მეზობელი

დღეს ვფიქრობდი, მოდი დღეს სამსახურში არ წავალ–მეთქი. ვიქნები მთელი დღე სახლში და გავაკეთებ არაფერს. საჭმელი ასეა თუ ისე, მაქვს და მეტი რა მინდა. გარეთ მაინც წვიმიანი ამინდია. აი ისეთი, მე რომ ბუხართან ჯდომა მიყვარს და კორპორატიული ვირთხები კლიენტებს დასდევენ. ჰო, აი ეგაა. მერე თუ ვინმე დაინტერესდა კორპორატიული ვირთხების რაობით, მკითხეთ, ოღონდ მერე. მეც რომ მეცოდინება ზუსტი დეფინაცია.

ისე კი ქალაქსა შინა ვერ გამიგია რა ხდება, ყველა მარტს აბრალებს ასეთ წვიმებს, არადა რახანია ვარდობისთვეა და მე, როგორც სკოლის მოსწავლე,  მაისის ბოლოს ისე ველი. არადა შვებულება ისევე შორსაა, როგორც ყველა ჩემი არ–ასრულებადი ოცნება.
Continue reading

ჩემი შეყვარებული (vol. 9)

გიორგის შევხედე. მას თავი მარცხნივ ჰქონდა გატრიალებული და ფანჯრიდან იყურებოდა.

– ჩემს სახლთან არ აჩერებს???
– დღეს ჩემთან მოდიხარ.
დაბნეულობისგან თვალების უაზრო ხამხამი დავიწყე, ენა ჩამივარდა და ბლუყუნი დავიწყე. ასე მემართება ხოლმე, როცა რაცას ვერ ვგებულობ, ვერ ვიაზრებ.
 – რაა??? როგ??? გაგიჟ??? რა სისულელეა… გააჩერეთ.
კარებთან ჭიდილი დავიწყე, მძღოლმა საეჭვოდ გამოგვხედა. გიორგიმ მალევე ანიშნა გზა განაგრძეო, მე ხელები დამიჭირა და აუღელვებლად მითხრა:
 – წამო რა, გთხოვ…
მივუახლოვდით გრძელ კორპუსს. გრძელსა და მაღალს. თვალი ავაწვდინე და 17 სართული დავითვალე შეძლებისდაგვარად. 17 სართული, რომლის ზევით უკვე ცა დამყურებდა. შავი. წვიმიან დღეებში სულ ასეთი შავია ხოლმე. ამასობაში გიორგიმ ფული გაუწოდა მძღოლს და კარი გააღო. გააღო და მე გამომხედა ეჭვის თვალით. ალბათ უცბად ქვეცნობიერად გაიფიქრა არ გავქცეულიყავი.
 – გადადი.  შევყოყმანდი.
 – აზრი არ აქვს, მაინც დაგეწევი.
წარბებშეკრული ვიჯექი.
 – გთხოვ რა.
არაფერი მასულელებს და მადებილებს ისე, როგორც მისი სახის გამომეტყველება. ისეთ სახეს მიიღებს, რომ არ გამომდის შეწინააღმდეგება. გადმოვედი. გარეთ საკმაოდ ციოდა. ტაქსის მძღოლმა ისევ საეჭვო და გამჭოლი მზერა გვესროლა. გიორგი ჩამეხუტა და უცბად შემიყვანა სადარბაზოში. ლიფტი თითქოს ჩვენ გველოდა. აქ კიდევ ერთხელ შეყოვნდა. კიდევ ერთხელ გაიფიქრა, არ გამექცესო.
 – არ შეხვალ???
– 😀 😀 😀 ნუთუ კიდევ გგონია, რომ გავიქცევი???
 ჩაიცინა.
 – რავიცი, რავიცი, შენსას კაცი ვერ გაიგებს. ერთ წამში ერთს ფიქრობ, მეორეში – მეორეს.
შევედით. არვიცი რომელი სართულისკენ მივემართებოთ, ვერ დავაკვირდი.
 – აუ გეხვეწები, პირველი მე გავალ რა.
ისევ ჩაიცინა.
 – რათქმაუნდა შენ გახვალ. სულელი, ისევ შიში იმისა, რომ ლიფტიდან არ გამოვალ და 1–ლ სართულის ღილაკს დავაჭერ თითს.
 – სულელო, მაგიტომ კი არ უნდა მეთანხმებოდე, რომ არ გავიქცე. არამედ იმიტომ, რომ სულ მეშინია, რომ კარის დაკეტვამდე ვერ მოვასწრებ შესვლას ან გასვლას. ამიტომაც სულ პირველი შევდივარ ლიფტში და პირველი გამოვდივარ. სასოწარკვეთილი სახე მივიღე.
ისეთი ხარხარი ატეხა, შევზანზარდით თითქოს.
 – კლაუსტროფობია გჭირს???
 – არა!!! ლიფტის კი არ მეშინია, მისი კარის დაკეტვის მეშინია.
 – ნუ გეშინია, ჩემს ლიფტის კარებს ეყვარები მუდამ. შენ ოღონდ მოდი ხოლმე.
ამასობაში გავჩერდით. პირველი გამოვედი და სიბნელეში დავდექი. გიორგიმ ხელი მომხვია. ამასობაში ლიფტი დაიხურა და სრულ სიბნელეში ვიდექით გაუნძრევლად. უკნიდან ნაცნობი სხეული მომეწება. კანკალმა ამიტანა.
 – ვაიმე.
 – რა იყო??? რატომ კანკალებ???
 – ახლა ჩვენ მოვკვდებით.
 – უკვე???
 – გესმის ქარი როგორ ჟრიალებს???
 – მერე???
 – ხოდა ვკვდებით.
 უკნიდან მომაწვა ნაბიჯის გადასადგმელად. მყარად დავდექი.
 – ასე ვიდგეთ???
 ვიღაცის რკინის კარი ისე მაგრად დაიხურა, რომ შევტრიალდი და ცრემლები წამსკდა. მთლიანად ჩამიხუტა.
 – ვაიმეეე, რა მშიშარა ხარ. კარგი რა. რისი გეშინია. ეგენი იოსებიძეები არიან. სულ ეგრე აბრახუნებენ. ნუ გეშინია. მერე რა მოხდა?!
 – შენები სად არიან???
 – რა ხდება რო???
 – რას იფიქრებენ ღამის რაღაც საათზე უცხო გოგო რომ აგყავს სახლში.
 – იფიქრებენ, რომ სწორ გზას დავადექი. 😀
 თვალების ცეცება დავიწყე.
 – არავინ არაფერს არ იფიქრებს იმ უბრალო და მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემები სახლში არ არიან. ჩემი დეიდაშვილი მშობიარობს და იქ არის ყველა.
 – შენ რატომ არ ხარ იქ???
 – რავიცი, ეგ შენ უნდა იცოდე. შენ გადამრიე, ჭკუა ამირიე.
 – შენ იდიოტი ხარ, რა ჩემი ბრალია…
 – ეგეც შენი ბრალია 😀 😀 😀 😀
 – წამალზე რომ ზიხარ, ისიც???
შეიშმუშნა.
 – აუ ქეთ. მოდი არ გვინდა მაგ თემაზე ახლა და აქ.
ჩავირბინეთ კიბეები და გასაღების წარმატებით მოძებნის შემდეგ კარი გააღო.

ჩემი შეყვარებული (vol. 8)

მეზარება. დაარცმინდა.

გთხოვ.

გოგოებსგადავხედე.ზოგიპიცასილუკმებოდადაარიმჩნევდაამსაუბარს, ზოგიცცნობისმოყვარემზერასარგვაშორებდა. არავინიცოდა, ვინიყოგიორგი.

წვიმს. და საერთოდაც ღმერთო ჩემო… „ღმერთო ჩემო“ ჩემი ირონიისა მწვავე, ხოლო აგრესიის მსუბუქი ფორმაა.

აუქეთთვალებში ჩამხედა. მერედახუჭა, თითქოსისსიცივედასისველეშეიგრძნო, რაცწვიმასთანახლდა.

ავდექი. მაგიდაზეფულიდავტოვე. თვალებიგაუნათდა. მოემზადა.

– WC-შიმომყვები??? წარბებისაწევითვკითხე.

დაიბნა, არელოდა, შეჩერდა.

სად?????

საჭიროოთახშიანუ.

აა, უი, არა. გარეთდაგელოდები.

წვიმაში??? აქდაჯექი.

დაჯდა. გავედი. WC-შიშესვლამდეგამოვხედე. გამეცინა. I could see him being very shy while setting himself next to my girlfriends. მაგრამთითქოსარშეიმჩნია. გაეცნოკიდევაც.

WC–შიშევედი. რამდენიმეგოგოაყუდებულისარკესთან, ზოგიპომადასისვამდა, ზოგმაწამწამებიკიდევუფროგაიშავა, ზოგიცკიუბრალოდხელებსიბანდაერთმანეთსარაცდიდნენ, წინუხტებოდნენ, ქუსლებითხმაურობდნენმეტლახზეღმერთო, როგორვერვიტანასეთგოგოებსსიგარეტისადასუნამოსსურნელიერთმანეთშიშერეული, მათრობელესენციადრომქცეულაჩემთვისაგერუკვერამდენიხანიარამდენირაიმდენიხანი, რამდენიცგიორგისვეურთიერთობებოდ

შევედი, კარებსავეტუზეველოდები, იქნებერთმანეთისმიყოლებითგავიდნენ. არა. აზრიარჰქონდა. შევედიერთერთკაბინაში. უნიტაზსთავიდავახურედადავჯექი. საიდანღაცისევმუსიკისხმამოდიოდა. დაპლუსამათიყაყანი: “გოგო, ესწენიხოძაანმაგრადმიხდება?!, „როგორ ფერზე ვარ??? რუმიანა ხომ არ დავიმატო???იმდენადმოვიხარეწელში, რომთავიმუხლებზედავდედათვალებიცდავხუჭე. წამითწავედი. მერეგავახილედაგონებაშისაკუთართავსდავუსვიარაერთიკითხვა: “ნუთუესრეალურია, არმესიზმრება??? დაგიორგივინაა??? ჩემირეალობა??? მაშინჩემიარარეალურივინღაა???ანსაერთოდრასვაკეთებაქ??? ანიმან როგორმომაგნო??? იქნებსახლშიუნდაწავიდე???ხომმელოდებიანსახლში???. არადაარავინმირეკავს. ნეტავამბარიდანუკანაგასასვლელიარარის??? ანრაშიმჭირდება?! მეხომშეიმიძლიაპირდაპირწინაგასასვლელიდანგავიდედაწავიდე. წავიდესახლშიდადავიძინო. არა, დავიძინოარა. უბრალოდდავწვედამერეძილითავისითმოვა. არა, ძილიარმოვათავისით. თავისითგათიშვამოვა, დაბლოკვააზროვნების.”

კაბინიდანგამოვედი. ონკანთანმივედი, რომელთანაცარავინიდგარატომღაც. ალბათერთონკანთან 5 გოგოსერთადდგომასაქვსმუღამი. ამრეზითშევხედეამსაბავშვობაღს. ხელებშიწყალიდავიგუბედადავლიე. ყურებიხმაურისგანდაგუბებული. ისედაცსულსაცობიმაქვსხოლმეყურებში.

ჯანდაბას, რაციქნება, იქნება. მაინცჩემიმეზობელიადაიმედიმაქვს, სახლშიმივდივართ. გამოვედიდასანახაობა. გიორგიგოგოებთანუკვეისეთიდაახლოებული, რომთითქოსარაერთხელყავსისინინანახი. განსაკუთრებითნუცა. ნუცამაინცისეთიტიპია, რომარაქვსმწვავერეაქციებისხვადასხვატიპისადამიანებზე. თუმცანარკომანირომარისგიორგი, არვიცირამდენადშეამჩნია, მაგრამდანარჩენებთანშედარებითრომუფრომეტადკეთილგანწყობილიიყო, ეტყობოდა.

მივედი. გიორგისზურგიდანმივეპარედამთელიძალითჩავეკარიუკნიდან. შეცბა, არელოდა. კისერშიკოცნადავუწყე. მაგრად. აიისე, როგორცმემიყვარს. მთელიძალითადასურვილით. მისისხეულის, სუნამოსადასიგარეტისსურნელი, ერთმანეთშიშეწყმულიუკვეისეთიახლობელიიყოჩემთვისდაისეთისაყვარელი, რომღრმადჩავისუნთქე. მინდოდამთლიანადმეგრძნო. როგორისაყვარელიაესსურნელი.

ხოოო, რავიცი…– ნუცისფრაზადათანდართულიღიმილი. ნუცისუკვევაშაყირებთმაგფრაზაზე. მუდმივადხოოო, რავიცი“–ამბობსხოლმეყველაფერზე. ხოდამეცხოოო, რავიციშევარქვი.

მერეგავანთავისუფლეჩემიმკლავებისგან. გოგოებისსახეარაერთგვაროვანი.

ბავშვებო, მეწავალ. ძალიანგამიხარდათქვენინახვადაშემოგეხმიანებით. სკაიპითსავარაუდოდ. არდამივიწყოთ. ” სათითაოდჩამოვუარეყველას. ქურთუქიჩავიცვი, ქუდი, კაშნედაგამოვედით.

გარეთუკვეაღარწვიმდა, თუმცამაინცსაჭიროიყოზემოთჩამოთვლილიატრიბუტები. თანიმისპირობაზე, რომსაშინელიმცივანავარ. გიორგიცსაკმაოდთბილადჩაცმული. მაგრამმაინცგაუწითლაცხვირი.

მოიცა, ესგრძელიადამოგცემ” – კაშნემოვიძრე.

რასშვრები, ქეთ??? არმინდა, შენარგაცივდე. არმინდარა.

არა. შენარუნდაგამიცივდე. თორემმერევინმომხედავს??? ვინგამომიტანსდილაუთენიასახლიდანსაჭმელს. ვაშლს. ვინმომახურავსდუტისქურთუკს.”

მეგამოგიტანმართლა, მაგრამარმინდარაახლაესკაშნე.

კარგიდამაინცწავიძრე. კისერზემოვახვიე. ჩავფუთე.

აუქეთ, კარგირა.

ჩჩჩ, მეასემინდა.

რასასაცილოიყო. ისემაგრადჰქონდამოჭერილი, თითქოსესესაათავიწაძვრებაო.

ტაქსიგააჩერადამძღოლიცდაითანხმა. ავსხედით.

სადმივდივართ???

ჩვენთან.

ისერაღაცნაირადგაიჟღერაამჩვენთან“–მა, ნერწყვიმძიმედგადავყლაპე. ხო, ჩვენთან, ჩვენსუბანში, ქუჩაზედამეტისადჩვენთან“???

უაკნვიჯექიმარტო, ისკიწინ. ტაქსისმძღოლსმაგნიტოფონიაწეულიჰქონდა, აქედანგამომდინარესაერთოდარმესმოდარაზესაუბრობდნენისდაგიორგი. სავარაუდოდმისამართიდაუზუსტაგიომ. წინამხრიდანხელიგამაძვრინა, ჩემიხელისძებნადაიწყო. მალევეიპოვადაწინწაიღო. ჩუმადმაკოცა. თვალებიდავხუჭე და ჩუმად გავიღიმე. ღმერთო, ნუთუესმართლარეალობაა???

ამასობაშიჩვენსქუჩაზეასულებივიყავით, მაგრამჩემიგონებაიმდენადსხვაგანიყო, რომესგვიანშევნიშნე. კიარადა, უფროსწორადმაშინშევნიშნე, როდესაცჩემიკორპუსიმეცნო. აიჩემისადარბაზოც, მაგრამმანქანაარგაჩერებულა.

mixed up

ჩაყლაპე? ჩაყლაპე? ჩაყლაპეჩაყლაპეჩაყლაპე? ვინ ხართ? რატომ მომიახლოვეთ სახე ზედ ცხვირთან? რას მებლატავებით?მაძლევთ გარანტიას, რომ არ მესიზმრებით? მართლა ასეთი ლამაზი წითელი პირი გაქვთ?მაძლევთ იმის გარანტიას, რომ ეს მართლა თქვენი მაისურია ასეთი ჭრელი თუ მე ამერია თვალები ამდენ სიჭრელეში???მართლა ასე ძლიერ უნდათ თქვენს ტუჩებს ჩემებთან შეხება??? გონივრულია ასეთი საყვარელი იყო, თან 21 წლის და XXXS ზომის მაისური გეცვას? გესმის რაზე მიდიხართ, ასეთი ლურჯი თვალებით ქათინაურებს რომ მეუბნებით?თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ მე არ ვარ ნორმალური??? ხომ არ დაიღალეთ ამდენი სმით??? ხომ არ გინდა არაყი მოვწრუპოთ???

რატომ ვიოფლიანებ ჩემს ხელს თქვენსაში? რატომ მანდომებს თქვენი მუხლები გარდამავალი ზმნების გამოგონებას? ჯერ ის მითხარი, რომელი საათია? იქნებ უკვე ის დროა, როცა მთვარეა ზენიტში და არა მზე??? თუ ეგრეა, იქნებ ჩემთან წავიდეთ??? ცხელ შოკოლადის კეთება იცით??? თუ არ იცით, მე გასწავლით, რომ მერე მე მომიმზადოთ. რა გქვიათ შენ? გინდათ ცოლად გამომყვეთ?როდის იწყებს ადამიანი სინანულს, რომ ამ ქვეყანას მოევლინა? იცი, რომ მშვენიერი თვალები გაქვს, იცი? რატომ ტირით?როდის მაკოცებ? გნებავთ კიდევ არაყი? კიდევ როდის ვიზასაოთ? რატომ აღარ ცეკვავთ? იცით კი ცეკვა საერთოდ??? იცი როგორ უნდა იცეკვოთ ამ მელოდიაზე? და თანაც მაშინ, როდესაც თქვენში ალკოჰოლი თქვენს ორგანიზმში არსებულ წითელ სითხეს შეერია??? ამ გიჯურ მელოდიას ელექტრონული მუსიკა ეწოდება. აა, მე მომიტევეთ, ისედაც იცოდით??? ვინ არის ეს ხალხი? შენი მეგობრები თუ ჩემი მტრები? როდის მოვრჩებით ჩუმად ჯდომას და განთიადის ყურებას ამ ცარიელ კაფეში? არ გაგვაგდებენ ოფიციანტები აქედან??? თუ ჩვენ უნდა გავაგდოთ??? თუ მათი თანდასწრებით ვიჟიმაოთ??? შენ იქნები ზემოდან თუ მე??? ამ სკამზე??? მოუხერხებელი არ იქნება??? თუ შენ სულ ასეთ სკამებზე ჟიმაობ??? ჯერ იქნებ სამზარეულოში შევიპაროთ და რამე ტკბილი ვჭამოთ??? ან იქნებ გარეთ გავიდეთ და იქ შევერწყათ ერთმანეთს??? რატომაა დაკეტილი პრესის ჯიხურები და გამორთული ყველა ვიდეოთამაში? ხომ შეიძლება, უბრალოდ დავშორდეთ ერთმანეთს, თუნდაც გუჩის „ენვის“ რეკლამის წინ? მართლა ვერ ვხვდები, შენ რეალური ხარ თუ უბრალოდ მე „მეარეალურები“. აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, წავედი. მე თვითონ გავიკეთებ ცხელ შოკოლადს.

(c) Frederic Beigbeder and me

ჩემი შეყვარებული (vol. 7)

ხო დებილივით…
ან რა უნდა მექნა?! უბრალოდ ვიჯექი. ერთი სასიამოვნო რაც ხდებოდა ის იყო, რომ ჩემს საყვარელ ქოქოსის ლიქიორს ვწრუპავდი. ოღონდ უკვე მესამე ჭიქას. გარეთ ვიყურებოდი, უკვე საკმაოდ ბნელოდა. საათს დავხედე, 10 იყო დაწყებული. უცბად საშინელი არაერთი მანქანის სიგნალი. არაფერი გასაკვირი: წვიმა დაიწყო. იმდენად წამებში მოხდა ეს ყველაფერი, რომ გავოგნდი.
– აუუუ, ახლა სახლში როგორ წავალთ
– ვაიმე, გაწვიმდა???
– ეე, მანქანები რა დღეში არიან
– წვიმა…
– აუ მე რა თხლად მაცვია…
– რა არ გკიდიათ???
– რა?




– რა და ის, რომ მანქანები ასიგნალებენ… ის, რომ თხლად გაცვია… ის, რომ დასველდები… ის, რომ რავიცი მე, წვიმის უარყოფითი მხარეები… გინდა არ გინდა, ახლა მაინც არ ვიშლებით ჯერ, და როცა დავიშლებით და სახლებში წასვლას დავაპირებთ, გვიანი იქნება და ტაქსებით მოგვიწევს. სანამ ტაქსებს გავაჩერებთ, მაქსიმუმ 2–3 წუთი მოგვიწიოს გარეთ დგომა და 2–3 წუთში რა უნდა დავსველდეთ ისეთი, რომ გავცივდეთ და მოვკვდეთ??

– ნუ ხო, მაგრამ მაინც.
– რა დღეში გაქვს ნერვები
– აუ რავი [IMG]http://pinky.ge/Smiles/Orange/mo.gif[/IMG]
საშინელი წვიმა… აი ისეთივე საშინელი, როგორიც მე მიყვარს. პრინციპში წვიმა ყველანაირი მიყვარს. წვიმა კი ისე ეხეთქებოდა Acid–ის ფანჯრებს ისე ძლიერად,იფიქრებდი ეს–ესაა ტყვიებივით შემოცვივდებიან წვეთები. ვიჯექით ასე, დაახლოებით 11–ის წუთებამდე.
ამ დროს უცებ…
აი ისე უცებ, რომ ვერც კი მივხვდი….
ნაცნობი ხმა მომესმა!!!
გიორგი!!!
თვალები გამიფართოვდა… ვერ მივხვდი საიდან მომაგნო. რა იცოდა, რომ აქ ვიქნებოდი. არვიცი. ვერ მივხვდი.
– წამომყვები???
– აა, როგ? მეე? სად?
გოგოებს გადავხედე, ყველა საოცარი სახით გვიყურებდა ხან მე, ხან გიორგის.
– ხო… წამომყვები???
– შენ არ ხარ ნორმალური. როგორ ფიქრობ ასე გვიან სადმე გამოგყვები? გინდა დედაჩემმა მომკლას???
– ცოტახნით. დაახლოებით 1–მდე.
– არსადაც არ გამოგყვები. და საერთოდ, მე შენ არ გელაპარაკები.
– არ მელაპარაკები? რამდენი წლის ხარ???
– თუ გინდა შენ 4 წლის ბავშვად ჩამთვალე, მკიდია. მე შენ არ გელაპარაკები.
– აბა ახლა რას აკეთებ???
– ახლა ვცდილობ თავიდან მოგიშორო.
“ეს ვინაა?” – მგონი ანის ჩურჩულით ნათქვამი ფრაზა იყო, არ მახსოვს ზუსტად.
– ეს იდიოტი, დეგენერატი, კრეტინია. მეზიზღება ეს ადამიანი.
– მე არ მეზიზღები და მაინტერესებს წამომყვები თუ არა.
– არა.
– კარგი. “კურტკა” ჩაიცვი ჯერ შენი, მერე – ჩემი.
თავისი “კურტკა” გაიხადა და მომაწოდა. გოგოების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
– ქეთ, იცნობ ამას???
– მე დაცვას დავუძახებ.
გიორგიმ მხოლოდ ამის გაგონებაზე მიაქცია გოგოებს ყურადღება. გადაიხარხარა, მერე სერიოზული სახე მიიღო.
– წამო რა…

ჩემი შეყვარებული (vol. 6)

გავიდა დღეები…
კვირები…
მგონი თვეც… არ ვიცი. არ დამითვლია. ისე ვიყავი და იმიტომ. შეგუებულივით რაღაცას, ოღონდ რას, არ ვიცი. ის ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით ალბათ, მე კი უამრავი საზრუნავით დატვირთული.

და გადიოდა საათები…
წუთები…
წამები.
იმას საერთოდ არ გავხსენებივარ. თითქოს ერთმანეთი არც კი გაგვიცნია. თითქოს. არ ვიცი იმას რა დაემართა. უფრო სწორად მე მქონდა ვარაუდი, რომ ისეთი გართულია ნარკოტიკების მიღებით, რომ საერთოდაც არ გავახსენდებიმეთქი. პრინციპში ეგაა რა. ეგაა ნარკომანის ცხოვრება; გეფიცება ეს მხოლოდ გასართობად არისო და ჰა, მთლიანად მოცულია ალბათ იმაზე ფიქრით, რა, როგორ და სად იშოვოს. მეც “ფეხებზე მკიდია” ტიპი გავხდი, აღარ ვფიქრობდი უკვე ამაზე.

ერთხელაც დავჯექი კომპიუტერთან, შევედი მეილში და ბრახ!!!!

უცბად წარბები შევკარი, მერე გავხსენი, მერე ისევ შევკარი, მერე ისევ გავხსენი. საერთოდ არ ვიცოდი, თუ მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა. რატომღაც გულმა რეჩხი მიყო. რა უცნაურია არა?! ადამიანის დავიწყებას რომ აპირებ და გეგმავ და ამ გეგმის განხორციელებისთვის ყველაფერს რომ აკეთებ, ზუსტად მაშინ რაღაც ისეთი ხდება, რაც უფრო მეტად გახსენებს ამ ადამიანს. რაღაც ლექსი რომ იყო ადრე ბავშვობაში ვიღაცის მოგონილი :
და ოდეს გადავწყვიტე დავიწყება შენი მე
წარმოიდგინე ფიქრი ისევ შენით დავიწყე.
მარაზმი გამოძახებით

დავიღალე. თითქოს დავიღალე ამ კატა–თაგვობანას თამაშით. არადა რომ დავფიქრდე, ვერ ვხვდები ვინ არის თავში და ვინ შუაში, ვისი ბრალია და ვისი არა. ან საერთოდ რა ხდება, რას ფიქრობს გიორგი ამ ყველაფერზე ან რას ვფიქრობ მე. ალბათ ასეთი არეულობა უნდა ყოფილიყო ადრეც. კიარადა ანუ თითქოს დაგეგმილი იყო თავიდანვე, რომ ასეთი არეული და გაუგებარი ურთიერთობა გვექნებოდა.
ერთხელაც ღამით, მეგობრებთან ერთად გავედი. გავედი ისე, რომ ის ახლა უკვე ცნობილი ბაღი უნდა გამეარა. მაგრამ რომ გავდიოდი, ამაზე არ ვფიქრობდი. კიარადა, ანუ იმაზე არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა გიორგი იქ მჯდარიყო.
ხოდა მე გავედი, ბაღს მივუახლოვდი უკვე. ამ მიახლოებაში კი ნაცნობი ხმები მესმოდა. გიორგი, ოთო…თოკა…გოგა…და კიდევ სხვები, რომელთა სახეები ვიცი, მაგრამ სახელები არა. ძირითადად ეგაა ეგრეთწოდებული “სასტავი”, კიარადა “ნარკამნული სასტავი”. მაგრამ მე შევარქვი
“сброд особо одарённых”. არ შევიმჩნიე, გზა პირდაპირ გავნაგრძე. ქუდი ლამის პირამდე ჩამოვიფხატე, რომ “ვაა, რას შვრები?”–ები ამეცილებინა თავიდან. მაგრამ I was sadly disappointed.
– ქეთ! უცებ შემაჟრიალა მთელს ტანში. არვიცი სიცივისგან თუ ამ ძახილის გაგონებისგან. არ–მოტრიალებისა და ნაბიჯის გაგრძელების პერსპექტივა ნულს გაუტოლლდა.
– პრივეტ. ასეთი სიმპატიური ბოლოს როდის იყო, არვიცი. თმები დავარცხნილი რაც მთავარია. მაგრამ რატომღაც სათვალე ეკეთა.
– როგორ ხარ, ქეთ, რას შვრები?! აუ აი ზუსტად ამ “რას შვრები?”–ებს მინდოდა გავრიდებოდი და გავქცეოდი. იქიდან “ლოკატორა” თოკა გვიყურებს. “ბიჭო, ეს გოგო ევასება?” რომელიღაცა რომელიღაცას ეკითხება და ამ მომენტში ოთოს შევხედე, მაინტერესებდა რას უპასუხებდა. მაგრამ ოთოს რაღაცნაირად მოერიდა ჩემი და არაფერი უპასუხა, თოკო კი პასუხს ელოდა. ისეთი სასაცილო სიტუაცია იყო, ალბათ გამეცინებოდა კიდეც.
– კარგად. და არანაირი “შენ როგორ ხარ?” ალბათ უნდოდა ეკითხა სად მივდიოდი, მაგრამ არ გვქონდა ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ ამის კითხვის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.
ცოტა ხანი ასე ვიდექით და სადღაც დაახლოებით 5–ჯერ მკითხა “რა ხდება შენსკენ ახალი?”, “რას შვრები?” ტიპის კითხვები. უცებ, რომ ვეღარ მოვითმინე, აგრესიულად ვაჯახე:
– სათვალე მოიხსენი.
უცბად თითქოს დაიბნა.
– რატომ???
– ისე უბრალოდ. ღამის 8 საათზე მგონი არ ბნელა იმდენად, რომ სათვალე გეკეთოს.
შეიშმუშნა. მე ისეთი “ნაგლი” სახის გამომეტყველებით ვუყურებდი, რომ მოიხსნა. მიუხედავად მთვარის სინათლისა და არა მზის, მაინც მოვახერხე მის თვალებში ჩახედვა. წამით თითქოს გავშეშდი კიდეც, მეორე წამში წარბები შევკარი და თვალებზე ცრემლები მომადგა. წითელი, წითელი, წითელი, საშინლად წითელი თვალები. ალბათ ეს დღეები არ დაუკლია.
– ფუ, მეზიზღები!
გამოვტრიალდი და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი.
– არა, მოიცადე ერთი წუთით. და უცებ ხელი წამავლო.
– გამანებე თავი, მეზიზღები! და ახლა უფრო მეტად, ვიდრე ადრე, ვიდრე ოდესმე. გავიქეცი და ავტობუსში შევხტი. “წავედით” – ვუთხარი მძღოლს და კარებიც დაიხურა. დავჯექი და შინაგანად მაცახცახებდა. ღმერთო!!! ოდესმე თუ მიხვდება, რა საშინელებას უკეთებს საკუთარ თავს. როგორ ინგრევს ჯანმრთლობას, ცხოვრებას; როგორ უნგრევს ცხოვრებას თავის ოჯახს, თუნდაც მე. თუმცა ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად მე ალბათ, რადგან მე მაინც ყველაზე ადვილად შემიძლია მისი დავიწყება. მეორე საკითხია პრაქტიკულად რაოდენ მარტივად შევძლებ იმის განხორციელებას, რაც თეორიულად ასე მარტივი მგონია.
ამ დროს ტელეფონის ჟრიალი. ამოვიღე, გიორგი იყო. არ ავიღე. რომ ამეღო, უნდა მესმინა თავის მართლება და რატომ? შინაარსი იქნებოდა: “ხომ იცი ძალით არ მინდოდა” რას ჰქვია ძალით არ მინდოდა? კიარადა დავიკიდე, არ ავიღე. და ასე დაგროვდა დაახლოებით 4–5 გამოტოვებული ზარი. მე უკვე იმდენად რეაქცია აღარ მქონდა ჟრიალზე, რომ ანის ზარიც მოყვა ამ არეულობაში. შემთხვევით მესიჯი რომ არ მომსვლოდა: “რას შვრები ქეთ, გირეკავ და რატომღაც არ იღებ, მშვიდობაა??? არ მოდიხარ?”, “კი, გზაში ვარ, სად ხართ თქვენ?”, Acid-ში ვართ, გელოდებით.”
ნახევრად ჩაბნელებული “Acid”–ი, სადაც მუდამ ხალხია. თუმცა იმდენი არა, რამდენიც “ნიკალა”–ში, მაგრამ მაინც. “Acid”–ი მაინც სხვა ტიპისაა და უფრო პატარაც. თვალების ცეცებით ვიპოვე ჩემები. გადავკოცნე ყველა (ო, როგორ ვერ ვიტან ამ ჩამოვლას, მაგრამ რომ არ ჩმოვიარო, მერე “სწერვული” რეპლიკები არ დამაკლდება, როგორიცაა “რა იყო, მოგვესალმე მაინც” და ა. შ. ხოდა ჩამოვიარე ყველა სათითაოდ) მეგობრები…. ოოო, ეს ის მეგობრები ვართ, რომლებმაც კარგად ვიცით თუ როგორ ავუშალოთ ერთმანეთს ნერვები that’s what friends are for თუმცა მე ასე არ ვფიქრობ არანაირად, ანუ მათ ნერვებზე თამაში არასოდეს ყოფილა ჩემი სურვილი და მეტიც, ვცდილობ ამის გამო მათთან ხშირი კონტაქტი არ მქონდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ალექსანდრე გრიბოედოვის სიტყვები შუბლზე მაწერია ხოლმე: И дым отечества нам сладок и приятен” ანუ ვინც კარგად იცის რას ნიშნავს ეს ფრაზა, მიხვდება რაზეც მაქვს საუბარი. რადგან “მშობლიურები” არიან დაქალები, ჯანდაბას, იმასაც მოვითმენ, რომ “კვამლები და ჭვარტლები” არიან და არც თუ ისე იშვიათად “მჭვარტლავენ” თავისი საუბრებითა თუ საქციელებით, მაგრამ მიყვარს მაინც. აბა სადაცაა სახლში გამოშტერების გზას ვიყავი დამდგარი. ჯანდაბას მათი “კვამლობა”.
თუმცა იმ დღის საქციელი უკვე მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ ან მეც მათნაირი უნდა გავმხარიყავი, ან უნდა მოვშორებოდი მათ. იდიოტური საუბრები იმის თაობაზე, თუ “როგორ ცუდად ვგრძნობთ თავს მამაკაცის გარეშე” ან თუარადა “როგორ ნერვებს გვიშლის საყვარელი მამაკაცი” და ჩემს იდეაზე: “დაშორდი, თუ ცუდად ხარ მასთან” მოჰყვება ხოლმე: “მიყვარს და რა ვქნა?!” ან თუარადა რამე მწარე რეპლიკა ჩემს მიმართ წამოსროლილი. ამას ჰქვია მარაზმი გამოძახებით. რატომ უნდა იყო იმ ადამიანთან, რომელთან ურთიერთობის დროსაც ნერვები გეშლება მის ეგრეთწოდებულ “წიკებზე”. ან თუ გიყვარს, მაშინ რატომ გეშლება ნერვები?! მართლა არ მესმის ხოლმე. ვიღლები. ზოგადად ვიღლები ამ ძალითდეპრესიული ხალხით. არადა მე სრულიად სხვა რაღაცეების გამო ვარ ხოლმე დეპრესიაში:
ფული მინდა…
ცალკე ცხოვრება მინდა…
მანქანა მინდა…
მე რომ მინდა, ისეთი სამსახური მინდა… ნუ პრინციპში სამსახური ისეთი მაქვს, როგორიც მინდა, რომ მქონდეს…
ბევრი თავისუფალი დრო მინდა…
მინდა ვხატავდე, თუმცაღა მე–7 კლასის მერე საერთოდ აღარ ვხატავ. და ის ერთადერთი გრაფიკული ნატურმორტიც, ჩემს მიერ შექმნილი რომელიღაც უჯრაში არის შეტენილი. და ჩემი ჩუმი იდუმალი ოცნება იმის შესახებ, რომ როდესაც ჩემი საკუთარი, პირადი საცხოვრებელი მექნება, ამ ნახატს ჩარჩოში ჩავსვამ და კედელზე ჩამოვკიდებ.
ციფრული ფოტოაპარატი მინდა…
მინდა
ბევრი მოგზაურობა მინდა…
ბევრი ვარსკვლავის დათვლა მინდა…
რა კაცი, რის კაცი…
ვკვდები ალბათ იმ მომენტებში, როცა ყველაფერი ის მახსენდება, რაზეც რეალურად ვოცნებობ. რა შუაშია კაცი და სიყვარული???
მაგრამ ესენი მაინც მამაკაცის გამო ნერვებს იშლიან. და ისეთი რაღაცეები უნდათ ხოლმე, რაც ნერვების შლის გარეშე არ იქნება მაინც და მიდი რა, გინდოდეს. ჩემი ნერვები ხომ არ არის ბოლობოლო. შეასკდი კედელს შუბლით.
ვიჯექი დებილივით.

ჩემი შეყვარებული (vol.5)

(ჯერ ეს სიმღერა ჩართეთ და კითხვის პარალელურად ისმინეთ)

რამდენიმე წამში კი… არა, უფრო სწორად როგორც კი ბაღში შევაბიჯე, მამაკაცთა უმეტესობამ შემომხედა. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ შემოხედვა. გადამოწმების გარეშე ვიგრძენი მზერა. თან მზის სათვალე მეკეთა და შესაბამისად უფრო კარგად შემეძლო შემემჩნია ვინ მიყურებდა და ვინ არა ისე, რომ მათ ეს არ დაენახათ. მივედი ბაღის შუაგულში მდებარე მცირეოდენ შადრევანთან. შადრევანსაც ვერ უწოდებს კაცი, იმდენად პატარაა. მივედი და რათქმაუნდა ისე უნახავივით დავეწაფე წყალს. ზოგი ისევ თავისთვის საუბრობდა, ზოგი კი მე მიყურებდა. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ძალიან ლამაზი ვარ და მიყურებდნენმეთქი, ნამდვილად არა. მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია არის ხოლმე,რომ სულ რომ ჯმუხი შევიდეს, მაინც ეგრე შეხედავენ და დაიწყებენ მის შეფასებას.და ეს იმიტომ, რომ სულ ბიჭები სხედან. და გოგოები მხოლოდ მაშინ, როცა ბიჭები არ არიან. ასე რომ ჩემს შესვლასთან დაკავშირებით მათი რეაქცია საერთოდ არ გამკვირვებია. წყალს რამდენი ხანი ვსვამდი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გიორგის მზერას კი ვგრძნობდი, ისევე როგორც ოთოსა და თოკასას. დანარჩენები კი თითქოს ჩუმად და შეპარვით ანიშნებდნენ ერთმანეთს ეს ვინ არისო?

არავინაც არ ვიყავი. მე უბრალოდ ის ვიყავი, ვინც წყალს ვსვამდი. გიორგი სიგარეტს ეწეოდა და მორიგი დიდი ნაფაზიც დაარტყა. ოთო კი მომიახლოვდა, თუმცა საკმაოდ დაბნეული. სავარაუდოდ მან უკვე იცოდა, რომ დილით გიორგი ვალოდინე და შემდეგ კი ტელეფონი გამოვრთე და გარეთ არ გამოვედი. ასეთი საქციელის შემდეგ საერთოდ არ ელოდა, თუ მე მათ მივეკარებოდი. მაგრამ მაინც იქ ვიყავი. აი ეს მაგიჟებს, გიორგის მიერ სიგარეტის მოწევის მანერა. ეს მე მაგიჟებს… აი ისე ეწევა… მე რაც მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ. სიგარეტი მარჯვენა ხელის საჩვენებელსა და შუათითს შორის მოქცეული… აუცილებლად მარჯვენა ხელი. და ყველა დანარჩენი თითი გაშლილი. უაზროდ გაშლილი. თითქოს თუ ამ ორი თითით ვერ შეძლო, მაშინ დანარჩენ სამსაც დაიხმარებსო.რამდენადაც მეზიზღება სიგარეტი, იმდენად ვგიჟდები, როცა გიორგის მოწევის მანერას ვხედავ. ის სულ არ იყო ის ადამიანი, რომელიც დილით მივაგდე ქუჩაში. ის სხვანაირი იყო. იჯდა იმაზე სიმპატიური, ვიდრე დილით. საერთოდ ვამჩნევ, რომ ეს უბნელი კრეტინები ისეთი გამოწკეპილები დასხდებიან ხოლმე ბირჟაზე, თითქოს რამეს წარმოადგენენ. ან თითქოს ქუჩაში კი არა, სადმე სტუმრად მიდიოდნენ. ესეც ეტყობა “კაიბიჭური” “პონტია”
შეიძლება ითქვას, რომ ჩუმად მაკვირდებოდა. ანუ მე წყალს დიდხანს ვსვამდი სპეციალურად. ოთო იქვე იდგა, გვერდით. მომენტს ელოდებოდა, რომ მოსულიყო და მომსალმებოდა. გადავკოცნე სველი პირით.
– რას შვრები, როგორ ხარ?
– რავიცი, შენ?
– მეც ძველებურად. უცნაურად მიღიმის. ვერ ვხვდები რატომ. მერე უცებ ვამჩნევ, რომ გიორგისკენ აპარებს თვალებს. მე კი ვცდილობ ოთოს საუბარი გავუგრძელო.
– როგორ არის შენი ძმა?
– ჩემი ძმა?? რრრავი, არის ნელნელა.
– ძმიშვილები?
– მაგათაც არაუშავთ. გიჟობს ორივე ერთად თუ ცალ–ცალკე.

უაზროდ ვიდექით. მე მანქანებს ვუყურებდი, ის – გიორგის.
– კარგი, აბა შენ იცი.
დაიბნა.
– კარგი. აბა ჰე.
წამოვედი ბაღიდან. “პოპულში” ჩამოვუხვიე. გიორგის კიდევ ერთხელ გავხედე. აი ეს ის მომენტი იყო, როცა ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეასკდნენ ჩვენი თვალები. არც არაფერი. წამით, რომელიც ისეთი გრძელი იყო, რომ გავშეშდით თითქოს. არადა მართლა 1 წამი იყო სულ, მეტი არა.
“პოპულში” შევედი და დავიწყე უაზროდ ბოდიალი. ხან შოკოლადებთან მივედი, ხან – წვენებთან, ხან – ჩიპსებთან. საბოლოო ჯამში 1ლ pepsi, 2 bounty და Millenium–ის ბურთულებიანი შოკოლადი. ჩემი საყვარელი შოკოლადია. რომ კვდებოდე, ვერ იშოვი ამ შოკოლადს სხვაგან. ბურთულებიანი ანუ რუსულად რომ ვთქვა “пористый”. ქართულად რატომღაც “ბურთულებიანი” ჰქვია. ნუ თარგმნაში ხომ ზე–ხალხი ვართ თეთრი, თეთრი, უთეთრესი შოკოლადი. დედაჩემი ვერ იტანს და რამდენჯერაც სახლში მივიტანე, იმდენჯერ “ფუ, ისევ ეს კარაქივით შოკოლადი მოიტანე?!” რეაქცია ჰქონდა. სანამ სალაროსთან ვიდექი, ბაღისკენ გავიხედე. გიორგი აქეთკენ სივრცეში იმზირებოდა, მაგრამ ვერ დამინახავდა. ეს ყველაფერი ჯიბეებში ჩავილაგე. გამოვედი და მორჩა! სახლისკენ არ გამიხვევია.
pepsi გავხსენი, დალევა დავიწყე და ამ მომენტში ქუჩაზე ვიდექი უკვე. კინაღამ მანქანა დამეჯახა. შორს დაამუხრუჭა, მაგრამ მაინც. წამოხტა გიორგი, მე უკვე ისეთი სახით შევხედე, რომ დავამშვიდე თითქოს. ცოცხალი ვარ, ნუ მიყურებმეთქი. მივიჭერი, ახლა უკვე მეორე ან სულაც მესამე ღერი სიგარეტი წავართვი, ნაგვის ყუთში მოვისროლე. ბიჭები დაიბნენ. ვიღაცის ხმა ზურგს უკან: “ეს ვინაა?” გიორგის ხელი მოვკიდე და ავზიდე. მართლა ავზიდე. არ ამყვა თავიდან. პროტესტის გრძნობა იყო ალბათ. არვიცი. მეკიდა. ავაყენე.
– წავედით.
– არა, მე ვრჩები.
– არა, შენ მოდიხარ.
– რა იყო? აღარ გეძინება?
გავშრი უცებ. არ ველოდი, თუ ამას იმათი თანდასწრებით მეტყოდა. ან ბოლომდე უნდა გამეკეთებინა, ან ამ სიტყვების მერე გამეშვა მისი ხელი და სახლში ამოვსულიყავი. წამით გავჩერდი კიდეც. ახლა უკვე ყველა მე მიყურებდა. რამე უნდა მექნა, ასე არ შეიძლებოდა არანაირად. ვუყურებდი თვალებში და არ ვიცოდი რა მეფიქრა. მიყურებდა ისიც და არ ვიცოდი, რას ფიქრობდა. უბრალოდ ასე გაშეშებულები სივრცეში. ფიზიკური ძალა მოვიკრიბე. ახლა უკვე ორივე ხელი ჩავჭიდე და მთელი ძალით ვექაჩებოდი. ბევრი არ გავუწვალებივარ. ადგა. მივათრევდი, როგორც პატარა ბავშვს მიათრევს დედა. ბავშვს, რომელსაც სხვა თავისნაირ ბავშვებთან უნდა ყოფნა, მაგრამ ამასთანავე დედაც უნდა და ფიქრობს ხოლმე რომელთან იყოს.
დაახლოებით ნახევარ საათში მივედით “მზიურში”, სულ ბოლომდე ქვევით ჩავედით და ბალახში დავჯექით. უფრო სწორად მე დავჯექი, ის იდგა ჯერ კიდევ გაბრაზებული.
– რამდენი ხანი სიცივეში გელოდე დღეს დილით.
– მე მეგონა გადამაგდებდი.
– მე თუ შენ?
– აუუ, კარგი რა.
– ტელეფონს რატომ არ იღებდი?
– შემეშინდა.
– რისი?
– არვიცი, უბრალოდ სიტუაციის. რომ ტელეფონი უნდა ამეღო. და მერე რა მოხდებოდა.
– და რა უნდა მომხდარიყო? თუ გეძინებოდა, ტელეფონში გექვა, რომ, იცი მეძინება და მოდი შენც ადი სახლში და დაიძინე. არ შეგეძლო?
– არა.

გავჩუმდით. კიარადა ის გაჩუმდა. მე ისედაც ჩუმად ვიყავი, იმან დაიწყო, თორემ მე რა. დაჯდა და ხეს მიეყრდნო. თვალები დახუჭა, თითქოს ინაზღაურებდა ძილს, რაც ჯერ იმით დაირღვა, რომ ოთოს დავარეკინე დილით, მერე კი მე ვაყურყუტე ჩემი სახლის წინ. ასე ვისხედით ცალ–ცალკე მობუზულები. ამოვიღე ჩემი ტკბილეულობა.
– ქალბატონებო და ბატონებო! თქვენს წინაშეა ბურთულებიანი, თეთრი შოკოლადი!!!
სიჩუმე.
– 11–ის ნახევრამდე შენი სადარბაზოს არ დამითვლია, მაგრამ ბევრჯერ ავუარე და ჩავუარე. 20 მეტრის რადიუსებით სულ.

– მთელი კოლოფი სიგარეტი ჩავათავე.

– მაინც რატომ არ ჩამოხვედი?
– აუუუუუუუ…
– ?
– აუ არვიცი, მართლა არვიცი. უბრალოდ ვერ ჩამოვედი.
– და რატომ?
– არვიცი, თითქოს გავითიშე.
– მერე დაგერეკა და გეთქვა, რომ გეძინება.
– ანგარიში ზუსტად მაშინ გამითავდა, როცა დილით ოთოს ვუთხარი გიორგი გააღვიძემეთქი.
– და მე რომ გირეკავდი, არ აიღე.
– აუუუუუუ… არვიცი. მართლა არვიცი. უბრალოდ რაღაც “ვერ” შემოიჭრა და მაგიტომ.
იჯდა ის გაბუტული თუ უფრო დაბნეული თუ უფრო უძინარი თუ უფრო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. რაღაცნაირად გაშტერებული. მე ვიჯექი ისევ ბალახში და ვჭამდი ჩემს სასუსნავებს. ყველაპერი მე შევჭამე. არაფერს მიეკარა. ერთი ცალი “ბაუნტი”–ღა მედო ჯიბეში.
ის იჯდა ისევ, თვალებდახუჭული და მზეს უყურებდა. თვალებდახუჭული მზეს უყურებდა. უნდოდა დაეძინა, მაგრამ ეს აშკარად არ იყო მისი თბილი ლოგინი. რაღაც მომენტში მართლა მეგონა ხომ არ ჩაეძინამეთქი. ჩუმად მივედი და გვერდით დავუჯექი. შეირხა, შეკრთა.
– ჩაგეძინა?
– მმმმ…
– თუ არა???
– მმმმ….
– კი თუ არა???
– მმმ…
გვერდით ვეჯექი და ვუყურებდი, როგორ ეძინა. უბრალოდ ვუყურებდი. მაგარი მომენტია ხოლმე. ვგიჟდები ისე მიყვარს, როდესაც მძინარე ადამიანს ვუყურებ. ძალიან საყვარელი სამზერია. საათობით შემიძლია ასე ვიჯდე. უცებ მომინდა შევხებოდი. არვიცი რა მოტივით. არადა ვიცოდი, რომ არც არაფერი მოხდებოდა შემდეგში, მაგრამ ახლა მინდოდა. უბრალოდ რომ შევხებოდი. ხელზე შევახე ხელი, მზით გამთბარი ჰქონდა. მერე ისევ ჩუმად მივუახლოვდი და ლოყაზე დავუტოვე შოკოლადის კვალი. ჩუმად ვაკოცე. ვერც გაიგო. შეიშმუშნა. მეტი არაფერი. რეაქცია არ ჰქონია. ასე რამდენიმეჯერ გავიმეორე. მას კი ეძინა. შუბლი, ლოყები, ყურები, ტუჩები, თვალები, კისერი. რამდენიმეჯერ. მერე დავიკიდე. რეაქცია არ ჰქონია არაფერზე. ხოდა მეც დავიკიდე. ეძინა და სულ არ აღელვებდა ვინ კოცნიდა და ვინ ეფერებოდა. ჯიბეში ავტობუსის ბილეთი მედო, ამოვიღე, ფანქრით დავაწერე: “აქ ვიყავით მე და შენ, მაგრამ ახლა შენ სადღაც ცაში დაფრინავ, თუმცა ვიცი რომ შენ მაინც ჩემთან ხარ”. “bounty” დავაჭირე ერთ ხელში, მეორეში ბილეთი. კიდევ ერთხელ ვაკოცე და წამოვედი.

ჩემი შეყვარებული (vol. 4)

სახლი. ჩუმად გადავატრიალე გასაღები. უკვე ათი ხდებოდა. დედაჩემის გაცეცხლებული სახე დავინახე. არ დაუკლია ყვირილი.
– სად იყავი ამ დილაუთენია?
– პურზე.
– აბა პური?
– ჯერ არ მოუტანიათ.
– ამდენი ხანი ელოდებოდი?
– რამდენიმე მაღაზიაში ვიყავი. ზოგან პური არ იყო, ზოგი კი ჯერ ღია არ იყო.
– “პოპული” 24 საათიანია.
– მანდ შეფუთული პური იყიდება. ეგ არ მიყვარს, მალე ხმება და მაგრდება.
– კარგი, მე წავედი სამსახურში.

ისეთი სახით მითხრა, თითქოს დამაყვედრა და თან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ პური არ მივიტანე. მე კი ისეთი ტანჯულის სახე მქონდა, რომ “პოხუიზმს” მივმართე და ვითომ აბაზანისკენ შევუხვიე. კარის გაჯახუნება გავიგე თუ არა, გიორგის “კურტკა” გავიხადე და მის შიგნით დამალული ნივთები გამოვიღე: მაწვნის ცარიელი ქილები და ყავიანი ჭიქა (რომლებიც ეგრევე ნიჟარაში ჩავდე გასარეცხად), ქუდი (რომელიც ჩანთაში ჩავიდე). მეტი არც არაფერი მქონია. “კურტკა” საკიდზე ჩამოვკიდე. თუმცა ვიცოდი, რომ დედაჩემის მოსვლამდე უნდა გამექრო სადმე. კიარადა შემენახა. კიარადა დამემალა. ან ყველაზე სამართლიან შემთხვევაში პატრონისთვის დამებრუნებინა.
აბაზანაში შევედი, ცივ წყალს უნახავივით ვეცი, ხელებში დავიგუბე რამდენიმეჯერ და მერე სახეზე შევისხი. მთქნარებამ მაინც არ გამიარა. თვალები ისე მეხუჭებოდა, აი “Tom & Jerry”–ში ტომს რომ ეხუჭება, ასანთის ღერებს რომ ჩაისვამს, არ დამეხუჭებაო და რომ გაუტყდება ეს ღერები. და ბოლოს დახუჭულ თვალებზე რომ მიიხატავს ვითომ გახელილ თვალებს. ასე კარგად ამ მულტფილმის მგონი არცერთი სერია არ მახსოვს. ჯიბეში ჟრიალი ვიგრძენი. ტელეფონი ამოვიღე.

გიორგის ნომერი ამოვიცანი. რამდენიმე წამი ასე ვუყურე. პირსახოციან ხელში მეჭირა მობილური ტელეფონი და სველი თვალებით დავყურებდი. წყლის რამდენიმე წვეთს კისრისკენ ჰქონდა გეზი აღებული. სახის გამშრალება დავიწყე. მერე იქვე, სარეცხ მანქანაზე დავდე ტელეფონი და ოთახებში დავიწყე სიარული. რომელ ოთახში არ მახსოვს, მგონი ყველაში სათითაოდ. და ყველაში ისმოდა ეს ჟრიალი, ყველა რომ ვიბრაციას ეძახის. რაღაცნაირად ამაძაგძაგა.აი ისე, მთელ ტანში რომ იცის ხოლმე უცებ. არ მინდოდა ამის სმენა, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ხმამაღლა დავიწყე სიმღერა, რომ არ გამეგონა. მერე გავჩუმდი და ისიც გაჩუმებული დამხვდა. “სისულელეა ეს ყველაფერი” – გავიფიქრე. ჩუმად , ოღონდ არვიცი რატომ ჩუმად, შევედი აბაზანაში, პირსახოცი ჩამოვკიდე, ტელეფონი გამოვრთე, ლინზები ამოვიღე, საძინებელში შევედი და პირდაპირ გველივით შევსრიალდი არეულ ლოგინში. როგორ არ მიყვარს ასეთი ცივი ლოგინი.

შევწექი და აღარც მახსოვს როგორ გავიპარე. მიყვარს, როცა ისე მეძინება, რომ პირდაპირ ასე ვიპარები ხოლმე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ნეტავ ჩემი აღსასრულის დრო რომ მოვა, ღმერთმა ისე ქნას ეს ამბავი, რომ ძილში გავიპარომეთქი. ანუ ერთხელაც დავიძინო და აღარ გავიღვიძო. რა სანატრებელია მართლა ძილში ჩუმად გაქრობა. აბა ადამიანი რომ ავადმყოფობს, იტანჯება, წამლები, მკურნალობა ესაა კარგი? ან თუნდაც საოპერაციო მაგიდა რომ არის მისი ბოლო “ლოგინი”? ან თუნდაც ტყვია რომ მოხვდება სისხლი აწითლებს მთელს მის არე–მარეს? ან თუნდაც მანქანა რომ ეჯახება? ესაა კარგი სიკვდილი? ან თუნდაც “კაიფში” რომ იპარება ეს??? აუ, ისევ იქ მივედი. ვიფიქრე, გიორგიზე არ ვიფიქრებ, დავიკიდებმეთქი და ისევ ნარკომანიას მივადექი.
რომ გავიღვიძე, დღის 3 საათი რომ გამხდარიყო, გრძელ ისარს არც თუ ისე პატარა მანძილი ჰქონდა გასავლელი,რომ 12–თან მისულიყო. დაახლოებით 3 ათეული წუთი. მზის სხივებს ვგრძნობდი საბანზე, ბალიშზე, თვალებს მჭრიდნენ ისინი. კარგად მეძინა. აი ისე მეძინა, არც კი დამსიზმრებია რამე. ასე მიცვალებულივით (ანუ გაპარვით) რომ მძინავს, მაშინ არაფერი მესიზმრება ხოლმე. საერთოდ არაფერი. და საერთოდ ასე გათიშულს რომ მძინავს, გაღვიძების მერე მგონია ხოლმე, რომ წინა დღეს საერთოდ არ ვარსებობდი და არაფერი ხდებოდა ჩემს თავს. მაინც რას უშვრება ძილი ადამიანს არა??? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ძილი იმისთვისაა, რომ გაიპარო, გაითიშო და მეორე დღეს სხეულ– და სულდამშვიდებულმა “დაიწყო” ცხოვრება. თუმცა იმას ვერ აანალიზებ, რომ ეს “დაწყება” რეალურად გაგრძელებაა იმისა, რაც წინა დღეს ვერ მოასწარი და ვერ შესძელი.
გაღვიძებისას მეგონა, რომ უკვე სხვა დღე იყო და საერთოდ არ ავმდგარვარ დილით ადრე, არ გავსულვარ თხლად ჩაცმული გარეთ იმისთვის, რომ გიორგი მენახა, არ მივირთვი 2 ქილა მაწონი, შეფიცხული ყველი და პური, ვაშლი და ყავა. აღარ მეგონა, თუ ისევ შაბათი იყო. ავდექი. დიდ ოთახში გამოვედი. გამათბობელთან დავდექი, ჩემს წინ ქუჩას გავხედე, ბავშვები ხმაურობდნენ, მანქანები კანტი–კუნტად მიმოდიოდნენ. სულ ასე ხდება ხოლმე ჩემს ქუჩაზე. ალბათ ამიტომაც მიყვარს. სიმშვიდეა მუდამ. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ქუჩაა, თუ არ ჩავთვლით იმ არასასიამოვნო ფაქტს, რომ ნარკომანებით სავსე უბანია. არა, სხვა უბნებშიც არიან და შეიძლება უფრო მეტი, ვიდრე აქ. მაგრამ აი აქ რაღაც სხვანაირი სიტუაციაა ხოლმე. მე ჩემს ქუჩაზე ყველა ახალგაზრდა ბიჭს ნარკომანს ვეძახი, ვინც “ქუჩას ამაგრებს”. რატომ? რადგან მეჩვენება, რომ დგანან იმ იმედით, რომ ან შესასუნთქი ან ვენაში შესაშვები საწამლავი იპოვნონ. არის ერთი ასეთი ბაღი კორპუსებს შორის, სადაც ძირითადად იკრიბებიან ხოლმე. ერთი ჩვენი გარდაცვლილი რა იყო და მოკლული ბიჭის საპატივსაცემოდ მოაპირკეთეს და მისი სახელობის ბაღი ეწოდება ახლა. თავის დროზე ის ბიჭიც ნარკომანობდა, მაგრამ მაშინ ბავშვი იყო. ბავშვი რა, 20–ის არ იყო და თუ დაახლოებით 16–17 წლის იყო, ბავშვს ვუწოდებ მე. თორემ მთლა 10 წლის ნამდვილად არ ყოფილა. ვისაც გადაბმულად 2–3 წელი მაინც უცხოვრია ჩემს ქუჩაზე, ეს ყველაფერი მისთვისაც ნაცნობია და დაინახავს, რომ ახალს არაფერს ვამბობ. ეს უბრალოდ კარგად დამახსოვრებული ძველი ამბავია.
ისევ დავიბანე ხელ–პირი, ლინზები ჩავისვი, სავარცხელი გადავისვი თმებზე და მოვემზადე სასაუზმოდ. ხოო, შაბათ დღეს საუზმე ნამდვილად 3 ან 4 საათზეა. შევედი სამზარეულოში, ნიჟარიდან მაწვნის ქილები და ყავიანი, დიდი ჭიქა მიყურებდნენ. ორივე სასწრაფოდ გავრეცხე, ქილები შევინახე, ჭიქა სათანადოდ შევფუთე და ჩანთაში ჩავიდე. საპურეს თავი ავხადე და რათქმაუნდა პური არ იდო.
– აუუუუუუუ
ჩავიცვი წითელი, გრძელი სვიტრი, “бутылка” ჯინსები და შავ–თეთრი კედები. ზემოდან საყვარელი ქუდი და წითელი, კუბოკრული პიჯაკი–”კურტკა”. ფული ავიღე და გავედი. პური მოვიტანე ისეთი, როგორიც მე მიყვარს. ანუ დაუჭრელი და შეუფუთავი. მოვიტანე და ჩავდე თავის ადგილას. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. ანუ პურის მოტანა. კარაქიანი და თაფლიანი პურის რამდენიმე ნაჭერი გიორგის დიდ ჭიქაში ჩასხმულ რძესთან ერთად. ეს იყო სადილი…კიარადა “მამენტ” საუზმე. კიარადა “ხრენ ივო ზნაეტ”.
რამდენჯერაც რძეს ვსვამ, იმდენჯერ ის რეკლამა მახსენდება ხოლმე. ბოლბორდებზე რომ არის გამოკრული: “რძე მხოლოდ პაკეტში ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას”. ნუ აი რა მარაზმია რა. რატომ მე თუ ბოთლის რძე დავლიე, მაშინ ცუდ რძეს ვსვამ??? ნუ მოკლედ, გავატარეთ. უბრალოდ ნერვები მეშლება ამ რეკლამაზე. ჭიქა ისევ გავრეცხე და ისევ შევფუთე. ავდექი და სახლიდან გავედი. აი ისე გავედი, პატარა, აგრესიული ბავშვები რომ გადიან ეზოში გასართობად და სათამაშოდ.
მივედი ბაღთან, სადაც უამრავი უსაქმური ახალგაზრდა მამაკაცი ატარებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. აქეთ იქით მანქანა რამდენიმე. ვისი აზრზე არ ვარ. აი ასე მოდის ხოლმე ხან ვინ, ხან ვინ. მე მათ “მეზობელ ნარკომანებად” მოვიხსენიებ ხოლმე. აბა ნარკომანის ძმაკაცი თუ მეგობარი რატომ იქნება ნორმალური?! ხოდა ვიღაცის BMW იდგა. სადღაც 10 კაცი შეკრებილიყო და მიდიოდა ერთმანეთის მოკითხვები და ამბები. გიორგიც იქვე იჯდა და მათთან ერთად იცინოდა და მუსაიფობდა. უცებ ჩვენი მზერები ერთმანეთს შეასკდნენ. აი ისე რაღაცნაირად. პირველად ასე. ალბათ იმიტომ, რომ ადრე უფრო კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, ახლა კი რაღაც პროტესტის გრძნობა ჰქონდა სავარაუდოდ. მაგრამ მეც არანაკლები ბოროტი თვალები მქონდა. თოკამ (ერთ–ერთი ძმაკაცი) შენიშნა გიორგის ჩემსკენ მომართული მზერა, თუმცა ისეთი დაბნეული იყო, ვერც კი მიხვდა რაში იყო საქმე.

ჩემი შეყვარებული (vol. 3)

– ხო რავი…
– არ გცივა?
– “კურტკა” გაქვს???
– კი, ჩამოგიტანო?
– მშიერიც ვარ.
– პური, ყველი და კიდე რავიცი აბა
– კიდევ კოკაინი ბევრი Kate
– ეგეც საჭმელია? Kate

– შენ უკეთესად იცი.
– არ მესმის ამ ქარში. მოიცა ჩავიცვამ მეც და გამოვალ. დამელოდე.
– ხელპირდაუბანელიც ვარ.
– წყალი, საპონი და პირსახოციც???
– რავი.
რამდენიმე გაჩერებული წუთის შემდეგ, ჩამოვიდა.
მე ისევ მისი კორპუსის წინ სკამზე ვიჯექი.
3 ზომით დიდი, თბილი “დუტის კურტკა”, თბილი ქუდი, ვაშლი, ტოსტერში შეფიცხული ცხელი პური და ზედ დამდნარი ყველი.
ეს ყველაფერი მე ჩამომიტანა.
– აჰა, ბარემ ზემოდან მოიცვი. მომახურა თავისი “კურტკა”.
– უძილობა და რამე?
– ხო, დილის 8 საათზე უძიილობას “ვაწვები”
– უძილობას თუ “სწერვობას” ?
– მეზიზღები მთელი არსებით. რა გემრიელია ხრაჭუნა, ცხელი პური და წელვადი ყველი. და ამასთანავე რა ზიზღი რა კარგად გამოვხატე, როდესაც ეს ამბავი პირში მივახალე.
– ვაა, რა დამთხვევაა?! მეც მთელი არსებით, მაგრამ პირიქით.
– მაწონიიი, მაწონიიიი.
აგერ უკვე მემაწვნეც მოვიდა ჩვენს უბანში. შურით გავხედე. იქით ქუჩის დამლაგებლები, ნაგავს აგროვებენ. მათაც შურით გავხედე. შურით რატომ??? იმიტომ, რომ ჩემზე მეტნი არიან მორალურად, ანუ ჩემზე მეტი გააჩნიათ მორალურად. და მეც მათი მშურს. მინდა მათინებისყოფის მეასედი მაინც მქონდეს.
– მაწონი მიყიდე.
– გინდა მართლა?
– კი, მინდა. 2 ქილა.
გამომხედა და გაიცინა. ალბათ იფიქრა, ამ დილაუთენია მაწონი რა საჭმელიაო, მაგრამ მაინც მივიდა მემაწვნესთან. მერე მაღაზიაში შევიდა, რომელიც ამასობაში უკვე გახსნილიყო და ერთჯერადი კოვზი მომიტანა.
– ინებე.
– მაინც მეზიზღები.
– აუ რა მაგარია, როცა დილით გაქვს იმის ტრაკი, რომ ადგე და ასე იმუშაო… აბა მე ოდესმე თუ გამღვიძებია იმ სურვილით, რომ მოდი სამსახურია და ავდგები.
– მე საერთოდ არ ვმუშაობ, ასე რომ დაიკიდე. მაგრამ ეს ხალხი მართლა ძალიან საყვარელია.
– მიყვარს ეს ხალხი.

– მაწონი გინდა დაგიტოვო?
– არა, მეზიზღება რძის პროდუქტები.
– ჩემი ნაპირალი გეზიზღება ხო?
– არა… საიდან მოიტანე?
– აბა მართლა გეზიზღება???
– ფუ, ვერ ვიტან, არასოდეს მიჭამია იმიტომ, რომ მეზიზღება.
– და ახლა გასინჯავ.
სახის საშინელი გამომეტყველება. პატარა ბავშვივით იჭმუჭნება, თუმცა მაინც იმას ვახერხებ, რაც მინდა.
– ვიცოდი, რომ საზიზღრობა იყო.
– მაგრამ ჩემი ხათრით ძალიან გემრიელია 🙂
– მიყვარხარ…
– მე მეზიზღები.
– წავიდეთ სადმე.
– ახლა?
– ხო რა მოხდა, დღეს ხომ შაბათია.
– სად წავიდეთ ამ სიცივეში?
– ეგ “კურტკა” გეცვეს თუ გინდა, მაგრამ შიგნიდან რამე თბილი ჩაიცვი. სახლში ადი უცებ, მეც ჩავიცვამ და გავიდეთ სადმე.
– სად?
– რავი, სადმე.
– ფული არ მაქვს.
– არც მე მაქვს.
– ხო შენ არც გექნება. “ქუჩის გამაგრებით” არ კეთდება ფული.
მორცხვად თავი დახარა. არაფერი უთქვამს. ალბათ იმიტომ, რომ ხედავს, ტყუილს არ ვამბობ. რეალურად ცუდად ვესაუბრები: სულ ვიკბინები, მაგრამ ეს ითმენს. არვიცი რატომ. რატომ უნდა მოუნდეს ჩემი მოთმენა? მაგრამ ასე უნდა და ითმენს.
დავიშალეთ.

ჩემი შეყვარებული (vol. 2)

საერთოდ აღარ ვფიქრობდი ამაზე. მალევე მეც სახლისკენ გამოვეშურე. ეს ამბავი არ ჩავთვალე რამე განსაკუთრებულად იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი უბანი საკმაოდ ცნობილია ნაკომანებით. უბრალოდ ასე ახლოდან პირველად დავინახე კოკაინი და მისი მიღების პროცესი. ადამიანი ზის ჩაბნელებულ და ხალხით სავსე დარბაზში და ფილტვების ერთი მოძრაობით ისუნთქავს იმას, რაც ასე დამანგრეველია მისი ჯანმრთელობისთვის.
გავიდა რამდენიმე დღე. მე ჩემებურად გავაგრძელე ცხოვრება და დიდად არც მეცალა კიდევ დისკოთეკაზე წასასვლელად. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ფაქტის შემდეგ თითქოს ამის სურვილიც გვარიანად დაქვეითებული მქონდა. მან კი ალბათ ისევ ისე გააგრძელა თავისი ცხოვრება. საწამლავით ან შეიძლება მის გარეშეც. ფაქტი ის იყო, რომ არსად შემხვედრია, არსად შემფეთებია.
რამდენიმე დღის შემდეგ, დღისით და მზისით ჩემმა ერთმა მეზობელმა გამაცნო სრულიად შემთხვევით. ხოლო უფრო სწორად თუ გავიხსენებ, მე ჩემს მეზობელს შევხვდი და ერთმანეთი უბრალოდ მოვიკითხეთ. ესეც განგებ მოიწია ჩვენსკენ და საუბარში ჩაგვერთო. ხუმრობით დაიწყო ამ ჩემი მეზობლის გაშარჟება.
– ისე თუ გინდა გამაცანი ეს გოგო.
საერთო ნაცნობმა ფრიად დაბნეული სახე მიიღო.
– ა, უი, გაიცანი ეს გიორგია, ეს კი ქეთი.
– სასიამოვნოა ქეთი.
– ჩემთვისაც. (ვცოფდები, როცა ვამბობ რაღაცაზე სასიამოვნოამეთქი, როცა აშკარად არ არის. აი კიდევ ერთი დეგენერატი ადამიანი შეემატა ჩემს ნაცნობებს )
მერე ყურადღების გამოჩენის მისეული ვერსიები და ფაქტები. ძირითადად ოთოს (ჩვენი საერთო ნაცნობი)მიერ ორგანიზებული “შემთხვევითი” შეხვედრები. რათქმაუნდა გიორგის ინიციატივითა და სურვილით. such as…
– უი, როგორ ხარ?
ჩემი ინდიფერენტული სახე და ფრაზა: კარგად, შენ?
და ასე შემდეგ–ები.
რამდენიმე დღეში უკვე ვიცოდი, რომ ესეც ჩემი მეზობელი იყო სხვა კორპუსიდან, ჰყავდა გათხოვილი და, თავად კი დედ–მამასთან ცხოვრობდა და უსაქმურობდა. ძირითადი საქმიანობა – უბანში “ქუჩის გამაგრება უფრო მარტივად კი ბირჟაობა .
მეზიზღებოდა თითოეული მისი “ვაა, რას შვრები, რა ხდება შენსკენ?”
აღვიქვამდი როგორც ავადმყოფს, რომელსაც ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნია.
მეზიზღებოდა უკვე ქუჩაში გასვლაც. სახლიდან რომ გავდიოდი, მას ალბათ, როგორც უსაქმურობის ეტალონს, ეძინა თავის ოთახში (ანუ ბუნაგში). მოსვლისას კი ვცდილობდი შემოვლითი გზებით მესარგებლა.ტრანსპორტიდან სახლიდან მოშორებით ჩამოვდიოდი, რომ გიორგი არ მენახა. ვლანძღავდი ოთოსთან უშვერი ლექსიკონით, ოთოსაც ეცინებოდა და ამასთანავე უხერხულად მეუბნებოდა: არადა გულით კარგი ტიპია.
რამდენიმე ხანში მივხვდი, რომ გიორგისთან ურთიერთობა მენატრებოდა. თუმცა არავისთან კრინტი არ დამიძრავს, მათ შორის ოთოსთან. მერე ისევ დავიწყე გარეთ გასვლები. პურის საყიდლად დღეში ორჯერ გავდიოდი. სახლში ვამბობდი: გვანცა უნდა ვნახო 5 წუთით. და მინიმუმ 30 წუთით ვიჯექით ბაღში. ვსაუბრობდით ხან რაზე, ხან რაზე, მაგრამ არასოდეს იმაზე, რაზეც მინდოდა. ვესაუბრებოდი და მინდოდა ხმა ამომეღო, მაგრამ თან მეშინოდა.
მალევე მითხრა, რომ ვუყვარვარ. არც გამკვირვებია. არა იმიტომ, რომ “მე ძალიან მაგარი გოგო ვარ და რატომ არ უნდა ვუყვარდე” ტიპი გამოვედი, არამედ იმიტომ, რომ ერთად კარგად ვიყავით და დიდ მიზიდულობას ვგრძნობდი მის მიმართ.
მერე ისევ ჩემი დაკარგვები. სახლიდან არ გავდიოდი. ტყუილად და უმიზეზოდ ვბრაზდებოდი თითოეულ წვრილმანზე, მაღიზიანებდა ყველა და ყველაფერი. ერთხელაც, ანუ უკვე მაშინ, როდესაც მივხვდი რაც უნდა მექნა, დილის 8 საათზე მასთან სახლში მივედი. უფრო სწორად კი სადარბაზოს წინ დავუდექი. მაგის მერე არ ვიცოდი რა მექნა. ვიდექი მარტის სიცივეში და სიგიჟეში ახალგაღვიძებული, ხელ–პირდაუბანელი, უჭმელი, ძლივს ვიდექი. მინდოდა დამერეკა, მეთქვა შენ მანდ მეასე სიზმარზე ხარ და კიდევ ასის ნახვას აპირებ და მე აქ შენი გულისთვის ჩემს სხეულზე არსებულ თითოეულ ბეწვში საშინელ სუსხსა და ჟრჟოლას ვგრძნობ, მაგრამ მომერიდა. რაღაცნაირად მომერიდა. აი ისე მომერიდა, როგორც თავის დროზე ქუჩაში მისალმება რომ მომერიდა.
უკან დავბრუნდი… თავჩაქინდრული უკან მოვდიოდი. მაგრამ ვგრძნობდი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ვიქცეოდი. თუმცა მაინც მოვდიოდი სახლში. თან არ მინდოდა სახლში 9–ის წუთებზე შესვლა, არადა რა მექნა. მეხსიერებაში აღვიდგინე ოთოს ტელეფონის ნომერი… 899 5801 და მერე??? მერე კარგად იყავი. ბოლოს გონება სასწაულად დავძაბე და დავრეკე.
ვიღაც გაბღენძილი კაცის ხმა – შვილო შენ კარგად ხარ? დილის 8 საათია, ოთო არა სილიბისტრო. Kate ჯანდაბა და გადაშენება… ახლა უკვე ჩემს კორპუსამდეც მცირდება მანძილი. მერე უკვე დედუქციის მეთოდს მივმართე, ასე ძლიერ რომ უყვარდა მისტერ ჰოლმსს. ბოლოს, რამდენიმე ერთეული ადამიანის გაღვიძების შემდეგ, მივაგენი ოთოს. ისეთი ხმა ჰქონდა, ჯერ შემოწმება დავიწყე ნამდვილად ის იყო თუ არა.
– ხო ქეთ, რა ხდება? მშვიდობაა???
– არვიცი, მგონი არა..
– ეე, რა ხდება??? ხმა გაისწორა და შეეცადა გამოფხიზლებულიყო.
– არაფერი, უბრალოდ…ისე…კიარადა…ხო რავი აბა… ისე…
– რა ხდება მითხარი დროზე!!! რამე შეგემთხვა??? სად ხარ ამ დილაუთენია?
– გარეთ… ხოდა სად შევიდე, არვიცი.
– მოიცა და სად უნდა შეხვიდე? სახლში რატომ არ ხარ?
– რავიცი, ისე…
– სადაც ხარ, იქ იყავი… გამოვალ 2 წუთში…
– არა, იყავი, იძინე.
– არა… გამოვალ…
უცბად სიჩუმე.
– იცი იმის ნომერი?
– ვისი?
– კაი, არაფერი, დაიკიდე.
– ააა, უი, გიორგი, მოიცა მობილურში მიწერია, მაგრამ რა ხდება?
– არაფერი, ისე უბრალოდ. თუ გინდა დაურეკე
– ახლა? დილის 9 საათზე რომ დავურეკო, მაგინებს.
– მერე რა? პირველად უნდა გაგინოს?
აააარა, მაგრამ რავი.
– ხომ არ გაგიტყდება რომ გაგინოს?
– ოკ, მოიცა.
ანგარიში ამომეწურა. ჯანდაბა. ქარი გაძლიერდა სულ უფრო მეტად. თმები ისედაც არ მქონდა დავარცხნილი, ასე რომ სადარდებელიც არაფერია. მაგრამ მცივა სასტიკად. ვიღაცის ზარი…
– (სიჩუმე)
– (სიჩუმე)
– ეეე, კარგი რა, რა პონტია?!
– რა ხდება??
– რატომ ბრუნდები უკან?
– არა, რა სისულელეა.
აივნიდან გხედავ, ასე რომ უარყოფას აზრი არ აქვს.

ჩემი შეყვარებული (vol. 1)

მე მიყვარს ადამიანი, რომელიც არის ნარკომანი…
ჩემს უბანში, კერძოდ კი ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს…
იმასაც რაღაც წარმოუდგენლად ვუყვარვარ…
ყურადღებიანი…
მოსიყვარულე…
მაღმერთებს.
ზოგჯერ ვუყურებ მას და ვფიქრობ ასეთი სილამაზე საიდან მოვიდა მისი მოვლენისას, ასეთი თვალები ლაჟვარდოვანი ან ასეთი თმები აბრეშუმისმაგვარი ან ასეთი თითები სათუთი ან ასეთი ხელები ძლიერი ან ასეთი ხმა მამაკაცური ან ასეთი სიმაღლე ალვისხისებრი ან ასეთი აღნაგობა ათლეტური… ერთ სხეულში როგორ შეირწყა და შეერთდა…

აქვე, ჩვენს უბანშივე გავიცანი…
უფრო სწორად გამაცნეს…
კიარადა ამას უფრო დავარქვამდი, რომ თვითონ გამიცნო. მაგრამ ნახვით მე მანამდე ვნახე ჩემი კორპუსის წინ მდებარე ღამის კლუბში. მე იქ ისეთივე განცხრომით ვცეკვავდი, როგორც ყოველთვის. მერე დავიღალე და სადღაც, რომელიღაც მაგიდასთან დავჯექი. ოფიციანტს ცივი, ყინულიანი წყალი და ვცდილობდი ჩემი სტიქიის სმით გავგრილებულიყავი და შემესვენა ისეთი საყვარელი საქმიანობისგან, როგორიც ცეკვაა. სადაც, რომელიღავ შორეულ მაგიდასთან ის იჯდა მეგობრებთან ერთად. ძალაუნებურად დავუწყე მას ყურება. საერთოდ არ ვაპირებდი, უბრალოდ სრულიად შემთხვევით ჩემი თვალთახედვის არეში მოხვდა. ალბათ იმიტომ, რომ მისი გარეგნობით მოვიხიბლე. დაბალ, შუშის მაგიდაზე პატარა თეფში ედგა. აქეთ–იქით ლუდის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები, სანთებელები, საფერფლე. თითქოს არაფერი განსაკუთრებული და ყურადღება გასამახვილებელი. დაახლოებით 5–6 ახალგაზრდა მამაკაცი ღამის კლუბში. მე თვალი მოვაშორე ამ მაგიდას, რადგან საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე.
რატომღაც ისე მოხდა, რომ მარტო დავრჩი. და ეს კი იმიტომ, რომ მთელი ჩემი ე.წ. “სასტავი” სახლისკენ გაიხიზნა. მე კი გადავალ პატარა ქუჩას და ჩემი სახლია. ასე რომ, საშიში არაფერია.
დავისვენე, ჭიქა მაგიდაზე დავდე და ისევ ავდექი საცეკვაოდ. პროჟექტორები, რომელიც წამში რამდენჯერმე აბნელებნენ და ანათებნენ საცეკვაო მოედანს, განზომილების შეგრძნებას მიქვეითებენ ხოლმე მუდამ. არვიცი რანაირად და რა მომენტში, მაგრამ მისი მაგიდისკენ მივიწიე. ალბათ იმ მომენტში უკვე ამოუცნობი ჟინი მამოძრავებდა, რომ უფრო ახლოდან შემეხედა სიმპათიური სუბიექტისთვის. აი იმ პატარა თეფშს შევაჩერდი, რომელზეც პროჟექტორის შუქზე გამოჩნდა თეთრი ფხვნილი. კოკაინი. მაგიდას ცეკვითვე მივუახლოვდი და ამის დანახვის შემდეგ ცეკვითვე გავეცალე. თითქოს გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, თუმცა მუსიკამ მალევე დამავიწყა ნანახი.

ჰაერო შემოდი!!!

გახსენი რა…
გეხვეწები, ირაკლი, გახსენი…
ფანჯრები გახსენი სასწრაფოდ…
ჰაერი მინდა…
გააღე რა…
დროზე, დროზე…
ნუთუ ასე ძნელია ჰაერის ჩუქება???

არა, ეგ რა შუაშია?
უბრალოდ შენ ის არ ხარ, მცივაო, სულ რომ გაიძახი???

ეგ ხო, მაგრამ ახლა მინდა…
ახლა ეგ არ ვარ..
ახლა ფანჯრის გახსნა მინდა…
მე თვითონ ვერ ვხსნი…
მაგრად არის ჩაკეტილი.

ისეთი მომენტია, რომ ისევ ნინოს ვეჩხუბე… მამენტ შენს ცოლსაც ვეკამათე, მამენტ შენს ძმაკაცსაც…

ვის, გიორგის???

ხო, გიორგის…

ამჯერად რაზე???

რავი. იმაზე, რომ ცუდად შემომხედა….

?

აუუუუუ, ირაკლი, ნუ შემჭამე. უბრალოდ ისე შემომხედა. რაღაც ისე, რომ არ მომეწონა. კიარადა… რაღაც ისეთი თვალებით. არა, ბოროტი კი არა, უბრალოდ უცნაური.

შენ სხვას რომ გაუტრაკებ უცნაურად შეხედვაზე…

და აი ისიც, ყოვლისმომცველი სიჩუმე. რაღა ყოვლის, მე და ის მაინც ვხმაურობთ. ჩუმად ვართ და მაინც ვხმაურობთ. გონებაში ვხმაურობთ. თან ეს ქარი არ გვაცდის არაფერს. საშინელი ქარია. არადა უკვე იანვარია…კიარადა… უკვე ახალი წელია და რაღა დროს ქარებია…

აუუუ, რამე თქვი რა…

რამე

არ მეზიზღები რავიცი, რამე რა. რა უნდა ვთქვა, არვიცი. ქარია, ინგრევა ქალაქი.

ხო რა, არადა რაღა დროს ეგ იყო. იანვარია უკვე.

ეგ რა შუაშია???
რავიცი, ახალი წელია და რამე ხომ უნდა შეიცვალოს. ბოლო–ბოლო 2009 გახდა.

ისე, რა მაგარია, ერთად რომ ვცხოვრობთ… Kate

აჰა…

მე, შენ, შენი უღელი ირინა, შენი სამი შვილი: დუკა,ზიზუნები, გიორგი. ნინო და ჩვენი ძვირფასი და საყვარელი დამლაგებელი ირა.

აუ, მართლა რამდენი ვართ რა… პრინციპში შენ, ნინო და ირა თუ წახვალთ, ჩვენ ჯიგრულად დავრჩებით, რას იტყვი??

არა იყოს . შეგიძლია შენ გადახვიდე მთელი შენი 4–წევრიანი ამალით. მართალია, ჯერ თქვენს ბინაში რემონტია, მაგრამ მაინც. ეგ რემონტი მას მერე მიმდინარეობს, რაც დაქორწინდი. დუკას ცოლს მოესწრება რა…

სიჩუმე…მერე ისევ ხმაური…მე ვითომ სიჩუმე და მერე მბორგავი ხმაური…

უი…
რომ გეუბნებოდი, თითები მაქვს გაშეშებულიმეთქი…გუშინ დედაჩემმა იკითხა და მგონი იდაყვის ნერვის ანთება მაქვს…Kate აბა რამდენიმე კვირაა, ეგრე მაქვს… ხოდა Kate

რა “ბის” ??? სად მოახერხე???

აზრზე არ ვარ, მგრძნობელობაც წართმეული მაქვს და მარცხენა ხელით რაიმე საგნის დაჭერა უკიდურებად მეძნელება… Kate

ეეე, რა პონტში ტო??? და ზუსტად იცი, რომ ანთებაა???

არა, ეს მხოლოდ ნევროპათოლოგის ვარაუდია. მაგრამ ისე ვარ, თითქოს, უკვე მჭირდეს.Kate
მოიცა რა…

გუშინ სალომე იყო მოსული… იყვირა, იწივლა, ჩემი ტყავის “კურტკა” სად არისო?! ერთი ამბები ჩაატარა აქ, ირინას ეჩხუბა და მერე წაეთრა. თავის რომელიღაცა დაქალთან დარჩენია.

რომელ ირინას ეჩხუბა? ჩემსას???
არა, დიდს, დამლაგებელს…

ეგ საწყალი რა შუაში იყო???

რავი, ხომ იცი რამე რომ იკარგება ან არ იკარგება, მაგრამ მომავალში უნდა დაიკარგოს, ყველა ირას უტრაკებს… კიარადა მე და შენმა ირინამ ლამის ვიფრინეთ ეგ გოგო აქედან… ნუ უფრო მე, ირინა მაინც ხომ იცი, როგორი უკონფლიქტოა…

რა დღეში გაქვს ნერვები?!

რაღა რა დღეში? ანთებულები არიან..Kate

ბატონო???

ნერვის ანთება მაქვს და…Kate ნათურებად არიან ქცეულები. Kate და როცა შუქი არ იქნება, ჩემი ნერვები გაანათებენ. Kate წარმოიდგინე, ბავშვობაში რომ მჭირდა წითურა, იმის მერე არაფერი გადამიტანია და ახლა ნერვის ანთება. შოკირებული ვარ, თორემ კარგი, ამასაც გადავიტან და ბაზარი არაა, ჩვეულებრივად ვიქნები. ან არც გადავიტან და მოვკვდები. Kate

აუ, რა მწარედ გაკლია…

ბიჭო, პიზძეც… უბრალოდ არვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე.

მზერა, საცემრად მომზადებული… და მერე ისევ მე, გამათბობელს ლურსმნით მიმაგრებული. და მერე ისევ ის, სიგარეტით თითებს შორის.

მე წავალ…

სად მიდიხარ???

ნათლულს დავხედავ…ჩემს პატალა სიხალულს დავხედავ, სუნთქვას მოვუსმენ და მერე მეც დავიძინებ, თუ რამეა.

რას ვერჩოდი ბავშვს, ვის ვანათლინებდი???

ვინ გაძალებდა მერე?!

აუ, თან წყალსაც დავლევ… ძალიან მწყურია.

similar post: საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა…

ჩემი მეზობლის საყვარელი

***
ვდგავარ ისევ ფანჯარასთან, გიოა ჩემთან ამოსული… მერამდენედ. გავყურებ ფანჯარაზე წებოსავით მოსხმულ წვიმის წვეთებს…ხო, თან ელავს, თან ჭექს, წვიმა ესხმება ფანჯარას 300 მ/წმ სიჩქარით… ნუ კაროჩე, ამინდი დედას იტყნავს რა. არადა ვდგავარ პიჟამოთი, ფეხშიშველი, ტანზეც არაფერი მაცვია, გაუპარსავი, დაუვარცხნელი. რას გავხარ, შეჩემა? კარტოფილს ფრცქვნის გიო. – იდი ნახუი. ბოდიში, ამ დილაუთენია ალენ დელონი რომ არ დაგხვდა ბინაში. კუდამოძუებული გატრიალდა სამზარეულოსკენ, რაღაცას აკეთებს საჭმელს. ევასება კიშკაობა. მე ისევ ფანჯარაში ვიყურები, ხელზე ვარ დაყრდნობილი, ხელი კი – ფანჯრის რაფაზე.
– აი, კიდევ მოვიდა.
– ვინ ე?
– SOS 789
– ეგ ვინაა?
– მანქანის სერიაა, შეჩემა. არა რა, აი ზოგს რა ძაღლის ბედი აქვს რა. მაგის დედაც.
– რა იყო, შეჩემა? სასწრაფოს მანქანას უყურებ?
– ჩემიიიიი კაი!
სამზარეულოდან კარტოფილის შუშხუნის ხმა ისმის. Continue reading