვარს. ისევ ისე ვუსმენ. ისევ ჩემთან არის. ვიცი, ცუდად ყოფნის დროს დამამშვიდებს. მისი სიტყვები მომეფერებიან და მანუგეშებენ.
ვფიქრობდი რომელი სიმღერა დამედო. ან რა უნდა დამედო ისეთი, რაც ყველამ არ იცის.
მენატრება…
სულ მენატრება…
როცა არ ვუსმენ, მაშინაც… როცა ვუსმენ, მაშინაც.
ახალი სიმღერები მინდა მისგან.

შენtimental

მიყვარს ეს ადამიანი… 
უბრალოდ საყვარელია და საყვარელ მუსიკას ჰქმნის. 




რა მაგარი, როდესაც წარმოიდგენ წვიმიან ამინდს…
წარმოიდგენ რა… ახლა ხომ წვიმს…

წყალს, მთელი ძალით რომ მიისწრაფის მიწისაკენ…
თითქოს უნდა, მიწას მიეფეროსო, ჩაეხუტოსო და არასოდეს მოშორდეს… 
ამ დროს ცას შეგიძლია ახედო და თეთრი ღრუბლების იქით, ღმერთს მადლობა უთხრა, რომ ცოცხალი ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი არაერთხელ გდომებია.
პრინციპში ახლაც გინდა, მაგრამ ახლა მაგისთვის არ გცალია.
რადგან უკვე არსებობს ადამიანი, რომელსაც სჭირდები.
და სჭირდები იმდენად ეგოისტურად, რომ თვითონ საერთოდ ვერ იაზრებს ამას.
უბრალოდ ყოველი მისი საქციელით რწმუნდები, რომ უკიდეგანოდ სჭირდები.
არადა ყველა ეს საქციელი ინსტინქტურია და ანუ გაუაზრებელი. და ანუ ბუნებრივი.
დღეს დილის 12 საათზე დავიძინე, ისევ ჩვეულ რიტმში ვათენებ ღამეებს. 

ვიფიქრე დღისით დავიძინებმეთქი, მაგრამ ჩემმა დამ ცოტა ხანი მიხედეო.
ისეთი რაღაც გავაკეთე, აქეთ გავხდი მისახედი.
გვერდით მივუწექი და გვეძინა ერთად.
თან ორივეს ჩაცმულებს.
შემოვიდნენ, გაიცინეს, გავიდნენ.
წერტილუკამ თავისი ერთი ბეწო ხელის მტევანი ცხვირზე მომადო და გაიზმორა, თითქოს შემახსენა, აქ ჩემს მოსახედად ხარ შემოსულიო…



ეს სიმღერა გუშინ აღმოვაჩინე და სულ მას ვატრიალებ. 


I do it all again..

ჯერ ხო პოსტის დაწერა…
აი ასე ქაოტურად.
დალაგებისა და წინაწარი მოფიქრების გარეშე.
გიჟივით დაწერილი.
თითქოს მელნის ბუმბულიანი კალმით მოხატული, დაგდებულ-დაყრილი პერგამენტზე…
იმდენად დაგდებული-დაყრილი ასოები, რომ ზოგჯერ მგონია ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გამექცევიან.
ამის მეშინია ხოლმე.

 დღესაც ბოლო დღე მქონდა სამსახურში.
კიარადა ამას უკვე აღარ ვამბობ, თორემ მერე ისევ დამირეკავენ კადრებიდან და ისევ ვივლი სამსახურში. ჩემზე უკვე ლეგენდები დადის, კატას და ძაღლსაც კი იცნობსო. ააა, ხო და კიდევ ძალიან კომუნიკაბელურიაო. სასწაულად კომუნიკაბელური. და ძალიან კარგი გოგოაო.
კარგი ვარ თუ არა, ეს მე არ მეხება.
მაგრამ კომუნიკაბელურიაო, რომ ეუბნება პეტრე პავლეს, პავლე – ივანეს, ხოლო ივანე კი – მე, მეღიმება ხოლმე. აა ხო და კიდევ, ეგ დედაჩემს არ უთხრათ… თვალებს გააფართოებს და იტყვის, ვაიმე ნუთუ ეს შენზე თქვესო. ხო, სახლში სრულიად სხვა ვარ. მოწყენილი, მოწყენილი, მოწყენილი, აუტისტი, აუტისტი, აუტისტი, უკონტაქტო, უკონტაქტო, ჩუმი, ჩუმი, ჩუმი. ჩემი რეალური სახე აღარ ვიცი რომელია. ალბათ ორივე და ამავდროულად არცერთი.

მხოლოდ 3 ნაოჭს ვამჩნევ სახეზე.
პირველი წარბებს შორის არის მოთავსებული. სარივით რომ მაქვს ჩასობილი. და 13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა საჩვენებელი თითი მატაკა და მითხრა, აი იმდენად სულ შეწუხებული სახე გაქვსს,იმდენად სულ ცუდად ხარ, იმდენად სულ წარბები გაქვს შეკრული, რომ ნაოჭი გაქვსო. რამდენჯერაც სარკეში ვიხედები, ეგ მომენტი მახსენდება. არდაბრუნებადი მომენტი.
მეორე ტუჩებთან მაქვს. ზედმეტი სიცილისგან. ისტერიულად ვიცინი და იმიტომ.
მესამე კი თვალების კუთხეებში. ორივე ზემოთ აღნიშნული შემთხვევისთვის – სიცილისა და ტირილისთვის.

ნეტავ შემეძლოს, რომ ყველას პასპორტზე, პირადობის მოწმობაზე, ბინადრობის მოწმობასა თუ პირადობის დამადასტურებელ ნებისმიერ სხვა ტიპის იურიდიული ტიპის საბუთზე დაბადების თარიღის გაქრობა. არავის გვეცოდინებოდა, ვინ რამდენი წლისები ვართ. სრულიად არავის. ოღონდ ამასთანავე საკუთარი ასაკიც რომ არ ვიცოდეთ. და კითხვაზე “რამდენი წლის ხარ?”, გვქონდეს პასუხი: “არვიცი, მართლა არვიცი.”

 კიარადა…
 
სიმღერის ვიდეო უნდა დამედო.

ადრე ეს პოსტი დავწერე. პატაპუტინამ შთამაგონა, ხოდა რომ დავფიქრდი, მეც ეგრე ვარ.

ახლა კი სიმღერა ვიპოვე…
კიარადა კლიპი, რომელშიც ზუსტად ის ხდება, რაც პატაპუტინამ თქვა.
 საოცარია, რომ სადღაც ოკეანის გადაღმა არსებობს გოგო, რომელიც კლიპს გადაიღებს იმ შინაარსის მიხედვით, რა შინაარსის აზრებიც შენ მოგდის თავში.
ხოდა  სიმღერაც ზუსტად ისეთია…
და ზუსტად იგივე სამსახური მაქვს, რაც 2008 წლის 14 სექტემბერს მქონდა.
და ზუსტად იგივე სასწავლებელში, იგივე ფაკულტეტსა და სპეციალობაზე ვსწავლობ.
და ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რასაც 2008 წლის 14 წელს ვფიქრობდი თუ ვეთანხმებოდი. ხოდა დავწერე კიდეც…
საერთოდ ჩემი ბლოგის ძველ პოსტებს არ ვკითხულობ.
მეშინია.
რომ ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გაქცეულები დამხვდებიან.
ამისი სულ მეშინია.
ამიტომაც არ ვკითხულობ. სხვისი ბლოგების დაარქივებული პოსტების კითხვა კი ძალიან მიყვარს. აი განსაკუთრებით ასეთი შინაარსის პოსტებს თუ გადავაწყდი: “გამარჯობა, მე ახალი ვარ ბლოგ-სამყაროში. ხოდა ჯერ არვიცი რა და როგორ უნდა გავალამაზო, მაგრამ ნელნელა გავერკვევი. იმედია ძალიან კრიტიკულები არ იქნებით ჩემს მიმართ, ჯერ პატარა ვარ ბლოგერობაში”.
ზუსტად იგივე სახლში ვცხოვრობ.
და ზუსტად იგივე ისა რა ჰქვია კაცო…
კიარადა
I do it all again…

და როდესაც Corrine Bailey Rae ხმამაღალი ტონალობით რამდენჯერმე გაიმეორებს ამ ფრაზას, მე ჯერ პირველ ნაოჭს დავისრისავ, შემდეგ – მეორეს, შემდეგ – მესამეს. ბოლოს კი მთლიან სახეს ხელებში ჩავრგავ და Corrine-ის მსგავსად გავიმეორებ რამდენიმეჯერ:

I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN…
I DO IT ALL AGAIN!!!

my orange-head girl

ნახეთ მე ვინ მყავს…

ისე მიყვარს… ისე…
საყვარელი…
ჩემი ავატარის გოგო + ემინა კუნმულაჟი + და რათქმაუნდა მე…
სიმღერაზე ხო ვგიჯდები. 
და ამ კაცის ხმის ტემბრზე.. 
მაგრამ სტაფილოსფერთმიანი გოგო არის ჩემი…
და მხოლოდ ჩემი. 
ეს გოგო მე ვარ. 
მასსავით საყვარელი ვარ. 
ნარცისიზმი არაფერ შუაშია…
უბრალოდ იმდენად არავინ მეუბნება რაიმე კარგს და იმდენად მხოლოდ ჩემი უარყოფითი თვისებები, ქცევები თუ ხასიათის შტრიხებია სასაუბრო თემა, რომ გადავწყვიტე მე თვითონვე აღმოვაჩინო ჩემი ხასიათისა თუ თვისებების დადებითი მხარეები. 
ბოლოს მიღებს ეს დაუსრულებელი ნეგატიური ატმოსფერო. 
თითქოს ტკიპასავით მაქვს მოწებებული.
ყველა საკუთარი თავის ქება-დიდებაშია და ჩემზე არავინ არაფერს ამბობს. 
გუშინდელმა სტუმრიანობამ აშკარად დამიმტკიცა ეს. 
“უი ,როგორი ლამაზი ხარ გათხოვების შემდეგ” და “ვაიმე რა საყვარელი ფეხმძიმე ხარ” არსად დაეკარგოს არავის.
მაგიტომაც არ გავსულვარ სასტუმრო ოთახში. 
სულ არ მინდა არავის ქება-დიდება. არ მჭირდება. არ დავიკარგები ისედაც. როგორც აქამდე არ დავკარგულვარ. 
ეჭვიანობაც არაფერ შუაშია, ეგეც ძალიან მაგრად მკიდია. 
უბრალოდ უსამართლობაა და მაგაზეა რომ ვერ ვრიგდები. 
თორემ ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ისეთს გეტყვის, რომ მერე მთელი 2 დღე (ნუ ჯერ 2 გავიდა) გაღიმებული ივლი და ეს ადამიანი კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდება, ვიდრე აქამდე გიყვარს.

Coldplay Addicted

ნუ აი რა უნდა მოხდეს, მე რომ ეს ჯგუფი ისე აღარ მიყვარდეს, როგორც ახლა მიყვარს…
რაც უფრო მეტი წელი გადის, მით უფრო ძლიერად მიყვარდება…
მთელი სული, გული, მასშია…

შემიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი განწყობაზე მყოფმა ვუსმინო, არასოდეს მბეზრდება.
ჩემი სულის მუსიკა. KateKateKateKateKate

დღეს ანუ 2 მარტს Chris Martin–ის დაბადების დღეა, 32 წლის გახდა…


ყველაზე პრიკოლი ის ამბავია, თუ როგორ შემიყვარდა ეს ჯგუფი: კარტოფილს ვფრცქვნიდი და კანს გაზეთის ნაგლეჯზე ვყრიდი. ძალაუნებურად დავიწყე “რაღაც” ბრიტანულ ჯგუფზე პატარა სტატიის კითხვა, ამ ჯგუფს კი Coldplay ერქვა. საერთოდ არცერთი სიმღერა არ მქონდა მაშინ მოსმენილი. აი ისე, გადასაგდებად გამზადებული გაზეთიდან გავიგე მისი არსებობის შესახებ.

Have fun:

მარწყვი

ჩემი უსაყვარლესი ხილი…
შემიძლია ვჭამო N რაოდენობით.
წელიწადის ნებისმიერ დროს…
მიყვარს ყველანაირი.
ნაყინით, შაქრით, რძით, წვენის სახით…
ნუ, აი ძალიან მიყვარს მართლა…

ეს სიმღერაც განსაკუთრებით მიყვარს…

Friday Night Fever

Friday Night Fever…
დიახაც, რომ Friday.
ეს ის მომენტია, როდესაც ყველაფერი ცუდი შენგან ძალიან შორსაა. თუმცა “შორს” არ ნიშნავს იმას, რომ ეს “ცუდი” არ დაგიბრუნდება. რათქმაუნდა დაგიბრუნდება, მაგრამ დღეს ამაზე არ მაქვს საუბარი.
ამ პოსტის დაწერას კი ვაპირებდი პარასკევის მომდევნო დღეებში, მაგრამ ვცდილობდი მუზები სათანადოდ გამეღვიძებინა.
შაბათი…
კვირა…
ორშაბათი…
სამშაბათი…
ოთხშაბათი…
ხუთშაბათი…
პარასკევი…
შაბათი…
კვირა…
ორშაბათი…
სამშაბათი…
ოთხშაბათი
ხო ოთხშაბათი…
არვიცი, დღეს რამდენად დროულია ამის დაწერა… თითქმის 2 კვირა არის გასული უკვე.
დროული ყველა იმ ემოციის გამოხატვა, რასაც განვიცდიდით 5 გოგო…
კიარადა 6…
მაგრამ სალომე პირველად ვნახე და ამიტომაც სალომეზე ვერ ვისაუბრებ.

მე…
ნუცა
თაკა…
მეგუნა…
მარი…

რა ადვილია იყო ბედნიერი…
რა ადვილია აჰყვე რიტმს…
რა სასიამოვნოა მთლიანად იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო…
ღამე, რომელიც არ დამავიწყდება…
ღამე, როდესაც ყველა მეკიდა ზევით ჩამოთვლილი ადამიანების გარდა…
ღამე, როდესაც “ჩემი თავი ჩემადვე მეყუდვნოდა”…
ღამე, როდესაც მეკიდა ყველა ჩემი პრობლემა…
ღამე, როდესაც არ ვფიქრობდი ბოროტ მარწუხებზე…

თითოეული beat–ი, რომელიც აღწევდა ჩემამდე…
ჩემს სულამდე.. ეს მეტი არის ხოლმე, ვიდრე უბრალოდ მუსიკა… ეს მეტია, ვიდრე ალკოჰოლის მიერ გამოწვეული საკუთარი თავის უკონტროლობა… ეს მეტია, ვიდრე ნარკოტიკის მიერ გამოწვეული აღმაფრენა… ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა არვიცი რაოდენ უსაფრთხოა სულიერებისთვის… ეს არის ცეკვა… ცეკვა smilie…. ცეკვა smilie…. ცეკვა smilie…. ცეკვა smilie….
ახალი სიმღერის გაცნობა და შეთავისება…
ძველი სიმღერის გახსენება და შესისხლხორცება…
ეს ისაა, რაც მაშინ ხდება, როდესაც დისკოტეკაზე ვარ…
ეს მაშინ ხდება, როდესაც მუსიკა ჩემშია და მმართავს მე…
ეს მაშინ ხდება, როცა ვარ უბედნიერესი…
ვინმე არ მეცეკვება???
მკიდია!
ძალიან მაგრად თან…
თვალებს ვხუჭავ და გავდივარ “მომსახურების ზონიდან”…
გავდივარ იმ უხილავ სამყაროში, რასაც ელექტრონული მუსიკის Universe ეწოდება…
ვარ მხოლოდ იმ ნარჩევ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც თავს ზე–არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

რამდენიმე ფრაზას დავაკოპირებ მარაზმას(ანუ თაკას) ბლოგიდან ამ პოსტიდან
“ჯუსტ ისუნთქეთ შემოდგომის გრილი ჰაერით..
გათბით შემოდგომის მზის ყვითელი სხივებით..
იცეკვეთ და იფარფატეთ ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად..
ჩვენ თავისუფლება გვჭირდება..
თავის უფლება..
ჩვენ ვართ ჩვენივე თავების უფალი..
ჩვენზე ძლიერ და კარგად ვერავინ მოახერხებს ჩვენს მართვას..”

ეს ერთ–ერთი იქ დაკრულთა სიმღერათაგანი…
ნუ, რათქმაუნდა გამიქსული იყო უმაგრესად….

“ჩემი ოცნების გემი გასცდება ამ ჭუჭყიან ნაპირებს…
და გაუყვება გზას, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს…
გაარღვევს იმ ზღვის ტალღებს, რომელიც მე ცხოვრების ამღვეულ გუბეს მაგონებს…
დატოვებს იმ ნაპირებს, რომელიც მე თბილ ქვეყნებში გაფრენილ ჩიტებს მაგონებს…
გაყინულ ხელებს, გაყინულ თვალებს და გაყინულ ტუჩებზე კოცნას მაგონებს…
შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა…
მე შენს კუნძულთან მინდა, რომ ჩავუშვა ღუზა…..
რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ….”

მაგარი სიმღერაა….

სურათების ხარისხი მაპატიეთ…
მობილურებით არის გადაღებული…

ART-გენი 2008

ამას წინათ არტგენზე დავდიოდი…
კიარადა, მოიცა, თავიდან დავიწყებ…
შარშან, ანუ ზუსტად ერთი წლის წინ ფორუმულად მოვინათლესპონტში, რადგან ზუსტად რომ შარშანდელ არტგენზე გავიცანი ძალიან ბევრი ფორუმელი.
მართლა ძალიან კარგი დრო ვატარეთ შარშან ყველამ.
თან რაც ყველაზე გასახარებელი და სასიამოვნო იყო, ერთად ვეყარეთ ბალახში..
კიარადა ანუ იმას ვამბობ, რომ ერთად ვიყავით შეჯგუფებულები…
მაშინ მე ჯერ კიდევ ახალი დარეგისრტირებული ვიყავი ფორუმზე და ცოტა არ იყოს და უცხოდ ვიყავი…
თუმცა მარიამებს და კიდევ სხვებს კარგად ვიცნობდი უკვე…
ნუ მარიამებს მე დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ეს სხვა თემის საუბარია…
ხოდა მართლა კარგად გავერთეთ ის ერთი კვირა…
და იმ დროიდან მოყოლებული ყველას ძალიან გვენატრებოდა არტგენი…

ხოდა, აჰა, დადგა ეს წელიც…
მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი ფორუმელი გავიცანი…
ზოგიც ფეხბურთზე, ზოგიც მელომანთა არაერთ ქეიფზე….
ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ფორუმელს ვიცნობ…
თუმცა გააჩნია ბევრი რამდენია…
მაგრამ ნუ კარგი, ამაზე არ გამომეკიდოთ…

ხოდა წლევანდელ არტგენზე სულ მგონი სამი–ოთხჯერ ვიყავი…
კიარადა…
მგონი ისიც არა, რადგან ნიაზამ მაგრად ჩააბანძა…
არიქა ვაკის პარკი იჯარით მაქვს აღებულიო და ფულის გაკეთება გადაწყვიტა…
ხოდა ახალი ხალხის კონცერტები ვაკის პარკში გამართა…
კიარადა…
ახალი ხალხი ანუ ის და მისი ასაკისა და მუსიკის…
ხოლო ძველების კი ეთნოგრაფიულში…
ძველების ანუ ფოლკორისტების…
ხოდა გააბანძა რა ყველა პონტში, რადგან ვაკის პარკი კი მართლა ძალიან მიყვარს და აი მართლა ჩემი უსაყვარლესი ადგილია მთელს თბილისში, მაგრამ მივიჩნევ, რომ არტგენი ვაკის პარკში მაგარი სიბანძეა…
კიარადა…
ზოგადად არტგენის ასე 2 ნაწილად დაყოფა იყო მაგარი სიბანძე…
ხო…
კი…
ვიყავით ფორუმელები, მაგრამ ისე კარგად არა, როგორც შარშან…
ყველა სასტავებად იყო დაყოფილი, ყველა თავისთვის…
ხოდა, მოკლედ ბანძობა იყო რა…
მე კი რატომღაც მქონდა იმედი, რომ კარგი იქნებოდა…

შეიძლება ითქვას, რომ 1 რამ, რამაც ძალიან გამახარა, ეს იყო:
ანიამ 2 კარგი სურათი გადამიღო…
კიარადა…
ვიცი, რომ არც გარეგნობით გამოვიჩევი დიდად და პლუს ამას ის მწარე ფაქტი, რომ არაფოტოგენური ვარ, მაგრამ მე მაპატიეთ, თუ სურათების გადაღება მიყვარს ძალიან… ხოდა გადამიღო ბუნებაში… მუღამზე ვარ, რომ შენ ბუნებაში გადაგიღოო, ხოდა she did it!!!

კარგი ის იყო, რომ მეგუნა იყო ჩემთან…
ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს მუდამ. საკმაოდ გვიანამდე ვიყავით, მერე რომ ჩამოვედით ქვევით, კოზმანასთან დავარეკინე იქნებ ჩამოვიდესმეთქი…
ხოდა მოხდა სასწაული, კოზმანამ 5 წუთში ვაკის პარკთან ვიქნებიო, ხოდა ისე გამიხარდა, რომ სანამ ვაკის პარკან მივედით, მეგუნას სულ სანზე ველაპარაკებოდი… ფრაზები ასეთი შინაარსისა – “რა ბედნიერებაა, სანდროს რომ ვნახავ, სანდრო ჩემი პატარა სიხარულია!აი იცი როგორ მიყვარს, ის ჩემს გულში ზის” მეგუნა კი ამ დროს კი ღიმილიანი სახით მიყურებდა და რა მოსიყვარულე და საყვარელი ხარო, მაგრამ ესეც სხვა საუბრის თემაა. საერთოდ მეგუნა იმიტომ მიყვარს, რომ არ ცდილობს საკუთარი უარყოფითი აზრი მოგახვიოს თავს, არ მახსოვს ეთქვას ცუდი ადამიანი არისო, ვინმეზე…
კიარადა სიტყვა “უარყოფით”-ში იგულისხმება არა მხოლოდ ის, რაც თქვენ გაიგეთ, არამედ “საწინააღმდეგო აზრი”-ც…
კიარადა… ანუ ჩემი აზრისგან განსხვავებული აზრი!
ხოდა მეგუნა მიძლებს რა…
მის გარდა ჰერმიონეც მიძლებს…
არ მიტრაკებენ, რატომ ხარ ასეთი და ისეთიო…
მიღებული ვყავარ ისეთი არანორმალური, როგორიც რეალურად ვარ…
ხოდა მე მეორე ჩემნაირს ძნელად თუ ავიტანდი, ვინმეს რომ ესაუბრა ძმაკაცზე მთელი 20 წუთის განმავლობაში, ალბათ ტვინში სისხლი ჩამექცეოდა. ნუ მე საშინელი მოუთმენელი ვარ და ეს მგონი ყველამ იცის.
ესეც ანიას თვალით დანახული მე…

ესეც არტგენის განწყობით…
მაინც ვუსმენ ნიაზს, რადგან …..