წიგნის დღე

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად თბილისის საგამოფენო ცენტრ “EXPO-GEORGIA”-ში მასპინძლობს თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს. იგი ტრადიციულად იმართება მაისის ან ივნისის ბოლო კვირის ბოლო 4 დღეს. წელს სამწუხაროდ, ცუდად დაემთხვა ის, რომ 24,25,26,27 არც თუ ისე თვის ბოლო დღეები აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ფინანსურად მომზადებული მივსულიყავი წიგნების საყიდლად.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხელფასი არ მქონდა დარიცხული, მოვიძიე უკანასკნელი ორმოცდარაღაც ლარი და ტრადიციულად გავეშურე პავოლიონისკენ. ყოველ წელს განსაკუთრებული განწყობით მივეშურები ხოლმე. ეს ჩემი მისვლაა და მას შემდეგ ყოველ წელს უამრავი წიგნით ვბრუნდები ხოლმე სახლში. შესვლისას სხვა განწყობა მეუფლება. თითქოს სხვა სამყაროში გადავდივარ. იქ, სადაც დავიდ კოფერფილდი და ჰარი პოტერი ერთად იზრდებიან, სადაც შარლოტა ბრონტე და ჯეინ ოსტინი გვერდიგვერდ “სხედან”. რომ ვფიქრობ ამ საკითხზე ბევრს, ვხვდები, რომ მე ამ სამყაროში უფრო მინდა ცხოვრება, ვიდრე იმაში, რომელშიც რეალურად ვცხოვრობ. შემდეგ 90 წლის მოხუცებული მამაკაცი ყვება ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ფიზიკური სიახლოვე ახალგაზრდა, ნაღვლიან მეძავთან და როგორ ტკივილებს გრძნობს ქემალ ბეი ფუსუნისთან განშორების გამო.
თავიდანვე ვაცხადებ – ჩემი ფავორიტი გამომცემლობებია: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, “დიოგენე” და “სიესტა”.
დავიწყოთ პირველით. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”-მ ყოველთვის იცის, როგორ გააოცოს მკითხველი. ყოველთვის მას აქვს ყველაზე დიდი სტენდი. წინა წლებშიც ასე იყო და წელსაც იგივე განმეორდა. მათი სტენდი ყოველთვის დატვირთულია წიგნებით. აგრეთვე აღინიშნება საინტერესოდ და შინაარსობრივად მოწყობილი დეკორაცია. დიახ,ეს სულაკაურის ხელწერაა.

Continue reading

Advertisements

წიგნები, სუვენირები, კონკურსები

პარასკევს, 20 მაისს გაიმართა წიგნის გამომცემლობა “დიოგენე”–ს ახალი მაღაზიის გახსნა. მაღაზიისა და გამომცემლობის ახალი მისამართია ა. აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის უკან).
მე და მიამ გადავწყვიტეთ არ დავკლებოდით ასეთ ლამაზ საღამოს და საღამოს 7 საათისკენ უკვე აღნიშნულ მისამართზე გახლდით.
“დიოგენე” არის ორსართულიანი. პირველი სართული მთლიანად მაღაზიაა, მე–2 კი – გამომცემლობა. არის ძალიან მყუდრო, თუმცა ხალხის ურიცხვი რაოდენობის გამო გადაადგილება იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. მე და მიამ ფაქტიურად წიგნებიც კი ვერ დავათვალიერეთ წესიერად, თუმცა ეს მხოლოდ თავიდან.

აქ თავს იყრის უამრავი წიგნი არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა ენაზეც. 
გაიმართა რამდენიმე კონკურსი, რომელთა გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ერთ–ერთი კონკურსი იყო ბლოგერების, რომლის მონაწილეთა შორის ვიყავით მე, მიაბექა და ვასასი. კონკურსებში მოპოვებული ქულები გროვდება და რომელიღაც კონკრეტულ მომენტში გადაიცვლება საჩუქარში, იქნება ეს წიგნი თუ სუვენირი. 

ამის შემდგომ გამოჩნდა ულამაზესი და უგემრიელესი წითელი ტორტი, რომელიც ლამაზად იყო გაფორმებული.

რათქმაუნდა ტორტზე გაიმართა მტაციაობა. 😀

ეს სურათი ბოლოსკენაა გადაღებული. უკვე ხალხი ცოტა იყო და წიგნებისა და სუვენირების დათვალიერების საშუალება უკეთესად გვქონდა.

მოკლედ, “დიოგენე” გელოდებათ ახალ მისამართზე, ახალი წიგნებით, შეხვედრებით, კონკურსებით და რაც ყველაზე მთავარია, ხალისიანი განწყობით. 

ჟან-პოლი თავის ამპლუაშია

რა საჭიროა მუდმივად ჩარჩოები. ყველა ხომ არ იქნება იდეალური წონის, ღმერთო ჩემო.

აი მაგალითად, ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან-პოლ გოტიემ გადაწყვიტა, რომ მძიმე-წონიანი მანდილოსნებისთვისაც ქმნის ის საინტერესო ტანისამოსებს.
ცნობილმა პროვოკატორმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო აუდიენცია პარიზის მოდის კვირეულზე. მან პოდიუმზე გამოიყვანა ამერიკელი პანკ-მომღერალი ბეტ დიტო, რომელიც სხეულის ფრიად გაბარიტული ზომებით გამოირჩევა (155სმ სიმაღლის ფონზე 95კგ გახლავთ). ის გამოჩნდა მოკლე კაბაში.
ასეთი გზით გოტიემ ხმამაღლა გამოხატა თავისი პოზიცია: მისი მოდა ვრცელდება ნებისმიერ ქალზე და არა მხოლოდ იმაზე, ვისაც შეუძლია იდეალური სამოდელო ტანით დაიკვეხნოს.
ახალი კოლექცია ეწინააღმდეგება ტრადიციულ მოდას. ჟან-პოლი ჰფენს ქვედა საცვლებს, რომელთაც მინიჭებული აქვს საღამოს ან თუნდაც ყოველდღიური ტანისამოსის სტატუსი. ასევე ყურადღება ექცევა ასიმეტრიულ კაბებსა და კორსეტებს, ქურთუკებს, შორტებსა და აჟურულ კოლგოტებს.

Finde mich, mein Zwillingsbruder (მარტის საკითხავი)

რატომ ეს წიგნი???
ან რატომ დეფი??? არვიცი…
მართლა არვიცი. წიგნი წაკითხული არ მქონდა მანამ, სანამ მარტის საკითხავ წიგნად არ გამოვაცხადე ერთიოდე თვის წინ…
მამასთან ერთად სანადიროდ რომ წავიდა, მაშინ მამას მგელი დაუხსნია ხაფანგიდან და ამ უკანასკნელს “უთქვამს” მისთვის: მეც გიშვებ და თუ ჩემსავით აღმოჩნდი, შენმა ტყუპისცალმა გიპოვნოს”-ო.
არის ორ ჩემს საყვარელ ენაზე და ორივეზე წავიკითხე…
მახსოვს, ვიღაც მთხოვდა, გერმანული მათხოვეო. ვერ თუ არ…არვიცი. ხელი მოვუჭირე. საერთოდ არ მიყვარს წიგნის თხოვება, თუ მე არ მაქვს ჯერ წაკითხული. თან ამის თხოვება მითუმეტეს არ მინდოდა…მიზეზებს ჩავებღაუჭე.
მინდოდა ეს პოსტი გუშინ ღამე ან დღეს დღისით დამეწერა, მაგრამ blogger.com -მა როგორც იტყვიან “შტუკა გამიჩალიჩა”. იმედია “წიგნის კლუბის” საზოგადოება გაგებით მოეკიდება ამ მცირეოდენ შეფერხებას.

არის წიგნი ყვითელი, არის წიგნი მწვანე…
ლოკოკინები ლურჯებიც არიან, რომლებიც ფეხების ტერფებზე გაცოცდებიან და გეთამაშებიან…
არსებობენ ადამიანები…
ფიდო…
სოფიო…
გეგა…
ფიქრია…
და არსებობენ სხვები…
სანდრო…
მახარე…
ბერდო…
არქივთან მჯდარი მათხოვარი…

არის ცნობიერი და არის ქვეცნობიერი…
არის რეალური და არის სიზმარი…
სიზმარი ზოგჯერ ოცნებაა ჩვენი.
ოცნება კი ზოგჯერ ის, რაც რეალური გვგონია.
როგორც ის რომბის ფორმის ფრანი, რომელიც თითქოსდა მოპირდაპირე წვიამიან კორპუსის თავზე მოსჩანს. და…
– ე, კი, ფრანია, -თქვა თავისთვის და გადაიღო, – აი როგორ ამიხდა სიზმარი.” ხო, ეგრეც ხდება ხოლმე.
ან იქნებ სიზმარი წიგნია სადმე, რომელიმე მომენტში კითხვისას. მაგალითად ფედერიკო გარსია ლორკას “ის როა… რევოლვერი მოვიხსენი ქამართან ერთად…მხეცია, როგორ დახვრიტეს, ღმერთო ჩემო“…ა, თუმცა ეგრე არა, ასე “YOEL CINTURON CON REVOLVER”…აი ასე… მაგრამ ლორკას სიკვდილი გვერდით ედგა, მეგობარივით, 5 ტყვია მიჰქროდა მისკენ. რა საოცარია არა?! სიკვდილის წინ გვერდით გედგეს და გამშვიდებდეს… არა, ეს დამშვიდება არ არის… ეს ომია და არავინ აგებს პასუხს. ვინმეს რამე თუ შეეშალა, უკვე აზრი არა აქვს.
სანდრო, რომელიც პოეტია და ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა. სულჩადგმული მისი სკამი. სიკვდილი რაღაც ეგეთია, დაახლოებით მაინც.. გამშვიდებს. “ვფიქრობ, იმ სკამისა არ იყოს, ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარია და ვინ ვისთვისაა ცოცხალი და ვინ ვისთვის მკვდარი, იქნებ სიცოცხლეა ირგლივ???
იასამნისფერი პატარა ლეკვი… თვალები ამიწყლიანდა. როგორ უსინდისოდ გაიტანა ვიღაც მანქანამ. გეგამ კი მიიყვანა კალათით ვეტერინართან, თუმცა ვეღარ უშველეს და ამ კალათითვე ჩაფლეს იქვე, ბაღის ეზოში. უი… არადა გეგას სიზმარი იყო ეს… აწ დახატული იასამნისფერი ლეკვის ისტორია…
მერე ისევ მახარე… იქიდან ენატრება და ელანდება ხვეული წითურთმიანი ფიქრია. “მინდა იცოდე, რომ ზოგჯერ აბდაუბდა სიზმრებს ვხედავ და ათასი სისულელე მომდის თავში; ერთხელ ისუც გავიფიქრე, რომ მოვკვდე რა მომივა” არც არაფერი ხდება სიკვდილის მერე… სიკვდილის მერე სიმშვიდეა ალბათ. მეც მაინტერესებს. აქ იმდენს ვბორგავთ და სადმე ხომ მაინც უნდა გავჩერდეთ.
ჩემს Nikon-ს ამაყად გავხედე. მეც სოფიოსი არ იყოს, მიყვარს მისი ჩხაკუნის ხმა.
და მერე ფიდო… თევზითა და პურით ხელში…მაგრამ უკვე გვიანია… ნეტავ ადამიანი როდესმე ხვდება, რომ წასვლის დროა??? რამენაირად გრძნობს ნეტავ??? არ მინდა ამაზე ფიქრი…მერე ისევ სადღაც სევდა…
არადა ფრანი მხოლოდ ბავშვობაშია დარჩენილი…
ფიდოს ბავშვობაში, სოფიოსიც…
რაც ფიდოს ბავშვობაა, სოფიოს სიზმარია…
ოქტომბერი როგორია??? არადა არასოდეს მიფიქრია. მიფიქრია მარტზე უპირველეს ყოვლისა… ნოემბერზე. უდარდელ ივლისზე და ცივ დეკემბერზეც, მაგრამ ოქტომბერზე არასოდეს. პრინციპში მართლა თავისუფლებაა… radiohead ჩემი აზრით მხოლოდ ოქტომბრის სულაც არ არის. ნაღვლიანი, მაგრამ ალერსიანი, ლამაზი, მაგრამ არა ტკბილი. უცნაურია, მაგრამ playlist-ში დღეს ჯერ არ ჩართულა, არადა playlist-ი არ განმიახლებია თვეებია, უბრალოდ რაღაცეები ამოვყარე და რაღაცეები ჩავყარე.
“მოუფრთხილდი ამ სიზმარს, ძვირფასო ჩემო, რადგან ის შეიძლება აღარავის ესიზმროს, აღარს შენ, აღარც მე და აღარც ჩემს ბაღებს”

ჩემი საყვარელი მომენტი აი ესაა…
“- სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, მიყვარხარ. მორჩა და გათავდა და მე ამის მჯერა.
 – წამო დღეიდან ჩემთან იცხოვრე.
 – წამო რა. ჩემები დიდი ხანია თანახმა არიან.
 – წამო და ერთად ვნახოთ სიზმრები.
 -ეგ როგორ.
 – არვიცი.”

საოცარია “სიმართლის დრო”-ში გუშინ ზუსტად დეფი რომ მიიწვიეს. თითქოს დაემთხვა ეს პოსტი და გადაცემა ერთმანეთს.
“კრემაცია მინდა, ფერფლად მინდა ჩემი სხეული იქცეს და მსოფლიოს მიმოეფანტოს”
რა თამამი განხცადებაა, ღმერთო ჩემო…ამბიციური ადამიანისა…არ მიყვარს ამბიციური ადამიანები… გულს ვერ ვუდებ ხოლმე ასეთებს…
“ფსიქიატრთან იმიტომ მივედი, რომ ხილვები მქონდა და მაქვს” გალაკტიონი სადაა ახლა….
მაგრამ დღეს, ეს წიგნი რომ ბოლომდე წავიკითხე, რაღაცნაირად შევიცვალე თითქოს… მის სიზმრებში ჩავიძირე… კიდევ დავუბრუნდები არაერთხელ… მე ასე მგონია. და სანამ ეს მომხდარა, გკოცნი და გკოცნი და იყოს ასე.

ესეც ნაღვლიანი, მაგრამ ალერსიანი, ლამაზი, მაგრამ არა ტკბილი.

გაზაფხულის დილა

დილა კი არა, სიზმარეულ ბურანს და წუხილს
მიფრთხობს ფრინველთა მოძახილი და რია-რია.
შემოგარეებს შებღაოდა ქარი წუხელის,

შეხედე – ყველგან დაცვენილი ყვავილი ყრია!


(c)  მენ ჰაო-ჯანი




გაიღვიძეთ…
“გუშინ”
გათავდა…
გათენდა…
გაზაფხულია…
კიდევ რამე ასო-ბგერა “გან”-ზე…




ხეები ზეზეურად კვდებიან

ჩვენ მეძავეები??? როგორ ბედავთ???
ჩემი მეუღლის როლი მხოლოდ მან განასახიეროს…
შენ ხომ თაღლითი ხარ…
არა, მე პროფესიონალი ვარ…
იცით, ჩემი შვილიშვილი მაურისიო ოკეანეში ჩაიძირა…გემით მოდიოდა…
ოხ, ბებია როგორ მომენატრე…
მაურუსიო, ნუთუ ეს შენ ხარ 20 წლის შემდეგ…
ეს ჩემი მეუღლეა, იზაბელა…
ფედერიკო მეუბნებოდა, ცალ-ცალკე ლოგინები გაუშალეთო, მაგრამ თქვენ ხომ 3 წელია ცოლ-ქმარი ხართ. ანუ იქნება ისე, როგორც ღმერთს დაუწესებია. ერთი ლოგინი…
რას აკეთებ, შენ რა… მართლა ცოლ-ქმარი კი არ ვართ…ეგერ დივანზე დაიძინებ…შენ რა…იხდი???
დიახ, შხაპი უნდა მივიღო…
ერთი წუთით აბაზანაში უნდა შემოვიდე…აააააააააა…. ვაიმე!!!!!
და საერთოდაც, მოიცა….შენ რას აკეთებ???
ჰმ… შენ გგონია, მარტო შენ გინდა შხაპის მიღება???
ღმერთო ჩემო…
ჩემს გვერდით რატომ არ წვები???
იმიტომ, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ეროგენული ადგილები გამორთულია…
ახ, გამორთული… მაშ რატომ გეშინია ჩემთან დაწოლის???
სულაც არ მეშინია…
არ გეშინია…
არა!!!
არა…
დიახაც არა… არა რა, ხომ ვამბობდი, ქალი ასეთ საქმეში არ უნდა გარიომეთქი…
რა გქვია???
პეპიტო…
მაგას ისევ მაურისიო ჯობია… ძილინებისა მაურუსიო…
ძილინებისა მარტა.
4 ღამეა ერთად არ სძინებიათ!!!
რაო????????
გიყვარს ჩემი შვილიშვილი???
იცით…
წეღან მეგონა არ გიყვარდა, ახლა კი მეშინია, ზედმეტად ხომ არ გიყვარს…
ჩემზე ჭორაობდით??? რატომ გაჩუმდით???
მე გავალ…
რა ფერი თვალები აქვს ჯოკონდას???
შავი…
სირინოზს???
ზღვისფერი…
მე???
შენ???
ხო მე…
არვიცი, არ დავკვირვებივარ…. და საერთოდაც ხომ იცი, ეს ყველაფერი სიცრუეა…
აი მე კი დავკვირვებივარ… შენ მოელვარე ტალღისფერი თვალები გაქვს…ფერი ხასიათის მიხედვით გეცვლება…
იზაბელა…
მე მარტა მქვია!
იზაბელა, ის ირლანდიული სიმღერა დაუკარი… რომლითაც ჩემი შვილიშვილი მოხიბლე.
What?
ვაიმე, ბებია, იზაბელამ თითი გაიჭრა… ვეღარ დაუკრავს…
მაშინ იცეკვეთ…
ისე ჩემზე პროფესიონალი ხარ, რა კარგად დაისვარე თითი პომადით…
პომადით???
მოიცა, შენ მართლა გაიჭერი თითი???
რათქმაუნდა… ტყუილი სიმართლესთან მიახლოებული უნდა იყოს… ისედაც ამდენი ტყუილია ამ ყველაფერში… სიმართლეც ხომ უნდა იყოს…
მე ვარ, ბებია, მაურისიო… და არა ვიღაც თაღლითი, გაიძვერა…
გაეთრიე აქედან!
პეპიტო…მარტა… მე თქვენზე ნაწყენი ვარ… მე მაინც ვერ გავიგე, რატომ არ გძინავთ ერთად?!

თამარ სხირტლაძე, რომლის ვარსკვლავი 13 თებერვალს გახსნეს კ. მარჯანიშვილის სახ დრამატული თეატრის წინ…
გივი ბერიკაშვილი – ცოცხალი ლეგენდა.
სპექტაკლი – “ხეები ზეზეურად კვდებიან” ან მეორენაირად “ეუხენია ბალბოა”
გენიალური!!!!!!!!!!!!!

ინფო: http://www.marjanishvili.net/geo/index.php

გურჯისტანი ანუ აბსურდისტანი

სანამ საერთოდ გავიგებდი რა და როგორ იყო, მანამდე ვუწოდე ამ წიგნს “საქართველო” და დავწერე კიდევაც “facebook”-ის შესაბამის ადგილას. რეალურად წიგნის სახელი გახლავთ “აბსურდისტანი”. წიგნი მოგვითხრობს ჩვენს ცხოვრებაზე, როდესაც ჩვენ ჯერ არ ვიყავით. ან ვიყავით, მაგრამ ძალიან პატარები. თუმცა ამ საკითხზე დიდხანს არ გავჩერდები, რადგან წიგნში აღწერილი სიუჟეტის ცოდნა ჩვენს ასაკზე, მეხსიერებასა და გონებრივ მონაცემებზეა დამოკიდებული. “რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?!” – ზუსტადაც რომ ეს კითხვა დაგებადებათ ამ წიგნის წაკითხვისას. ხალხი, რომელიც სხვადასხვა მუსიკას უსმენს, თუმცა მათ აერთიანებს სურვილი იმისა, რომ კომუნისტური ეპოქა დასრულდეს. ჩაიცვამდი ბოტასებს და რეიგანის შვილს გიწოდებდა ვინმე, როგორ თუ ბოტასები გაცვიაო. ფუფუნების საგნად იყო მაშინ მიჩნეული ასეთი ნივთები. ქვეყანა, სადაც ყველაფერი ცრუა. სადაც არსებობს წყობილება. დესპოტური და დიქტატორული.

წიგნი “არსებობს” 70-–იანი წლებიდან მოყოლებული 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით. ყველა მნიშვნელოვანი დეტალით. ფულის ჩეკებზე გაცვლით თუ სამოქალაქო ომებით.

R U Afraid??? NO…

დღეს ვარ უბედნიერესი…




4 წიგნი ჩამომივიდა დღეს.
Twlight…
New Moon…
Eclipse…
Breaking Dawn…


ვიღაცამ წყალი შემასხით…
არ მჯერა…
Is it me, who’s sooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo happy???

omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg

ხოდა ისა…
ახალი ლაბელი The Life in Twlight

eyes closed

რაღაც ისეთი სურათია, რომ მამშვიდებს.
ანუ ჩვეულებრივ ცუდად ყოფნის დროს კი არ მამშვიდებს, არამედ როცა ყვირილი მინდა, მაშინ.
შევხედავ და მშვიდი ვხდები უცებ.
ხალხი, რომელსაც ძალიან ფეხებზე ჰკიდია “რას იტყვის ხალხი”–ს ფენომენი, და ანუ ძალიან ფეხებზე ჰკიდიათ ჰოლივუდი როგორც ასეთი. თავისი ოსკარებით და Happy End ფილმები.
არც ერთზე მეკეტება ჭკუა და არც მეორეზე.
არც ერთის ფილმებზე და არც მეორის როლებზე.
მაგრამ იმდენად მიყვარს მათი ასეთი “პოხუისტური” დამოკიდებულება, რომ მიყვარს ამის გამო.



მარტოობა მრავლობითში

მამაკაცი ალბათ არ გაჩენილა მარტოობისთვის, მაგრამ სულ მარტოა – დაქორწინებულიც კი მარტოა და მიტოვებულია პლანეტაზე, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მიქრის 29,79 კმ/წმ სიჩქარით. მამაკაცი იბადება, დარბის ესწრაფვის ცხოვრებას, კითხულობს წიგნებს, დადის კინოში, იტანჯება, საუზმობს, კვდება. ზოგჯერ, ისიც ეჩვენება, რომ სამუდამო ბერბიჭობისთვის არ არის განწირული. ამ დროს, შეიძლება ვინმე შეუყვარდეს, ესე იგი, მოატყუოს ლამაზი ქალი, ასევე, საკუთარი თავიც. აბა, დავაკვირდეთ მოწყალე თვალით: ისე ცდილობს მოხიბლოს ვინმე, გეგონება დეპუტატია და საარჩევნო კამპანია გააჩაღა. ნეტა, თუ ხვდება, რომ დანაპირებს ვერ შეუსრულებს? ამ დროს, იგი თავს ირწმუნებს, რომ ბედნიერია. დაქორწინდება, შვილები გაუჩნდება, ფერად ფოტოებს გადაიღებს და შეეცდება ეფემერის უკვდავყოფას. ამაღელვებელია მისი ღიმილი ამ ფოტოებზე. მკლავებზე გადაუწვენია სულ მთლად ვარდისფერი ჩვილი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ისიც, ბოლოს, მარტო აღმოჩნდება. ხელი კი მეუღლისთვის ჩაუკიდია (ნეტა, რატომ – რომ არ გაექცეს, თუ გული რომ გაიმხნევოს?)
იმ დღეს, როცა კაცი აღმოაჩენს, რომ მოტყუვდა, თვალებს ცას მიაპყრობს და ღვარად წამოუვა ცრემლი მზის ქვეშ, რომელიც 152 მილიონი კილომეტრითაა დაცილებული დედამიწას. დაიწყებს მიწაზე ხოხვას, რწყევას – ამ დროს ძალიან საცოდავია. უმორჩილესად გთხოვთ, აპატიოთ ეს ნაკლებად პატივსაცემი ეპიზოდი. მერე, როცა დარწმუნდება, რომ ყველა კაცს მარტოობა აქვს მისჯილი, საღამოობით გასართობად გასვლას დაიწყებს. მართალია, ზოგს მეტი დრო სჭირდება დასარწმუნებლად, ზოგს – ნაკლები, მაგრამ ყველას საბოლოო ხვედრი ასეთია: ხეტიალი ბარიდან ბარში, ქალაქიდან ქალაქში, ქალიდან ქალთან, ვიდეოკასეტების ყურება, ბოლინოს ნახევარფაბრიკატებით კვება, სარკის წინ ცეკვა, თავის მოჩვენება ვინმე სხვად, რამის წარმოება, მაგალითად, იოგურტების ან სუნამოების ან მანქანების ან რომანების, ყველაფერი ეს – იმისთვის , რომ ქალები გააგიჟოს (ამაოდ, რა თქმა უნდა, რადგან ერთადერთი, რაც ქალებს აგიჟებთ, ისაა, რაც არ იწარმოება).
მარტოხელა კაცებს ცუდი სუნი ასდით, რადგან არა ჰყავთ ცოლი, რომელიც დაბანის საჭიროებას შეახსენებდა. უცოლოს ხშირად იმით ამოიცნობ, რომ პირიდან ღვინის სუნი ამოსდის, დაუდევრადაა გაპარსული და მის ამყრალებულ პერანგს ერთი ღილი აკლია. იგი საცოდავია, შესაშური არაფერი აქვს. მხოლოდ ცოლიანს შეიძლება შეშურდეს მისი თავისუფლება, რადგან ვერ ამჩნევს უცოლო კაცის სასოწარკვეთილებას. ღმერთმა ხომ იცის, რომ მხოლოდ სასოწარკვეთილს შეუძლია, ჭამოს „ჰეფი მილ“ ტელევიზორთან კვირა საღამოს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ან სენკლერი მიშელ ფილდმა შეცვალა.
ცოლიანი კაცი უეჭველად ცდება, როცა უცოლოსი შურს, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. ეს შური მასზე ძლიერია. ოცნებობს, რომ ყველა ქალი მის ფეხებთან დაეცეს, ჰგონია, რომ უცოლოს ირგვლივ ქალები ეხვევიან, რომ ლამაზი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება აქვს, „უიქენდები“ იტალიაში, ალერსიანი სიტყვები, ჩახლართული ფლირტები, ახალ-ახალი პოზები, და „იტინერისის“ ავტომოპასუხეზე მინაზებული ხმით ჩაწერილი დანაბარები. მას აზრადაც არ მოსდის, რომ მარტოხელა კაცები ყოველ საღამოს ხელმოცარულები ბრუნდებიან შინ, იმათ გარდა, ვინც რომელიმე ბოის-ბენდის წევრია (ისიც მაშინ, თუ მოდაშია, რაც დიდხანს არ გრძელდება ხოლმე). საუკეთესო საბუთი იმისა, რომ უცოლოები საცოდავები არიან, ისაა, რომ ქალებს ისინი არ აინტერესებთ: ურჩევნიათ, თავიანთი საუკეთესო მეგობრების ქმრები შეაბან.
პირადად მე ქალთან ერთად ვცხოვრობ, რადგან სუსტი ვარ. ვერც მარტო დარჩენას ვბედავ და ვერც დაქორწინებას. არსებობს ერთგვარი მხატვრული ბუნდოვანების ზონა დეპრესიულ ბერბიჭობასა და მოსაწყენ ქორწინებას შორის: დავარქვათ მას ბედნიერება. დაწყვილება საჭიროა ლაჩრების დასაცავად ამქვეყნიური სინამდვილისგან, რომელსაც წარმოადგენს სიკვდილი, წერს სელინი თავის რომანში „მოგზაურობა ღამის კიდეზე“ (გამომცემელი ორივეს ერთი გვყავს). მაგრამ სიყვარული ის სიცრუეა, რომელსაც კარგი მხარეებიც აქვს, – ვფიქრობ მე ჩემთვის, როცა დელფინს (ავტორის შეყვარებული K8-ის შენ.) მოფერებით ყურზე ვკბენ მთვარის შუქზე, რომელიც 384 400 კილომეტრის სიმაღლეზეა ჩამოკიდებული ჩვენს პატარა მიამიტ თავებს ზემოთ.

(c) ფრედერიკ ბეგბედერი

ეს რომ მე მეთქვა და დამეწერა…
ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ქალს, ალბათ ჩვენი ლანძღვის მეტს არაფერს იზამდნენ მამაკაცები.
მაგრამ ვაი, რომ ასე არაა. 😐

😛

mixed up

ჩაყლაპე? ჩაყლაპე? ჩაყლაპეჩაყლაპეჩაყლაპე? ვინ ხართ? რატომ მომიახლოვეთ სახე ზედ ცხვირთან? რას მებლატავებით?მაძლევთ გარანტიას, რომ არ მესიზმრებით? მართლა ასეთი ლამაზი წითელი პირი გაქვთ?მაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს მართლა თქვენი მაისურია ასეთი ჭრელი თუ მე ამერია თვალები ამდენ სიჭრელეში???მართლა ასე ძლიერ უნდათ თქვენს ტუჩებს ჩემებთან შეხება??? გონივრულია ასეთი საყვარელი იყო, თან 21 წლის და XXXS ზომის მაისური გეცვას? გესმის რაზე მიდიხართ, ასეთი ლურჯი თვალებით ქათინაურებს რომ მეუბნებით?თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე არ ვარ ნორმალური??? ხომ არ დაიღალეთ ამდენი სმით??? ხომ არ გინდა არაყი მოვწრუპოთ???

რატომ ვიოფლიანებ ჩემს ხელს თქვენსაში? რატომ მანდომებს თქვენი მუხლები გარდამავალი ზმნების გამოგონებას? ჯერ ის მითხარი, რომელი საათია? იქნებ უკვე ის დროა, როცა მთვარეა ზენიტში და არა მზე??? თუ ეგრეა, იქნებ ჩემთან წავიდეთ??? ცხელ შოკოლადის კეთება იცით??? თუ არ იცით, მე გასწავლით, რომ მერე მე მომიმზადოთ. რა გქვიათ შენ? გინდათ ცოლად გამომყვეთ?როდის იწყებს ადამიანი სინანულს, რომ ამ ქვეყანას მოევლინა? იცი, რომ მშვენიერი თვალები გაქვს, იცი? რატომ ტირით?როდის მაკოცებ? გნებავთ კიდევ არაყი? კიდევ როდის ვიზასაოთ? რატომ აღარ ცეკვავთ? იცით კი ცეკვა საერთოდ??? იცი როგორ უნდა იცეკვოთ ამ მელოდიაზე? და თანაც მაშინ, როდესაც თქვენში ალკოჰოლი თქვენს ორგანიზმში არსებულ წითელ სითხეს შეერია??? ამ გიჯურ მელოდიას ელექტრონული მუსიკა ეწოდება. აა, მე მომიტევეთ, ისედაც იცოდით??? ვინ არის ეს ხალხი? შენი მეგობრები თუ ჩემი მტრები? როდის მოვრჩებით ჩუმად ჯდომას და განთიადის ყურებას ამ ცარიელ კაფეში? არ გაგვაგდებენ ოფიციანტები აქედან??? თუ ჩვენ უნდა გავაგდოთ??? თუ მათი თანდასწრებით ვიჟიმაოთ??? შენ იქნები ზემოდან თუ მე??? ამ სკამზე??? მოუხერხებელი არ იქნება??? თუ შენ სულ ასეთ სკამებზე ჟიმაობ??? ჯერ იქნებ სამზარეულოში შევიპაროთ და რამე ტკბილი ვჭამოთ??? ან იქნებ გარეთ გავიდეთ და იქ შევერწყათ ერთმანეთს??? რატომაა დაკეტილი პრესის ჯიხურები და გამორთული ყველა ვიდეოთამაში? ხომ შეიძლება, უბრალოდ დავშორდეთ ერთმანეთს, თუნდაც გუჩის „ენვის“ რეკლამის წინ? მართლა ვერ ვხვდები, შენ რეალური ხარ თუ უბრალოდ მე „მეარეალურები“. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, წავედი. მე თვითონ გავიკეთებ ცხელ შოკოლადს.

(c) Frederic Beigbeder and me

ბიძინა კვერნაძე – 80

გუშინწინ მე, დედაჩემი და მისი რამდენიმე თანამშრომელი ვიყავით ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბიძინა კვერნაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე. ეს იყო საოცარი მუსიკის შერწყმა იმ გრძნობებთან, რასაც ადამიანი განიცდის ამ ჰანგების სმენისას. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ წამოსვლა არ მინდოდა.
ეს არის ადამიანი – ნიჭი…
იჯდა ოპერაში აივანზე და თავმდაბლობისგან არ იცოდა რა ექნა…
ისეთი საყვარელი…
ისეთი მორიდებული…
ჩუმად იჯდა თავისთვის და უსმენდა თავის მიერ ათეული წლების წინ დაწერილ ჰანგებს.
ჰანგებს, რომელიც სამუდამოდ შემორჩება მეხსიერებას.
მოხუცებული… ისეთი მოხუცებული, რომ ძლივს ადგა, რომ ხალხისთვის მადლობა გადაეხადა ამ დაფასებისთვის.
და გოგი ჭიჭინაძე სცენაზე….
ისედაც მუდამ დიდი და უაზროდ დიდი სიმპათიით ვიყავი მის მიმართ და ამ კონცერტის შემდეგ, ხომ საერთოდ. ადამიანი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში მთლიანად და მთლიანადზე მეტად იყო შესული თითოეულ ბგერაში, მთელი ემოციით… KateKateKate

ბიძინა კვერნაძე:
“ჩემმა იუბილემ ზაფხულში ჩაიარა , არანაირ კონცერტზე არ მიფიქრია, მხოლოდ აგვისტოს ომის საშინელებამ და ამაოებამ განაპირობა ახალი ოპუსის შექმნა, ეს იყო ჩემი მეგობრის მერაბ ბერძენიშვილის იდეაც და დაკვეთაც. ნაწილობრივ ძველი და ასევე ახალი მუსიკალური მასალა გააერთიანა სიტყვამ, ხალხური პოეზია, ლეონიძის “რაინდის ეპიტაფია”, გალაკტიონის “წყარო ჩანს წყალი არსად არის!” ან თუნდაც “ყველაფერი არის ძლიერ კარგად – ყველაფერი ძლიერ ცუდად არის!”. ამ განწყობილებით შეპყრობილმა მივმართე ბატონ დავით წერედიანს, რომლის არაჩვეულებრივი სტროფები “რჩება სიმღერის ხმა”, რეფრენად დაედო და გააერთიანა ნაწარმოების ფილოსოფიური კონცეფცია.
მადლობას ვუხდი თანადგომისთვის ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს – გოგი ჭიჭინაძესა და ნიკა ნიკვაშვილს ამ კონცერტის ხორცშესხმისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ოპერის თეატრის დირექციას, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურს, ყველა მონაწილეს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ მიიღეს მონაწილეობა ამ საღამოში და მთელს საზოგადოებას ყურადღებისა და დაფასებისთვის.”


გია ყანჩელი:
“მე არ მიყვარს ხოლმე პარალელების გავლება, მაგრამ ქართულ პოეზიაში, ლიტერატურაში, საერთოდ ხელოვნებაში, ჩემთვის მიუღებელთან ერთად არსებობს ის პოეზია და ის ლიტერატურა, რომელსაც მე განსაკუთრებულ თაყვანს ვცემ. ჩემთვის ასეთივე სიმაღლეებს აღწევს ბიძინა კვერნაძის მუსიკის პოეტური ბუნება, რომელიც ერთნაირად სათაყვანებელი გახდა აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნებისა და შეხედულებების ადამიანებისთვის.”

ჯანსუღ კახიძე:
“მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მას მელოდიკის შეგრძნების უნიკალური ნიჭი აქვს, რომელიც მუდამ გამოსჭვივის მის მუსიკაში, იქნება ეს სიმღერა თუ სიმფონიური ნაწარმოები. ბატონი ბიძინა ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთების კომპოზიტორია და მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის განვითარების თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ეტაპია. მე მჯერა, რომ ბიძინა კვერნაძის მუსიკა ოცდამეერთე საუკუნეშიც იცოცხლებს, როგორც სცენაზე, ისე ქართველი ხალხის გულებში, მის სიმღერებს კი კიდევ ბევრი თაობა იმღერებს.”

ვახუშტი კოტეტიშვილი:
“დავადგინე: ბიძინა კვერნაძე წარმოშობით ყოფილა ანგელოზთა ჯიშისა. ფრთების აქვს, მაგრამ თავისი გაბარიტების გამო ბოლო ხანს ბოლო დროს ფრენა უჭირს. ერთი სიტყვით, პენსიონერი ანგელოზია. ამიტომ ზეცის საუფლოდან მას ჩიტების ნისკარტებით ყოველთვიურად ეგზავნება ღვთაებრივი თითო–თითო ნოტი, ბიძინა თავისებურად ალაგებს და ასე მარტივად ჩნდება ის საოცარი სიმღერები, ჩვენ რომ ვერა და ვერ აგვიხსნია. ეს ყველაფერი ვინ მითხრა? ვერ გეტყვით. ეს ჩემი საიდუმლოა. თუმცა, თქვენც ჩემსავით ხშირად ისმინეთ ეს სიმღერები და, იქნებ, თავადაც მიხვდეთ. ოღონდ წინასწარ გამორთეთ რადიო და ტელევიზორი, რომ თანამედროვე ქართული ე. წ. “გოიმური” ესტრადის ჯოჯოხეთურმა ხმებმა არ დაგიფრთხოთ ბიძინას ჰაეროვანი ანგელოზები.”

ელდარ შენგელაია:
“ბიძინა კვერნაძე უდავოდ მიეკუთვნება ქართულ მუსიკალურ კოჰორტას. ბიძინას პიროვნებაში შერწყმულია უზადო ნიჭიერება, შესანიშნავი ადამიანური თვისებები და განუმეორებელი კვერნაძისეული იუმორი. ბიძინა კვერნაძე – ეს არის ჩემი თაობის მელოდია, ჰარმონია, ლირიკა და სინაზე. მისმა შემოქმედებამ საოცრად საოცრად დიდი პოპულარობა მოუტანა მას და გახადა ხალხის საყვარელი კომპოზიტორი.”

გიგა ლორთქიფანიძე:
“ბიძინა სპექტაკლს ან ფილმს კი არ აფორმებს, ნაწარმოების სრულფასოვანი თანაავტორი ხდება. როგორ შეიძლება ადამიანმა ბიძინა კვერნაძის მუსიკის გარეშე წარმოიდგინოს დათას (ფილმი “დათა თუთაშხია”)ტრაგიკული ცხოვრება. ესაა მთელი ფილმის ძირითადი მიზანდასახულობის მუსიკალური გამოხატვის მაგალითი. მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩასწვდა კომპოზიტორი ავტორის, რეჟისორის თუ მსახიობის სულს”.

თემურ ჩხეიძე:
“ბიძინა კვერნაძე მაღალი რანგის შემოქმედია. მის მუსიკას აქვს ის თვისება, რომ თუ ერთხელ მოისმინე ესა თუ ის თემა, მერე აღარ განებებს თავს, გუნებაში სულ ვმღერი მის თემებს, სულ თან მდევს მისი მუსიკა. ერთი შეხედვით როგორი ნათელი თემაც არ უნდა ჰქონდეს, თან სდევს ფარული სევდა, ნაღველი. ეს ისეთი სევდააა, რომელიც გენატრება.”

აგერ ბიძინას ნამუშევრები
http://corifeebi.sangu.ge/Bidzina_Kvernadze/index.php?kod=sh

დილით…

დილის 7 საათზე ავდექი, ანუ იმ წამშივე, როგორც კი მაღვიძარამ დარეკა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვსმეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უახლეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს. სამსახურში 10–ის ნახევარზე უნდა ვიყო, მაგრამ ჯერ 7 საათია. და ესეც იმიტომ, რომ საშინლად 1 საათიანი ვარ. ჯერ დიდ ოთახში ვდგავარ გამათბობელთან ცხელი, ღუნღულა ლოგინიდან გამოსულმა სითბო და სიმხურვალე რომ შევინარჩუნო და გამოვფხიზლდე, ხოლო მერე კი აბაზანაში, რომ იქაც გამოვფხიზლდე. მეზარება ყოველი დილა.


ხოდა, დილის 7 საათზე ავდექი. პიჟამოთი გამოვედი დიდ ოთახში და დავდექი ჩემს მუდმივ სადგომ ადგილზე. რაღაცნაირად მშვიდი დილაა. ცივა, თან ძალიან. მაგრამ თითქოს ეს არაფერში მაგრძნობინებს დაბრკოლებას. არ მეზარება არც ადგომა და არც იქ დგომა. რადგან საოცრად ფხიზელი ვარ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძილიც მეყო და დასვენებაც.
აი ბატონი ირაკლიც აბრძანებულა. ისიც ჩემი არ იყოს, დილით იწყებს მუშაობას. მაგრამ ჩემგან განსხვავებით დილის პროცედურებს გაცილებით ჩქარა ახერხებს. ყველას სძინავს და გარეთ უკუნეთი სიბნელეა. ჯერ კიდევ ზამთარია და შესაბამისად, ჯერ კიდევ ზამთრის დროზე ვართ. ისეთი უკუნეთია, რომ თითქოს ღამის 2–3–4 საათი არისო. ასე ჩუმად შემოვიდა ირაკლი ოთახში და ასევე ჩუმი სიმშვიდით თუ მშვიდი სიჩუმით ამომიდგა გვერდში. ისიც პიჟამოთი გამოსულა და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც მხნედ გამოიყურება.
– რას შვრები?
– რავი, შენ. ვპასუხობ მთქნარებით.
– აუ ამის დედა ვატირე. სამსახურია ახლა ეს. სახლში მინდა, ლოგინში მინდა. ბალიში მინდა.
– აუ აბა. თან რა მშვიდი ღამეა.
– რა ღამე? დილაა უკვე.
– ნუ კალენდარულად კია დილა, მაგრამ ვერ ხედავ, როგორი სიბნელეა.
– ნუ ეგრე ხო. თან აი მაგარი ისეთი მომენტია რა. იმენა ჯიგრულად ჩახუტებული ხარ ბალიშს და თითეული კუნთს, ძვალს, სახსარს, ხრტილს… ყველაფერს რომ სძინავს. ოღონდ აი ისე ჯიგრულად რა.
წამით თვალები დავხუჭე და ეს ყველაფერი წარმოვიდგინე. მაგარია. მაგრამ ახლა არა. ახლა ისეთი ფხიზელი ვარ, რომ საერთოდაც არ მინდა ლოგინი.
– არა აი ახლა ირინას რომ შევუგორდე, რა მოხდება?
– ჩემს ლოგინში არ შეწვე და ირას ლოგინს საიდანაც გინდა, იქიდან მოუარე.
– ოცნებასაც არ მაცდი რა…
– ბიჭო, რა ოცნება? დაგიშალე ცოლთან წოლა თუ რა, ვერ გავიგე? გადაიყვანე ირინა შენს საძინებელში და გინდა ჩაეხუტეთ და გინდა წიგნები უკითხეთ ერთმანეთს.
– ახლა მაგას წიგნების კითხვა ჰქვია?
– ნუ ვაფშეტა მე მართლა წიგნების კითხვა ვიგულისხმე, მაგრამ კაჟდი პანიმაეტ…ასე რომ no comment.უბრალოდ შენ და ირინას ცალკე–ცალკე რომ გძინავთ, ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ შენ მართლა საშინელ ლოგინზე წევხარ. ირინას ძვლები ტკივა ხოლმე მანდ წოლისგან, ასე რომ ისევ იქ ურჩევნია, სადაც გათხოვებამდე იწვა. და რაც შეეხება თქვენს სქესობრივ ცხოვრებას, ეგ მე არ მაინტერესებს. და რომ მაინტერესებდეს, არ მეხება. და რომც მეხებოდეს, არ მაინტერესებს. და რომც მაინტერესებდეს…
– არ გეხება! გამოვიცანი ??? კარგი რა იყო, რას ავარდი და რა საჭიროა ეს ახსნა–განმარტებები??? თითქოს არ ვიცოდე, რატომ სძინავს ირინას შენთან. ამ ეტაპზე მართლა ეგრე სჯობს. თუ ირინა გადმოვიდა ჩემს ოთახში, მას უნდა მოყვეს დუკა, ლიზი და გიორგი. 3 ბავშვის გაძლება კი ჩემთვისაც რთული იქნება.
– ხო, ნუ რას იზამ, ყველას ჩემნაირად კი არ შეუძლია ირინას და 3 ბავშვის გაძლება
– შენ პელე ხარ…
– აუ რა აიჩემა ყველამ ეგ “პელე”–დ ყოფნა. მთელი თბილისი მაგას იძახის.
– ანუ მაგარი ხარმეთქი რა.
– მაშინ მითხარი, ქეთ მაგარი ხარ. პელე და ჩილავერტი…
– არა რა, აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი ხო??? მაგრამ ეგ არაფერი, ხომ იცი, მაინც გიძლებ.
– და ღირს რო???
– რა?
– ჩემი გაძლება.
– no comment.
– არა მართლა. რა საჭიროა მიძლებდე?

ჰაერო შემოდი!!!

გახსენი რა…
გეხვეწები, ირაკლი, გახსენი…
ფანჯრები გახსენი სასწრაფოდ…
ჰაერი მინდა…
გააღე რა…
დროზე, დროზე…
ნუთუ ასე ძნელია ჰაერის ჩუქება???

არა, ეგ რა შუაშია?
უბრალოდ შენ ის არ ხარ, მცივაო, სულ რომ გაიძახი???

ეგ ხო, მაგრამ ახლა მინდა…
ახლა ეგ არ ვარ..
ახლა ფანჯრის გახსნა მინდა…
მე თვითონ ვერ ვხსნი…
მაგრად არის ჩაკეტილი.

ისეთი მომენტია, რომ ისევ ნინოს ვეჩხუბე… მამენტ შენს ცოლსაც ვეკამათე, მამენტ შენს ძმაკაცსაც…

ვის, გიორგის???

ხო, გიორგის…

ამჯერად რაზე???

რავი. იმაზე, რომ ცუდად შემომხედა….

?

აუუუუუ, ირაკლი, ნუ შემჭამე. უბრალოდ ისე შემომხედა. რაღაც ისე, რომ არ მომეწონა. კიარადა… რაღაც ისეთი თვალებით. არა, ბოროტი კი არა, უბრალოდ უცნაური.

შენ სხვას რომ გაუტრაკებ უცნაურად შეხედვაზე…

და აი ისიც, ყოვლისმომცველი სიჩუმე. რაღა ყოვლის, მე და ის მაინც ვხმაურობთ. ჩუმად ვართ და მაინც ვხმაურობთ. გონებაში ვხმაურობთ. თან ეს ქარი არ გვაცდის არაფერს. საშინელი ქარია. არადა უკვე იანვარია…კიარადა… უკვე ახალი წელია და რაღა დროს ქარებია…

აუუუ, რამე თქვი რა…

რამე

არ მეზიზღები რავიცი, რამე რა. რა უნდა ვთქვა, არვიცი. ქარია, ინგრევა ქალაქი.

ხო რა, არადა რაღა დროს ეგ იყო. იანვარია უკვე.

ეგ რა შუაშია???
რავიცი, ახალი წელია და რამე ხომ უნდა შეიცვალოს. ბოლო–ბოლო 2009 გახდა.

ისე, რა მაგარია, ერთად რომ ვცხოვრობთ… Kate

აჰა…

მე, შენ, შენი უღელი ირინა, შენი სამი შვილი: დუკა,ზიზუნები, გიორგი. ნინო და ჩვენი ძვირფასი და საყვარელი დამლაგებელი ირა.

აუ, მართლა რამდენი ვართ რა… პრინციპში შენ, ნინო და ირა თუ წახვალთ, ჩვენ ჯიგრულად დავრჩებით, რას იტყვი??

არა იყოს . შეგიძლია შენ გადახვიდე მთელი შენი 4–წევრიანი ამალით. მართალია, ჯერ თქვენს ბინაში რემონტია, მაგრამ მაინც. ეგ რემონტი მას მერე მიმდინარეობს, რაც დაქორწინდი. დუკას ცოლს მოესწრება რა…

სიჩუმე…მერე ისევ ხმაური…მე ვითომ სიჩუმე და მერე მბორგავი ხმაური…

უი…
რომ გეუბნებოდი, თითები მაქვს გაშეშებულიმეთქი…გუშინ დედაჩემმა იკითხა და მგონი იდაყვის ნერვის ანთება მაქვს…Kate აბა რამდენიმე კვირაა, ეგრე მაქვს… ხოდა Kate

რა “ბის” ??? სად მოახერხე???

აზრზე არ ვარ, მგრძნობელობაც წართმეული მაქვს და მარცხენა ხელით რაიმე საგნის დაჭერა უკიდურებად მეძნელება… Kate

ეეე, რა პონტში ტო??? და ზუსტად იცი, რომ ანთებაა???

არა, ეს მხოლოდ ნევროპათოლოგის ვარაუდია. მაგრამ ისე ვარ, თითქოს, უკვე მჭირდეს.Kate
მოიცა რა…

გუშინ სალომე იყო მოსული… იყვირა, იწივლა, ჩემი ტყავის “კურტკა” სად არისო?! ერთი ამბები ჩაატარა აქ, ირინას ეჩხუბა და მერე წაეთრა. თავის რომელიღაცა დაქალთან დარჩენია.

რომელ ირინას ეჩხუბა? ჩემსას???
არა, დიდს, დამლაგებელს…

ეგ საწყალი რა შუაში იყო???

რავი, ხომ იცი რამე რომ იკარგება ან არ იკარგება, მაგრამ მომავალში უნდა დაიკარგოს, ყველა ირას უტრაკებს… კიარადა მე და შენმა ირინამ ლამის ვიფრინეთ ეგ გოგო აქედან… ნუ უფრო მე, ირინა მაინც ხომ იცი, როგორი უკონფლიქტოა…

რა დღეში გაქვს ნერვები?!

რაღა რა დღეში? ანთებულები არიან..Kate

ბატონო???

ნერვის ანთება მაქვს და…Kate ნათურებად არიან ქცეულები. Kate და როცა შუქი არ იქნება, ჩემი ნერვები გაანათებენ. Kate წარმოიდგინე, ბავშვობაში რომ მჭირდა წითურა, იმის მერე არაფერი გადამიტანია და ახლა ნერვის ანთება. შოკირებული ვარ, თორემ კარგი, ამასაც გადავიტან და ბაზარი არაა, ჩვეულებრივად ვიქნები. ან არც გადავიტან და მოვკვდები. Kate

აუ, რა მწარედ გაკლია…

ბიჭო, პიზძეც… უბრალოდ არვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე.

მზერა, საცემრად მომზადებული… და მერე ისევ მე, გამათბობელს ლურსმნით მიმაგრებული. და მერე ისევ ის, სიგარეტით თითებს შორის.

მე წავალ…

სად მიდიხარ???

ნათლულს დავხედავ…ჩემს პატალა სიხალულს დავხედავ, სუნთქვას მოვუსმენ და მერე მეც დავიძინებ, თუ რამეა.

რას ვერჩოდი ბავშვს, ვის ვანათლინებდი???

ვინ გაძალებდა მერე?!

აუ, თან წყალსაც დავლევ… ძალიან მწყურია.

similar post: საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა…

ზოგი ჭირი მარგებელიაო

ე. ი. რაც ფორუმი გამოირთო…
და მეც გავაანალიზე, რომ სულით ჩეთავიკი ვარ…
(პრინციპში ეს უკანასკნელი ყოველთვის ვიცოდი)…
მას შემდეგ ცვეტში ვისიც კი საერთოდ google reader–სა და ანუ ბლოგში მეზობელი ბლოგების ლინკები მიდევს, ცვეტში ყველასთან შევდივარ, ნაწერებს გულდასმით ვკითხულობ და 90% კომენტარს ვტოვებ.

ხოდა მომწონს ჩემი ასეთი საქციელი…
ვინაიდან და რადგანაც კარგ დამწერს კარგი მკითხველი სჭირდება…
ხოდა, რომც არ იყოს კარგი დამწერი და ნაწერი, მაინც…
ანუ ვთვლი, რომ კარგად ვიქცევი, რომ ხალხის აზრებს ვეცნობი…
ამით ფაქტიურად ხალხს ვეცნობი.
მიხარია google reader–ი ბევრ ახალი პოსტის შექმნას რომ მაუწყებს ხოლმე.
ბევრად მოსახერხებელია და ყურადღების მიღმა არავის ვტოვებ.
მსიამოვნებს ხალხის ნაწერების კითხვა…
შემოგევლეთ.
მიყვარხართ თქვენი ნაწერებიანად…

ART-გენი 2008

ამას წინათ არტგენზე დავდიოდი…
კიარადა, მოიცა, თავიდან დავიწყებ…
შარშან, ანუ ზუსტად ერთი წლის წინ ფორუმულად მოვინათლესპონტში, რადგან ზუსტად რომ შარშანდელ არტგენზე გავიცანი ძალიან ბევრი ფორუმელი.
მართლა ძალიან კარგი დრო ვატარეთ შარშან ყველამ.
თან რაც ყველაზე გასახარებელი და სასიამოვნო იყო, ერთად ვეყარეთ ბალახში..
კიარადა ანუ იმას ვამბობ, რომ ერთად ვიყავით შეჯგუფებულები…
მაშინ მე ჯერ კიდევ ახალი დარეგისრტირებული ვიყავი ფორუმზე და ცოტა არ იყოს და უცხოდ ვიყავი…
თუმცა მარიამებს და კიდევ სხვებს კარგად ვიცნობდი უკვე…
ნუ მარიამებს მე დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ეს სხვა თემის საუბარია…
ხოდა მართლა კარგად გავერთეთ ის ერთი კვირა…
და იმ დროიდან მოყოლებული ყველას ძალიან გვენატრებოდა არტგენი…

ხოდა, აჰა, დადგა ეს წელიც…
მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი ფორუმელი გავიცანი…
ზოგიც ფეხბურთზე, ზოგიც მელომანთა არაერთ ქეიფზე….
ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ფორუმელს ვიცნობ…
თუმცა გააჩნია ბევრი რამდენია…
მაგრამ ნუ კარგი, ამაზე არ გამომეკიდოთ…

ხოდა წლევანდელ არტგენზე სულ მგონი სამი–ოთხჯერ ვიყავი…
კიარადა…
მგონი ისიც არა, რადგან ნიაზამ მაგრად ჩააბანძა…
არიქა ვაკის პარკი იჯარით მაქვს აღებულიო და ფულის გაკეთება გადაწყვიტა…
ხოდა ახალი ხალხის კონცერტები ვაკის პარკში გამართა…
კიარადა…
ახალი ხალხი ანუ ის და მისი ასაკისა და მუსიკის…
ხოლო ძველების კი ეთნოგრაფიულში…
ძველების ანუ ფოლკორისტების…
ხოდა გააბანძა რა ყველა პონტში, რადგან ვაკის პარკი კი მართლა ძალიან მიყვარს და აი მართლა ჩემი უსაყვარლესი ადგილია მთელს თბილისში, მაგრამ მივიჩნევ, რომ არტგენი ვაკის პარკში მაგარი სიბანძეა…
კიარადა…
ზოგადად არტგენის ასე 2 ნაწილად დაყოფა იყო მაგარი სიბანძე…
ხო…
კი…
ვიყავით ფორუმელები, მაგრამ ისე კარგად არა, როგორც შარშან…
ყველა სასტავებად იყო დაყოფილი, ყველა თავისთვის…
ხოდა, მოკლედ ბანძობა იყო რა…
მე კი რატომღაც მქონდა იმედი, რომ კარგი იქნებოდა…

შეიძლება ითქვას, რომ 1 რამ, რამაც ძალიან გამახარა, ეს იყო:
ანიამ 2 კარგი სურათი გადამიღო…
კიარადა…
ვიცი, რომ არც გარეგნობით გამოვიჩევი დიდად და პლუს ამას ის მწარე ფაქტი, რომ არაფოტოგენური ვარ, მაგრამ მე მაპატიეთ, თუ სურათების გადაღება მიყვარს ძალიან… ხოდა გადამიღო ბუნებაში… მუღამზე ვარ, რომ შენ ბუნებაში გადაგიღოო, ხოდა she did it!!!

კარგი ის იყო, რომ მეგუნა იყო ჩემთან…
ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს მუდამ. საკმაოდ გვიანამდე ვიყავით, მერე რომ ჩამოვედით ქვევით, კოზმანასთან დავარეკინე იქნებ ჩამოვიდესმეთქი…
ხოდა მოხდა სასწაული, კოზმანამ 5 წუთში ვაკის პარკთან ვიქნებიო, ხოდა ისე გამიხარდა, რომ სანამ ვაკის პარკან მივედით, მეგუნას სულ სანზე ველაპარაკებოდი… ფრაზები ასეთი შინაარსისა – “რა ბედნიერებაა, სანდროს რომ ვნახავ, სანდრო ჩემი პატარა სიხარულია!აი იცი როგორ მიყვარს, ის ჩემს გულში ზის” მეგუნა კი ამ დროს კი ღიმილიანი სახით მიყურებდა და რა მოსიყვარულე და საყვარელი ხარო, მაგრამ ესეც სხვა საუბრის თემაა. საერთოდ მეგუნა იმიტომ მიყვარს, რომ არ ცდილობს საკუთარი უარყოფითი აზრი მოგახვიოს თავს, არ მახსოვს ეთქვას ცუდი ადამიანი არისო, ვინმეზე…
კიარადა სიტყვა “უარყოფით”-ში იგულისხმება არა მხოლოდ ის, რაც თქვენ გაიგეთ, არამედ “საწინააღმდეგო აზრი”-ც…
კიარადა… ანუ ჩემი აზრისგან განსხვავებული აზრი!
ხოდა მეგუნა მიძლებს რა…
მის გარდა ჰერმიონეც მიძლებს…
არ მიტრაკებენ, რატომ ხარ ასეთი და ისეთიო…
მიღებული ვყავარ ისეთი არანორმალური, როგორიც რეალურად ვარ…
ხოდა მე მეორე ჩემნაირს ძნელად თუ ავიტანდი, ვინმეს რომ ესაუბრა ძმაკაცზე მთელი 20 წუთის განმავლობაში, ალბათ ტვინში სისხლი ჩამექცეოდა. ნუ მე საშინელი მოუთმენელი ვარ და ეს მგონი ყველამ იცის.
ესეც ანიას თვალით დანახული მე…

ესეც არტგენის განწყობით…
მაინც ვუსმენ ნიაზს, რადგან …..

საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა…

***
საერთოდ ირაკლის, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მისი უკვე მესამე შვილია, მაინც რაღაცნაირი შიში აქვს ბავშვის ჭერის…
ამხელა კაცია და მაინც ეშინია მისი დაჭერა…
ნუ ამხელა, ანუ 21 წლისაა…
13 წლიდან ერთად მოვდივართ…
ჩემი ძმაკაცია…მისი მეჯვარე ვარ და მისი პირველი ვაჟიშვილის ნათლია…
დუკას დაჭერისაც ეშინოდა, ზიზუსიც…
ახლა გიორგისიც ეშინია…
“დუკა” რამე ახალი სახელი არ არის…
ვლადიმერი არის სრული სახელი, ანუ ლადო…
მაგრამ 3 წლის ბავშვს “ლადო”-ს არავინ ეძახის…
ეგეც ჩემი ნათლულია და მე სულ რომ “ლადუკა”-ს ვეძახდი, მერე “ლა” ჩამოვაშორე და “დუკა” დარჩა…
ხოდა ახლა ყველა “დუკა”-თი იხსენიებს…
“ზიზუ” კი იგივე “ელისაბედი”-ა…
ანუ “ლიზი”…

ანუ “ზიზი”, როგორც ყველანი მოფერებით ვეძახით….
უფრო ხშირად “ზიზუ”-ს ვეძახით…
მერე დუკა მიადგება ხოლმე თავის წლინახევრის დას და აჯავრებს ხოლმე: “ზიზუ, ზიზუ, მატელაცი გამიკეთე აბა, აუ მიდი ლა ზიზუ, გეხეწები.”
ხოდა ზიზუც დიდი ზიზუს “პრიომ”–ს ატარებს თავის ძმაზე…
მერე ამაზე ყველა ხალისობს ხოლმე…
განსაკუთრებით კი დუკა, რომელსაც დღესაც კი ახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი მატერაცისა და ზიდანის ინციდენტი…
ნუ მაშინ დუკა იყო ამ მსოფლიოში ირინას ორგანიზმიდან მოვლენილი პატარა ჭანჭიკი…
1 წლის იყო მაშინ…
მაგრამ უკვე რომ რეალური სამყაროს წევრი გახდა, როცა ისევ მე ვიზრუნე მის განვითარებაზე…
ხოდა ანუ ის, რომ მან ფეხბურთი და თუნდაც მსოფლიო ჩემპიონი იცის ვინ გახდა, ჩემგან იცის…
ნუ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ირაკლის 3 შვილიდან პირველის ნათლია რათქმაუნდა მე გახლავართ…
ანუ დუკასი…
ირაკლი სულ მუშაობს…
ისევე როგორც ირინა…
ხოდა ჩემთან არის სამივე ბავშვი თითქმის სულ…
კიარადა, სულ ჩემთან არიან ხუთივე…
ირაკლი, ირინა, დუკა, ზიზუ და გიო…
მთელი ოჯახი…
ირაკლის ბარნოვის ბინა აგერ უკვე 2 წელია რემონტს არის მიცემული…
ხოდა ჩემთან ცხოვრობენ.


***
გავედი იქით…
დაღლილი დღის მერე მისაღები ოთახის ტახტზე წამოვწექი…
მაგიჟებს ეს სიცხე…
არადა არაფერი არ დამიფარებია…
ასე, პირდაპირ სახლის თხელი თანაცმლით წამოვწექი…
ხან აქეთ გადავბრუნდი, ხან იქით, მაგრამ სიცხემ გამაგიჟა…
უცებ საშინელი ტირილის ხმა გავიგონე…
აი ისეთი, რომ ვიფიქრე უეჭველი ვინმეს ხელიდან გაუვარდამეთქი…
ჯერ ხომ სულ პატარაა.. 4 თვის და რამდენიმე დღის…
ვინაიდან ყველა ოთახის ყველა აივნისა თუ კარი ღიაა დიადი სიცხის გამო, ამის გამო თავად ოთახების კარები მიკეტილია…
რომ ორპირი ქარი არცერთ ოთახში დაფიქსირდეს…
მათ შორის მისაღები ოთახისიც…
არა რა, მეც კარგი ტიპი ვარ რა. რაღა მაინცდამაინც მისაღებ ოთახში მომინდა წამოწოლა და დასვენება?!
ბარემ გავსულიყავი საძინებელში…
მაგრამ რავიცი აბა, აქ წამოვწექი და ბარემ აქ ვეგდო…
არ მინდა გიოს ტირილის სმენა. მინდა, რომ მთლიანად დავასვენო გონება და სხეული.
დაღლილი ვარ საშინელი…
მაგრამ ირინა არ არის სახლში და ამიტომაც ირაკლის, რომელსაც სულ ძლივს უჭირავს თავისი პატარა შვილი, ისევ ჩემსკენ მოემართება…
გააღო პატივცემულმა ძმაკაცმა მისაღების კარი და ბავშვის ჯღავილი უკვე იმდენად ახლო დისტანციიდან ჩამესმის, რომ აზრი აღარ აქვს ზედა და ქვედა წამწამების შეერთებას…
“აუ ქეთ, რამე უქენი რა…
ატირდა მოულოდნელად…
არ ვიცი რა დაემართა…
ხოდა რამე უქენი რა…”
ეხ რა, ძმაკაცობის დედა ვატირე რა…
კიარადა ნათლიობის…
სხვა დროს თუ ნებისმიერი ამ ტროიკის ტირილისას ფრთებს ვისხამდი და ისე ვდგებოდი, ახლა რაღაც ზანტად ავზიდე ტორსი…
ნუ ტორსი რა…
წელამდე…
ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მთლიანი კორპუსი ვერ ავზიდე…
მე მაპატიეთ, ვერ ვარ მთლად იდეალური ნათლია…
მაგრამ რა ვქნა, დაღლილი ვარ…
“მომიყვანე, ზემოდან დამაწვინე”…
არადა მინდა..
მაქსიმალურად მინდა და ვცდილობ კიდევაც, რომ ირაკლი მივაჩვიო იმას, რომ ბავშვის ჭერა არ არის რაღაც საოცრად ძნელი…
ნუ ვერა რა…
გიოს აყვანა მაინც სულ ეშინია…
დამაწვინა გიორგი ზედ გულზე…
რაღაც საოცარი სიმხურვალე ვიგრძენი…
ისედაც ოხშივარი ამდის ამ გაგანია ივლისში…
“მძიმე ხომ არ არის?!”
“არა, იდოს”…
(წინა სტრიქონში აღსანიშნავი სიტყვა იყო “იდოს”…
იდოს, როგორც სამზარეულოში, დიდ მაგიდაზე დევს გიოს რძით სავსე ბოთლი…
იდოს, როგორც საძინებლებში დევს დუკას “ბეტმენები”, “სპაიდერმენები” და “სუპერმენები”…)
ისევ ჯღავის…

***
რა გატირებს, გიო???
კარგი რა, ასე შეიძლება???
რა გაქვს სატირალი???
რატომ მემსგავსები ???
ერთი წამით დაფიქრდი…
მე ხომ არაფერი კარგი თვისება არ მაქვს და რატომ მაინცდამაინც მე???
ჯერ შენ ძალიან პატარა ხარ ტირილისთვის…
ჯერ შენ ვერ გაგიცნობიერებია, რომ ცხოვრება საზიზღრობაა და მერე უფრო მეტი გექნება სატირალი…

ნელ-ნელა ტირილის ხმა და მონდომება კლებულობს…

არა, მე, ბაზარი არაა…
სულ მტირალა ვიყავი…
10 წლის ასაკშიც, 12, 14, 19…
და დღესაც, როდესაც 21 წლის ვარ, ახლაც ვტირი…
მაგრამ მე რატომ მემსგავსებით შენ და დუკა ასე აქტიურად?!
ირინა ტყუილად არის დედა?
ირაკლი ტყუილად არის მამა?
მე ხომ ნათლია ვარ უბრალოდ?
ირაკლი სულ მაგაზე მიტრაკებს. რამდენს ტირიო.
მე კი ეს არ მომწონს…
მე უფრო ვგრძნობ შენს გულის ფეთქვას, თუ შენ – ჩემსას, არვიცი…
ფაქტია, რომ ისევ ტირი…
ვგრძნობ, შენი პაწია ხელი ჩემს მკერდს როგორ ეხება…
რა სულელი ხარ!!!
მანდ არ არის რძე…
მანდ სიცარიელეა…
არა, მაინც რა არის ნეტავ სატირალი 4 თვის ასაკში???
მე რომ ვიყო 4 თვის, უბედნიერესი ვიქნებოდი..
მაგრამ რავიცი აბა…
არ მინდა, რომ ტიროდე…
გი, ნახე მამიკო როგორ გვიყურებს, ნორმალურები არ ვგონივართ…
აუ, შენ ისევ ჩემს მკერდს ეხები ამჯერად უკვე პირით…
კიარადა ენით…
არა რა, ამ მამაკაცებს ან სექსი გინდათ, ან საჭმელი…
მეტი არაფერი…

– ირაკლიიიიიი, სამზარეულოში მაგიდაზე ბოთლით რძე დევს…
– სად???
– სამზარეულოში, მაგიდაზე…

ამ შენმა დებილმა მამამ თუ ქნა სასწაული და ბოთლს მიაგნო, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს მკერდს ახლა მაინც შეეშვები….
წავალ…
კიარადა მე თვითონ გაჭმევ…
მე ვიპოვი ბოთლს…

(რეალურად არც ირაკლი, ირინა, დუკა, ზიზუ, გიო არ არსებობენ…
მეც გამოგონილი ვარ…
ძმაკაცი, სახელად “ირაკლი” არ მყავს…
და მოკლედ ეს ყველა ჩემი ილუზია იყო…
კიარადა არის…)

We R All 2gether

მოკლედ დოდის ამ პოსტის შემდეგ (რომელიც ფაქტიურად ჩემთვის დაწერა ავტორმა) ხოდა დავაყენე google reader ჩავამატე ბევრი ბლოგი დაუკითხავად, რადგან ისედაც ბევრს ვკითხულობ და ბარემ ახალი და ჩემთვის საინტერესო ხალხის ნააზრევი ვიკითხო…
ეს ის მომენტია, როცა არ დამეზარება…
შეიძლება კომენტარი თითოეულ მათგანს არ დავუწერო, მაგრამ წაკითხვას მაინც განვახორციელებ…
ხოდა თუ ვინმემ აღმოაჩინეთ საკუთარი სახლის მისამართი, არ გაგიკვირდეთ…
just ჩემი კარი ყველასთვის ღიაა…


მაინტერესებს რას ფიქრობთ..
რა ემოციებს განიცდით ამ პოსტების წერისას…
მიყვარხართ ყველა თითოეული თქვენი ნააზრევისთვის…
და მკიდია ერთმანეთს ვეთანხმებით თუ არა იმაში, რაც გვიწერია…
just მიყვარხართ..
და ეს გაცრეცილი სიტყვები არ არის…
ოღონდ მართლა…

არ გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე თქვენთაგანის პოსტი იმდენად მომეწონა, რომ ჩემთანაც დავაკოპირო…
ქოფირაითს აუცილებლად მივაწერ…
ასე რომ საავტორო უფლებებს არ წაგართმევთ…
უბრალოდ ეს იმას მაუწყებელი იქნება, რომ ამ პოსტის დამწერს განსაკუთრებით ვეთანხმები რაღაც მოსაზრებაში…
ხოდა let’s blog 2gether………

საბა


დღეს, საღამოს, გაიმართა ლიტერატურული დაჯილდოება “საბა”…
გამარჯვებულები არიან:
1. წლის საუკეთესო პროზაული კრებული – დავით ქართველიშვილი “4 მოთხრობა”
2. წლის საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძე “Maid In Tiflis”
3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული – მაია სარიშვილი
4. წლის საუკეთესო თარგმანი – გიორგი ლობჟანიძე (ყურანი)
5. წლის საუკეთესო პიესა – დათო ტურაშვილი ,,კედები”
6. წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული
7. წლის საუკეთესო დებიუტი – ბაჩო კვირტია “მატერებლის მოსვლამდე”
8. პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ვახუშტი კოტეტიშვილი


რა ბედნიერებაა, ბასა ჯანიკაშვილს კბენა კიარადა სწერვობა რომ შეუძლია…
ვინც კი სცენაზე ავიდა, ყველაზე რაღაც დებილობა თქვა, რადგან ზევით აღნიშნული პირები ვერ აფრინდნენ სცენაზე…
არამედ ნელა და დინჯად მიაბიჯებდნენ სცენისკენ…
რა საჭირო იყო ასეთი ირონიულ-კრიტიკული რეპლიკები, типа “მაია, მგონი შვილებთან ერთად ამოდის სცენაზე”, ” ბაჩოს მგონი გზა აერია”, “მგონი 2 აკა ამოდის”, “დათო საერთოდ ამოდის???” და ა. შ.
ნუ რა საჭიროა მიკროფონში და დაჯილდოების მომენტში ასეთი ფრაზების სროლა…
ნუთუ დიდი პრობლემას წარმოადგენს ზედმეტი 10 წამით ლოდინი, სანამ გამარჯვებული სცენაზე ამოვა…
ძალიან განებივრებულები ვართ ლიტერატურული კიარადა კულტურული ღონისძიებებითა და დაჯილდოებებით???
თუ რა სჭირდა ბასას???
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ:
1) დაბოღმილი იყო, რომ მისი არაფერი იყო წარდგენილი და ეს აღნიშნა კიდეც…
2) მალე უნდოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი…
3) ტექსტი არ იცოდა…
ჩემის მოკრძალებული აზრით ბევრად უკეთესი წამყვანის შერჩევა შეიძლებოდა…
სწერვა მაინც არ იქნებოდა…

მაგრამ კარგი…
ეს გავატარეთ….
განვიცადე უდიდესი ბედნიერება…
ვინაიდან და რადგან ჩემმა უსაყვარლესმა მწერალმა ანუ აკა მორჩილაძემ აიღო წლის რომანისთვის ეს ჯილდო…
კივილი დავიწყე სიხარულისგან…
ლამის ტელევიზორში შევძვერი…
აი, ნუ მართლა ვერ გადმოვცემ, რაოდენ დიდი სიხარული ვიგრძენი, როდესაც ეს ამბავი დავინახე…
თან, რომ დავინახე, თავად აკას როგორი “ფეხებზე მკიდია ჯილდოები” დამოკიდებულება აქვს, ორმაგად გამისწორდა, რადგან თავის პონტში წერს და არ აღელვებს ვის მოსწონს მისი ნაწერი და ვის არა…

ძალიან გამიხარდა აგრეთვე ბაჩო კვირტიას წარმატება…
ზუსტად იმავე წიგნმა წიგნის ფესტივალზე I პრემია დაიმსახურა, რაც აგრეთვე სასიხარული იყო…
ნუ, ვახუშტიზე უკვე სიტყვები ზედმეტია მგონი…
ძალიან გამიხარდა ესეც…
გული დამწყდა, რომ ვახუშტის მაგივრად სცენაზე მისი ვაჟი, გუგა ავიდა, რადგან ეს უკანასკნელი საავადმყოფოში იმყოფება…

მოკლედ…
უბედნიერესი ვარ…
სამწუხაროა, რომ წიგნის ფესტივალზე ფული აღარ დამრჩა, რომ “Made In Tiflis” შემეძინა, რაზეც ძალიან გული მწყდება, მაგრამ ამას აუცილებლად ავინაზღაურებ…

ვულოცავ აკას კიდევ ერთხელ…

BSBF (Black Sea Book Festival)

ძალიან მაგარი ფესტივალი იყო…
ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე…
აგრეთვე ძალიან გამიხარდა Moreira -ისა და humanoidi -ის ნახვა, აგრეთვე the_lizard_king -ის გაცნობა…

რაც შეეხება თავად ფესტივალს, ძალიან მომეწონა “დიოგენე” და “სიესტა”…
აღფრთოვანებული ვარ მათი წიგნებით, ფასდაკლებებით, ბუკლეტებით, მომსახურებით და მოკლედ ყველაფრით…
“პარნას”-ს ჰქონდა ძალიან კარგი რუსული წიგნები, მაგრამ სამწუხაროდ თანხა აღარ მქონდა და მათგან ვერაფერი შევიძინე.
ტვინი გამიბურღა “პროსპერო”-მ და “კოსმოპოლიტან”-მა, განსაკუთრებით პირველმა… 1 წამით მიუახლოვდებოდი თუ არა, ეგრევე ტვინს ბურღავდნენ… წიგნები კარგი ჰქონდათ, მაგრამ ფასები ძვირი…
“სანტა ესპერანსა”-ც არის რა… მე მათი მხოლოდ აკას წიგნები მინდოდა, მეტი არაფერი განსაკუთრებული…
“ცხელი შოკოლადი”-ს სტენდთან მდგომებმა 2 ცალი “ოზონი” მაჩუქეს, არადა ჯერ მათი ჟურნალი უნდა მეყიდა და ამ უკანასკნელს მაჩუქებდნენ, მაგრამ იმდენი სხვა წიგნი შევიძინე, რომ “ცხელი შოკოლადზე” აღარ მიფიქრია…

დავესწარი დაჯილდოებასაც…
ეს ზაზა ბურჭულაძე საერთოდ რა დღეშია…
ჯერ რომ გამოვიდა თავიდან, სიგარეტი ვერ გამოიღო პირიდან, მერე მეორეჯერ რომ გამოვიდა, ერთი საათი ტვინი წაიღო, რაღაცას ლუღლუღებდა, ფული ავიღო თუ არაო?! ვითომ ორიგინალურია, სინამდვილეში კი საერთოდ არ არის.
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მისი “მინერალური ჯაზი” ითარგმნა რუსულ ენაზე… და ვისურვებდი ბევრი სხვა მისი და არამარტო მისი წიგნი გავიდეს მსოფლიო არენაზე…
ვიყიდე ეგ კრებული ანუ “15 მოთხრობა”, სადაც ცერემონიაზე წარდგენილი მოთხრობებია შესული და როცა ამ ერთ წიგნს მოვრჩები, მერე ჩავუჯდები…
საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ძალიან ლამაზად ჩაიარა…
ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე და ნელნელა კითხვაც დავიწყე…
როგორც ლიზარდამ მითხრა მთელი ზამთრის მარაგი გაქვს ახლაო.
საერთო ჯამში ფესტივალის ფარგლებში და მის გარეთ ჩემს მიერ შეძენილ წიგნთა რაოდენობა შეადგენს 45-ს, რაც უზომოდ მახარებს…აქედან ჩემი საყვარელი მწერლის 10 წიგნის მფლობელი ვარ…
დანარჩენებსაც შევიძენ… I hope…
იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ზაფხული აქ უნდა ვიყო…
ძალიან მახარებს ეს ამბავი…
კიარადა ჩაფლავებული ზაფხულის კი არა, ბევრი წიგნის შეძენის…
მიხარია, რომ კითხვას ვიწყებ…
დოდი, კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი საყვარელი მწერლის წიგნების ჩუქებისთვის…