15 Years Ago

I was more than just happy.
I was 12 years old, watching TV with sis and dad.
Unforgettable memories.

1 Continue reading

Advertisements

Oscars, Actors, Jared, Jennifer, Selfie, Highlights and Laughs

Oscar”-ის კაცუნები როგორ გადანაწილდა ერთი თვის წინ, ყველამ კარგად იცის. ვის რა კაბა ეცვა, ეგეც. წინა წლებში რომ ზუსტად მსახიობთა ჩაცმულობაზე გავამახვილე ყურადღება. ხოოოოოდა, შესაბამისად, წელს იმ ამბებზე მოგიყვებით, რაც არ იცით. ან შეიძლება იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ.

1) ელენ დეჯენერესი (Ellen Degeneres) <3. ძალიან მომეწონა ამერიკის კინოაკადემიის არჩევანი ამ ადამიანზე. “the Ellen’s Show”-ს ერთგული მაყურებელი ვარ და როდესაც გავიგე, რომ ის იქნებოდა ცერემონიის მასპინძელი, ძალიან გამიხარდა. ეს ადამიანი მეტია, ვიდრე უბრალოდ წამყვანი ან stand up კომედიანტი. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდ სიხარულს ანიჭებს ხალხს და მისი ყოველი გადაცემა არის პოზიტივით აღსავსე (გესმით ქართველო წამყვანებო???). გადაცემას ყოველთვის ამთავრებს ფრაზით: “be kind to one another.”

Continue reading

One day before New Year

ოხ, ისევ ეს მერკანტილური სისულელეები.
რეკორდებს ვამყარებ წვრილმანების დამახსოვრებასა და წვრილმანებზე დაკვირვებაში. მერე დებილივით ან ვტირი რაღაცაზე დარდისგან ან ვტირი ბედნიერებისგან.

საქმე არც თითის მემილიონე გაჭრაშია ქაღალდისმიერი საშუალებით. გინდა, რომ ერთი ხელით, ერთ მუშტში დაკუჭო და ჩააგდო ნაგვის ყუთში, მაგრამ ახლა უკვე იცი, რომ ამის გაკეთების გეშინია და ამიტომაც აკეთებ ორით. აგდებ ნაგვის ყუთში, რომლის დაცლაზეც დამლაგებელი უარს სახის ღრუბლიანი გამომეტყველებით გეუბნება და გპირდება, რომ ორშაბათს დაგიცლის. 
სამაგიეროდ ჩემი მეზობელი თანამშრომელი უდარდელია და მე მისი უნამუსოდ მშურს. ფურცელზე იწერს ყველა უცნაურ სახელსა და გვარს და მპირდება, რომ წლების შემდეგ უკვე კოლექცია ექნება. და ალბათ, სავარაუდოდ 40 წლის შემდეგ შვილიშვილებს ეტყვის, რომ არსებობს ქალის სახელი – სირმა, კაცის სახელი – ჯუგლი და გვარი – ჭოტრიკიშვილი. მე კი ისევ ვცდილობ გავიღიმო და ცხოვრებისეულ ოპტიმიზმზე ვიფიქრო.
დღეს ITდეპ-მა მეილი გამოგზავნა ყველასთან, სადაც ჩემს  დეპ-ში მესამე ადგილზე ვიყავი გასული მოწესრიგებულ თანამშრომელთა სიაში და მესიამოვნა. რა კარგია, როდესაც ვიღაც რაღაცას ხედავს.

მერე ვინმე შემოვა და გკითხავს, საბურთალოზე როგორ მოხვდეს და მე სახლში მინდება იმწამსვე. ოცნებებში განავარდებად ჩავთვლიდი იმას, რომ სადმე ქალაქგარეთ მინდა ბუხრიან სახლში. ეგ ხომ ყოველ ზამთარს მინდა და კიდევ მინდა ლიქიორის წრუპვა, ლეპტოპი, რომელიც არა და არ მაქვს და ცხელი “ადიალა”, ფეხებთან შემოკეცილი, ჩემი დაუვარცხნელი თმები, აგრეთვე რამდენიმე ახლობელი მეგობარი და და ბევრი სიცილი.
დღეს სამსახურიდან გამოსვლისას, პირველად ვიგრძენი, რომ მოდის ახალი წელი და არც კი ვიცი, რა განწყობა უნდა მქონდეს. რაც არ უნდა იყოს, კატის, კურდღლის და ანუ ჩემი წელი იყო. გული მწყდება, რომ მიდის, მაგრამ ის მახარებს, რომ 31 დეკემბერიც კატისაა და დღეები ჯერ კიდევ დარჩენილია საიმისოდ, რომ ვისიამოვნო ჩემი წლით.
როგორია თბილისის ერთ-ერთი გამზირი წინასაახალწლოდ? ხომ ისედაც იცით. და მაინც, ჩემი ნიკონის ნახევრადპროფესიონალი და ჩემი არაპროფესიონალი თვალით ასეთია.  

მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში Freya 5-8-ჯერ დამირეკავს და მე 10-16-ჯერ მოვატყუებ, რომ “2 წუთში მანდ ვიქნები”. უკვე მუქარის მესიჯებიც მოდის: Gareeet. populshi viyavi da viyinebi. im gonna kiil u. მე ისევ მეცინება და ავტობუსში ხალხის სახეებს ვაკვირდები. გახარებულ სახეებს, რადგან სალარომ “პრინტერის ზოგადი შეცდომა”-ო და კონტროლიორი  ამაოდ უჩხიკინებს.
ჩავდივარ თავისუფლების მეტროსთან და ვხვდები, რომ pepsi ჩემი ერთადერთი ულიმიტო სიყვარულია. თან აი ქილის pepsi სულ სხვაა. ავდივარ ტაბიძეზე. თურმე ტაბიძე ის ქუჩაა, რომელიც მრავალი წელია მიყვარს, ოღონდ მე არ ვიცი მისი სახელი. Freya ეგრევე კისერზე ხელს მაჭერს და მე ისევ უცოდველ სახეს ვღებულობ as a default. 😀 უახლოესი 5 წუთის განმავლობაში ტაბიძეზე არცერთ კაფეში არ გვიშვებენ და ვეშვებით შარდენზე. შევდივართ რომელიღაცაში და უი, ჩემი ყოფილი სამსახურის უფროსი. რათქმაუნდა, არ ვესალმები. მას ჩემი სახელი არ ახსოვს და მე მე მისი გახსენება მეზარება. არადა 2011 წელს ვიყავი მაგასთან. უბრალოდ იდიოტი ტირანი იყო და არის კიდევაც.
ესეც განწყობები. 
უცბად წინა ახალი წელი გამახსენდა და ეს სურათიც იდოს.
ალკა-პალკა მალე ჩამოვა და მერე რა, რომ მე მაინც ტირილი მინდა, როდესაც ყურადღებას ვაქცევ პატარა მერკანტილურ სისულელეებს.
p.s. ნეტავ მე ოდესმე html-ს ვისწავლიდე და პმს არ მიტრიალებდეს ორგანიზმში :/

red/black party

ჰაჰ…

ე. ი. ვინაიდან ჩემს ოთახში ტოტალური გამყინვარებაა, ეს დღეები არ შემოვსულვარ კომპიუტერთან.
მაგრამ მაინც მოვყვები წვეულების ამბავს.
როდესაც უკვე თითქმის ყველაფერი მზად იყო და თითქოს არაფერი იყო სანერვიულო, აღმოჩნდა, რომ მოსაწვევი იყო საჭირო. და ამ დროს წარმომიდგინეთ მე!!! საპნის ქაფში არც კი ვჩანვარ და მობილურით ხელში გოგა “ჩქლაფურთა”მწერს მოსაწვევი საიდან გაქვსო. ნუ გადავირიე. თურმე მოსაწვევები მოსულა იმეილით, მაგრამ ვინაიდან მე უკვე ხელი აღარ მიმიწვდებოდა მეილზე, ვიყავი ასე გაღიმებული 🙂 სასწრაფოდ ბაბისას მივწერე, კუდას ნომერი მომეციმეთქი (არადა მილიონჯრ მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ნუ ჩემი ტელეფონის ამბავს მერე დავწერ ოდესმე)
ნუ იკამ დამამშვიდა, მე მაქვს ზედმეტიო და გავეშურეთ. რა კარგია, როდესაც თანამშრომელი მეზობელიც არის (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ!)
ხოდა წავედით ერთად, გავუარეთ ნოდოს და მივედით.
ნუ აი მართლა კარგი იყო. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.
ძალიან სახალისო იყო დადგმული სკეჩები. ერთ–ერთი კუდას მიერ მომზადებული იყო და ისე ვისიამოვნე, რომ რავიცი. ყველა სკეჩს იმდენი ტაში ვუკარი და იმდენი ვიკივლე, რომ ყელი ამეწვა.
თავიდან თავს რაღაცნაირად მარტო ვგრძნობდი, ყველა ვიღაცასთან რომ დგას და მე ასე… უზარმაზარ დარბაზში. ნუ თავიდან გამიტყდა ძალიან, მაგრამ მერე ყველაფერი დავიკიდე და მიდიიიი… თან მართლა არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალიან ვუყვარვარ.
ყველაზე მეტად რათქმაუნდა დისკოტეკას ველოდებოდი.
თან აი მე ხომ არანაირი რეგლამენტები და ლიმიტები არ ვიცი ცეკვისას, ხოდა აი მართლა არ გავჩერებულვარ.
იმდენი ვიცეკვე, იმდენი, მოვკვდი.
ერთს რომ ვეცეკვებოდი, ვეღარ გამიძლო და შევისვენოთ ცოტა ხანიო. მე გავაგრძელებ, შენ დაჯექი და მიყურემეთქი (ლოოოოლ, რა მაგარი ღადაობაა მოცეკვავე ჩემი თავის ყურება)
დაჯდა, მიყურა, მიყურა, მიყურა, იცინა, იცინა, მერე ადგა, მოვიდა ჩემთან და მითხრა: “აუ შენ მაგარი გიჟი ხარო” მე “rolleyes” სახე მივიღე და “რამე ახალი გეთქვა”–მეთქი.
მემემ დამცინა შენ იმდენად ყველას იცნობო, რომ მგონი ყველასთან გაქვს სურათი გადაღებულიო. ხო, მართლაც ძალიან ბევრი სურათი დავდე facebook-ზე. ჩემი ფოტოაპარატი ტყუილად კი არ წამიღია. თვითოეული სურათი ხომ მოგონება გახდება რამდენიმე ხანში. თან მე ძალიან მიყვარს სურათები.
წვეულების ვითომ არასასიამოვნო ნაწილი…
კიარადა… მეკიდა რა…
მართლა მეკიდა.
და უფრო მეტადაც კი დავიკიდე, ვინაიდან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა კრეტინია ის და რა მაგარი ვარ მე. რამდენჯერ დამინახა, რამდენჯერ და ელემენტარული ზრდილობა არ გამოიჩინა, რომ უბრალოდ მომსალმებოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე წამოსვლისას პალტოებს ვიცვამდით. მაშინ მომესალმა.
აი ყველაფერს ვფიცავარ, თუ საერთოდ ვფიქრობდე მასზე. აი მართლა არა. და ამ გახსენებასაც უკვე “გახსენება” ჰქვია და არა “მონატრება”. დამთავრდა უკვე. არასოდეს მქონია პრეტენზია იმის შესახებ, რომ კარგი ვარ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებთან შედარებით მართლა წარმოუდგენლად კარგი ვარ. თუნდაც იმით მაინც, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივად შემიძლია მისალმება, მოკითხვა და არ მახასიათებს მსგავსი ქაჯური თვისებები.
თმები რა საყვარლად მქონდა ჩაწნილი.
გუშინ გავიხსენი და ისეთი ლამაზი კულულები მაქვს.
კაბაც ძალიან ლამაზია. კარგად არის შეკერილი. არაჩვეულებრივი მკერავი მყავს.
დანარჩენი სურათები facebook–ზე ნახეთ.
ალბომს red and black ჰქვია.
ესეც მე!!!
ესეც მე და ერთი ბლოგერი, ცოცხალი თავით რომ მთხოვა არ დაწერო ვინ ვარო. გეგონება ვერ იცნობთ.
ესეც მე და გოგა. ახლახანს ნებართვა ვითხოვე დავდებმეთქი და ფასი დაადეო, გაიყიდება და მერე ჰაიტის გადავურიცხოთო.
ყველა სურათზე ჩანთა რომ მიჭირავს, არ შეიმჩნიოთ. ახალი მისული ვარ მაგ სურათებში და ადგილი არ მქონდა ჯერ მოძებნილი, რომ ჩანთა სადმე შემეტენა. მერე მაგიდის ქვეშ დავდე. დედაჩემმა ჟაკეტი გამატანა, იქნებ შეგცივდესო, მერე კი ვინანე წაღება, ცხელოდა. სამაგიეროდ თეთრი “ბალეტკები” მედო, რაც პრინციპში გამომადგა. მაგრამ ბოლოსკენ ჩავიცვი. არადა მეგონა შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ვერ მოვახერხებდი ცეკვას, მაგრამ მაგაშიც შევცდი.
მოკლედ კარგი იყო.
ამაზე წვეულების შესახებ პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აგერაც.

one of thoze "just"-s

ყოველთვის, როდესაც პოსტის წერას ვიწყებ, ვფიქრობ – როგორ დავიწყო. ეს არის ის მომენტი, რომელიც პანიკას იწვევს ჩემში. შინაარსი უკვე მეორე საქმეა და მასზე არ მაქვს ახლა საუბარი. მაგრამ დაწყებაა ის, რაც მაჩერებს ხოლმე. ყოველ იმ ჯერზე, როდესაც რაიმე უნდა დავწერო აქ. და მე – ადამიანი, რომელსაც პანიკური და კატასტროფული შიში აქვს სიახლის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ძლიერ შეუყვარდეს ეს სიახლე, ვცერდები ხოლმე და რაღაც შინაგან წინააღმდეგობას ვლახავ ხოლმე.

რა შუაში იყო ახლა იმ პოსტთან, რომელიც აწი უნდა დავწერო…
არც არაფერში.
უბრალოდ ახლაც იგივე ვიგრძენი და დაახლოებით 15-20 წუთია ვუყურებ ამ გვერდს, ჯერ კიდევ ცარიელს. მაგრამ დავარღვიე სიჩუმე
კიარადა…
სიცარიელე.
გუშინ ვიყავით ბასა ჯანიკაშვილის წიგნის – “აბსურდისტანი”–ს პრეზენტაციაზე. მე, ნუცა, ნასტასია და მისი მეგობარი, რომელსაც თურმე ეკა ჰქვია. (სიტყვა “თურმე” რატომ, მერე ნახავთ)
წიგნზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია, რადგან არის ისტორიული. და მე – როგორც ადამიანი, რომელსაც სკოლის დროიდან ეზიზღება ყველაფერი, რასაც “ისტორია” ჰქვია, არც ვიყიდი და რომ მომცეს ვინმემ, არ წავიკითხავ. ეს ისეთია, ჩართო რომელიმე პოლიტიკური გადაცემა და დასაწყისიდან დასრულებამდე უყურო. არ მიყვარს საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის გახსენება. ისევე, როგორც საქართველოს ისტორიის. თან არც თუ ისე ლამაზი ფინალებით.
მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი და მერე ნასწისაც.
“რაც არ უნდა ბანძობა იყოს, მაინც არ იქნება ბანძობა, რადგან ჩვენ მივდივართ”. მიყვარს აქა თუ იქ ვინმესთან ერთად სიარული. თეატრი, გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია, კინო, მუზეუმი, კაფე ან თუნდაც უბრალოდ ქუჩაში ბოდიალი.. იმდენი რაღაც მემატება ხოლმე.
ბანძობა არ ყოფილა. მე რომ მიყვარს ისეთი ადამიანები იყვნენ.
დათო ტურაშვილი
რატი ამაღლობელი
ლაშა ბუღაძე
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფი “ვაკის პარკი” წარსდგა ჩვენს წინაშე.
შემდეგ კიდევ ვიღაცეები, რომელთა სახელები და გვარები ვერ დავიმახსოვრე.
საბოლოო ჯამში ფრიად კარგი იყო.
ყველა ის ახლობელი სიმღერა. მესიამოვნა.
ჩემი მზერა სულ ერთი მაღალი და ქერა მამაკაცისკენ იყო მიმართული, რომელიც უბრალოდ სურათებს იღებდა. ნუ ჩაცმულობა ხო ზუსტად ის, რაც ასე ძალიან მომწონს მამაკაცზე და ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. დიახთ, რათქმაუნდა უცხოელი იყო, გასვლისას რომ დამეჯახა და “sorry”–ო რომ მითხრა. ნასტასია ჩაბჟირდა: რა გინდა, ხო დაგეჯახაო.
წამოვედით, კაფე “რუსთაველი”, რომელშიც ისეთი დამშეულები შევედით, რომ მომსახურე პერსონალი რატომღაც ერთს ოცნებობდა – მალე წავსულიყავით. wtf??? ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და პოსტის წერა დავიწყე, მაგრამ იქ ვეღარ გავაგრძელე სადილობის გამო. (რაღა სადილობა ღამის 10სთ–ზე, მაგრამ მაინც).
პრეზენტაციამდე კაფე “acts”. ზუსტად ისეთი სიტუაცია, როგორიც მე მიყვარს. მე და ნა. ლუდი – იმის სისხლში, ბეილისი – ჩემსაში. დავაფიქსირე, რომ ზუსტად ჩემნაირია. არანორმალური და free-minded. აი ისეთი, ფანტაზიას გასაქანს რომ აძლევენ. ერთნაირი ოცნებები, სურვილები.
თავისუფლება..
რაღაცეებზე ჩაბჟირებები.
წვიმის წვეთები გარეთ.
ანჯელინა და ბრედი.
ოდრი და გრეგორი.
მაიკლი და ელვისი.
სურათებით მოჭედილი კედლები.
ისევ თავისუფლება.
შინაგანი.
აღმოვაჩინე, რომ ტანსაცმელი არ მაქვს ისეთი, როგორიც მინდა, რომ მქონდეს.
მხოლოდ კორპორატიული მაქვს.
და ახლა როდესაც შევიძენ ჩემებურ რაღაცეებს, ხელფასი არ მაქვს.
როდესაც მინდა, რომ არსებობიდან ცხოვრებაზე გადავიდე, ფული აღარ მექნება.
ბლინ!
და აი ის ჩანაწერი, რომელიც დავიწყე ბლოკნოტში და ვაგრძელებ აქ.
***
ეს ის ადგილია, სადაც ახლა ვარ. ჩემი სიმღერა “what it feels like for a girl”. გასხივოსნება მემართება ხოლმე მუდამ, როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ. ამ სიმღერას აშკარად ვუყვარვარ, ზუსტად ვიცი, თვითონ მითხრა.
მე, ნასტასია და მისი მეგობარი, რომლის სახელი არც კი ვიცი.
(აქ წყდება ეს ჩანაწერი და ვაგრძელებ)
ახლა ქუჩაში ვდგავარ. მშობლიური ავტობუსის ლოდინით აღსავსე. ვდგავარ და არც ვდგავარ. ვმოძრაობ ერთ ადგილიდან მეორეში, გათბობის მიზნით. ვდგავარ ოპერასთან, 11-ის რაღაცაა უკვე და მე ჯერ კიდევ ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ჩემი ავტობუსი ჩამოივლის და სახლში ამიყვანს. სახლში, სადაც სითბოა. გაჩერებაზე ცოტა ხალხია. ზოგჯერ ოპერას ვუყურებ და ვხედავ მის ერთ–ერთ სვეტზე დიდი, მწვანე ბეჭედმირტყმულ სიტყვებს: “თავისუფლება ცოტნე გამსახურდიას” თუ გიორგის, აღარ მახსოვს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. სულ ერთია. ადამიანი, რომელიც კულტურულ დაწესებულებას რამეს მიაწერს ან რეკლამის სახით რამე ქაღალდს მიაკრავს, უკვე მერიდება ხოლმე, რომ მე და ის ადამიანი ერთი და იგივე ქვეყანაში ვართ. მერე ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც სრულებითაც არ ხდება ჩემი ჩანახატის გმირი, რადგან თავისთვის დგას და ისიც ჩემს ბედშია ჩავარდნილი ავტობუსის ლოდინის თვალსაზრისით. 4 გოგო, რომელთაგან 4–ვე ქერაა და ძალიან “ჯაან ტაკოი ვიდზე”. არ მიყვარს ზოგადად ქერა ადამიანი, არც ადრე მიყვარდა. უნდობლობას იწვევს. ბავშვობაში, მე და ჩემი და ერთმანეთს რომ ვეუბნებოდით ვინ მოგვწონდა, მე სულ შავგვრემნებს ვასახელებდი და ის თუ ვინმე ქერას იტყოდა (მაგალითად კლაუდია შიფერი), ეგ ხო ქერაა და ეგ როგორ მოგწონსმეთქი. რაღაც ცრუა, არ მიყვარს. 4 ქერა და 4 ერთმანეთზე იდიოტური საქციელი. სურათების გადაღება ოპერის სვეტთან, აუცილებლად ყურებამდე სიცილი და ტუჩების “დაპრუწვა”. ან სულაც იმ ძეგლთან, რომელიც ოპერასთან დგას (არვიცი ვისია). ნუ აი რა მარაზმია. ეს კაცი კი – რომელიც საერთოდაც არ უნდა გამხდარიყო ჩემი ჩანაწერის პერსონაჟი, მისდევს ამ “ჩიტვორკას”. თან ისინი ხან აქეთ არიან, ხან – იქით. ეს კაციც მიძუნძულებს, მიყვება. სად მიყვები??? ვინ ხარ??? რა გინდა???
რატომღაც სულ მეგონა, რომ თბილისის ანძა ძალიან შორს იყო. უფრო სწორად, ვერ გამოვთქვი. ანუ მეგონა, რომ იყო სადღაც თავისუფლების ზევით. არადა ოპერასთან დგომისას აღმოვაჩინე, რომ უნდა გაიხედო წინ და ზევით. ანუ დიაგონალზე. და ეგაა. დაინახავ ფუნიკულიორს, რომელშიც ნაპერწკალი ინთება და ქვრება ყოველ რაღაც წამში.
მეღირსა ჩემი ავტობუსი. უკან რამდენიმე მთვრალი მამაკაცი. აუ, როგორ ვერ ვიტან ამ ერთსა და იმავე ქართულ სიტუაციას. ალკოჰოლის სუნი მთელს ავტობუსში რომ ტრიალებს. 12-ის რაღაცაა უკვე და სახლამდე რამდენიმე მეტრი მაშორებს. მიყვარს დედაჩემი. არ მირეკავს და იმიტომ. იცის ჩემი ამბავი. მენდობა და არ დამირეკავს შეკითხვებით: “სად ხარ??? როდის მოხვალ???” მართლა მიყვარს, ოღონდ მართლა ძალიან. თუმცა ჩემს ტელეფონში მას მაინც “სად ხარ???” ჰქვია და არა სახელი.

ქათამი არ დაფრინავს!!!

– მეზიზღება ყველაფერი, რაც დაფრინავს. მტრედი, ღამურა, ქათამი.

– ან, ქათამი არ დაფრინავს.

– ქათამი არ დაფრინავს???

და აქვე უნდა იყოს ისეთი სიცილაკი, რომელიც გამოხატავს ანკას სრულიად გაკვირვებულ სახეს, ბავშვურს და სახეს, რომელიც ელოდება რამე პასუხს 4 დანარჩენი ადამიანისგან.

– არა, ქათამი ვერ დაფრინავს.

– უი, არ ვიცოდი. და ხარხარი. ხარხარი, ისეთი, რომ თვალები გეხუჭება.

მიყვარს ასეთი შემთხვევები.

როდესაც ვზივარ სამარშრუტო ტაქსში და მთელ ხმაზე მესაუბრება ნუსა…

მივდივართ და არ ვჩერდებით. მთელი 10-15 კაცი გვისმენს და ჩვენ ეს აბსოლუტურად გვკიდია. ყოველ მეორე სიტყვაზე ვიგუდებით. “დადებითემოვცივდებით”. და ვიღაც მგზავრი: “უკაცრავად დიდი ბოდიში,რომ გეჩრებით საუბარში, მაგრამ აი იცით რა მაინტერესებს…”

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრანსპორტში თანამგზავრი მეჩრება საუბარში.  

მისმენს მისმენს, ჩუმად მაინც მისმინოს.

მიყვარს, როდესაც დღე სავსეა სულელური, მაგრამ მაინც კურიოზებით.  

– აუ ისე ნეტავ ანა თუ გველოდება???

და უცბად ვიყინებით. ამ მომენტში ნუცას საბოლოოდ ვუტყდები იმაში, რომ მასპინძლისთვის არ დამირეკავს და არ გამიფრთხილებია, რომ მივდივართ.  

– აუუ, მოგკლავ.

– არაუშავს, თუ სახლში არ დაგვხვდა, სადმე შევიდეთ, ბოლო–ბოლო.

ანუკა კარს გვიღებს. გაკვირვებული.  

– ან, ხო გველოდი??? – კი, შემოდით. არ შევდივარ. – ხო მართლა გველოდი???

– კიიიი, შემო.

– აბა რატომ გაქვს ასეთი სახე??? 

– ვაიმე, შემოოო.

და ყველაზე sweet ადამიანი მთელ “სამაინცეთა” შორის.

უთბილესი არსება. თავისი სინაზით, სიცილით. ხმით. ბაბისა.

მალე ნასწიკაც შემოგვიერთდა და დავიწყეთ.

რა??? 

რა და ის, რასაც უბრალოდ ვერ ავსახავ სიტყვებით. მეორეჯერ ვარ ანასთან და ვგრძნობ, რომ მისი სახლი, სტუმრები, აურა, სიტუაცია რაღაცას მიშვრება. ამდენი ძალიან დიდი ხანია არ მიცინია. პროჟექტორი, რომელშიც ვნახეთ ძალიან ლამაზი თუთიყუშები. მეგობარი ბლოგები… სიმღერები.

და დუდი. არა, ეს ასე არა,  

“აუ დუუუუუუუუუუუდ, მოდი რა”

და ისევ ჩვენი ხარხარი.

მართლა დიდი ხანია ამდენი არ მიცინია.


მანამდე 3 დღით ადრე ნუცას დაბადების დღე. ნუცამ დაწერა თავის პოსტში.

“ჩემი დაბადების დღე უკვე სხვა ისტორიაა. ზუსტად ისეთი დღე იყო, როგორიც მე მინდოდა და ჩაფიქრებული მქონდა. მარტო ჩემი ახლობლები, ბევრი სასმელი, ბევრი მუსიკა, გართობა, არეულობა, სიგიჟე, ცეკვა, ყირაზე გადასვლა, ჩემი ახლანდელი ‘ის’, რომელთანაც მსიამოვნებს ურთიერთობა…დღესაც კი მგონია რომ სიზმარი იყო, ფაქტიურად რაღაც მონაკვეთები არც მახსოვს ამ დღიდან და თანდათან ვაკეთებ აღდგენას.” ხოდა ამ ფრაზებს ერთ დიიიიდ + ს ვუწერ, იმიტომ, რომ ვეტანხმები. და მთავარი, ეს ის დღე იყო, როდესაც შევცვალე რაღაცით. მეორე დღეს ნუცა ჩემთან და გახსენება ვინ რას, როგორ და რატომ შვრებოდა. ლოგიკის შეგრძნების გარეშე.

მეტი რა დავწერო არვიცი.

მართლა დადებითად ვარ და რაღაც ისე ვარ.

მიყვარს ჩემი თავი ასეთი და იმედი მაქვს, რომ სხვასაც ვუყვარვარ ხოლმე ასეთი.

თუმცა იმედი მაქვს, რომ სხვას ყველანაირი ვუყვარვარ.

და მთავარი, რომელიც შენ გეხება, ვინც არ უნდა იყო მონიტორის მეორე მხარეს…

მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ.

თქვენი მე.

მაგთის სპამი, ცოტაოდენი გილმორი და ლიქიორი რამდენიც გინდა…

Gsurt moigot axaltaxali Mersedes-i? scadet bedi, dareket 5959! Gisurvebt mogebas

ტვინი წაიღეს უკვე რა…
უკვე აღარ შემიძლია…
წარმოიდგინეთ, დილით გძინავს თბილად და ტკბილად და ამ დროს მესიჯის ზარი…
ნუ მე ძირითადად ჩაწეული მაქვს ხოლმე ტელეფონის ზარი და და ვიბრაციაც ავტომატურად გათიშული აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ღამით ვტენი ხოლმე. და დატენვის განმავლობაში ავტომატურად ითიშება ვიბრაცია.
კიარადა…
ანუ არც ხმა არ აქვს ხოლმე ტელეფონს და არც ვიბრაცია (მე ისსეთი ფხიზელი ძილი მაქვს, რომ ვიბრაციაზეც მეღვიძება), მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ჩართული უნდა დავტოვო, რადგან დილით მირეკავენ სამსახურიდან…
ხოდა მოკლედ რა…
ტვინი წაიღეს რა…

ვიდეო ჩართეთ და ისე წაიკითხეთ დანარჩენი


14 იანვარი…
რა უნდა ვთქვა???
კიარადა…
დავწერო…
ძირითადად ქეიფებს მონატრებული ხალხისთვის ნეტარებაა მგონი… Kate
ნუ მონატრებული იმიტომ, რომ 7–დან მოყოლებული 14–მდე არაფერია აღსანიშნავი და საქეიფო…
ხოდა…აჰა… უვარდება ხალხს მომენტი კიდევ ერთხელ გამოთრობისა… Kate
კიარადა…
გამოტყვრომისა… Kate
მეზიზღება ეს ზღვარსგადასული ქეიფები…
ხოდა ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული…
და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი ამ არაფრით.
და ზუსტად ეს არაფერი იყო ჩემთვის ყველაფერი და ყველაფერზე მეტი. არც მინდოდა 14 იანვარს ხმაურიანად შევხვედროდი, რადგან წყნარ ხასიათზე ვიყავი.
ვსვამდი ჩემს საყვარელ სასმელს…
უფრო სწორად სნობურად ვწრუპავდი ლიქიორს…
ყველაზე სნობური სასმელია, დამეთანხმებით, მაგრამ ამასთანავე ყველაზე მშვიდი ყველა იმ სასმელთა შორის, რაც კი არსებობს. ხოდა ამიტომაც მიყვარს. კიარადა, ვგიჟდები. პირველად დაქალის (და ახლა ახლო მეგობრის) 13 თუ 14 წლის იუბილეზე გავსინჯე ქოქოსის ლიქიორი…თეთრი, თეთრი, ქათქათა. მეც 13 თუ 14 წლის მოზარდი გახლდით. იმის მერე მივხვდი, რომ ლიქიორი ჩემი სასმელია. ისევე როგორ ლუდი, მაგრამ ლუდის ისტორია სულ სხვაა და ამიტომ მასზე მერე იყოს ხელწერილი.
ამ ლირიულ გადახვევას თუ არ ჩავთვლით დიდ ბედენად, მაშინ ისევ გავიმეორებ იმას, რომ ძალიან მიყვარს ლიქიორი.

მივირთმევდი ჩემს საყვარელ საჭმელს, დედის გამომცხვარ უგემრიელეს ხაჭაპურს…
გოზინაყი, ჩურჩხელა და მეტი არაფერი…საერთოდ არაფერი. ეს იყო ყველაზე წყნარი და მშვიდი ახალი წელი, რაც კი ოდესმე აღმინიშნავს და ვიყავი უზომოდ მშვიდად…მე და დედაჩემმა კიდევ ერთხელ მივულოცეთ ერთმანეთს სამყაროს ქრისტეს შობიდან 2009-ე არსებობა, მივეფერე, ვაკოცე 5–6–ჯერ. შემდეგ ის ტელევიზორის საყურებლად წამოწვა, მე კი ჩემი ლიქიორი ავიღე და კომპიუტერისკენ გამოვეშურე… დავჯექი და ეგრევე ეს სიმღერა ჩავრთე. როგორ შეიძლებოდა, ეს სიმღერა არ ყოფილიყო განწყობის სიმღერა??? ვიჯექი, ვწრუპავდი მარწყვის ლიქიორს და მეასე წრეზე ვუსმენდი დევიდს. ნეტავ ასე მშვიდად ბოლოს როდის ვიყავი???
ცუდ ხასიათზე არ ვყოფილვარ, მართლა არა. უბრალოდ რაღაც საოცარი სიმშვიდის უდაბნოა, რომელიც რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო იკარგები ამ უდაბნოში. თან სრულიად მარტო.

ბარემ მეც დავწერ ახალ წელზე

ხოდა ბარემ მეც დავწერ…
მაქსიმალურად შეეცდები, რომ პოსტი არ იყოს სევდიანი და ირონიული…
თუმცა ამას ვერ დავპირდები ვერავის, რადგან რაც არ უნდა იყოს, ახალი წელია…
რა ირონიული რაღაც დავწერე არა უკვე…
მაგრამ ყოველი ახლის დადგომა ძველის გაცილებაა…
ძველის მიმოხილვა…
გაანალიზება…
შეჯამება…
დაფიქრება იმაზე, თუ როგორი იყო ძველი…
ბევრმა ბლოგერმა გააკეთა ეს, მეც თითქოს მინდა, მაგრამ მაინც მეზარება რაღაცნაირად…

აღარც ვიცი ბოლოს როდის გამიხარდა ახალი წელი…
მაშინ, როცა თოვლის ბაბუის მჯეროდა და საჩუქრებს ვღებულობდი…
მაშინ, როცა უკვე აღარ მჯეროდა და მაინც ვღბულობდი მშობლებისგან საჩუქრებს…
თუ მაშინ, როცა მამაჩემმა ბოლოჯერ მოგვილოცა???

არვიცი…
მართლა არვიცი…
ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო ხოლმე…
აი ახლაც მამაჩემის გაცინებული საახალწლო სახე რომ მიგდება თვალწინ, თვალები მისველდება…
წეღანაც, წერის დაწყებიდან 5 წამში დამიდგა მისი სახე, სათვალე მოვიხსენი, ხელები ავიფარე სახეზე და ჩუმად და თავისით ტირილი ამივარდა… მერე მომეჩვენა, რომ დედაჩემი ოთახებში დადიოდა და სასწრაფოდ შევიმშრალე.
არ მინდა ამაზე ვფიქრობდე, მართლა არ მინდა. კიდევ ისიც არ მინდა, რომ სხვას ან თუნდაც საკუთარ თავს ვებრალებოდე ამის გამო. ვერ ვიტან, როცა ვინმეს ვებრალები. მეც ვცდილობ არავინ შევიბრალო. პირიქით, როცა ვინმე ცუდად არის, ვცდილობ რჩევები მივცე, გავამხნევო. და ვცდილობ ისეთი რამეები არ წამოვროშო, რისი გაგონებაც მე არ მესიამოვნება, რომ მითხრან. ყველანაირად ვცდილობ, რომ ამასთან დაკავშირებული ემოციები ჩუმად ჩავკლა და ჩავმარხო ჩემში. ბლოგშიც მხოლოდ სამჯერ ვახსენე მამაჩემი გაკვრით თუ მკაფიოდ… ბიტლზების პოსტში, , 13 ნომერშიდა სულ პირველ პოსტში
საერთოდ 6 ჩემი რიცხვია, იქიდან გამომდინარე, რომ 6 მარტს ვარ დაბადებული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მე–6 წელი დადგა, რაც მამაჩემი აღარ არის ცოცხალი, მაშინ არ მიყვარს ეს რიცხვი. თან, პრინციპში რომ დავფიქრდე, 6 მარტი არც ისეთი საყვარელია, როგორც ბავშვობაში მეგონა. ზოგჯერ საერთოდ წელიწადის ყველაზე ცუდი დღე მგონია.

გუშინ კი, როდესაც ჩვენზე რატომღაც გაბრზებული ჩემი და რამდენიმე საათით ადრე სადღაც წავიდა ახალი წლის შესახვედრად, სრულიად უალკოჰოლოდ შევხვდით მე და დედაჩემი ახალ წელს… შამპანურის გახსნაზე ჩალიჩი დაგვეზარა. უფრო სწორად, თუ შეგიძლია, გახსენიო. კიმეთქი, არადა არასოდეს გამიხსნია.ხოდა, ვიფიქრე, რამე უბედურება დამემართებამეთქი და არ გავხსენით. ისედაც ჩემი საყვარელი სასმელია Pepsi და “კაკრაზ” ეგ იყო ჩვენი სუფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი. მეკვლე საერთოდ არ გვყოლია. უფრო სწორად, ჩემი და არის ხოლმე ბოლო წლებია, მაგრამ გუშინ სადღაც ღამის 3 საათზე მოვიდა, ჩვეულებრივად შემოვიდა, შევიდა თავის ოთახში, დაწვა და დაიძინა.(აქ იდეაში ჩემი სიდებილის გამომხატველი ღიმილია ასახული, უბრალოდ არ ჩანს, smile anyway–ს პონტში.)

ხოო, მეტი რა…
ა, ხო, ასე ვისხედით მე და დედაჩემი და ვუყურებდით ტელე–გადაცემებს. ვერაფრით ვერ ავიცდინეთ სააკაშვილის გამოსვლა. (აქვე ჩემი <<<< ამ სმაილური გამოხატულება, ტექსტით, ამ კაცმა ახალ წელს მაინც დაგვანებოს თავი და შეგვარგოს.) სხვათაშორის,სიმპათიურად გამოიყურებოდა სხვა დროსთან შედარებით, ეტყობა "ისი პარი"–მ თავისი საქმე კარგად შეასრულა. ეს მენტორული ტონი მუდმივი ატრიბუტია რათქმა უნდა Kate პატრიარქის დალოცვა, როგორც არასდროს, ისე მეამა. რაღაც უხილავი, მაგრამ დიდი ძალა ვიგრძენი მისგან. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვმარხულობ და ეკლესიაშიც არ დავდივარ, უნეტარესის დანახვა საოცარ მალამოდ მომედო გულზე. რა ბედნიერებაა, რომ ადამიანი ასეთი მშვიდი და შემწყნარებელია.

საჩუქარი არავისგან მიმიღია, მეგუნას გარდა. გერმანიიდან ლამაზი სარკე გერმანული წარწერით ჩამომიტანა სპეციალურად მე. რომ გადმომცა, მე “გერმანული ვიცი და რა მაგარი როჟა ვარ ” <<< ასეთი გავიჩითე… მეტი არავისგან. ეგ კი არა, სამსახურში ჩვენს უფროსებს იდეა მოუვიდათ, რომ პატარა ფურცლებზე ყველას სახელი დაწერილიყო და ყუთში ჩაგვეგდო. ასეც მოვიქეცით. ერთმა ყველას ჩვენთაგანის სახელი ჩამოწერა, დაკუჭა და ყუთში ჩაყარა. ვისაც ვისი სახელი და გვარი ამოუვიდა, იმისთვის საშობაოდ საჩუქარი უნდა იყიდოს. მე ისეთი თანამშრომლის ამომივიდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. სასწრაფოდ შევედი ინტრანეტში, ჩავწერე მისი გვარი და ამომიგდო ის ადამიანი. სახეზე მაინც ხომ უნდა ვიცოდე, საჩუქარს ვის ვჩუქნი. მე მემგონი არავის “ამოვუვედი” Kate, ანუ საჩუქარს არავინ მაჩუქებს Kate ნუ, ვინაიდან და რადგანაც ყუთში კიდევ დარჩა დაკუჭული ფურცლები და 31–ში ყველა არ ყოფილა, არაა გამორიცხული, რომ ორშაბათს “ამოვუვიდე” ვინმეს. თუარადა, ვიტყვი, ეგ ყოფილა ბედი ჩემიმეთქი და გავაგრძელებ ცხოვრებას.
სამსახურში ალა–ფურშეტითა და დიიიიიდი ტორტით(ჩვენი ლოგოთი) გავაცილეთ ძველი წელი. ნებისმიერ შემოსწრებულ ადამიანს შეეძლო მიერთმია ღვინოსთან ერთად 5–ში პრემიები იქნება და ძალიან მიხარია.
საჩუქრებს ვუყიდი საყვარელ ადამიანებს.. ოღონდ ვის რა ვუყიდო, არვიცი…
ხოო, რა საჩუქარი, მილოცვა მივიღე მხოლოდ ჩემი ჯგუფელისგან, ზურასგან, რომელთანაც ჯგუფში ყველაზე ახლოს ვარ. მიხარია, რომ მას მაინც გავახსენდი პირველი. ომის დროს, როდესაც ის მშობლიურ ფოთში იყო და ამ ქალაქში ბომბებს ყრიდნენ, მირეკავდა და საათობით ვსაუბრობდით ომის შესახებ. მაგარი რაღაცნაირი შეგრძნება იყო, ორივეს გვეშინოდა, რომ მოვკვდებოდით, მაგრამ მაინც სიცილ–სიცილით ვუყვებოდით ის – ფოთის, მე კი – თბილისის ამბებს. მაგრად მწარედ დავცინოდით რუსებს და ჩვენს ბედს. თან მაშინ მაგთის ანძებსაც დედა უტირეს რუსებმა და უფასო იყო საუბრები. ხოდა მე და ზურამ გავიგდეთ მობილურები
ისე, პასუხის პონტში კი მართლა ყველამ (ნუ უმეტესობამ მაინც) მომილოცა. განსაკუთრებით მომეწონა ლილიანის ანუ ჩორვენის მოლოცვა: შენც გილოცავ ძვირფასო, გისურვებ იმას, რასაც ისურვებ თვითონ!”. ყველაზე მაგარი მილოცვაა, მას შემდეგ ვცდოლობ მოვეშვა (არადა, დიდი ხანია ვცდილობ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ) ამ შაბლონურ და ტრაფარეტულ ფრაზებს “გისურვებ ამას, ამას, ამას, ამას და ამას” არა, ბაზარი არაა, ამ ყველაფერსაც ვუსურვებ ყველას, შაბლონური არ ნიშნავს ცუდს. ჯანმრთელობასაც და სიხარულ/ბედნიერებაც არ მენანება სხვისთვის, რა სისულელეა. მაგრამ “გისურვებ იმას, რასაც ისურვებ თვითონ!” არის ყველაზე მაგარი სურვილი, რადგან რეალურად არავინ იცის მეორე ადამიანს რა უნდა, გარდა საკუთარი თავისა. მას მერე ყველას მაგას ვწერ…მადლობა, მარ.. მე სულ ვამბობ, რომ 2გინალური იყავი, ხარ და იქნები.

ხო, კიდევ რა….
ოოო, გურჯისთან ღამის გათევა ყველაზე პრიკოლი იყო…
მეგუნამ მომწერა, მივდივარ და წამოდიო.
ყველაზე მაგარი ის იყო, რომ სტუმრები აქეთ ვსაუბრობდით, ვერთობოდით…
ამ დროს კი მასპინძელს ძალიან თბილად და ღრმად ეძინა თავის ოთახში. იმავე ოთახში კომპიუტერი ღრიალებდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე ისე ღრმად ეძინა,რომ სპილოს შემოსვლაც ვერ გააღვიძებდა…მალი–მალი და ნიკა ისე მოვიდნენ და წავიდნენ, რომ გურჯს საერთოდ არ უნახავს.
ბევრნი ვიყავით, ძირითადი სასაუბრო თემა – რათქმაუნდა ფორუმი… Kate куда мы без него მეგუნას კალთაში რა საამური ყოფილა დაძინება. ჩემი პოზიტიური ადამიანი დავიძინე და სადღაც ღრმად წავედი. შიგადაშიგ ჩამესმოდა ხმები, მაგრამ მაინც ღრმად ვიყავი წასული… მერე გამოვფხიზლდი და რაღაცნაირად მომერიდა. მერიდება ხოლმე, როდესაც ვინმე მძინარეს მიყურებს… მე რომ სხვის ძილს ვუყურებ, მაგრად მიყვარს… რა მაგარი რამეა სხვის სუნთქვას რომ უსმენ…Kate განსაკუთრებით პატარა, თოთო ბავშვების
დილის 10 საათი იყო, რომ გამოვედით მე და მეგუნა. ღმერთო, რა სიცარიელე…. ის ფილმი გამახსენდა, The Virgin Suicides კირსტენის გმირი გამთეენიისას რომ ბრუნდება სახლში და ეს მელოდია… რაღაც საოცარი სიცარიელე… საშინელი ცივი ქარი და ყინულსა და თოვლს შორის რაღაც ფეხებქვეშ. საშინელი სიცივე. ავტობუსები, პატრული მანქანები და რა??? მხოლოდ რამდენიმე ჩვეულებრივი დანიშნულების მანქანა. სხვა არაფერი… გაჩერებაზე ვიღაც უცნობი მამაკაცი, რომელიც ახალ წელს მილოცავს და კანფეტს მიწოდებს. მე ესეც მიკვირს… მერე რომელიღაც ავტობუსი და იგივე მამაკაცი: მე ამით მივდივარ და თქვენ არ მოდიხართ??? დიღომში მიდის თუ რამეა… ზრდილობიანად ვემშვიდობები და კიდევ ერთხელ ვულოცავ.
ქუჩაში აქა–იქ ჩემნაირი ღამისმთეველი, მოხეტიალე ახალგაზრდები. ძირითადად ჩემზე 4–5 წლით უმცროსები. (აქ ისევ მეღიმება )
სახლი…
ფეხაკრეფით შესული მე…
სხეულის ჯერ გალღვობა, შემდეგ გათბობა, შემდეგ გაცხელება…
უკვე 11–ის ნახევარი…
და ძილი…ჩემს ცივ ლოგინში…საღამოს 8 საათამდე…
ბედობასაც გილოცავთ ყველას… ღმერთს ებარებოდეთ და იმას გისურვებთ, რაც თავად გსურთ…

ნახვამდის 2008–ვ…
ქვეყნისთვის საკმაოდ მტკივნეული იყავი, მეტი არ გვინდა. საკმარისი იყო…და ზედმეტიც….
ნეიტრალური ჩემთვის… მორიგი კარგებითა და მორიგი ცუდებით…
თუმცაღა როგორც ვიღაცამ თქვა…
ყოველი დილა ახალი სიხარულისთვის რომ არ გვაღვიძებდეს და ყოველი საღამო ახალ იმედგაცრუებებს რომ არ გვიტოვებდეს, განა ღირდა ეს ცხოვრება ეს ცხოვრება გახდად და ჩაცმად?!

ეს თქვენ განწყობისთვის..

N1 number one Sharden 1

ხოდა ე. ი. გუშინ მე, ნუცა და სალომე ვიყავით number one–ში… ეს არის შარდენის პირველ ნომერში მდებარე კლუბი…
მაგრამ ჯერ არა…
კიარადა, ანუ ასე არა…
თავიდან იყო გუშინწინ, ყავის სახლში ჩასახული იდეა, რომელიც მარიამ გაახმოვანა…
(რა პრიკოლია “მარია”, ნუცას ტელეფონში ეწერა BoOoOo ასეთი სახელი…)
კიარადა მარისი
“ხვალ “ვიტამინში” არ წავიდეთო???”
ხოდა ე. ი. გუშინწინ დამიმესიჯა ნუსამ
“ჰა, რას ვშვრებითო?”
ხოდა მეგუნამ ვერა, მარაზმამაც ვერაო და მარიმაც ვერაო…
მე ძალიან მინდოდა წასვლა…
ხოდა მოვილაპარაკეთ, რომ მე, ნუცა და სალომე წავიდოდით…

კიარადა, ჯერ უნდა შევხვედრილიყავით მერიასთან 10–ის ნახევარზე..
ნუ, ვინაიდან და რადგანაც სალომეს დააგვიანდა ნუსისთან მისვლა, ამიტომაც მოდი 10–ზე შევხვდეთმეთქი…
ვინაიდან და რადგანაც მე არაპუნქტუალურობის განსახუერება ვარ, მე მივედი 11–ს რომ აკლდა 15 წუთი…
ნუსამ და სალომემ ლამის მაგინეს…
ნუ სანამ მე მივედი, თუ რმე მთელი პერიპეტიები გამოუვლიათ…
სალომეს და ნუსის სახეებზე გამეცინა…
ისეთი სახეებით მიყურებდნენ, რომ მართლა გინებას მიპირებდნენ…
მაგრამ მე ავტობუსიდან ჩამოსვლისას მერიამდე ძალიან ჩქარა ვირბინე და უკვე სული აღარ მყოფნიდა…
რომ მივედი ისე ისტერიულად და გახარებული ვიცინოდი, რომ აშკარად ორივემ გადაიფიქრა ჩემი გალანძღვა…
სალომემ მესმის შენი ძალიან კარგადო. ნუცა უფრო თითქოს დაბნეული იყო…
ხოდა დავეშვით ლესელიძეთი…
სანამ დავეშვებოდით, 2 ბიჭი შევნიშნეთ.
ორივე დიდი დაინტერესებით გვიყურებდნენ…
კიარადა, ისეთი ემოციით ვყვებოდი რაღაცეებს, რომ არათუ სალომე და ნუსა, არამედ ეს ყმაწვილებიც თვალ–ყურს მადევნებდნენ…
თან, არვიცი როგორ, მაგრამ აშკარად ზევით რომ ჩამოვიტოვეთ, მერე მაინც ქვევით აღმოჩნდნენ…
ხოოოო, მერე შევაჭერით ღამის 11–ზე ერთადერთ ღია სუპერმარკეტს…
ნუ, რათქმაუნდა ეს ჩემი უსაყვარლესი სასმლის – Pepsi-ს სუპერმარკეტი იყო…
დავიტაცეთ ჩვენი საყვარელი ლუდები…
მე რათქმაუნდა Beck’s…
ხოდა მოლარეს დახლზე დავუდეთ.ამ დროს ორი ახალგაზრდა მამაკაცი შემოდის და ჩვენს გასაგონად ერთერთი ამბობს: “ვახ, გოგოებიც უკვე ლუდს კიდულობენ “…მეორე პასუხობს: “ხო, ახლა გოგოები სულ ლუდს ყიდულობენ”. “ხო, განსაკუთრებით, ცეკვის წინ არის აუცილებელი” – ვიკაცე მე Kate. “აუ, მენისკი არ მქონდეს, მეც წამოვიდოდი საცეკვაოდ” – რომელიღაც. მეორეც იგივე ამბავს იმიზეზებს… ნუ, ძლივს გამოვედით…Kate ღმერთო, ნუ რა იუმორი, ნუ ე. ი. სად შეგვიძლია?! … ხო, ნუ აქ მთვრალი ქართველი პირზემკოცნელი ბიძიები, ორ ჭიქაში რომ გიჟდებიან ერთმანეთზე და სიყვარულობენ…Kate
ნუუ, ძლივს ჩავაღწიეთ… აქ ნუსას ex–ის ex–ი, თუ ex–ის present–ი თუ ex–ის future–ი…
კიარადა, ნუ კაროჩე ვიღაც გოგო გვეჩითება და გვიყვება მთელ თავის ბიოგრაფიას რაიყო და შემოქმედებით ცხოვრებას… არადა ერთადერთი ჩვენი ანუ ჩემი, სალომეს და ნუსის სურვილია დავლიოთ ლუდი და შევაჭრათ განცხრომაში… ნუ ამ გოგოს გასვლის შემდეგ, გვიახლოვდება 15–16 წლის 3 ლაწირაკი…კიარადა, განსაკუთრებით ერთერთი აქტიურობს… “გემრიელია ლუდი?”, “ვახ, თქვენც აქ შედიხართ???”, “რა ლამაზები ხართ”, “რა იყო, ბიჭი არ გინახავთ?!”… აქ ნუცამ იშუსტრა და კლუბის დაცვას მიეჭრა და აბამს საიმისოდ, რომ შეგვიშვან… ნუ, არვიცი ნუსიმ რეები უთხრა, მერე მე და სალიც მივედით და მოკლედ, ლუდს თუ გარეთ დატოვებთ და 25 წელს ზევით თუ ხართ, შემოგიშვებთო… ამ დროს ამ ლაწირაკმა გადამხვია ხელი და ხო, ჩვენ ერთად შევდივართო… ხელი ნაგლად მოვიშორე და დაცვას ვუთხარი ეს ბავშვები ჩვენთან არ არიანმეთქი… მე და ნუსიმ დაუნანებლად ჩავყარეთ ქილები ურნაში, უკნიდან მესმის ამათი ხმა… ეეე , მოიცათ რა, არ გადააგდოთ. ნუ, სალომე ფრიად ხელგაშლილი აღმოჩნდა..არა, ჩემგან პედოფილი რომ არასოდეს დადგებოდა, კი ვიცოდი , მაგრამ თუ მხოლოდ იმისთვის დამეჩალიჩებოდა პატარა პადსანი, რომ ნახევრადდაცლილი ქილა მეჩუქებინა მისთვის,მაშინ მითუმეტეს არ ვიჩალიჩებდი იმისთვის, რომ საერთოდ ხმა გამეცა მათთვის…
ხოოოდა, შევედით… ჯერ ბარმენი დამიძმაკაცდა დიდის ამბით, მოიცა, სკამს გიშოვიო…
ხოდააააა…
აი, ნუ არვიცი…
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სივიწროვე მოგვეჩვენა, ამას ხელი არ შეუშლია ცეკვისთვის…


ხო, ეს ვიღაც ტიპი, გინდათ თუ არა, მე გადაგიღებთო…
მე, რათქმაუნდა, უეჭველი ციფრულს იპარავსმეთქი და თავი გავიგიჟე, არა, იყოს, არ შეწუხდეთმეთქი…
მაგრამ ჩემდა გასაკვირად, არ მოიპარა….
და ზატო სამივე ერთად ვართ…Kate KateKate

ხოო, მერე გიო(გურჯი), გიგი(Starfucker)და ნიკა (PLACEBO_LOVER) მოვიდნენ…
ნუ… იქ დიჯეის Kylie Minogue და Moloko (და არამარტო)ერთმანეთში აერია რაღაც მომენტში,რადგან უზომოდ მთვრალი იყო…მაგრამ ეგ არაფერი, მაინც კარგად შეასრულა თავისი საქმე…
3 საათამდე ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, თან შეცოტავდა ხალხი და უფრო დიდი სივრცე დაგვრჩა ჩვენ…
ბოლოს ამოვედით და შარდენიდან მერიამდე მთელ ხმაზე ვღრიალებდი რა მაგრად ვარმეთქი…
ამათ გამოვუცხადე, ბაუნტი უნდა ვიყიდომეთქი, რაზეც ისეთი გნიაზი ატეხეს, რომ გული გამისკდა . შევედი და ვიღაც, საერთოდ უცნობმა ტიპმა მიყიდა ბაუნტი… მთელი გზა მერე იმ ტიპზე ვიძახდი: აუ, რა საყვარლად მიყიდამეთქი
ხოოო, მერე სამახსოვრო სურათები გადავიღეთ…

კიარადა…
მოიცა, პოზები მიიღონ…

მიყვარხართ…

უბლოგერობის შემდეგ

მთელი ეს კვირა…
კიარადა ორშაბათიდან დღეის ჩათვლით თავს ცუდად ვგრძნობდი, რომ ბლოგი გათიშული იყო…
კიარადა…
ანუ ბლოგერი, თორემ ვორდფრესი მგონი ჩვეულებრივად განაგრძობდა ფუნქციონირებას…
ხოოოოოდა, ე. ი. რა მინდოდა მეთქვა…
მთელი ეს 6 დღე საშინლად ცუდად ვგრძნობდი თავს…
ბევრი რაღაცის დაწერა მინდოდა…
ბევრი “მე”–ს დაწერა მინდოდა…
კიარადა, ანუ ბევრი ემოციის…
დადებითი ემოციის…

მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი…
მივხვდი, რომ უკეთესი იყო, რომ ბლოგი გაჩუმებული იყო სადღაც სივრცეში…
თორემ ბევრ ისეთ რამეს დავწერდი, რასაც უკვე ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში ვინანებდი…
ხოდა, რომ არ ვინანო…
ამიტომაც მადლობა, რომ მე პირადად ბლოგი გამითიშეთ…
დიდი მადლობა კავკასუსს…
თუ რავიცი რას…

ხოოო…
რაც შეეხება იმას, რომ ვარ თუ არა შეყვარებული…
გეტყვით იმას, რომ არ ვარ…
არ შემიძლია მე ჩემი საუკეთესო მეგობრების მიტოვება და მიგდება ყავის სახლში…
და მის მეგობრებთან მისვლა საბილიარდოში, თითქოს ისინი ჩემები იყვნენ…
და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის შეწუხებული სახით იჯდა ჩემებთან…
და გაღიმებულით თავისებთან…
მე კი ორივეგან გაღიმებული ვიჯექი…
თუმცა გიგი (Starfucker)რომ დავინახე, ვთხოვე, ძალიან მაგრად ჩამხუტებოდა…
მიყვარს ეს ბავშვი…
იმანაც ლამის წელში გამწყვიტა…
გენათალეეე…

ზარი…
სადარბაზოში შესვლამდე 4 წამით ადრე…
და ფრაზა: “სად ხარ?” – შეწუხებული ხმით…
ეს იყო რაღაც კატასტროფულად მიუღებელი…
არ შემიძლია ეჭვიანობის მოთმენა…
კონტროლი…
ბორკილების დადება…
მართლა ცუდად გავხდი…
ძალიან ცუდად…
ღრიალი მინდოდა…

თავისუფალი მინდა ვიყო…
და თუ სიყვარული თავისუფლების შეზღუდვაა, არ მინდა საერთოდ…
საერთოდ არ მინდა სიყვარული…
გავგიჟდები…
ისედაც გიჟი, საბოლოოდ გავგიჯდები…
არ შემიძლია იმაზე ვთქვა უარი, რაც ისედაც ძლივს გამაჩნია..
რაც ისედაც ძლივს მოვიპოვე…

არ შემიძლია ასეთ კარგ ადამიანთან ყოფნა…
რადგან ის ზედმეტად კარგია ჩემთვის…
საოცრად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან…
საოცრააააად…
ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით …
ის მიწაა…
მე – ცა…
მე სადღაც ღრუბლებში დავფრინავ და მინდა ვარსკვლავებს ვეთამაშებოდე…
არ შემიძლია მის გამო ფრთების მოჭრა…
უბრალოდ არ შემიძლია ჩემს ცხოვრებას ვუღალატო…
უბრალოდ არ შემიძლია…
ჩემი პრინციპების ღალატი…
იმას სიმშვიდე უყვარს…
მე – სიგიჟე…
იმას არ უყვარს დისკოთეკა…
მე შემიძლია მთელი კვირა არ გამოვიდე კლუბიდან…
მთელი ეს 3 დღე არვიცი რა ხდებოდა…
თითქოს კარგად ვიყავი მასთან, მაგრამ დღეს ორმაგად კარგად ვარ, როცა ისევ ისე მარტო ვარ…
როგორც წინა კვირას…
წინის წინა კვირას…
კიდევ იმის წინა კვირას…

არვიცი ეს რა შუაშია, მაგრამ…
გუშინ მარაზმასთან მიმავალ 149–ში ერთი გოგო ისე მომეწონა და მინდოდა მეთქვა, რა ლამაზი ხარმეთქი, მაგრამ ჩუმად ვუყურებდი… შემიყვარდა გოგო…
დღეს, პეკინზე, ყურთსასმენებგარჭობილი, გერმანული ნაგაზი მომიახლოვდა გიჟურად…
პატრონი კი არსად იყო…
შევცბი უცებ…
შემეშინდა იმ ძაღლის, რომელზეც ჭკუა მეკეტება, ისე მიყვარს…
მერე გამოჩნდა ძალიან სიმპატიური ბიჭი საბელით (“აშეინიკი”)…
შევხედე და მე მიცინოდა…
მეც სიცილი ამიტყდა…
ასე ჩუმად ვუცინოდით ერთმანეთს…
არაფერი…
ჩაიარა თავის გერმანულ ნაგაზთან ერთად…
აი ხო, თითქოს არაფერი…
მაგრამ ეს ბიჭიც შემიყვარდა თავისი გერმანული ნაგაზით…
ხო, ეს ორი რაღაც რა შუაში იყო, არვიცი მართლა…

ხოდა, სანამ ჩემი და მისი ურთიერთობის მე–3 დღე იყო გუშინ და არა მე–17, გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა მერე უფრო ცუდად და მტკივნეულად გამოსულიყო ყველაფერი…
ხოდა ამიტომაც დღეს დავამთავრე ეს ურთიერთობა…
მისთვის (და მამენტ ჩემთვისაც) ნაკლებად მტკივნეული რომ ყოფილიყო…

წავედი ახლა…
ნუცა მელოდება…
დისკოთეკაზე მივდივართ, შარდენზე…
აი დღეს იმდენი უნდა ვიცეკვო, რომ გადავიხსნა ვენები…
ფეხებიდან სისხლი მდიოდეს…
რომ სხვა სამყაროში გადავიდე…
იმ სამყაროში, სადაც რეალურად ვცხოვრობ…
Party Fever არის ერთ–ერთი ტეგი ამ პოსტის…
წავედი…

Friday Night Fever

Friday Night Fever…
დიახაც, რომ Friday.
ეს ის მომენტია, როდესაც ყველაფერი ცუდი შენგან ძალიან შორსაა. თუმცა “შორს” არ ნიშნავს იმას, რომ ეს “ცუდი” არ დაგიბრუნდება. რათქმაუნდა დაგიბრუნდება, მაგრამ დღეს ამაზე არ მაქვს საუბარი.
ამ პოსტის დაწერას კი ვაპირებდი პარასკევის მომდევნო დღეებში, მაგრამ ვცდილობდი მუზები სათანადოდ გამეღვიძებინა.
შაბათი…
კვირა…
ორშაბათი…
სამშაბათი…
ოთხშაბათი…
ხუთშაბათი…
პარასკევი…
შაბათი…
კვირა…
ორშაბათი…
სამშაბათი…
ოთხშაბათი
ხო ოთხშაბათი…
არვიცი, დღეს რამდენად დროულია ამის დაწერა… თითქმის 2 კვირა არის გასული უკვე.
დროული ყველა იმ ემოციის გამოხატვა, რასაც განვიცდიდით 5 გოგო…
კიარადა 6…
მაგრამ სალომე პირველად ვნახე და ამიტომაც სალომეზე ვერ ვისაუბრებ.

მე…
ნუცა
თაკა…
მეგუნა…
მარი…

რა ადვილია იყო ბედნიერი…
რა ადვილია აჰყვე რიტმს…
რა სასიამოვნოა მთლიანად იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო…
ღამე, რომელიც არ დამავიწყდება…
ღამე, როდესაც ყველა მეკიდა ზევით ჩამოთვლილი ადამიანების გარდა…
ღამე, როდესაც “ჩემი თავი ჩემადვე მეყუდვნოდა”…
ღამე, როდესაც მეკიდა ყველა ჩემი პრობლემა…
ღამე, როდესაც არ ვფიქრობდი ბოროტ მარწუხებზე…

თითოეული beat–ი, რომელიც აღწევდა ჩემამდე…
ჩემს სულამდე.. ეს მეტი არის ხოლმე, ვიდრე უბრალოდ მუსიკა… ეს მეტია, ვიდრე ალკოჰოლის მიერ გამოწვეული საკუთარი თავის უკონტროლობა… ეს მეტია, ვიდრე ნარკოტიკის მიერ გამოწვეული აღმაფრენა… ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა არვიცი რაოდენ უსაფრთხოა სულიერებისთვის… ეს არის ცეკვა… ცეკვა smilie…. ცეკვა smilie…. ცეკვა smilie…. ცეკვა smilie….
ახალი სიმღერის გაცნობა და შეთავისება…
ძველი სიმღერის გახსენება და შესისხლხორცება…
ეს ისაა, რაც მაშინ ხდება, როდესაც დისკოტეკაზე ვარ…
ეს მაშინ ხდება, როდესაც მუსიკა ჩემშია და მმართავს მე…
ეს მაშინ ხდება, როცა ვარ უბედნიერესი…
ვინმე არ მეცეკვება???
მკიდია!
ძალიან მაგრად თან…
თვალებს ვხუჭავ და გავდივარ “მომსახურების ზონიდან”…
გავდივარ იმ უხილავ სამყაროში, რასაც ელექტრონული მუსიკის Universe ეწოდება…
ვარ მხოლოდ იმ ნარჩევ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც თავს ზე–არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

რამდენიმე ფრაზას დავაკოპირებ მარაზმას(ანუ თაკას) ბლოგიდან ამ პოსტიდან
“ჯუსტ ისუნთქეთ შემოდგომის გრილი ჰაერით..
გათბით შემოდგომის მზის ყვითელი სხივებით..
იცეკვეთ და იფარფატეთ ჩამოცვენილ ფოთლებთან ერთად..
ჩვენ თავისუფლება გვჭირდება..
თავის უფლება..
ჩვენ ვართ ჩვენივე თავების უფალი..
ჩვენზე ძლიერ და კარგად ვერავინ მოახერხებს ჩვენს მართვას..”

ეს ერთ–ერთი იქ დაკრულთა სიმღერათაგანი…
ნუ, რათქმაუნდა გამიქსული იყო უმაგრესად….

“ჩემი ოცნების გემი გასცდება ამ ჭუჭყიან ნაპირებს…
და გაუყვება გზას, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს…
გაარღვევს იმ ზღვის ტალღებს, რომელიც მე ცხოვრების ამღვეულ გუბეს მაგონებს…
დატოვებს იმ ნაპირებს, რომელიც მე თბილ ქვეყნებში გაფრენილ ჩიტებს მაგონებს…
გაყინულ ხელებს, გაყინულ თვალებს და გაყინულ ტუჩებზე კოცნას მაგონებს…
შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა…
მე შენს კუნძულთან მინდა, რომ ჩავუშვა ღუზა…..
რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ….”

მაგარი სიმღერაა….

სურათების ხარისხი მაპატიეთ…
მობილურებით არის გადაღებული…