ოქტომბერ-ნოემბერი და ცოტა დეკემბერი

როგორც ლორდ ვადერმა მითხრა ( სიტყვა “მითხრა” უკვე მრავალი მნიშვნელობის მატარებელია. თუ ადამიანმა კომენტარი დამიტოვა, ეგეც თქმაა უკვე) შემოქმედებითი კრიზისი გაქვსო. ნუ რეალურად რომ ვთქვა, ეგ კითხვა იყო, რაზეც ჩემგან დასტური მიიღო და ცხოვრება გავნაგრძეთ. აუ რა ძნელია ხოლმე იმასთან დაბრუნება, რასაც თავს ანებებ. და ეს თავის დანებება კიდევ ცალკე თემაა. ისე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს რაღაც სასწაული დანაშაული ჩამიდენია ბლოგის მიტოვებით და ამას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, უბრალოდ ხდება ხოლმე. ხანდახან. ნუ კარგი, ხშირად. კარგი ხო, როდის როგორ. ფაქტიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შემდეგ მე პოსტი არ დამიწერია და ესეც ერთგვარი ბლოგერული სიზარმაცე იყო. არ ვიცი, რა დამემართა. მოულოდნელად მოვეშვი, მოვდუნდი და სხვა რამეებზე ვორიენტირდი (ამ სიტყვას პირველად ვწერ და იმედია სწორ ვერსიას ვიყენებ). მათ, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ფესტივალზე მე მოვიგე ტურ-კომპანია „ვონდერლენდის“ პრიზი (250 ლარიანი ვაუჩერი – კომპანიის მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რომელიმე ტური)  და  აჭარის ტურიზმის სააგენტოს  პრიზს – სააგენტოს მიერ აჭარაში დაგეგმილი 3 ერთდღიანი ტური. ეს ისე გამიხარდა, რომ მთელი დღე დადებილებული დავიარებოდი. პირველად მივიღე ბლოგერულ კონკურსში მონაწილეობა და ეგრევე რაღაც მოვიგე. ძალიან გამიხარდა. მინდა კიდევ ერთხელ ბიაფფ-ს დიდი მადლობა გადავუხადო ძალიან ბევრი რამისთვის.

12

ბათუმში ძალიან ვისიამოვნე, გავერთე და შესაბამისად მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შვებულების მეორე ნაწილიც ამ ქალაქში გამეტარებინა. მივხვდი, რომ აქ მოვახერხებდი დასვენებას, მოდუნებას და უბრალოდ უფიქრელობას ყველა იმ ყოფით პრობლემაზე, რაც ამდენი მაქვს ხოლმე თბილისში.
Continue reading

გულწრფელი ამინდები

   დღეს ამინდმა იმაიმუნა. ჯერ მზე, მერე წვიმა და ანუ მაიმუნური ამინდი. როდე ისევ “მარტიშკა”–ს მეძახის და მე ისევ არ ვიცი, რატომ დამარქვა. მაგრამ როგორც წინა პოსტში ვთქვი it’s OK, მეცინება კიდეც. პოსტის ინსპირაცია მაიმუნია თუ წვიმა, ვერ გავიგე, მაგრამ მაიმუნის ერთ–ერთ ჯიშს ვუსმენ და, კიდევ ერთხელ და ოღონდ არ ვიცი მერამდენედ, ვრწმუნდები, რომ მუსიკისა და ლექსის ძალა უსაზღვროა და როდესაც ეს ორი რამ შერწყმულია, მე იდეალურ სამყაროში გავდივარ. იდეალურ ანუ იმ სამყაროში, სადაც ყველა ჩემი საყვარელი სიმღერა მყარად არის ჩემი. პოსტის წერის მომენტშიც ჩართული მაქვს და ძალას მმატებს ყოველივე აქ დავწერო თითების ისეთი თავისუფალი მოძრაობით, თითქოს რეალურ ცხოვრებაშიც შემეძლოს ამ ყველაფრის ასე თავისუფლად გამოხატვა. აა, უი მე რომ საუბარი მიჭირს, ბავშვობაშიც მიჭირდა (თითქმის არასოდეს გავდიოდი დაფასთან რაიმე საგნის მოსაყოლად) და აქედან გამომდინარე ჩუმად ყოფნა და  ადამიანების სმენა რომ მიყვარს, ეს არ იცოდით, მგონი.

ხოდა აი ჩემი ბონობოც აგერაა. ტოტალური ინდი და უნისექსი.

   დღეს ვფიქრობდი, რით განისაზღვრება ბედნიერება–მეთქი. ნეტავ როდის დგება ის მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია საკუთარ თავს შესძახო: გამარჯობა, მე ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია!!!
რა მარტივია ხოლმე ზოგჯერ ამ ყველაფერზე მოკლედ საუბარი და რა ძნელია ამის გააზრება, გაცნობიერება და გარდა ამისა, ალბათ არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რომელიც ერთნაირად ახსნის სიტყვა “ბედნიერება”–ს.
დღეს ისევ მარტია, ისევ ჩემი თვეა. კიდევ 2 დღე და 3 საღამო არის დარჩენილი მორიგი მარტის დასრულებამდე და მე ისევ ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩემი თვეა. თავმდაბლობები მარტში არ ვიცი რას ნიშნავს.
ხოდა იმას ვყვებოდი, რომ ამინდები ზუსტადაც რომ “მარტულია”. (არ ვიცი არსებობს ეს სიტყვა თუ არა, ამიტომაც თავის დაზღვევის მიზნით ბრყალებში ჩავსვამ.) ისევ “მარტული” ამინდები. ანუ დღეს გუშინწინ – სეტყვა, გუშინ – მზე, დღეს – წვიმა, ხვალ – თოვლი და ზეგინდელი ქარბუქი თუ ფრიად არანორმალური შემთხვევაა დანარჩენი 11 და–ძმისთვის, მარტი ყურებს არ იბერტყავს ვინმეს სმენით და ყველას ეუბნება, რომ მე ვარ და როგორც მინდა ისე ვჭრი და ვკერავო.

გუშინ მზიანი ამინდი იყო, თუმცა რაღაცნაირი მზიანი ამინდები რომ არის ხოლმე, აი ისეთი. არც იქით, არც აქეთ. მე ხომ ბედი არ მაქვს. თუ მაქვს??? მშვიდად შევხვდი იმას, რომ თანამშრომელმა მანქანა გამიჩერა, ვიფიქრე მიცნო, ხომ სახლში მიდიხარ–მეთქი და დასტურის შემდეგ ჩავუჯექი. ამდენი დღე ჩუმად იყო, ამ ფრაზის შემდეგ კი ვეღარ მოითმინა და… აუ შენ საიდანღაც სასწაულად მეცნობიო. შევახსენე ყველაფერი. არა, დიდი არაფერი, უბრალოდ ერთხელ ერთად ვიქეიფეთ. არა, დიდი არაფერი. უბრალოდ ეს ის ძვირფასი და უკიდურესად შემეცნებით პერიოდის ჟამს იყო. შემეცნებითი იმ მხრივ, რომ შეყვარებული ვიყავი და ნუ მოკლედ, დანარჩენი კი წერია ამ ბლოგში მილიონი კუთხით აღწერილი და 7–ვე ბრუნვაში ნაბრუნები.  თავში ხელები შემოირტყა, ვაიმეეე, რა დებილი ვარ, როგორ ვერ გიცანიო. მე მაგაზე მეტად იმაზე მქონდა რეაქცია საჭეს რომ აუშვა ორივე ხელი. ნუ მოკლედ.

დღეს წვიმამ გამაბედნიერა. არადა არც წვეთი დამსხმია და არც თვით პროცესი მინახავს. ერთი ის იყო, ვიღაცამ მითხრა და მე სიმბოლურად ფანჯარაში გავიხედე. უცბად საოცარი გრძნობა დამეუფლა იმისა, რომ სასწაულად ძლიერი ვარ და პარალელურად სასწაულად სუსტი. მათემატიკა ოდნავ მაინც ხომ იცით??? თორემ ოდნავზე ბევრად კარგად მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ!!!! (ვხუმრობ და არ ავარდეთ. და საერთოდაც მარტია, ნუ მიბურღავთ ერთ უფერულ ორგანოს, რომელიც თმის ღერიდან კისრამდე მაქვს ალვის ხესავით აწოწილ ორგანოში გაუნძრევლად არის მოთავსებული). ხოდა ანუ ჩემი სისუსტე და სიძლიერე ორ ერთმანეთის პარალელურ, არამკვეთ ( თუ “არა მკვეთ” ან “არა–მკვეთ”) სიბრტყეშია მოთავსებული. მე და წვიმა ისე ვართ, როგორც თევზი და წყალი და რა არის თურმე იცით??? მე ძალები მაქვს რაღაცეებისთვის, არადა შემიძლია წამებში ვიტირო იმაზე, რომ ოთახში მარტო დავრჩი ან რაიმე სხვა სახის უაზრობა.

ახალი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში. ოღონდ არ ვიცი ამ ეტაპს რა ჰქვია. და საერთოდაც მგონია, ეს პოსტი არის რაღაცის დასასრული. თითქოს ამ პოსტით უნდა დავასრულო მე ბლოგერობა, რადგან ეს პოსტი იქნება შემაჯამაბელივით და ამაშივე ყველაფერზე დავწერ. ამიტომაცაა ალბათ ასეთი დიდი. 

18-23

გუშინ ლექციაზე, სადაც სულ 6-7 ადამიანი ვისხედით, 4 მათგანი შემიჩნდა გინდა თუ არა, წაგვიკითხე მაგ ბლოკნოტში რაც გიწერიაო. ეს ნაწერი წამაკითხეს. 
ან სად დაინახეს ბლოკნოტში ნაწერები, ან საიდან მიხვდნენ, რომ პირადი ჩანაწერები იყო. იმდენად დავიბენი, რომ არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. მართვის მოწმობაზე მიწერია რაღაც წესები და მაგეებს წაგიკითხავთ-მეთქი. მოკლედ, არაო. დაიჟინეს და მეც დამითანხმეს. თუმცა ძალიან დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ, რადგან არ მიყვარს ასეთი ტიპის ექსპერიმენტები. მე მირჩევნია, სხვას ვუსმინო, ვიდრე მე მისმენდნენ. არ ვარ მოლაპარაკე, მსმენელი ვარ და მიხარია, რომ ყოველთვის შემიძლია გავჩუმდე იმისათვის, რომ სხვას მოვუსმინო და პირში არ ჩავუხტე. 
6 ადამიანიდან 4 მე მისმენდა. შესვენება გვქონდა და სანამ მეორე ლექტორი შემოვიდოდა, დავიწყე კითხვა. თუმცა მერე, ლექტორის შემოსვლამ უფრო ჩამაწევინა ხმის ტონალობა. თითქმის ვჩურჩულებდი და აქედან გამომდინარე, ისიც არვიცი რა გაიგეს. გაიგეს რო რამე?! რაც არ უნდა ყოფილიყო, დავკომპლექსდი, მომერიდა და გაწითლებული ვიჯექი. 
მარის შეფასება: “ვააა, ქეთი შენ არ ხუმრობ!”. 
ირაკლიმ თავი წამოყო: “ირაკლი ვიცი ვინცაა და ნეტავ ირინაც ვიცოდე”-ო. სულელი :))))))))))))))))) 
გიორგიმ, ბლოგი რა არისო. როგორ არ მიყვარს ეს შეკითხვა :(((( ამას რომ მეკითხებიან, თითქოს ძალაუნებურად ცეცხლის პირას მსვამენ და მე ალმური მედება. მერე ისიც თქვა, როგორ გეტყობა, რომ უსაქმური ხარო. გამეცინა და რომ გავაანალიზე, ბლოგერები ძირითადად უსაქმური ხალხი ვართ. მაგრამ ეგ დიდი არაფერი, მთავარი სხვა რამ იყო. მთელი გზა მეუბნებოდა, შენ თურმე რა სხვანაირი ყოფილხარ, საინტერესო და იდუმალიო. კომპლიმენტად ვერ აღვიქვი, უფრო დამაბნია. ეგ არვიცი, მაგრამ 5 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ერთად სწავლობთ და ახლა საკმაოდ გამაკვირვა ამ შეფასებით. 
ნინომ კი პირველად მაშინ მოგაქციე ყურადღება, როდესაც პირველ კურსზე მთელი კურსი აგვატირე PR-ის ლექციაზე შენ მიერ დაწერილი თემითო. 
ეს იყო თავისუფალი თემა, რომელიც პირველ ლექციაზე მოგვცა ლექტორმა დასაწერად. ვფიქრობდი, რა დამეწერა. არ უნდა ყოფილიყო CV-ის ფორმატის და არც “გამარჯობა, მე ვარ ესა და ეს”. სახლში დავიწყე წერა და მერე მივაგდე რვეული. შემდეგი ლექცია რომ მოვიდა, რვეული კი ამოვიღე, მაგრამ დამთავრებული არ იყო და შესაბამისად წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი, მითუმეტეს დაფასთან გასვლას. აკი ვთქვი ზევით, რომ არ მიყვარს როდესაც პუბლიკა მისმენს-მეთქი და ახლა წარმოიდგინეთ დაახლოებით 80 ადამიანის წინაშე უნდა გავიდე წინ და წავიკითხო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც I კურსის I ლექციები მიტარდება და ახლა ვეცნობი სტუდენტურ ცხოვრებას. მე ჯერ კიდევ ბავშვური, მაგრამ მაინც ჩამოყალიბებული გონებით. თავი მაგარი მგონია, ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი დაფინანსება მოვიპოვე და მაინც მიუხედავად ამისა, გულ-დაწყვეტილი იმით, რომ მოვხვდი ეკონომიკის იმ დარგის სპეციალობაზე, სადაც არ მინდოდა. მინდა-არმინდა, უნდა ვისწავლო და უნდა ვისუნთქო. გავიდა ჯერ ერთი სტუდენტი, წაიკითხა. მერე – მეორე და ა. შ. მე ვზივარ და თემას ვამთავრებ. ჯერ სხვა სტუდენტს უკეთებენ კომენტარებს, მე გიჟივით ვწერ და ჯერ კიდევ ვიცი, რომ არ გავალ წასაკითხად. 1-2 მაშინ ახლობელი ჯგუფელი მეუბნება, არ გკიდია, გადიო. ბოლოს მორცხვად ავიწიე ხელი და გავედი რვეულით ხელში. ვნერვიულობ, მინდა ყველას გასუსული იყოს, მთელი აუდიტორია და მერე, როდესაც მოვრჩები, ხის იატაკი ჩაინგრეს ჩემ ფეხებქვეშ. არ მინდა არანაირი კომენტარი, არც დადებითი და არც უარყოფითი. მიწერია ყველაფერი ოჯახზე, ჩემზე, დედაჩემზე, მამაჩემზე. ის, რომ მამაჩემი ცნობილი სპორტსმენი იყო. ის, რომ მე ასეთი და ისეთი ვარ. საერთოდ ყველაფერი. მართლა გვთხოვა, თქვენ შესახებ დაწერეთ თავისუფალი თემაო, ხოდა ყველამ დავწერეთ მაგ ფორმატში. ანუ ის მომენტი არ მქონია, რომ ოჯახზე ვსაუბრობდი და შესაბამისად არ მომრიდებია, რადგან ეგრე დავწერეთ ყველამ. დავიწყე კითხვა და რაც უფრო ბოლოსკენ მივდიოდი, უფრო მეტად მაწვებოდა ცრემლები. ისეთი რაღაცეები მეწერა, რომ ხმა ამიკანკალდა და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. არ მიყვარს როდესაც ჩემ ტირილს ვინმე ამჩნევს.  ლექტორს ეს არ გამოჰპარვია და მითხრა: “ქეთი, ძალიან გულწრფელი ხარ და მაგ ცრემლების მიზეზი ვინც არის, იმის იმედი გაგემართლებინოს”-ო. აუდიტორიაში ხალხი ტიროდა. წარმოიდგინეთ 18 წლის ღლაპმა რა ვქენი. ხალხი ავატირე ნაწერით. თეონას და თიკოს რომ გადავხედე, ცხვირსახოცები ხელებში ეჭირათ. თეონა საერთოდ ზლუქუნებდა. რომ მივუჯექი, “კარგი, გოგო ტეხავს”-მეთქი, ორივეს ვუთხარი ცალ-ცალკე. არადა ლექტორსაც ცრემლიანი ჰქონდა თვალები. 
მერე სახლში დედაჩემს ვუთხარი დღეს ხალხი ვატირემეთქი. ის ჩამეძია და მასაც წავაკითხე. ახლა ის რვეული ზუგდიდშია მგონი, არ მახსოვს. ან თუ არა და დედაჩემს ისე ექნება შენახული, თითქოს მინიმუმ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწერი იყოს. თუმცა დედები ხომ იცით როგორებიც არიან. 
ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ამის მეტი ჩემს კურსელს თუ ჯგუფელს არაფერი წაუკითხავს თუ მოუსმენია ჩემი დაწერილი. გუშინ თავი მიკროსკოპში მეგონა და დებილურ პასუხებს ვცემდი. fb-ზეც ახალი პოსტის ლინკს ისე ვავრცელებ, რომ მხოლოდ ფორუმელებმა და ბლოგერებმა ნახონ. 
რა მალე გადის წლები. ის, რაც 5 წლის მოხდა, თითქოს ახლახან იყო და ამ რაღაცას რომ გახსენებენ, შენც ყველაფერი გიტივტივდება ტვინში. არადა მე როგორ არ მიყვარს ხოლმე ჩემი ნაწერების კითხვა. “ვაიმე, ეს რა სისულელე დამიწერია”-ს სინდრომი მეძალება ხოლმე.
მეტი არაფერი. 
უბრალოდ მინდოდა ბლოგი გამომეცოცხლებინა. 

ქუჩაში…

არვიცი საიდან დავიწყო, ან რა დავიწყო ან რა უნდა ვთქვა.
ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორი ვარ ქუჩაში.

აქვე უნდა განვიხილოთ 2 შემთხვევა.
თუ სამსახურში მივდივარ:
აუცილებლად მაცვია პერანგი, მისი მეგობარი ჯაკეტი, ფეხსაცმელი და შარვალი. თუ დილით დედაჩემმა შარვალი დამიმალა მოტივით “რა სულ შარვალი გაცვია ბიჭივით?!”, მაშინ იძულების ფორმით მაცვია ქვედაბოლო. მაგრამ მადლობა ღმერთს ეს იშვიათად ხდება.

თუ სამსახურში არ მივდივარ:
აუცილებლად მაცვია რომელიმე ჩემ სპორტული მაისური, მისი მეგობარი ჯინსის შარვალი, მათი მეგობარი amazon.com-დან გამოწერილი ლურჯი კეტები და ჯინსის ქურთუკი. ზაფხულშიც მსგავსად, თუმცა უფრო მოშიშვლებული მაქვს მხრები, რის შედეგადაც მიჩანს სვირინგი და მავანნი და მავანნი მაკვირდებიან სხვადასხვანაირი თვალები. “როგორ შეიძლება ქართველ გოგოს ჰქონდეს თან ამხელა, თან ფერადი და თან ასეთ გამოსაჩენ ადგილას სვირინგი?” ამ დროს უნდა ნახოთ როგორ მეცინება ხოლმე :)))))))))

ერთხელ სახლის ფორმით ვიყავი სახლიდან გამოსული. ანუ მეცვა სვიტრი და ადიდასის სპორტული შარვალი. შუა პეკინზე პოლსკი უნდა მენახა. ჯერ ავტობუსის გაჩერებაზე ვიღაც ქალმა მითხრა, ადრე გოგოები უფრო ქალობდნენ და ახლა კი რა კარგია, რომ ასე სპორტულად გაცვიაო და გამიღიმა. მართალი რომ ვთქვა, გამიკვირდა. მერე ბუკიას ბაღში მალოდინა სალომ. რაც უფრო დიდი ხანი აკვირდები ვიღაცას ან რაღაცას, მით უფრო ბევრს ფიქრობ რაღაც-რაღაცეებზე. მე არ დამითვლია რამდენმა ადამიანმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მაგრამ გარწმუნებთ ნახევარი საათის პირობაზე საკმაოდ ბევრი იყო. ნუთუ არ შეიძლება 23 წლის გოგო ქუჩაში გამოსული იყოს ადიდასის სპორტული შარვლით???

ავტობუსის გაჩერებაზე:
თუ დილაა ვდგავარ ფეთიანივით. სულ მეჩქარება. ვარ საშინელი არაპუნქტუალური. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს და დროის მხრივ არ მზღუდავენ. ხშირად მე თვითონ ვთხოვ ხოლმე, რომ მითხრან 4 საათი, თვითონ კი 5-ის ნახევარზე მოვიდნენ, რადგან მეც 5-ის ნახევარზე მივალ შეხვედრის ადგილას. ამ ულამაზო ჩვევის ძალიან მერიდება, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვამარცხებ. თუ ვინმე ახალ-გაცნობილი ადამიანია, ვატყუებ ხოლმე. “აი ისეთ საშინელ საცობში მოვყევი”, ან თუნდაც “აი მოვდივარ 5 წუთში მანდ ვარ” არადა მინიმუმ  15 წუთი მჭირდება მისაღწევად. არაპუნქტუალურობის გამო ხშირად მიწევს ტაქსით სარგებლობა, რაშიც მიდის პრინციპში ჩემი ისედაც პატარა ხელფასის დიდი ნაწილი. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ხვალ დროზე გავალ სახლიდან, მაგრამ მეტი არ არის ჩემი მტერი მაგას ვასრულებდე.
 თუ საღამოა ვდგავარ გამოფიტული, დაღლილი. არაფრის თავი არ მაქვს. ვდგავარ ერთ ადგილას და ვერც ვინძრევი. საშინლად მაღიზიანებს, როდესაც ვინმე მეჯახება. ეს კი ძალიან, ძალიან ხშირად ხდება. ერთი ქალი დამეჯახა და აქეთ დამიწყო ყვირილი. მინდოდა ორმაგად მეყვირა, მაგრამ მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა. თანაც 3-4 წლის ბავშვი მოჰყავდა და ის შემებრალა, რომ ასეთი არანორმალური პატრონი ჰყავდა.  ხოოო, ასეთებიც ხდება.

დავდივარ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ჩქარა. აი მართლა ძალიან, ძალიან ჩქარა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაპუნქტუალური ვარ, ისედაც. რომც არსად მეჩქარებოდეს. არ ვსეირნობ არასოდეს. მარტო ხომ არ ვისეირნებ. თუ დედაჩემთან ერთად მივდივარ სადმე, ყოველთვის ვასწრებ, რის გამოც სულ მეჩხუბება, რა წესია, რა გიჟივით გავარდები ხოლმე წინო. რამდენიმეჯერ Mr. M-აც მითხრა, სადმე გეჩქარება??? ერთად არ მივდივართო?! ამაზე გამეცინა, თან მომერიდა, “ფორა მივეცი” და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ვიფიქრე წინ იქნება ბარემ და გამასწრებსმეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ წინ მივდიოდი. მგონია, რომ ნელა რომ ვიარო, რამე მომივა. არვიცი რა, მაგრამ აი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სააგენტო “ნატალი”-ში დავდიოდი მთელი 4 წელი, ნელა სიარულისას 8-ებს ვურტყამ. იგივეს ვაკეთებ სახლში. მაგრამ ეს დაღლილობისგან არის, თორემ ისე  ერთხელ, 1-ლ კურსზე მივდიოდით დაახლოებით 5-6 ადამიანი. მე რათქმაუნდა წინ გავვარდი მერამდენედ. ამათმაც იფიქრეს რამე გავუჩალჩოთო და უცბად ჩუმად შეუხვიეს სადღაც. მე მივდივარ, მივდივარ. მერე უცბად მოვტრიალდი და არავინ რომ არ დამხვდა, ჯერ გავოგნდი. ერთხანს არც არავის დავუძახე. მერე ძახილი დავიწყე, თუმცა არავინ მომიგო. მეც ვიდექი ასე, ვიფიქრე მაღაზიაში ხომ არ შევიდნენ ჯგუფურადმეთქი. ხოდა ვიდექი, ვიდექი. საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნება იყო. მერე გავტრიალდი, წავალმეთქი და ზუსტად ამ დროს გამოჩნდნენ ყველანი ერთად. :))))))))

ხო კიდევ რა…
მაკიაჟს ვერ ვიტან, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე შევეჩვიე.  თუმცა კარგად გაკეთება ვერა და ვერ ვისწავლე.
არ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან არაკომფორტულია, თუმცა სიარული ვიცი, “ნატალი”-ში მასწავლეს. ვერ ვიტან, როდესაც ქუსლებზე სიარულისას თბილისელი გოგჩოები ცუდად დადიან. “ცუდად სიარულში” მუხლების არ-გაშლა იგულისხმება. ჯერ ისწავლე და მერე იარე.

ხოო… კიდევ რა დავამატო.
კიდევ ავტობუსს ხშირად მივსდევ რამდენიმე მეტრით დაშორებული მანძილიდან. რომ ავდივარ, ყველა გაკვირვებული მიყურებს. ალბათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გოგო ასე დარბოდეს. ასე სპორტულად. მაგრამ რავიცი აბა… მამაჩემი სპორტსმენი იყო და ალბათ ეს გენეტიკურია.
უბნელ ტაქსის მძღოლებს უკვე აღარ ვუჯდები. ისიც იკმარონ რაც ამდენი თვის (თუ უკვე წლის) განმავლობაში ჩავუჯექი. სულმთლა განაგლდნენ და იმიტომ.
ეს დღეები მეტროთი დავდიოდი სამსახურში. მიყვარს მეტრო. არ ვარ  “ვაიმეეე, მეტროში როგორ უნდა ჩავჯდე” ტიპი. რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს, არანაირი კომპლექსი არ შემაწუხებს მაგისი. უფრო მეტად სისუფთავე რომ იყოს, უფრო  მეყვარებოდა. მიწის ზევით, მიუხედავად მატარებლების გუგუნისა და ანუ ხმაურისა, უფრო სიმშვიდეა, ვიდრე მიწის ზევით.
თვალები რომ ფრიად სათუთი მაქვს, კი იცით ალბათ. მინუს 5 მაქვს და ძალიან მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე, მზეში აუცილებლად სათვალეებით მიხილავთ ქუჩაში. ზამთარში ჩემი საყვარელი ქუდი მახურავს, რომელიც იანვრიდან დღემდე მოყოლებული ანუშკასთან მდებარეობს. იმის მერე ვერ დავაყენე საშველი მისი მოტანისა.  ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ცუდად ძალმიძს დროის განაწილება.

კიდევ რა…
ვერ ვიტან, როდესაც ტრანსპორტში ჩაჯდომისას “არაფანჯარასთანმჯდომი” მე მტენის ფანჯარასთან იმის მაგივრად, რომ თვითონ ჩაიწიოს. ან როდესაც გამოსვლის დროს მხოლოდ ფეხებს ატრიალებს (ადგომის და გამოტარების მაგიერ). ასეთ ადამიანებს რეგვენებსა და უკულტუროებს ვუწოდებ.
მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსსა თუ ავტობუსში იყოს ასეთი დასაჯდომები. იქნებ ამ მხრივ მაინც აღიგავოს მძიმეწონიანების მიერ მსუბუქწონიანების ჩაგვრა. :დაჩაგრული:

მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსის სიმაღლე იყოს მინიმუმ 2 მეტრი, რომ არ მიწევდეს 15 ნაკეცად მოკეცვა. :მაღალიდადაჩაგრული:
მინდა, რომ ტაქსით ყველგან მისვლა ღირდეს არაუმეტეს 3 ლარისა და მძღოლი არ მიყვებოდეს რა მაგარი იყო ძველი დრო… რა მაგარი ტიპი იყო თვითონ… რატომ არ უნდა ვიყო გათხოვილი, მასმენინოს, თუ რაოდენ ცნობილი და პოპულარული ხალხი უტარებია…
კიდევ მინდა, რომ City park-ის სამსახურმა დააჯარიმოს ყველა იმ მანქანის პატრონი,  რომელიც ვიწრო ქუჩაზე არის დაყენებული.
დააჯარიმონ ყველა  მძღოლი, რომელიც შუა ქუჩაში აჩერებს მანქანას.

ხო… კიდევ ის, რომ ზაფხულში ჩემი ცხვირი სავსეა ჭორფლებით. ის ჭორფლები ზამთარშიც მაქვს, მაგრამ ჩუმად მამჩნევია.
ვმოძრაობ ყურთსასმენებით, მაგრამ ახლა დროებით სანამ ახალი ტელეფონი მიყიდია, 29 ლარიან ბილაინის ტელეფონით ვსარგებლობ, ასე რომ ყურთსასმენები დროებით არ მიკეთია და ამიტომ იძულებული ვარ ქუჩის ხმაური ვისმინო.
თმები ყოველთვის დავარცხნილი, თუმცა აჩეჩილი და გიჟურად.
მობილურს ხშირად ვატრიალებ ხელში იმიტომ, რომ საათს ვუყურებ წამში ასჯერ. დავხედავ და მალევე მავიწყდება, რომ დავხედე. შესაბამისად ისიც მავიწყდება, რა დრო იყო.

პრინციპში სულ ეს იყო…
კიარადა იმაზე უფრო მეტიც იყო, ვიდრე უნდა დამეწერა.

აი ესეც მე…
შეწუხებული სახის გამომეტყველებით…
უბანში.
რომელშიც პირველად შარშან ჩავედი.
ნუ პურის მოტანასა და მეზობელთან გადასვლას არ ვგულისხმობ.
უბანში “ბირჟაობასა” და “ეზოში ჩასვლის” ინსტიტუტზე მაქვს საუბარი.
შარშანდელი ივნისი.
მანამდე და მას შემდეგ არ ჩავსულვარ.
და არც ვაპირებ.
არ მკითხოთ რატომ.
იცით ისედაც ამ ბლოგის ყველა აქტიურმა მკითხველმა. : )

ხო…
დიდი მადლობა როდეს დატაგვისთვის, თორემ მე 100 წელი არ მომაფიქრდებოდა ამ სახის პოსტის დაწერა.
ჩემის მხრივ კი ნამდვილად არვიცი ვინ დავტაგო, რადგან მგონი ყველამ დაწერა ამ შინაარსის პოსტი.
ხოდა მოდი ასე ვიზამ.
ვისაც გაგიხარდებათ, მათ დაწერეთ. თუნდაც კომენტარებში გამოხატეთ სურვილი. როგორც გაგიხარდებათ.

მთვრალი

რა კარგია სიმთრალე…

აკეთებ ყველაფერს და არავინ არ გეუბნება არაფერს…
თქვი რაც გინდა…
აკეთე რაც გინდა…
ისე იყავი, როგორც გინდა…
მაინც ყველაფერს შენს სიმთვრალეს დააბრალებენ და ჩაივლიან…
ახლა ვზივარ…
სრულიად დადებილებული ალკოჰოლისგან…
ვიღაც იტყვის ისედაც არ აკლდაო…
აუ რა მინდოდა…
კიარადა..
იმას რა უნდოდა…
იმას ანუ რათქმაუნდა ჩემი დის ქმარს…
სიძე რომ არის…
მაგრამ მე რომ ვერ ჩამისიძევდა…
თუ რაღაც ეგეთი.
კიარადა ჩუმად შემომაპარა…
ლუდი გინდაო???
ნუ ისიც ჩემმა დამ ჩააწვეთა კიარადა როგორც იყო…
ნუ იცის იმან ჩემი სუსტი წერტილი.
ხოდა რა პასუხი უნდა გამეცა…
კიარადა ხო…
რათქმაუნდა “ხო”–ს ვეტყოდი…
ახლა როგორ ვარ???
თვალები ერთმანეთში ირევიან და იმედია აქ კოშმარულ გრამატიკულ შეცდომებს არ ნახულობს ვინმე.
რადგან სასტიკად მეზარება ამის დარედაქტირება.
ხოდა სანამ ჩემი თვალები გარბიან და გამორბიან ეკრანზე…
კიარადა მონიტორზე…
კიარადა “აძინ ჩორტი”…
“გუშინ”–ზე ვიტყვი…
მე, ნასტასია და ნუცა სასტიკად სასოწარკვეთილები დავრჩით იმ ფაქტით, რომ “პურპურში” იყო face control–ი…
კიარადა age control–ი.
მე მაპატიეთ..
22-going-on-23 ვარ და არა 13-17 წლის “პადსანკა”…
რომელსაც არ უნდა იყოს მომღერალი ან იკითხოს მისი ბლოგში შემავალი პოსტები ხალხში, რომელთაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ბლოგი, განწყობა და ასე შემდეგები.
მაგრამ ეგ კარგი, გამოვედით.
და ვიბოდიალეთ.
ხოდა მერე…
აუ მერე ის, რომ არ უნდა დამელია ამდენი ლუდი…
თუ უნდა დამელია არვიცი.
ხოდა მერე ალბათ sweet person–სთვის არ უნდა დამერეკა…
და არ უნდა მემეორა ჩახვეული კასეტასავით “მეზიზღები, იდიოტო, დეგენერატო, კრეტინო!!!”
კიარადა ახლა რომ ვაკეთებ.
მაგრამ ახლა მთვრალი ვარ და არაუშავს.
და იმასაც ვეუბნები, მადლობა მითხარი, რომ მთვრალი ვარ, თორემ სიფხიზლეში ხმას არ გაგცემდიმეთქი.
უნდა მეთქვა ხო ეს თუ არა??? მაგრამ უკვე ვუთხარი.
არადა “პურპურმა” იმედები გამიცრუა.
არადა თავიდან კარგი იყო.
მე რაღაც ზომბივით ვარ ხოლმე ზოგჯერ.
არავისი არ მესმის.
შევაჭრი ხოლმე ვიღაცეების თავებში, აზრებში, გონებებში და ვცდილობ იქ მოვშინაურდე ხოლმე…
აუ, ზოგჯერ როგორ მეზარება ხოლმე ეგეც.
მაგრამ ეგ რომ არ ვქნა, შეიძლება გავითიშო იმ მომენტში, საკუთარმა თავმა მომიღოს ბოლო…
ახლაც კი ვცდილობ სხვის გონებაში შევაღწიო.
თუმცა არვიცი ეს სხვა როდემე იქნება ის, ვის თავშიც შევაღწევ ხოლმე…
გუშინ რომ რაღაც მეწყინა ადამიანისგან და გადავწყვიტე აღარ მივკარებოდი მას…
სადაც კი შემომეხმიანა, არსად ვუპასუხე და დღეს მე თვითონ დავურეკე.
დღეს დავლიე და იმიტომ.
დღეს მეპატიება.
გუშინ 3 ადამიანს მივწერე, მინდოდა რომელიმეს ღვიძებოდა და სამივეს ეძინა.
ხო, მე ხომ მიწერისას არვიცი დროის შეგრძნება და ეგეთი მატერიალური საკითხები.
არვიცი, ვიკარგები.
კიდევ კარგი, გუშინ ძალიან სქლად არ მეცვა, თორემ ძალიან დამცხებოდა.
არადა ღამით როგორ გავიყინე საბავშვო ბაღის ეზოში.
აი დღეს კი შედეგი ჩემი ცხვირი ჟანგბადსა და ნახშირბადს არ ათამაშებს ერთმანეთში.
კარგად ვარ.
უბრალოდ საჭიროა საკუთარი თავი არ დავკარგო.
მთავარია საკუთარი თავი ოდნავ მაინც მიყვარდეს.
და მერე ყველაფერი მარტივია.
კარგია, რომ ნასვამი ვარ.
და კარგია, რომ მარტო ვარ.
ასე უფრო მშვიდად ვარ და გულიც არ მიცემს ხოლმე რაღაცნაირად.
ვასომ დამირეკა.
არადა ადრე როგორ არაშინაურულად ვიყავი მასთან.
დეპარტამენტის უფროსი და ალბათ სიმკაცრეც შესაბამისი…
არვიცი…
უბრალოდ ალბათ facebook–ის ჩეთში იმდენი ვეწუწუნე, რომ ვეღარ მოითმინა.
შენი ნომერი მომეციო და ზუსტად 18 წუთი მესაუბრა.
აზრზე მოვედი. მომიყვანა უფრო სწორად.
მანამდე უაზრო თუ აზრიანი ცრემლები და რავიცი კიდევ რამდენი უაზრობა ჩემი მხრიდან…
მარტო ყოფნა უკეთესია.
და მეგობარს ვერცერთი მამაკაცი ვერ შეედრება.
და ძალიან მიყვარს, როდესაც “მამაკაცი”–დან “ძმაკაცამ”–დე ერთი პატარა ნაბიჯია.
But the Sweetest Person stays the same.
და თან როდესაც მისთვის მისივე წიგნის ერთი მოზრდილი თავი ვარ. ოღონდ ისეთი კი არა, რომ მოცულობით არის დიდი, არამედ შინაარსით დიდი.
სიმღერას არავინ უსმენხს ხოლმე, სამწუხაროდ…
მაგრამ მაშინ ჩემთვის დავდებ, თუ სხვა არ ჩართავს…

Shoes U can replace… People U lose forever

ყველაზე კარგად წუწუნი გამომდის. რამდენიმე ბლოგერმაც აღნიშნა უკვე…

ჰოდა, პირველი რასაც ვიტყვი, ნახ. ეს რიდმორი…. 😀 წავშალე შესაბამისი კოდი. ჩემი პოსტი ბოლომდე გამოაჩინეთ, თუ შეიძლება. ეს უკვე იმდენჯერ გავაპროტესტე, რომ ვიღაცა ბოლო-ბოლო შემაგინებს კომენტარებში 😀

თუმცა, ცოტა k8-ის ბლოგს რომ დავამსგავსოთ, ეს ჩართეთ და ისე იკითხეთ….

ყველაზე მეტად, როგორც წესი ის გვაკლია ხოლმე, რაც ჩვენი ხასიათის საპირისპიროა. მე ყველაზე აფორიაქებული, ექსცენტრული და დაულაგებელი ადამიანი ვარ ჩემს ყველა წრეში და ამიტომ ყველაზე მეტად, ყველგან და ყველაში ვეძებ სიმშვიდეს. ზანუდებს კი არა, აი, ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც მამშვიდებენ.

მერე, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ისევ ვკარგავ ხოლმე. ხზ, რატომ… ხან ჩემი ბრალია, ხან – სხვების. აქამდე ძალიან განვიცდიდი… მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მადლობელი უნდა იყო ადამიანების, მათი სითბოსი, სიყვარულის და ყურადღების, სანამ ეს ყველაფერი გაქვს… უნდა ეცადო, იგივეთი უპასუხო, მაგრამ არასოდეს მოატყუო შენი თავი და მხოლოდ წარსულის გამო ათრიო ტვირთივით უკვე გახუნებული ურთიერთობები…. კი, უნდა იბრძოლო რაღაც დოზით, მათი შენარჩუნებისთვის, მაგრამ კარგით, რა?! ვინმეს გიღირთ ამდენი დახარჯული ენერგია და დრო მხოლოდ იმისთვის, რასაც აღარ აქვს ის ფასი?! მე არ მიღირს… პირიქითაც, მე იმდენად დიდ პატივს ვცემ იმას, რაც მქონდა, რომ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ და ვერ დავარქმევ გახუნებულ მეგობრობას- მეგობრობას, ისეთს, როგორსაც მე ვიცნობ…. ვერ ვიტყვი “მიყვარხარ”-ს, თუკი 100%-ით არ ვგრძნობ ამას…

ახალი წლის შემდეგ სახლში ვზივარ… ვისვენებ… ვუყურებ ფილმებს. უკვე იმდენს ვუყურე, რომ არცერთის შინაარსი აღარ მახსოვს. 😀 ჰოდა, ეს სათაურიც რომელიღაც ჰოლივუდური პაპსიდან აღებული ციტატაა. 😀 ძალიან გავს იმას, რასაც მე ვაკეთებ: არასოდეს ვანაცვლებ ადამიანებს. ყველას თავისი ადგილი აქვს და თუ ეს ადამიანები მიდიან, ის ადგილი just, რჩება, დაუსახლებელი კუნძულივით, რომელიც ყოველთვის არსებობს სადღაც, თავისთვის, მაგრამ აუცილებლად შორს და ჩემს გარეშე… რომელსაც ყოველთვის ღიმილით გავიხსნებ… არის ამაში რაღაც კანონზომიერება… 😀

ფეხსაცმელებს??? ფეხსაცმელებს ყოველთვის ვანაცვლებ ახლით 🙂

მრავალ ახალ წელს…

🙂

მიყვარს ასეთი არეული დღეები

მრავალჯერადი ჩართვა ნებადართულია 😛 😛 😛

იმდღეს იყო ძალიან არეული და ამავდროულად სასიამოვნო დღე. 7 ნოემბერი. 

ოთხშაბათს ჩათვლა მქონდა, რომელიც რაღაც მიზეზის გამო გავაცდინე და ამის გამო ლექტორმა დაგვრთო ნება დღეს მივსულიყავით. ნუ, რატომღაც მე …
კიარადა ჩემი არაპუნქტუალურობიდან გამომდინარე მივედი არა 2–ის ნახევარზე, არამედ 1:45–ზე მგონი. ავედი მე–7 სართულზე, სადაც მიტარდება სრულიად ყველა გამოცდა. მაგრამ ლექტორი არსადაა. ჩამოვედი ჩემს კურატორთან. რუსიკომ არ იცოდა მისი ნომერი, ადი და იქნებ ვინმემ იცოდესო. ავედი ისევ მე–7–ზე, ვიღაც ლექტორს შევუვარდი კათედრაზე ასე და ასემეთქი. იმან ჯერ იფიქრა აგრესიულად მოვიშორებ ამ მაგისტრანტსო, მაგრამ ისეთი საწყალი ვიყავი,რომ აშკარად გადაიფიქრა. ბედად სადღაც აღმოაჩინა ამ ჩემი ლექტორის მობილურის ნომერი, მომცა და მეც გამოვედი. ბედად ტელეფონი დამიჯდა. ჩამოვედი ისევ რუსიკოსთან, დამარეკინა, თურმე მე–8 სართულზე ასულან. მესამედ ავედი ამჯერად უკვე მე–8–ზე და დავიწყე 808-ე აუდიტორიის ძებნა. მოვნახე და ცარიელია. აუუუ!!! გამოვედი აქეთ ბლოკში და ვიპოვე ძლივს. რამდენიმე ჩემნაირი გაჭირვებულიც წერდა. ბილეთი ავიღე, რვეული ამოვიღე და წერას შევუდექი. დაახლოებით 4–ის ნახევარზე მოვრჩი. ჩემი თავის გამიკვირდა, ბევრი წერისას კალიგრაფია მიფუჭდება და ხელი მეღლება და მტკივდება ხოლმე, მაგრამ ეს ორი დღეა კარგად ვწერ ჩათვლებს. თორემ 3 დღის წინ რომ მქონდა, მაშინ ძალიან დამეღალა. დავწერე, ნაშრომი ჩავაბარე და წამოვედი. 4 ხდებოდა, როდესაც გამოვედი შენობიდან. წავედი რუსთაველზე. რუსთაველზე ვერც, რუსთაველის ძეგლამდე, რადგან მის შემდეგ საცობებია და ხალხი.ჩამოვედი ავტობუსიდან და რას ვხედავ, ხალხი მიიჩქარის პარლამენტისკენ, კიარადა მირბის. უცბად გამახსენდა, რომ დღეს 7 ნოემბერია. მივედი ტელეფონის გასაკეთებელ პუნქტში, 10 წუთში გამიკეთეს, დამირეკეს, დავურეკე, ყველაფერი კარგადაა. შიბზიკას დავურეკე, თამუნასთან ავდივარ, ლეპტოპი უნდა წამოვიღოო, ბარემ მეც რუსთაველზე ვიყავი და დავაწექი შიბზიკასთან შესახვედრად. მაგრამ მომიწია ფეხით. სხვა რა გზა იყო. ფოსტიდან თავისუფლებამდე ფეხით ვიარე. ამ დროს კი თურმე პარლამენტთან რა ხდება. მე მაინცდამაინც იმ ადგილას დავიწყე გზის გაკვალვა, სადაც…
კიარადა ანუ მე ხომ განსაკუთრებით უნარშეზღუდული ვარ რამის მოფიქრებაში…
ხოდა მაინცდამაინც იმ ადგილას დავიწყე გზის გაკვალვა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო… მგონი 5 წუთის განმავლობაში 20-25–ჯერ ვთქვი “უკაცრავად” იმისთვის, რომ ხალხს გზა დაეთმო. აქეთ კოკა გუნცაძე, იქით ჯანრი კაშია მეუღლესთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად… ძლივს გავედი… ხალხს ტანსაცმელზე მიკრული ფურცლები… “მიშა წადი” თუ რაღაც მსგავსი შინაარსი… და ამ დროს ჩემი ფიქრები… კიარადა ერთადერთი…
“მე მინდა პეპსი…”
“მე მხოლოდ პეპსი მინდა!!!”
“მე პეპსის გარდა არაფერი მინდა.”
მაგრამ როგორც კი წყალი დავინახე, ეგრევე მივვარდი. თურმე შემიძლია პეპსის გარეშე. იშვიათად, მაგრამ მაინც. მაგრამ ამ დროს ტელეფონითა და უზარმაზარი ზურგჩანთით შიბზიკა დავინახე. ვერ ვიტან. საოცრად ვერ ვიტან რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანს. უზნეო ხალხის პოლიგონად არის ქცეული და იმიტომ. აქეთ მათხოვართა ბრბო, იქით – თავში ავარდნილთა. რატომღაც ფიქრობენ, რომ თუ რუსთაველზე გაივლიან, სხვის თვალში უკეთესები გამოჩნდებიან. ნეტავ რატომ ჰგონიათ ასე??? არვიცი, ჩემი მოკლე ჭკუით, ეს კომპლექსების ბრალია. და საერთოდაც ბევრი რამე სწორედაც რომ კომპლექსების დამსახურებაა. დავადექით გზას, რომელიც სოლოლაკისკენ მიუყვება. ლეონიძეს ავუყევით, უკვე იმ გრძნობამ შეგვაწუხა, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ ფოტოსინთეზით ვერ ვახშობ ხოლმე. აი ლერმონტოვის ქუჩაც. მიყვარს ეს უბანი. ოღონდ ლეონიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მეტად ის ქუჩები მიყვარს, რომლებიც უფრო ღრმაა. ღრმა მხოლოდ იმ გაგებით არა, რომ ღრმად მდებარეობენ, არამედ იმითაც, რომ უფრო დამაფიქრებელია. რა საინტერესოა არა, დამაფიქრებელი ქუჩა. ანუ ეს ისეთი ქუჩაა, რომელზეც გაივლი და ქვეცნობიერად ფიქრს იწყებ… ხან რაზე, ხან რაზე. ოღონდ შენც აუცილებლად “ღრმა” საკითხზე უნდა ფიქრობდე. თორემ “აუ როგორი დაღლილი ვარ”-ისთვის პეკინიც და რუსთაველიც ფრიად მოსახერხებელი ადგილებია. “ეს ქუჩა ორგანულად მეზიზღება”-სთვის კი – მარჯანიშვილ-აღმაშენებელი იდეალური ადგილებია. 
 – მოდი რამე ვიყიდოთ და ვჭამოთ. მშია.
ვლუღლუღებ სუნთქვაარეული.
 – მოიცა, მივედით უკვე.
მივედით. მე რატომღაც კარებს მივეფარე რატომღაც ავტომატურად.
 – ვაა, მიშო, რას შვრები, როგორ ხარ???
მე ნაბიჯს წინ ვდგამ და უკვე მხედავს მასპინძელი.
 – ვაააა, ქეთო, როგორ ხარ??
ღმერთო, როგორ მეზიზღება “ქეთო”-ს რომ მეძახიან. სურვილი მიჩნდება, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც “ქეთო”-ს მეძახის, თმებში ვწვდე და ღერა-ღერა…
თუმცა მე მშვიდად ვარ, როგორც არვიცი ბოლოს როდის ვიყავი ისე… არ ვიმჩნევ. ეს “არ-შემჩნევა” ჩემი ბოლო პერიოდის მისწრაფებაა. 
შევედით, ისეთი სიცხეა, რომ შეგვიძლია თამამად გავიხადოთ ჩვენი თბილი ქურთუკები, თუმცა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ აზრამდე ჩვენით მივდივართ, და არა მასპინძლის. ვდგავართ შუა ოთახში, იდეაში დაჯდომაც მან უნდა შემოგვთავაზოს, მაგრამ ის გვაუწყებს, რომ დამლაგებელი ჰყავს და სამზარეულოსკენ უჩინარდება.
მე და შიბზიკა ვჯდებით, თუმცა ქურთუკებს რატომღაც არ ვიხდით. თუმცა მალევე ვგრძნობთ, რომ საშინელი სიცხეა. ეს ის მომენტია, როდესაც ჩემნაირ მცივანასაც კი ცხელა. ტელევიზორში “House M.D.” გადის და მე და შიბზიკა ვიწყებთ მის ყურებას. რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ, როცა ეს სიტუაცია მბეზრდება, შიბზიკას ვუტრიალდები და ვეკითხები:
 – ჩვენ აქ “ჰაუს”-ის საყურებლად მოვედით???
მას გულიანად ეღიმება. რადგან მას ყველა სეზონი აქვს ნანახი. და ახლა უახლესს უყურებს იმ ლეპტოპის საშუალებით, რომლის წამოსაღებადაც ვართ აქ მოსულები. მე კი საერთოდ არ მადარდებს ეს სერიალი. მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე არხზე შემთხვევით გადავაწყდი. მაგრამ მაინც ვსხედვართ. არც არაფერი. თამუნა სამზარეულოდან გამოდის, სადაც დამლაგებელთან ერთად საუბრობს მთელი ამდენი ხანი. ზევით ადის და ლეპტოპით ბრუნდება.  შიბზიკა გიგანტურ ზურგჩანთაში დებს საყვარელ ნივთს და ფეხზეც ვდგებით. 
 – ამ ღიპში ვინ ალისო, ვინო???
შიბზიკა თამუნას მუცელზე ეფერება. მე ამრეზით ვუყურებ, საკუთარ დას ვერ აღვიქვამ ფეხმძიმეს, საერთოდ არ ეტყობა. და მე, გამომდინარე იქიდან, რომ მხედველობითი აღქმა მაქვს უფრო ძლიერი, რეაქცია არ მეხატება სახეზე. ალბათ შევიცვლები დროთა განმავლობაში. არვიცი. უბრალოდ ჩემი და სრულიად სხვანაირია ჩემს ცნობიერებაში. ის ის ადამიანია, რომელიც მუდამ ამბობდა, ვერ ვიტან ბავშვებს და არც მინდა მყავდესო. ხოოო…იცვლება ხალხი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ღალატობს ხალხი საკუთარ პრინციპებს. და ახლა რომ უთხრა რომელიმე მათგანს, აი გახსოვს, შენ ამას ასე და ასე რომ ამბობდი და აკეთებდიო, აქეთ მოგდებენ შარს, ეგ როდის, 10 წლის რომ ვიყავიო. არადა აშკარად არა 10 წლის ასაკში, მაგრამ კაი. ჩემი პასუხია კაი. და სმაილი :). 
გამოვდივართ და ისევ გვშია. მოვდივართ ისევ რუსთაველზე.
 – დედააა, რა კარგად გაგვიმასპინძლდა.
სარკაზმის დრო მიდგება ხოლმე ასეთ მომენტებში.
შიბზიკა ისევ გულიანად იცინის. კიდევ კარგი, ვიღაცას ზოგჯერ მაინც აქვს ხოლმე ჩემს სარკაზმზე დადებითი კიარადა, ჯანსაღი რეაქცია.
– მოდი შევაჭრათ სადმე.
უკვე მოუთმენლობის ვულკანი ამოფრქვევას იწყებს ჩემში. იქვე ისევ პარლამენტი. ხალხი ისევ განცხრომაშია. ნეტავ აზრი თუ აქვს ამ აქციებს??? “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” არის უკვე ჩვენი მდგომარეობა. 
იქვე ლამაზი კაფე “ანტრე”. გარედან რომ ასე მოვიხიბლეთ იქეთობისას. შევდივართ. Wi-Fi-ც ჰქონიათ და გემრიელი შპუნწიკებიც.
 – მე 20 დოლარი მაქვს და დავახურდავებ. 
დებილი, როგორ ეტყობა, რომ ახლახანს ჩამოვიდა.
 – არა, დღეს მე გეპატიჯები.
მონატრებული მყავდა შიბზიკა. უკრაინიდან ჩამოვიდა და წესიერად ვერ დავეკონტაქტე. სადმე გასვლა კი მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგო რა ხდება კიევში, ოდესაში, სიმფეროპოლში, ლუგანსკში. მიყვება იმასაც, თუ მართლა მძვინვარებს თუ არა ღორის გრიპი იქ, მართლა არიან თუ არა არაჩვეულებრივი გოგოები. მერე დეტალურად მიყვება რა ამბები გადახდა ამ უკრაინტურის განმავლობაში. 
– აუ, იქაურების მერე ქართველი გოგოები როგორი კონტრასტია. 
ამის თქმა და ჩემი კივილი ერთი და იგივეა.
 – აი მაგის გამო ღირსი ხარ არათუ უკრაინელმა, არამედ ქართველმაც კი ზედ არ შემოგხედოს.
მერე ერთად ვიცინით. დებილებივით. იმასაც კი არ უკვირდება, რომ მეც მინდა-არმინდა გოგო ვარ. მაგრამ დებილი, რა ქნას.
ფეხით მოვედით უკვე კინოთეატრ “ამირანი”-მდე. მერე იქ იმის გამო, რომ მან ფეხის აჩქარება არ იკადრა, 40 წუთი ასე დავეყუდეთ.
მერე ისევ მე ვაძლევ მუზებს გასაქანს და ვიწყებ კითხვების დასმას. მამაკაცებზე. 
 – ეს იმიტომ, მე რომ დამპატიჟე???
 – აუ მიშიკო, რა დებილი ხარ!!!!!
ისევ გულიანად იცინის. 
 – არა მართლა, რა ნაგლები არიან დღევანდელი მამაკაცები. 
ისიც თავის სულელურ რეპლიკებს რთავს. 
 – არა, სერიოზულად გეუბნები. 5-მა სხვადასხვა მამაკაცმა მითხრა სადმე დამპატიჟეო. რა პონტია???
 – ხო, რა მოხდა, მეც ეგრე ვიქცევი ხოლმე…
თვალები მიფართოვდება და ისევ ვიცინით. 
ასე დებილ-დებილობაში მოვდივართ სახლში და ორივეს გვიხარია, რომ არავინ გვირეკავს, არავინ გვაწუხებს, არავინ გვიფრთხობს ანგელოზებსა და ერთად ყოფნის მუზებს. 

რა ხდება მაშინ, როდესაც მარტო ვარ სახლში…

ნუ მარტო რა…

მე და ჩემი შიბზიკა…
რა ხდება და
  • ვარ გაციებული და ხუთშაბათს სამსახურში არ მივდივარ აღნიშნულის გამო…
  • სამაგიეროდ უფროსი არც თუ ისე ბედნიერ სახეს იღებს აღნიშნულის გამო და ამიტომაც პარასკევს მივდივარ სამსახურში…
  • მთელი პარასკევი ვარ ცუდად, რადგან იდეაში სახლში უნდა ვიყო, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელდე. სამაგიეროდ კი ხდება ის, რომ მაქვს საშინელი ჰაერის უკმარისობა და საკმარისია ხმა ამოვიღო, რომ ეგრევე მიჩნდება გაგუდვის შეგრძნება. არადა საუბარი მართლაც რომ ბევრი მიწევს სამსახურში. და მაწუხებს ერთადერთი აზრი: ღმერთო, ახლა ეს დამამთავრებინე და ჰაერს ჩავისუნთქავ!!! საშინელებაა, როდესაც პირს ჰაერის ჩასუნთქვისთვის იყენებ მხოლოდ და ამ დროს უნდა ისაუბრო…
  • სამსახურის ლანჩის ბიჭს ჩემთვის არაფერი მოაქვს, თურმე ახლა უკვე წინასწარ უნდა დაურეკო. ამიტომ შეწუხებული სახით გარეთ გავდივარ. გავდივარ და ჩემი დის ქმარს ვეჯახები ეგრევე. 5 წუთით ვესაუბრები და ამ 5 წუთში ვასწრებ ერთდროულად ყველაფერზე წუწუნს. მის ადგილას რომ ვიყო, დავცინებდი ჩემს თავს, მაგრამ იდეაში თავს იკავებს და საქმეზე გარბის.
  • ისევ და ისევ გაციების გამო არ მივდივარ ლექციაზე, რის გამოც ჯგუფელები ჩემზე ცოფებს ყრიან. ეს კი იმიტომ, რომ წიგნი მაქვს წაღებული, რომელიც უნდა გადამექსეროქსებინა. შტობ ვი ვსე სდოხლი, გეგონება მეხალისება მთელი დღეები ლოგინში წოლა, 500 ცხვირსახოცთან ერთად ძილი და სასწაული სიხშირით წამლების სმა. გაგიჟდები რა თუ გინდა…
  • ხუთშაბათს და პარასკევს არ მაქვს ინტერნეტი. ამის გამო და ისედაც მთელი დღეები ვწევარ და Twilight–ს ვკითხულობ.
  • ზუსტად იმ მომენტში, როდესაც წიგნის გმირი ინტერნეტში ვამპირების შესახებ ნახულობს ათასგვარ ინფორმაციას, ვხვდები, რომ ჩაი მინდა აგერ უკვე მეასე ჭიქა. საღამოს 8 საათია, გარეთ ბნელა. გამოვდივარ და ოთახში შუქის ანთებისას მთელ ხმაზე რაღაც ფეთქდება. ფეთქდება და მთელ სახლში ყველა შუქი ქრება. ვამპირი, სიბნელე და გაციება. უმწეობის სამი მომენტი ერთდოულად. ძმას ვაგზავნი PSP–ში და მე ნაცნობ ელექტრიკოსს ვურეკავ. რამდენიმე წუთის განმავლობაში სახლში მარტო ვარ და ზუსტად ეს სამი მომენტი მიტრიალებს თავში. ღმერთო, რა დავაშავე. არადა იდეაში არ მეშინია. არც არასდროს მეშინოდა სიბნელის,მაგრამ რაღაც მაინც არის არასასიამოვნო.
  • კიდევ კარგი ორივე ადამიანი მოდის. და 1 საათის განმავლობაში ვაკეთებთ ელექტროენერგიის მიწოდებას. დამნაშავე – დიდ ოთახში მდებარე ჭაღი, რომლის ანთებაც მომინდა ჩემდა ჭირად.
  • პარასკევს ღამე უკვე მაქვს ინტერნეტი და დროს არ ვკარგავ. შიბზიკამ დამიბარა 10–სთვის მოვალო. გახდა 12,1,2,3,4… მე ჩემთვის ვზივარ, ვფიქრობ, რომ სადმე კარგ სიტუაციაშია და არ ვაწუხებ რეკვებით, არადა ვნერვიულობ. შემთხვევით ხელში ვიღებ მობილურს და სმს–ი მოსული 12–ის ნახევარზე: ქუთა, დღეს ბიჭებთან რომ დავრჩე, ხო არ შეგეშინდება მარტო?” ვაიმე რა დებილი ვარ: “ვაიმე… ეს ახლა ვნახე და გელოდები რამდენი ხანია. კაი დარჩი. “
  • მთელი ეს ხანი საჭმელს ის არვიცი და მე ფაქტიურად არაფერს ვჭამ. თუ არ ჩავთვლით, რომ შაბათს ღამის 11–ის ნახევარზე ჩაი დავლიე “სუხართა” ერთად. ეს საუზმე იყო, სადილი თუ ვახშამი, არვიცი, მიჭირს დეფინაცია, რადგან ამის მეტი არაფერი მიჭამია. ფაქტიურად მშიერი ვარ. იმის ჭამაც ვერ ვნახე, მაგრამ ის სავარაუდოდ გარეთ მიირთმევს სადმე.
  • გადის სახლიდან და რომელზე შემოდის, არვიცი. ანუ ფაქტიურად მარტო ვარ. რა უნდა ვუთხრა, ერთობა და მეც არ ვარ ადამიანი, ვისთანაც უკიდეგანოდ სასიამოვნოა ჯდომა. მითუმეტეს გაციებულობს პირობებში. so he finds some kind of shelter… და არც ვამტყუნებ.
  • შაბათს საღამოს რეკავს დედაჩემი: რას შვრებით, რა ხდება თქვენსკენ, როგორ ხართ??? თავში ათასნაირი წინადადება სათქმელი.
  1. რას ვშვრებით და ვშიმშილობთ, სახლს არ ვალაგებ, ნიჟარაში დაგროვებულ ჭურჭელს არ ვეკარები.
  2. რა ხდება და მოკლე ჩართვა გვქონდა და კინაღამ ავფეთქდით.
  3. როგორ ვართ და გაციებული.

მაგრამ ეს ყველაფერი გონებაში ტივტივებს და იქვე სადღაც ილექება: ჩვენ კარგად ვართ, შენ როგორ ხარ, რას შვრები???

და კითხვაზე: რა ცუდი ხმა გაქვს, გაციებული ხარ?, ვპასუხობ, არა, არ ვარ. და ახლა უკვე მას უტრიალებს აზრი, რომ ახალი ამდგარი ვარ ლოგინიდან, არადა ასე არ არის.

  • შაბათსაც და დღესაც დილის არვიცი რომელ საათზე რეკავს ხან ზარი, ხან ტელეფონი. რაც საშინლად გამაღიზიანებლად მოქმედებს ნერვებს. ხან მათხოვარი, ხან მეზობელს რაღაც ჩამოუვარდა, ხან კიდევ ვინმე გზააბნეული. რა დავაშავე.
  • დღეს სინდისმა შემაწუხა და სამზარეულოს დავუარე ცოცხით. ქვაბში გაფუჭებულ ტოლმას ისევ ალმაცერად ვუყურებ, იდეაში უნდა recycle bin–ისკენ უნდა გადავუშვა, მაგრამ მეზარება. ვაღებ მაცივარს და მორიგ ქვაბს ვხდი თავზე. სუპი. ვცდილობ გულისრევას შეგრძნებას მოვერიო, მაგრამ შიგ მოცურავე ქათმის თავის, ფეხებისა და კისრის დანახვაზე ეს ამბავი მიძნელდება. ისევ მაცივარში ვდებ და ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები.
  • შიბზიკა დღესაც არ არის, ექსკურსიაზეა ჩემს საყვარელ ადგილას. გუშინ მითხრა სიღნაღსა და ბოდბეში მივდივარ ფაკულტეტთან ერთადო. შურისგან სახე ვიცვალე, მაგრამ აზრი?! ახლა სიოს დაბერვაც კი შემიბრუნებს გაციებას, ასე რომ სახლში ვარ.
და ამ ყველაფრის მიუხედავად კარგად ვარ მარტო…
ვიღიმები…
რაღაც მიხარია… უაზროდ…
კიარადა ვიცი რაც, მაგრამ მაინც…
არვიცი ცხოვრებას ვუბრუნდები თუ რა ხდება…
ისიც არვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს, შეიძლება დღეს 2 საათში დასრულდეს ეს კარგად ყოფნა, რაც სავარაუდოდ ასეც მოხდება, მაგრამ ამ ყველაფრის წერისას ტუჩების ორივე კიდეს მაქსიმალურად ზევით ვწევ… ერთს – მარცხნივ, მეორეს კი – მარჯვნივ… ლოყები კი თვალებისკენ ადიან თავისით, თვალები კი, როდესაც ამ სტადიაში არიან, შავ–ფოჩებიანი ფარდა ეფარებათ თითოეულს…

HB-Day

ხო…

და მეტი არვიცი რა..
კიარადა…
მეტი არაფერი…
Photo named “You see I’m far away…”
named by me…
snapshot by you…
: )

მშობიარობა

ვინც დიდეზე დაწერილი პოსტი წაიკითხა თავის დროზე, იცის უკვე, რომ ბებიაჩემი პედიატრია, უფრო სწორად კი ნეონატოლოგი. ყველაზე საყვარელი პაციენტები მე მყავსო და მართალიცაა. მოკლედ, გავიხსენეთ ის ძველი და საამური დრო, როდესაც სამშობიაროში დავყავდი და ბავშვებს ხელში ვიჭერდი. და მეც გავყევი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თურმე შენობა გამოუცვლიათ და ძალიან გარემონტებულ და კომფორტულ პირობებში შეეძლო ქალს ბავშვის გაჩენა. მიშამ ეს მაინც გაუკეთა ხალხს.

მაშ ასე:
ამბავი სახელად: ბლოკი და ბლოგი
დილით, ადრე 8–ის ნახევარზე გამაღვიძა დიდემ, უკვე ადექი, რომ მოვასწროთო. მე, კოღოებისგან გამწარებულს ისედაც არ მეძინა, ასე რომ ეგრევე ავდექი. დეიდაჩემი წინა ღამით იყო მორიგე, ბებიაჩემი – დღეს. დეიდაჩემი მეან–გინეკოლოგია და ანუ ერთად მუშაობენ, თუმცა ცდილობენ ორივემ ერთი და იგივე დღეს არ იმორიგეოს. ავდექით, ვისაუზმეთ, მოვემზადეთ და გზას გავუყევით. ბებიაჩემს უკვე უჭირს სიარული, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურება. ამიტომაც ადრე გავედით სახლიდან, უფრო მეტი დრო სჭირდება რა ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად. თუმცა ამ დროს მანქანა გაგვიჩერა ვიღაცამ, მე ინსტინქტურად დიდეს ხელი ჩავავლე და გამოვწიე. თურმე ლიანა დეიდა იყო მეუღლესთან ერთად. ლიანა დეიდა მთავარი ექთანია. მის მიერ გაკეთებული ნემსის კვალი აგერ უკვე 1987 წლიდან დღემდე ამაყად იმზირება ჩემი მარცხენა მკლავიდან აცრის სახით. ზუსტად ისეთია, როგორიც წინა წლებში. პუტკუნა, მწვანე თვალები. ბევრს რომ საუბრობენ ისეთი. მივედით, გადმოვედით. შევედით. ხო, აშკარად სხვა შენობაა. ერთ შენობაში განათავსეს მედიცინის ყველა დარგი. რომელი სადაა კონკრეტულად არვიცი, მაგრამ პირველ სართულზე რომ ქირურგია მოკალათდა, ეგ მახსოვს ნამდვილად. ავედით და გინეკოლოგიურს მივადექით. ყველა სათითაოდ გადამეხვია და გადამკოცნა. ზოგი არ ვიცოდი სახეზე, მაგრამ ვიცოდი ისე, მილიონჯერ რომ გაქვს სახელი და გვარი ყურში მოხვედრილი. ყველამ “ვაიმე, რამხელა გაიზარდა, რა ლამაზია” და ნუ ა.შ.–ები არ დამაკლო. მე ნეონატოლოგთა საორდინატოროში დავჯექი დიდესთან და დანარჩენ დიდესიანებთან ერთად. თავისი ხალათი გამომიღო და თვითონ ტანისამოსი გამოიცვალა. ჩაიცვა ექიმისთვის პრაქტიკული და უბრალო, მაგრამ მოსახერხებელი ტანსაცმელი. ამ ოთახის წინ კი მეან–გინელოკოგთა საორდინატოროა. დეიდაჩემი შემოვიდა, ოხ, ერთი ამას შეხედეო, სიცილით თქვა და მერე გავიდა. მაგარი სანახავი ვარ ექიმის ხალათით.
მე რათქმაუნდა ჩემი პატარა ნიკონი არ დავივიწყე და საქმეს შევუდექი.

აქედანაც კი მოსჩანს მეანების საორდინატოროს კარები. ძალიან კეთილმოწყობილი სიტუაციაა. დიდემ დრო იხელთა და პატარა ექსკურსია ჩამიტარა.

 

ეს იმის საჩვენებლად, თუ რას უშვრება ალკოჰოლი ნაყოფს.

 
 

ეს კი დედისა და ბავშვისთვის ყველაზე საჭირო და მოსახერხებელი პოზები.

 
 

ამასობაში გახდა დილის 12 საათი. მელოგინე უკვე იწყებდა მშობიარობას. ვთხოვე დამასწარიმეთქი. ბებიაჩემმა ქუდი დამახურა. მოვემზადეთ და გავემართეთ ბლოკისკენ. გზად უკვე “რაღაცნაირმა” შეგრძნებამ ამიარ–ჩამიარა სხეულში. დიდემ ხელთათმანები გაიკეთა, აბსოლუტურად მოემზადა და შევედით. მალე დეიდაჩემიც შემოვიდა. ნუ ეს სხვა დეიდაა, უფრო შორეული. ორივე დეიდა სამშობიაროში მუშაობს. ხოდა შევედით. მელოგინე საშინელ დღეში იყო. ისე კვნესოდა, ისე ტიროდა, სხეულზე შევხედე, ერთიანად ცახცახებდა. მე ბლოკში შესასვლელი კარებისგან მარცხნივ ვიყავი ატუზული. პატარა ნიშა იყო,სადაც მაღალი საკიდი იყო მოთავსებული და წინ – კარადა. ვცდილობდი, ეს საკიდი როგორმე დამეძრა და ღრმად შემედგა, რომ მე დავმდგარიყავი ამ ნიშაშიამ საკიდის ადგილას და კარადას ამოვფარებოდი. მაგრამ საკიდი ვერაფრით დავძარი, რკინის იყო და სავარაუდოდ, იატაკზე გამაგრებული. და ეს იმიტომ, რომ არ მეყურებინა იმ ტანჯვისთვის, რასაც ეს გოგო განიცდიდა. ეს არის სასწაულად რთული საყურებელი. მსუბუქი ნერვებისა და ჩემნაირი ემოციური და მგრძნობიარე ადამიანებისთვის არაა ადვილი. გოგო რა, უკვე ქალი, 30-35 წლის, რომელსაც ბევრად მეტი ეტყობოდა. დაბალი და გამხდარი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ მათ ჩაჭრა მოუწევდათ.
მეან–გინეკოლოგი, ერთი ბებიაქალი, ერთი ნეონატოლოგი, სანიტარიც ერთი და მე. საუბარი იმაზე, თუ რა უნდა ჭამონ ცოტა ხანში, მჭადი სჯობს თუ ხაჭო და პური, მე თვალებს ვაცეცებ. ბებიაჩემმა სკამი მელოგინეს სიახლოვეს დადგა, დაჯდა, ფეხი ფეხზე გადადო და დაიწყო ერთის ქანაობა. სახეს შევხედე და ვაიმეეეე, სრულიად აუღელვებელი სახე. და ეს მაშინ, როდესაც ოთახში საშინელი კივილი ისმის. უცბად ვიღაცის ტელეფონი რეკავს. დეიდაჩემი: “უი ვიღაცის ტელეფონი რეკავს”. მერე დეიდაჩემი მიტრიალდება და მეკითხება როგორ არის დედაჩემი, ჩემი და რას შვრება, რას ვშვრები მე, რას ვსაქმიანობ. მეც “კი, არა, არვიცი, არაუშავს”–ის რეჟიმში ვუპასუხე. გულში ვფიქრობ, რა დროს საჭმელზე საუბარია, რა დროს ფეხის ფეხზე გადადებაა, რა დროს ტელეფონია, რა დროს ჩემი მოკითხვაა,ქალი კვდება, ისე იტანჯება. მერე ჩემი სახის დანახვაზე დეიდაჩემის სიცილს ვხედავ და მესმის.
“ასე როგორ ძლებ???” – ვეკითხები.
“უჰჰ, მიჩვეული ვარ, რეაქცია აღარ მაქვს” – სიცილში მპასუხობს.
ქალი საშინელ ტკივილებს განიცდის და ესენი ჭორაობენ და არ ღელავენ. უკვე მივხვდი, რომ ორგანიზმში “რაღაცამ ჩამიარა”. პირველი რაზეც დავფიქრდი ის იყო, ნასაუზმები თუ ვიყავი. ვიყავი, დილის 8 საათზე. მერე უცბად გავიფიქრე, ოდნავ მაინც თუ მეძინა ღამითმეთქი. კი, ოდნავზე ოდნავ მეტად მეძინა. აბა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ წამი–წამზე დავეცემი??? აიიიი… უკვე დამიბინდა თვალებში… უკვე ვეღარ ვიხედები, უკვე ბინდი სუფევს ჩემს თვალებწინ. შემოვტრიალდი, კარები გამოვხსენი და გამოვედი. ვერ ვხედავდი ვერაფერს და მოვდიოდი გუმანით. გამოვიარე დერეფანი, მეორე დერეფანში შემოვედი და ზევით რომ სურათი დევს, იმ ოთახის კარი შევაღე. რათქმაუნდა ექიმებით სავსე.
“ვაიმე, ცუდად ვარ” – ერთადერთი ფრაზა, რისი ამოლუღლუღებაც შევძელი. ეგრევე დამაწვინეს, წყალი მომიტანეს. “ააა, ვერ გაუძელი ხო???” და სიცილები. უცბად ტანში გამაჟრიალა და ვიფიქრე, რომ ხომ არ ვკვდებიმეთქი, მალევე წამოვჯექი. და დავიწყე მოყოლა. მეც კარგი ტიპი ვარ რა, ვუყვები ხალხს მშობიარეს ამბავს. ეს ისეთია რომ, ლოთს ალკოჰოლის რაობაზე ვესაუბრო. მთელი ცხოვრება მაგას უყურებენ და მე რატომ გადავწყვიტე, რომ ეს მათთვის რამე სიახლე იქნებოდა მათთვის. არვიცი. მაგრამ მაინც იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ვერ გავჩუმდი. მერე ვიფიქრე მეანების საორდინატოროში შევალ და დეიდაჩემს ვნახავმეთქი. იქ იყო. მოვუყევი ასე და ასე დამემართამეთქი. მერე რას შედიოდიო. მართალი იყო, რას შევდიოდი, ვის რას ვუმტკიცებდი??? რომ მაგარი ვარ??? რომ შემიძლია ნერვებისა და გულის ატოკების გარეშე მშობიარობას ვუყურო??? კი, როგორ არა.
ის მეორე ექიმი შემოვიდა.
“დაბადა???” – რომელიღაც მეანი.
“არა კაცო, ჯერ ჭინთვებიც არ დაწყებია წესიერად. ჩაი დამისხით ცოტა.”
მერე ჩემს შეცბუნებულ სახეს შეხედა. “არაუშავს ქეთუნა, შენ თავის გამოჭრაზე შეგიყვან” – მეც გავიღიმე. დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ გაუთხოვარი და ჯერ უშვილო გოგოსთვის მშობიარობის ყურება არის ძალიან რთული. ამ დროს შემოვიდა განყოფილების უფროსი, რომელიც რუსია. შვებით ამოვისუნთქე. პირველი იმიტომ, რომ მშობიარეს ტკივილს ბოლო მოეღო და მეორე იმიტომ, რომ ჩემს ნერვიულობასა და შფოთვას წერტილი დაესვა. გავედით, გავუხვიეთ ბლოკისკენ. დიდე იქ იყო. ბავშვი დედის გულზე, ზემოდან “ადიალები”, რომ ბავშმა იგივე ტემპერატურა შეინარჩუნოს, რაც მუცლადყოფნის დროს ჰქონდა.

“ესეც შენი B ჰეპატიტი” – დიდემ ხელთათმანები გაიძრო. ეს ისეთი ტონით თქვა, რომ მის მაგივრად მე მომერიდა ახლა უკვე ნამშობიარევის. წესით დედის ძუძუ უნდა მიეცათ, მაგრამ რადგან დედას B ჰეპატიტი სჭირდა, ამიტომაც ეს პროცედურა გადაიდო ცოტა ხნით. მალევე ქალსაც და ჩვილსაც 200 ევროიანი ნემსები გაუკეთეს და 3 საათში ბავშვს პირში დედის ძუძუ ჩაუდეს. 200 ევროიანი ნემსები იმისთვის, რომ დაავადება დედისგან არ გადასდებოდა.
დავჯექი და დავიწყეთ საუბარი. მე,მელოგინე და ბებიაქალი.
“რა არის ახლა ეს, საიდან გადაგედო???” – ბებიაქალი მკაცრი ტონით.
“არვიცი”. გასაწყლებული ხმით.
“ქმარს სჭირს???”
“რავიცი, არ ჰქონდა თითქოს”. უარესად გასაწყლებული.
ამ “რავიცი, არ ჰქონდა თითქოს”–მა საშინლად გამაბრაზა. რას ჰქვია “არვიცი” და “თითქოს”.
“სტომატოლოგთან იყავი???”
“კი, ვიყავი მგონი ბოლოს.”
მორჩა, რაც არ უნდა იყოს, გინდ ასე და გინდ ისე, დაავადებულია უკვე.
მალევე გავიდა ბებიაქალი, მე საუბარი დავუწყე იმაზე, რომ რა კარგი ქნა, რომ წალენჯიხიდან ზუგდიდში ჩამოვიდა. თურმე იქ ტარაკნები დადიოდნენ პალატაში. მერე ბავშვის რეფლექსებზე დავუწყე საუბარი.
“თქვენ ალბათ ბებიისგან იცით ხო ასეთი რაღაცეები???”
ა, უი არა, მე თვითონ ვიცი, ჩემით.”
მალე გამოვედი და ახლა უკვე ექთანმა შემოვლაზე წამიყვანა.

 

ესეც მე ექიმის ამპლუაში.

მერე ფოტოაპარატი შემოვდე, ავტო–გადაღებაზე დავაყენე და ჩვენ ორს გადავუღე სურათები.

რახან დიდე მორიგე იყო, დეიდაჩემს გამოვყევი სახლში.
აგერ ეს “მომლოდინე რეჟიმში” მყოფი ნათესავები.

მეორე დღეს დიდე ანერვიულებული და უძინარი მოვიდა. ის ბავშვი თურმე გაყვითლებულა. სისხლი ვერ იგუა დედის, დედა ტიროდა საშინლად ბავშვი გადამირჩინეთო. სასწრაფოდ ქუთაისში გადააგზავნესო. B ჰეპატიტიანი რომ იყო დედა, მაგანაც იქონია უარყოფითი გავლენაო.
ბოლოს ბავშვი მაინც გადარჩა და ახლა ნორმალურად ვითარდება.
პოსტის ბოლოს კი ეს ვიდეო.

გენერალური დალაგება ანუ სენტიმენტალური მე

შაბათ–კვირა რომ მართლაც 2 უიდეალურესი დღეა დალაგებისთვის, ამაში დღეს, ანუ კვირას დავრწმუნდი.
მოკლედ, მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ის სეკრეტერი დაგველაგებინა თავიდან ბოლომდე, სადაც ეს ჩემი კომპიუტერი არის შედებული.
მართლა შედებულია, ანუ მაგიდაზე არ მიდევს, როგორც ალბათ უმეტესობას.
გვიდგას ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ნაქონი ძველი სეკრეტერი, რომელიც ამ უკანასკნელებს ლაგოდეხში ედგათ 40 (!!!) წლის განმავლობაში. მერე ისინი თბილისში დაბრუნდნენ ისევ და ყველა ავეჯი ჩამოიტანეს აქ. მათ შორის ეს სეკრეტერიც. მერე დედაჩემმა და მამაჩემმა გადაწყვიტეს, ბარემ იმათ ბინაში ადგილი აღარ არის და მოდი აქ დავდგათ, ჩვენთანო. ასე აღმოჩნდა აღნიშნული ავეჯი ჩვენთან. სადღაც დაახლოებით 10 წლის წინ, თუ არ მეშლება. მერე კომპიუტერიც შევიძინეთ 2005–ში მგონი. ხოდა კომპიუტერის ადგილი რომ აღარ გვქონდა, გადავწყვიტეთ ამ სეკრეტერში შეგვესახლებინა.
ასეც მოვიქეცით.

ვინც არ იცის როგორ გამოიყურება სეკრეტერი – ეს არის ნახევარკარადა ანუ ორსართულიანი კარადა. რომელთაგან ზედა ნაწილი იღება და იხურება ზევიდან ქვევით კარის ჩამოწევით, სადაც ამჟამად მონიტორი, დინამიკები და ბასი დევს. ხოლო ქვედა ნაწილი იღება როგორც ჩვეულებრივი კარადა – ანუ მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით.
მთელი ამდენი წლის განმავლობაში რაც კი რამე შესაჩურთი მოგვეპოვებოდა მე და ჩემს დას, ყველაფერს ამ ორ სართულზე ვდებდით. ამ საქმეში განსაკუთრებით ჩემი და აქტიურობდა.
დედაჩემმა არაერთხელ გვთხოვა ამ ნახევარკარადის დალაგება, მაგრამ მაგას სიკვდილი გვერჩივნა ორივეს და დედას ფრაზით: ხო, დავალაგებ”–ით ვიშორებდით.
არვიცი რა მოხდა დღეს ჩემს ტვინში ისეთი, რომ სასწაულად მომინდა დალაგება.
გამოვალაგე მთელი 2 სართული.
ვიღაცისთვის ეს ალბათ მართლა არაფერია, იმდენად შრომისმოყვარეა, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც დიდი ამბავი იყო.
ისტორიის სახელმძღვანელო მე–10 კლასი…
ფიზიკის სახელმძღვანელო მე-10 კლასი…
ქართული ლიტერატურა მე-10 კლასი…
რუსული ლიტერატურა მე-9 კლასი…
ჩემი დღის პირადი დღიური, რომელშიც წერდა 1995-2000 წლებში…
გერმანულისა და მათემატიკის წიგნები და რვეულები…
“გოეთე”–ს წიგნები…
ჩემი ნახატები, რომლის ჩარჩოში ჩასმა და ოთახში დაკიდება ისევ ოცნებაა ჩემი…
გუაშები, ფუნჯები, სახატავი ფურცლები…
ქართული გრამატიკა მე-6 კლასი…
ჩემი სურათი 10 წლის ასაკში…

ჩემი დის უამრავი Cosmopolitan–ი…
2003…
1998…
1996…
2004 წლისები…
ჩემი დის უამრავი სამკაული, რომელიც დარწმუნებული ვარ, საერთოდ აღარც ახსოვს…
მისივე კოსმეტიკის არაერთი ნაწარმი…
მისივე სამედიცინო ლიტერატურა…
მისივე იურიდიული ლიტერატურა…
სერტიფიკატები…
იმდენი ძველი ნივთი…
იმდენი…
ყველაფერი გამოვალაგე, ერთად ვისხედით მე და დედაჩემი, უზარმაზარი ტომრის მაგვარი პარკი ავავსეთ ნაგვით. თურმე რამდენი ხარახურა იდო ამ სეკრეტერში. არადა ერთ დროს როგორ საჭირო იყო ეს ნივთები.
ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ.
დაახლოებით 2–3 საათი მოვუნდით ამას.
ამ დროს საზამთრო გამოიღო მაცივრიდან და დამიძახა, შემომიერთდი, ცივიაო.
დავსხედით და დავიწყეთ საუბარი.
ისეთი სასწაული ნოსტალგია შემომაწვა.
უსასწაულესი.
ისე მალე გადის დრო, ისე.
რომ მართლა გული მწყდება ძალიან ბევრ რამეზე.
ახლა რომ ვუფიქრდები, საერთოდ რა გვინდა, რისთვის ვჩნდებით?!
ილია ვეკუას, რომელიც 60 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაცვლილა, აღსასრულამდე რამდენიმე ხნით ადრე უთქვამს, პოტიკია ეს ცხოვრებაო.
პოტიკი – მეგრული სიტყვაა და არც ვიცი როგორ ავხსნა. ანუ შრომა, ჯაფა, გარჯა, წვალება, სულ რომ რაღაცას “ჩალიჩობ”, რომ რაღაც მცირედს მიაღწიო. ცხოვრება, როგორც ციყვი გალიაში, გამუდმებულ რუტინაში.
გული ჩამწყდა კიდევ ერთხელ. ვცდილობ ხოლმე, რომ სიკვდილსა და სიბერეზე არ ვიფიქრო ხოლმე, მაგრამ არ გამომდის. ტირილი მომინდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ იცოდე როგორ მიჭირს ამ სეკრეტერის ლაგება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ლაგება მეზარება, არამედ იმიტომ,რომ უამრავ რამეს მახსენებს ბავშვობიდანმეთქი. შემომიბრუნდა და მითხრა, აბა ახლა მე მკითხე რამდენს მახსენებს, თან შენ მაინც წინ გაქვს მთელი ცხოვრებაო. ცრემლი ძლივს შევიკავე.
წინა დღეს ბუსუნას ბლოგში შევედი, იმასაც სიკვდილზე დაუწერია. არ წამიკითხავს, ვიცოდი, ცუდად გავხდებოდი. მიჭირს ხოლმე ამ თემაზე საუბარი და ფიქრი უფრო.
რა თემაზეც არ უნდა ვფიქრობდე, ბოლოს მაინც სიკვდილამდე მივდივარ. თითქოს ესაა ნებისმიერი სასაუბრო თემის ბოლო აკორდი. ძნელია.
მერე კომპიუტერის აბსოლუტურად ყველა კაბელი, რაც კი რამე აბია, გავწმინდა. ხარისხიანად. მთელი 4 წლის მტვერი ზედ ედო. ახლა UPS-დან დაწყებული მაუსით დამთავრებული, ყველაფერი ბზინავს. ნუ შეიძლება არ ბზინავს, მაგრამ მე ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გავწმინდე. “შენ მართლა საღოლ”–იც კი დავიმსახურე ადამიანისგან, რომელიც სულ იმაზე მაძლევს შენიშვნას, როგორ არ გიყვარს სახლში რამის კეთებაო.

მერე ისევ Mr.M–ი ამომიტივტივდა. საერთოდ აღარ ვარ მასზე გაბრაზებული ან ნაწყენი. ცხოვრება ისეთი მოკლეა, რომ არ ღირს ვინმეზე გაბრაზებული იყო. მერე ისევ მე დამწყდება გული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში არ ვიცი ის რას ფიქრობს, ის მაინც ვიცი, რომ დამნაშავედ მე არ მიმიჩნევს და ჩემთან გატარებულ დროს ძალიან კარგად იხსენებს. ანუ ადამიანი ერთი თვის მანძილზე მაინც გავაბედნიერე ჩემი დიდი სითბოთი. ანუ ისიც ვიცი, რომ მე საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. ძალიან დიდი სიყვარული გავეცი და გუშინდელისგან – წინა პოსტის დაწერის დღისგან და 11-18 ივლისისგან განსხვავებით დღეს საკუთარი თავით ვარ წარმოუდგენლად კმაყოფილი. შეიძლება ცოტა არ იყოს და თავხედური და ამბიციური განცხადებაა, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შემიყვარდა, რადგან შემიძლია სიყვარული. მიუხედავად იმისა, მაწყენინეს თუ არა. და ეს მე სასწაულად მაბედნიერებს. სიყვარული ყოველთვის შემეძლო მაგრამ ახლა უფრო დავინახე ეს, რადგან ასე გული ჯერ არ მტკენია და ასე ძლიერ არ განმიცდია.
“მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ”–ის პრინციპი 100%–ით მუშაობს. არადა თავის დროზე Mr.M–მა მითხრა რა ცუდი ფრაზაა, როგორ უნდა გეკიდოს, მე ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ადამიანი რას ვგრძნობს შენს მიმართო, მაგრამ ასეა და რა ვუყო?! დედა ტერეზას უთქვამს თურმე, მაშინ ხარ კარგი ადამიანი, როდესაც ვიღაცას სიკეთეს უკეთებ და საპასუხოდ არაფერს ელოდებიო. მართლა არ მაღელვებს იმას რა გრძნობა ამოძრავებს ჩემს მიმართ, მე მას მაინც უდიდეს პატივს ვცემ ყველაფრის გამო. თუნდაც იმის გამო, რომ ტკივილი მომაყენა. ამით მე გამოცდილება შემმატა და ბევრი რამ მასწავლა. რაღაც მომენტში ვიფიქრე უფრო მკაცრი გავხდებიმეთქი ადამიანების მიმართ, მირჩია კიდევაც რამდენიმემ, აწი ასე ერთ კვირაში არ შეიყვარო ადამიანიო, მაგრამ ხომ ვიცი, არ გამომივა. უბრალოდ არ გამომივა.თუ რამე შევამჩნიე საკუთარ თავში, რატომ შევიკავო?! იმან იკითხოს, ვინც არ დამიფასებს და არ დაინახავს, თორემ მე რა. დიდი–დიდი 1–კვირიანი ცრემლები. თუ რამე აღმოვაჩინე ადამიანში პლუსი, უკვე გული სხვანაირად მიცემს ხოლმე. არ ვარ ბოღმა. და ეს ერთი კვირა რომ ვიყავი,ზუსტად ეგ იყო მიზეზი ჩემი ტირილებისა და შუშანიკობისა.
ახლა როგორ ვაფასებ მის საქციელს??? ისევ ისე, როგორც წინა პოსტში. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვნსჯი და აღარ ვბრაზდები. ასე იყო საჭირო, რადგან მოხდა. სასწაულად ვიღიმი მთელი დღეა და თვალწინ წარმოდგენას ვდგამ, თითქოს მთელი მისი სამეგობრო და მე ერთად ვართ და რაღაცაზე ძალიან ბევრს ვიცინით. და მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ. ბედნიერად მახსენდება მასთან გატარებული ესა თუ ის მომენტი. მიხარია, რომ ამდენი ახალი ადამიანი გავიცანი და იმედს ვიტოვებ მათთან მექნება ძალიან თბილი ურთიერთობა. ისიც მინდა, რომ Mr.M–თანაც კარგ დამოკიდებულებაში ვიყო, მინდა ამ დღეებში შევხვდე და ვუთხრა, რომ არ ვარ მასზე ნაწყენი, ჩემი ხელით დავუბრუნო ფსალმუნი და არა ნათიას საშუალებით. ვუთხრა, რომ მე მისი კეთილისმსურველი ვარ და ყველგან კარგად მოვიხსენიებ. და ყველაფერს კარგად გავიხსენებ. ვიცი,საშინლად მოერიდება ჩემი და თავს დახრის ისევ ისე, როგორც შაბათს დახარა, მაგრამ არაუშავს,უშეცდომო არავინაა.
დილის 7–ის ნახევარია, წავედი “გავთხარე ლოგინი” როგორც ერთი ფორუმელი იტყოდა, 2 საათში უნდა ავდგე.

შემოვიდა

დღეს, სამსახურში რომ მივადექი, ერთი წამომცდა გუშინ ბლოგში შენზე დავწერემეთქი და…
აუ, ახლა რომ მოვრჩები საქმეებს, ჩემთან ავიდეთ, ვისადილოთ და შენი ბლოგი ვნახოთო
ნუ აი რა მინდოდა
ვინ მექაჩებოდა ენაზე
ვინ მეხვეწებოდა და მემუდარებოდა “შენზე დავწერე ბლოგში” თქვიო…
ჯერ გაცნობის პირველივე დღეს რატომ ვატაკე ფორუმელი და ბლოგერი ვარმეთქი
აი რატომ??? ვყოფილიყავი ჩუმად ჩემთვის. მაგრამ ასე მემართება ყოვეთვის, როცა ადამიანს ვუახლოვდები. მინდა, რომ გულახდილი ვიყო ხოლმე.
კიარადა… ნუ მოკლედ, გავატარეთ.

მოკლედ წაიკითხა Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი და მოკვდა სიცილით. მე ვიჯექი უკან და ჩუმად ნერვები მეშლებოდა, რომ ეს ასე იცინოდა. მაგრამ ხმა არ ამოვიღე. რაღაც მომენტში სერიოზულად გამიტყდა.

მერე გადავიდა “Novels”–ზე და რატომღაც ჩათვალა, რომ “ჩემი შეყვარებული” სხვისი ნაწერი იყო, არადა აშკარად ვუთხარი ადრე აი ბლოგში ამაზე და ამაზე ვწერმეთქი, მაგრამ ეტყობა ჰაერს გააყოლა ნათქვამი. საიდან დავასკვენი, რომ სხვისი ეგონა??? საიდან და შემდეგი ფრაზებიდან:
1)აუ ნახე ვიღაცამ თავის შეყვარებულზე დაწერა.
(ამ დროს მე: ხოო, მერე როგორია???
ის – აუ რავიცი მე, სხვისი ნაწერები არ მაინტერესებს.
მეც <<<< ეს გამომეტყველება მივიღე, ვითომ სულ არ არის ეგ ჩემი დაწერილი. გულში ვფიქრობდი, თუ რამეა, ვითომ ნატოშამ იკაცამეთქი. ნატოშ, მაპატიე,ახლა არ დამიწყო გამოკითხვები "ჩემი შეყვარებული" მე რა პონტში შემომტენეო. lineage–ზე შენ მახსენდები ავტომატურად და იმ მომენტშიც შენ გამახსენდი )
2)ეეე, მოიცა არ მაინტერესებს მე სხვისი ნაწერები. შენები როგორ ვიპოვო???
(ნუ აი რა უნდა ჩემს ბლოგში სხვის ნაწერებს )
3)აღტაცება, როდესაც ცალკე widjet-ში შეეჩეხა ჩემს კომენტარებს: ეეე, აი ახლა მივაგნებ შენს ნაწერებს
(ღმერთო აქ ხომ სულ ჩემი ნაწერებია და მეტი არავისი)
4)აუ აზრზე ხარ ეს რამხელა საიტია.
(სიტყვა “საიტი” ანუ როგორც ჩვენ გვესმის ფორუმი, სადაც მილიონობით ადამიანი პოსტავს, ისე მიიღო პატივცემულმა და გულმოდგინედ ეძებდა ჩემს ნაწერებს. )
5)აუ ეს უნდა შევინახო favourites–ებში, თორემ ისე ვერ მოვაგნებ ხოლმე მე აქ.
(არადა ვუთხარი, აკრიფე კ, მერე რვიანი, მერე ოთხიანი და …
კიარადა ვინ დაგაცადა ბოლომდე???
და მე უკვე ჩემთვის ჩუმად ვბურტყუნებდი k8 არის ჩემი სახელი იმიტომ, რომ რვა არის ინგლისურად “ეით” და ერთად გამოდის “ქეით” და 4u არის შენთვის, თქვენთვის იმიტომ, რომ ოთხი ინგლისურად არის “fორ” და ….
კიარადა ვინ მოისმინა საერთოდ)
6) აუ აზრზე ხარ, ხალხი აქ რა დღეშია, რამდენს წერს და რამე…
(არადა კონკრეტულად k84u.blogspot.com არის ჩემი ვახ, ხალხი პრი ჩომ )

“გააგრძელეთ კითხვა” ჩემდა გასაკვირად პირველივე ჯერზევე დაამუღამა. მე ეგეც გამიკვირდა.

ხოდა ეს არ არის მთავარი. ნუ კარგი, დაბადებიდან ვის სცოდნია ბლოგი და ან თუნდაც კომპიუტერი???
ასე რომ ამაზე მართლა არ მქონია რეაქცია.
არც დამიცინია და არც ჩამიცინია.
რეაქცია მქონდა favourites–ებში ჩაკოპირებაზე.
მორჩა, ახლა ყოველდღე შემოვა. ყოველ ახალ პოსტს წაიკითხავს.
” ეეე, მე სულ შემოვალ ხოლმე აქ იმიტომ, რომ აქიდან გავიგებ რაზე ფიქრობ და რას ფიქრობ ხოლმე. აბა ხომ უნდა გავიგო რას ფიქრობ?! ისე არ მეუბნები იმიტომ, რომ გიჭირს საუბარი იმაზე, რაზეც ფიქრობ.”

აქ რომ 2–ანს ვხედავ, უკვე ავტომატურად მეფიქრება, რომ შემოსულია და კითხულობს.

მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ დამერხა .

Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი

არვიცი როდის და ვის მიერ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ, სადაც ყველა გზა მიდის…
გინდა–არგინდა…
კიარადა ანუ ფორუმზე…
თბილისის სიმართლით “სავსე” და სავსე ფორუმზე…
კიარადა ანუ თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა
გეიმერების წინააღმდეგ…
კიარადა უფრო სწორად გეიმების წინააღმდეგ…
ანუ თამაშების წინააღმდეგ.
ნუ ახლა არ მომიქექია ეს თემა და შესაბამისად არ მახსოვს რა ჯანდაბა და გადაშენება დავპოსტე.
კიარადა…
შეიძლება არც არაფერი დავპოსტე…
იქიდან გამომდინარე, რომ არც მე ვთამაშობდი და მითამაშია რამე…
თუ არ ჩავთლით მარიოს, რომელიც ფრიად მოუხერხებელი სათამაშოა კომპიუტერით…
მიჩვეული ვარ რა დენდიზე მის თამაშს…
და არც ჩემი საყვარელი მამაკაცი თამაშობდა რომელიმე თამაშს, რომ რამე დადებითი ან უარყოფითი ხასიათის თუ შინაარსის პოსტი დამეწერა ამ თემაში…
კიარადა…
მაშინ საერთოდ არ მყავდა საყვარელი მამაკაცი…
და ფრიად “პოხუისტურად” გავიფიქრე, ერთი ამათ მოსცლიათ, რომ ამაზე ფიქრობენმეთქი.

მოკლედ…
გუშინ პირველად მივედი Mr. M–თან სახლში. ნუ მე მსოფლიო დონის თუ კატეგორიის Miss მორიდებულობა გავიჩითე რათქმაუნდა … ანუ, ჯერ თავიდან რომ მითხრა, ჩემთან ამოდიო, პირველი რაც ვიკითხე, ხომ არ ტეხავსმეთქი. თვალები დაბრიალება რომ ვიხილე, მივხვდი თუ რაოდენ სულელური კითხვა დავსვი, მაგრამ ნუ, გავატარეთ.
პირველად მისვლის ბარიერი გადაილახა ჩემს მიერ და შევედი მის ოთახში.
აგერ დაჯექიო და თვითონ არ მიუჯდა კომპიუტერს.
კიარადა, ეგ დიდი არაფერი…
კიარადა, ეგ საერთოდაც რომ არაფერი.
ალბათ მეც ეგრე ვიზამდი.
ნუ ბრედ პიტი ან დევიდ ბექჰემი რომ ამოსულიყო ჩემთან, ალბათ მხოლოდ ამ შემთხვევაში არ მივუჯდებოდი კომპიუტერს. ასე რომ, მართლაც რომ გავატარეთ.
ამოაგდო ჩაკეცილი ფანჯრები და მიდიიიიი….
Lineage!!!!
და პარალელურად ტექსტები…
კიარადა ფრაზები…
– რას შვრები, ქეთ???
– აუ ცოტა არეულობაა აქ, არ შეიმჩნიო რა.
საერთოდ ვინ შეიმჩნია არეულობა?!
ან საერთოდ ვინ შემიმჩნია მე???
სინაგლის დონემ გამომაშტერა, მაგრამ ნუ მე მაინც Miss მორიდებულობა გავიჩითე.
– აუ ქეთ, მოდი ჩემი ჩარი განახო…
(ან ეს ჩარი რა არის, ხეზ, მაგრამ ნუ კარგი)
და მანახა რაღაც ანიმაციური, პატარა გოგო. სახელად ლილიპუტი.
ტექსტი:
აუ ნახე რა სიცოცხლეა, არ დაგევასა??? ეს არის ჩემი სიცოცხლე, ნახე რა საყვარელია.
მე –
ის – აუ მოიცა, რა სახით უყურებ, მართლა არ დაგევასა??? ე, კარგი რა, როგორ შეიძლება ეს სიცოცხლე არ მოგეწონოს. ეს არის ჩემი ხელით შექმნილი სიცოცხლე, ამაში ჩავდე მთელი სული და გული.
მე –
ის – ეეე, ჩემს თავს გაფიცებ, მართლა არ დაგევასა??? კარგი ხო. რამე ფილმს ვუყუროთ.
მე – ხო, და ეს ფანჯრები დახურე
ის – ეე, კარგი რა, ჩავკეცავ, მთლიანად არ დავხურავ.

ვაიმეეეეეეეე…
კოშმარი.
რა უბედურებაა ეს Lineage!!!
ნუბი, ჩარი და მსგავსი გაუგებარი ტერმინები ხო ჩინურად მეჩვენება.

ძლივს მოვიძიეთ ფილმი, რომელსაც შეიძლება უყუროს შეყვარებულმა წყვილმა.
და ესაა ფილმი, რომელიც ყველას ნანახი აქვს, ჩემს გარდა.
Notebook…
ჯერ იმაზე გაოცდა, როგორ არ გაქვს ეს ფილმი ნანახიო.
კარგი, გადმოვწერო.
ფეხებზე ბალიშები დამადო 500 ცალი, თავი დამადო და დავიწყეთ ყურება.
ჯერ ვიკამათეთ იმაზე, საჭირო იყო თუ არა ფილმის დაწყებისას ტიტრების ნახვა. ნუ ფაქტიურად ვეხვეცე, ტიტრებიანად ვნახოთმეთქი. ნუ კარგი, გავატარეთ.
მერე იმაზე ვისაუბრეთ, თუ რამდენი მსგავსებაა ჩემსა და მთავარ პერსონაჟ გოგოს შორის…
და ამასთანავე მასსა და მთავარ პერსონაჟ ბიჭს შორის.
ნუ მე გავიმარჯვე ამ ნომინაციაში, რადგან “ყველა გოგო ერთნაირად შტერია”. “ყველა გოგოს შებმა ადვილია” და მსგავსი განცხადებებით გააკეთა დასკვნა, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ჩემი პროტოტიპია.

ფილმის ბოლომდე ნახვა არ დაგვცალდა რადგან ერთმა მეგობარმა სახინკლეში დაპატიჟა და ნუ რათქმაუნდა მეც გავყევი.

სიტუაცია დღევანდელი:
უნარების გაკვეთილიდან მშიერი და დაღლილი ავედი მასთან. და ისევ!!!!!!!!
– აუ ნახე ჩემი ლილიპუტი რა საყვარელია…
დაახლოებით ნახევარი საათი (თუ მეტი არა) ვიჯექი დებილივით და ვუსმენდი და ვუყურებდი ამ დებილობა თამაშს. თან იქ ვიღაც მეგობრის ხმა, ბიჭო ამას შენ გააკეთებ???? მერე ვიღაც გოგოს ხმა და ამის რეპლიკა: ხედავ გოგო გვყავს კლანში.
ო, ღმერთო, გამიტანეთ

Notebook–ი ჩავრთეთ ისევ და გავაგრძელეთ ყურება.
ნუ რათქმაუნდა ისევ ბალიშების ჩემს ფეხებზე დადებით და თავის ამ ბალიშებზე დადებით. წამოწვა რა
+ ამას, რეპლიკები, აუ ნახე კიდევ უყვარს ამ ბიჭს ეს გოგო, ეს კი ამ ტიპს მიყვება ცოლად.
ამას + მამაკაცური გამოძიებები, როგორიცაა…
“აი ნახე ნავი არ არის რომანტიული??? და ირგვლივ გედები…
ჰა, არ არის რომანტიული???”
ამ ფილმს რომ ვუყურე თავის დროზე, შეყვარებული მომინდაო.
სიტყვა “რომანტიული” აქილევსის ქუსლად ავკიდე უკვე იქიდან გამომდინარე, რომ სულ ვეუბნები, რომ რა ცუდია, რომ საერთოდ არ ხარ რომანტიულიმეთქი. ის კი მპასუხობს, რა ვქნა, არ ვარ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გამოვხატავ ჩემსას შენს მიმართო.
აქედან გამომდინარე, სულ იძიებს თუ რას მივიჩნევ მე რომანტიულად და რას – არა.
გარდა ამისა, 2 წლის მერე როგორ უნდა გიყვარდეს არა–ოჯახის წევრი ადამიანი და რომ ვუთხარი, მე მეყვარებოდამეთქი, კაი ტო, შანსი არ არისო მიპასუხა.
და კიდევ მილიონი მომენტი ფილმისა, როდესაც ამომხედა და მკითხა, შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციაშიო.
ეს ერთგვარი ხრიკები, რომლებსაც ვითომ ვერ ვხვდები და არ ვიმჩნევ.
მაგრამ ეჰ…

მერე ბავშვები ამოვიდნენ. ქვევით ერთიანად ჩავედით და ჟოპასტენკა ითამაშეს, სადაც გაფუფლოვდა ფაქტიურად ლევანთან ერთად და კარში ერთად ჩადგნენ . ამსახველი კადრები იხილეთ ჩემს facebook–ზე , ან არადა მენდეთ სიტყვაზე.

Notebook–ის ყურება კიდევ არ დაგვიმთავრებია, ავალ ალბათ ისევ ამ დღეებში…
ისევ ბალიშებს დამადებს ფეხებზე, მერე მათზე თავს დადებს, ისევ ეცდება ფილმის მეშვეობით ახალ–ახალი დეტალების გაგებას ჩემზე და ისევ მომეფერება და მეტყვის, რომ უზომოდ ბედნიერია, რომ ჩემთან არის.

გავდებილდი

იქნებ აღარ ღირს ამის წერა???
იქნებ ეს ყველაფერი მარაზმია??
იქნებ ეს მორიგი დებილობაა, რომელსაც ვცდილობ, რომ რაღაცას დავამსგავსო???
მე თვითონ ვერ ვხვდები ეს რა არის…
არასოდეს არ ვკითხულობ, მხოლოდ რედაქტირების გამო თუ გადავხედავ ხოლმე…
სადმე გრამატიკული ან სტილისტური შეცდომა არ გამეპაროს.

იქნებ ეს უბრალოდ ისაა, რაც ჩემთან უნდა რჩებოდეს და არ უნდა ვწერდე ასე ღიად???
იქნებ ტყუილად არ მითხრეს რამდენიმე, დებილობა არისო.
არვიცი.
მართლა არვიცი.
მაგრამ ოდესმე….
მოვა ალბათ დრო, როცა ეს ეტაპიც გავლილი მექნება…
address bar–ში ჩემს სახელს ჩავწერ ასეთი კომბინაციით: k8…
და address bar–ი აღარ ამომიგდებს ნაცნობს არაფერს…
მაშინ მე მთლიანად ჩავწერ: k84u.blogspot.com და შევალ…
შევალ და წავიკითხავ…
და ნეტავ რას ვიტყვი???
არ ვიტყვი, ვინმემ რატომ არ გამაჩერა ამ მარაზმს რომ ვწერდიმეთქი???
არვიცი…
მართლა არვიცი…
რა იქნება აქაურობა რამდენიმე ხნის შემდეგ…
ჯერჯერობით წინ მივდივარ და ხელს ნუ მიშლით!
მიყვარს იმ label–ის სახელი, რომელშიც ეს პოსტი ერთიანდება.
იმედს მაძლევს რაღაცნაირს.
ხოდა I smile anyway

after long-term thinking

შთაბეჭდილება მექმნება, რომ ადამიანები თვითონ, ძალით ეძებენ პრობლემებს.
და ამის ნათელი მაგალითი ვარ მე Kate
ხოდა დავიღალე რა სულ ცუდად ყოფნით და თან,გარდა ამისა არის ის ფაქტორი, რომ ცხოვრება მიხარია.
რაღაც პოზიტივები დავინახე, ცხოვრებისეული.
თუნდაც ის, რომ სამსახურში შტატში ჩამსვეს, მართალია ხელფასის მატება ივლისამდე არ იქნება, მაგრამ ამასაც მწარე, თუმცა მაინც ღიმილით შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის შეძენა აღნიშნული ფაქტორის გამო გადაიდო, მაგრამ ვცდილობ გავიღიმო. სამაგიეროდ, უკვე თანამშრომელი ვარ და უკვე თავაწეული დავდივარ. ადრეც არ ვიყავი დაჩაგრული, მაგრამ ახლა უფრო სხა სიტუაციაა. დღითიდღე მიყვარდება ყველა, ვისაც ჩემს ცხოვრებაში სტატუსი “თანამშრომელი” აწერია იარლიყად. თან აი მიყვარდება ისე, პირდაპირ. იმიტომ, კი არა, რომ “უი ეს თანამშრომელია და ასე და ასე”, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამშრომელია. ვესალმები ყველას, ვიცნობ/არვიცნობ. დღეს ისეთი ადამიანის მიმართ ვიგრძენი საკუთარი თავისგან სიმპათია, რომ მე თვითონვე გამიკვირდა. ადრე სხვანაირი რეაქცია მეუფლებოდა მის დანახვაზე, დღეს კი, ეს ცუდი გრძნობა სადღაც გამიქრა. არვიცი, ალბათ თვითონაც სხვანაირად მიყურებს იმის გამო, რომ შტატში ვარ. ან შეიძლება მე მქონდა რაღაც ფუჭი და ყოვლად უსაფუძვლო შიშები. ყველა უკვე ისე მიყურებს, როგორც ტოლს და სწორს. “ზევიდან ყურების” მომენტი არავისგან მიგრძვნია. და ვისგანაც მიგრძვნია, დღეიდან უკვე აღარ ვგრძნობ.

კარგად ვარ.

“პროსტა” ის არის, რომ ფული არ მყოფნის. Kate დედაჩემის ვალებიდან ვერ ამოვდივარ. ტანსაცმელსა ფეხსაცმელს მყიდულობს და მეც ნუ типа ბედნიერი აზრით, რომ “უი, ესეც მიყიდე??? ” და მაღაზიიდან სახლში მოსვლის შემდეგ მეუბნება: “ხელფასს რომ აიღებ, ამის, ამის, ამის და ამის ფული მომეცი Kate ” და მეც ვრჩები ხახამშრალი Kate Kate მაგრამ მართლა კარგი რაღაცეები ვიყიდე და მიხარია რა…

მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარგად ვარ. საერთოდ აღარ ვარ მოწყენილი… Kate Kate Kate Kate

ბარემ მეც დავწერ ახალ წელზე

ხოდა ბარემ მეც დავწერ…
მაქსიმალურად შეეცდები, რომ პოსტი არ იყოს სევდიანი და ირონიული…
თუმცა ამას ვერ დავპირდები ვერავის, რადგან რაც არ უნდა იყოს, ახალი წელია…
რა ირონიული რაღაც დავწერე არა უკვე…
მაგრამ ყოველი ახლის დადგომა ძველის გაცილებაა…
ძველის მიმოხილვა…
გაანალიზება…
შეჯამება…
დაფიქრება იმაზე, თუ როგორი იყო ძველი…
ბევრმა ბლოგერმა გააკეთა ეს, მეც თითქოს მინდა, მაგრამ მაინც მეზარება რაღაცნაირად…

აღარც ვიცი ბოლოს როდის გამიხარდა ახალი წელი…
მაშინ, როცა თოვლის ბაბუის მჯეროდა და საჩუქრებს ვღებულობდი…
მაშინ, როცა უკვე აღარ მჯეროდა და მაინც ვღბულობდი მშობლებისგან საჩუქრებს…
თუ მაშინ, როცა მამაჩემმა ბოლოჯერ მოგვილოცა???

არვიცი…
მართლა არვიცი…
ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო ხოლმე…
აი ახლაც მამაჩემის გაცინებული საახალწლო სახე რომ მიგდება თვალწინ, თვალები მისველდება…
წეღანაც, წერის დაწყებიდან 5 წამში დამიდგა მისი სახე, სათვალე მოვიხსენი, ხელები ავიფარე სახეზე და ჩუმად და თავისით ტირილი ამივარდა… მერე მომეჩვენა, რომ დედაჩემი ოთახებში დადიოდა და სასწრაფოდ შევიმშრალე.
არ მინდა ამაზე ვფიქრობდე, მართლა არ მინდა. კიდევ ისიც არ მინდა, რომ სხვას ან თუნდაც საკუთარ თავს ვებრალებოდე ამის გამო. ვერ ვიტან, როცა ვინმეს ვებრალები. მეც ვცდილობ არავინ შევიბრალო. პირიქით, როცა ვინმე ცუდად არის, ვცდილობ რჩევები მივცე, გავამხნევო. და ვცდილობ ისეთი რამეები არ წამოვროშო, რისი გაგონებაც მე არ მესიამოვნება, რომ მითხრან. ყველანაირად ვცდილობ, რომ ამასთან დაკავშირებული ემოციები ჩუმად ჩავკლა და ჩავმარხო ჩემში. ბლოგშიც მხოლოდ სამჯერ ვახსენე მამაჩემი გაკვრით თუ მკაფიოდ… ბიტლზების პოსტში, , 13 ნომერშიდა სულ პირველ პოსტში
საერთოდ 6 ჩემი რიცხვია, იქიდან გამომდინარე, რომ 6 მარტს ვარ დაბადებული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მე–6 წელი დადგა, რაც მამაჩემი აღარ არის ცოცხალი, მაშინ არ მიყვარს ეს რიცხვი. თან, პრინციპში რომ დავფიქრდე, 6 მარტი არც ისეთი საყვარელია, როგორც ბავშვობაში მეგონა. ზოგჯერ საერთოდ წელიწადის ყველაზე ცუდი დღე მგონია.

გუშინ კი, როდესაც ჩვენზე რატომღაც გაბრზებული ჩემი და რამდენიმე საათით ადრე სადღაც წავიდა ახალი წლის შესახვედრად, სრულიად უალკოჰოლოდ შევხვდით მე და დედაჩემი ახალ წელს… შამპანურის გახსნაზე ჩალიჩი დაგვეზარა. უფრო სწორად, თუ შეგიძლია, გახსენიო. კიმეთქი, არადა არასოდეს გამიხსნია.ხოდა, ვიფიქრე, რამე უბედურება დამემართებამეთქი და არ გავხსენით. ისედაც ჩემი საყვარელი სასმელია Pepsi და “კაკრაზ” ეგ იყო ჩვენი სუფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი. მეკვლე საერთოდ არ გვყოლია. უფრო სწორად, ჩემი და არის ხოლმე ბოლო წლებია, მაგრამ გუშინ სადღაც ღამის 3 საათზე მოვიდა, ჩვეულებრივად შემოვიდა, შევიდა თავის ოთახში, დაწვა და დაიძინა.(აქ იდეაში ჩემი სიდებილის გამომხატველი ღიმილია ასახული, უბრალოდ არ ჩანს, smile anyway–ს პონტში.)

ხოო, მეტი რა…
ა, ხო, ასე ვისხედით მე და დედაჩემი და ვუყურებდით ტელე–გადაცემებს. ვერაფრით ვერ ავიცდინეთ სააკაშვილის გამოსვლა. (აქვე ჩემი <<<< ამ სმაილური გამოხატულება, ტექსტით, ამ კაცმა ახალ წელს მაინც დაგვანებოს თავი და შეგვარგოს.) სხვათაშორის,სიმპათიურად გამოიყურებოდა სხვა დროსთან შედარებით, ეტყობა "ისი პარი"–მ თავისი საქმე კარგად შეასრულა. ეს მენტორული ტონი მუდმივი ატრიბუტია რათქმა უნდა Kate პატრიარქის დალოცვა, როგორც არასდროს, ისე მეამა. რაღაც უხილავი, მაგრამ დიდი ძალა ვიგრძენი მისგან. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვმარხულობ და ეკლესიაშიც არ დავდივარ, უნეტარესის დანახვა საოცარ მალამოდ მომედო გულზე. რა ბედნიერებაა, რომ ადამიანი ასეთი მშვიდი და შემწყნარებელია.

საჩუქარი არავისგან მიმიღია, მეგუნას გარდა. გერმანიიდან ლამაზი სარკე გერმანული წარწერით ჩამომიტანა სპეციალურად მე. რომ გადმომცა, მე “გერმანული ვიცი და რა მაგარი როჟა ვარ ” <<< ასეთი გავიჩითე… მეტი არავისგან. ეგ კი არა, სამსახურში ჩვენს უფროსებს იდეა მოუვიდათ, რომ პატარა ფურცლებზე ყველას სახელი დაწერილიყო და ყუთში ჩაგვეგდო. ასეც მოვიქეცით. ერთმა ყველას ჩვენთაგანის სახელი ჩამოწერა, დაკუჭა და ყუთში ჩაყარა. ვისაც ვისი სახელი და გვარი ამოუვიდა, იმისთვის საშობაოდ საჩუქარი უნდა იყიდოს. მე ისეთი თანამშრომლის ამომივიდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ. სასწრაფოდ შევედი ინტრანეტში, ჩავწერე მისი გვარი და ამომიგდო ის ადამიანი. სახეზე მაინც ხომ უნდა ვიცოდე, საჩუქარს ვის ვჩუქნი. მე მემგონი არავის “ამოვუვედი” Kate, ანუ საჩუქარს არავინ მაჩუქებს Kate ნუ, ვინაიდან და რადგანაც ყუთში კიდევ დარჩა დაკუჭული ფურცლები და 31–ში ყველა არ ყოფილა, არაა გამორიცხული, რომ ორშაბათს “ამოვუვიდე” ვინმეს. თუარადა, ვიტყვი, ეგ ყოფილა ბედი ჩემიმეთქი და გავაგრძელებ ცხოვრებას.
სამსახურში ალა–ფურშეტითა და დიიიიიდი ტორტით(ჩვენი ლოგოთი) გავაცილეთ ძველი წელი. ნებისმიერ შემოსწრებულ ადამიანს შეეძლო მიერთმია ღვინოსთან ერთად 5–ში პრემიები იქნება და ძალიან მიხარია.
საჩუქრებს ვუყიდი საყვარელ ადამიანებს.. ოღონდ ვის რა ვუყიდო, არვიცი…
ხოო, რა საჩუქარი, მილოცვა მივიღე მხოლოდ ჩემი ჯგუფელისგან, ზურასგან, რომელთანაც ჯგუფში ყველაზე ახლოს ვარ. მიხარია, რომ მას მაინც გავახსენდი პირველი. ომის დროს, როდესაც ის მშობლიურ ფოთში იყო და ამ ქალაქში ბომბებს ყრიდნენ, მირეკავდა და საათობით ვსაუბრობდით ომის შესახებ. მაგარი რაღაცნაირი შეგრძნება იყო, ორივეს გვეშინოდა, რომ მოვკვდებოდით, მაგრამ მაინც სიცილ–სიცილით ვუყვებოდით ის – ფოთის, მე კი – თბილისის ამბებს. მაგრად მწარედ დავცინოდით რუსებს და ჩვენს ბედს. თან მაშინ მაგთის ანძებსაც დედა უტირეს რუსებმა და უფასო იყო საუბრები. ხოდა მე და ზურამ გავიგდეთ მობილურები
ისე, პასუხის პონტში კი მართლა ყველამ (ნუ უმეტესობამ მაინც) მომილოცა. განსაკუთრებით მომეწონა ლილიანის ანუ ჩორვენის მოლოცვა: შენც გილოცავ ძვირფასო, გისურვებ იმას, რასაც ისურვებ თვითონ!”. ყველაზე მაგარი მილოცვაა, მას შემდეგ ვცდოლობ მოვეშვა (არადა, დიდი ხანია ვცდილობ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ) ამ შაბლონურ და ტრაფარეტულ ფრაზებს “გისურვებ ამას, ამას, ამას, ამას და ამას” არა, ბაზარი არაა, ამ ყველაფერსაც ვუსურვებ ყველას, შაბლონური არ ნიშნავს ცუდს. ჯანმრთელობასაც და სიხარულ/ბედნიერებაც არ მენანება სხვისთვის, რა სისულელეა. მაგრამ “გისურვებ იმას, რასაც ისურვებ თვითონ!” არის ყველაზე მაგარი სურვილი, რადგან რეალურად არავინ იცის მეორე ადამიანს რა უნდა, გარდა საკუთარი თავისა. მას მერე ყველას მაგას ვწერ…მადლობა, მარ.. მე სულ ვამბობ, რომ 2გინალური იყავი, ხარ და იქნები.

ხო, კიდევ რა….
ოოო, გურჯისთან ღამის გათევა ყველაზე პრიკოლი იყო…
მეგუნამ მომწერა, მივდივარ და წამოდიო.
ყველაზე მაგარი ის იყო, რომ სტუმრები აქეთ ვსაუბრობდით, ვერთობოდით…
ამ დროს კი მასპინძელს ძალიან თბილად და ღრმად ეძინა თავის ოთახში. იმავე ოთახში კომპიუტერი ღრიალებდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე ისე ღრმად ეძინა,რომ სპილოს შემოსვლაც ვერ გააღვიძებდა…მალი–მალი და ნიკა ისე მოვიდნენ და წავიდნენ, რომ გურჯს საერთოდ არ უნახავს.
ბევრნი ვიყავით, ძირითადი სასაუბრო თემა – რათქმაუნდა ფორუმი… Kate куда мы без него მეგუნას კალთაში რა საამური ყოფილა დაძინება. ჩემი პოზიტიური ადამიანი დავიძინე და სადღაც ღრმად წავედი. შიგადაშიგ ჩამესმოდა ხმები, მაგრამ მაინც ღრმად ვიყავი წასული… მერე გამოვფხიზლდი და რაღაცნაირად მომერიდა. მერიდება ხოლმე, როდესაც ვინმე მძინარეს მიყურებს… მე რომ სხვის ძილს ვუყურებ, მაგრად მიყვარს… რა მაგარი რამეა სხვის სუნთქვას რომ უსმენ…Kate განსაკუთრებით პატარა, თოთო ბავშვების
დილის 10 საათი იყო, რომ გამოვედით მე და მეგუნა. ღმერთო, რა სიცარიელე…. ის ფილმი გამახსენდა, The Virgin Suicides კირსტენის გმირი გამთეენიისას რომ ბრუნდება სახლში და ეს მელოდია… რაღაც საოცარი სიცარიელე… საშინელი ცივი ქარი და ყინულსა და თოვლს შორის რაღაც ფეხებქვეშ. საშინელი სიცივე. ავტობუსები, პატრული მანქანები და რა??? მხოლოდ რამდენიმე ჩვეულებრივი დანიშნულების მანქანა. სხვა არაფერი… გაჩერებაზე ვიღაც უცნობი მამაკაცი, რომელიც ახალ წელს მილოცავს და კანფეტს მიწოდებს. მე ესეც მიკვირს… მერე რომელიღაც ავტობუსი და იგივე მამაკაცი: მე ამით მივდივარ და თქვენ არ მოდიხართ??? დიღომში მიდის თუ რამეა… ზრდილობიანად ვემშვიდობები და კიდევ ერთხელ ვულოცავ.
ქუჩაში აქა–იქ ჩემნაირი ღამისმთეველი, მოხეტიალე ახალგაზრდები. ძირითადად ჩემზე 4–5 წლით უმცროსები. (აქ ისევ მეღიმება )
სახლი…
ფეხაკრეფით შესული მე…
სხეულის ჯერ გალღვობა, შემდეგ გათბობა, შემდეგ გაცხელება…
უკვე 11–ის ნახევარი…
და ძილი…ჩემს ცივ ლოგინში…საღამოს 8 საათამდე…
ბედობასაც გილოცავთ ყველას… ღმერთს ებარებოდეთ და იმას გისურვებთ, რაც თავად გსურთ…

ნახვამდის 2008–ვ…
ქვეყნისთვის საკმაოდ მტკივნეული იყავი, მეტი არ გვინდა. საკმარისი იყო…და ზედმეტიც….
ნეიტრალური ჩემთვის… მორიგი კარგებითა და მორიგი ცუდებით…
თუმცაღა როგორც ვიღაცამ თქვა…
ყოველი დილა ახალი სიხარულისთვის რომ არ გვაღვიძებდეს და ყოველი საღამო ახალ იმედგაცრუებებს რომ არ გვიტოვებდეს, განა ღირდა ეს ცხოვრება ეს ცხოვრება გახდად და ჩაცმად?!

ეს თქვენ განწყობისთვის..

თოვლიანი სიჩუმე

რარიგ გრძელი ყოფილა ქეთევან წამებულის გამზირი ფეხით მოსიარულეთათვის…

ტექსტი READ-MORE-ს შემდეგ

მიღებულ–გაგზავნილი სიტყვები…

აზრზე არ ვარ რატომ მომინდა ამ ყველაფრის აქ დაწერა…
სმს–ები…
მსნ speech–ები…
ერსონალური ესიჯები…(Personal Messages) კიარადა…ანუ პმ–ები..
ფორუმზე დაწერილი პოსტები…
არვიცი მართლა…
უბრალოდ მომინდა…

1)მზიური..
ოქტომბერ–ნოემბერი…
პუშკინამ(ფორუმელი Andy_Kaufman) შეპირებული 2 ცალი ბაუნტი მომიტანა…
საქანელებზე ვსხედვართ…
უფრო სწორად ის ზის და მე ვქანაობ ისე,რომ ლამისაა თავ–პირი გავიერთიანო..
წინა დღეს “ჩოლკა” შევიჭერი…
მე – ეეე, რატომ არ იმჩნევ ჩემს ახალ “ჩოლკა”–ს??? Kate Kate
დაბნეული ლევანჩიკა – “ჩოლკა”? აბა ადრე როგორი “ჩოლკა” გქონდა????

ძალიან მიყვარს…რაღაც არანორმალურად კარგი ბავშვია…Kate

2)26 ნოემბერი…
თამოსთან სახლში…
ჩემი ტირილის შემდეგ ღამით მის მიერ გამოგზავნილი სმს–ი…
მე – ძალა არ მაქვს, არც გამბედაობა…
თაკა – გაქვს.დამიჯერე..მე ვიცი, რო გაქვს. მე ვიცი და ვხედავ შენში პატარა, თბილ, მაგრამ ძლიერ ქალს…ჰოდა დამაჯერე, რო არ შევმცდარვარ..დამაჯერე, რო ის ხარ, რასაც ვხედავ.
მე – შევეცდები.
თაკა – ჩემი ჭკვიანი გოგო. აი ასეთი ქეთი მე უკვე მომწონს.. აი დღეს რომ გიყურებდი , ჩემი თავი მედგა თვალწინ.. მართლა, მართლა..ხოდა მე მჯერა, რომ შენ შეძლებ და გაძლიერდები.. მე მჯერა, რომ ბევრ რამეს სხვანაირად დაუწყებ ყურებას. ბრძოლა უნდა ისწავლო ქეთ, ისე მოგსპობს ეს ცხოვრება და ბოლოს მოგიღებს. ბრძოლა კი საკუთარი თავიდან და ემოციებიდან უნდა დაიწყო. საკუთარ თავზე გამარჯვებაა, დამიჯერე. მეც არ მჯეროდა, მაგრამ მასწავლა და ახლა დავრწმუნდი, რომ ეგრეა…

3) msn conversation.
ის – მადლობ კარგად, თავად?
მე – გენაცვალე მომერიდა და იმიტომ
ის – კაი მაშინ პკ
მე – არა მოიცა კიარადა არა მოდი აქ. იყავი აქ უბრალოდ მომერიდა მოსალმება
ის – რატომ?
მე – იმიტომ, რომ რავიცი თითქოს გავბანძდი და გავაბანძე ჩვენი ურთიერთობა რა დებილობაა ხო? არადა ვცდილობ არ გავაბანძო რადგან შენ არ ხარ ჩემთვის ის ტიპი, რომ დაგიკიდო პირიქით შენ კაკრაზ რომ არ ხარ ეგ ტიპი მაგრამ მე მაინც ვბანძდები…
ის – რა ტიპი?
მე – რომლის დაკიდებაც მე მინდა, მაგრამ მე ვბანძდები…
ის – უნდა დაიკიდო 🙂
მე – არა..
ის – კი.
მე – ხომ იცი, რომ არ ვიკიდებ ხომ იცი, რომ ვერ… უბრალოდ მეც ვბანძდები, მასოვკა ვხდები არ მინდა არც ერთი და არც მეორე. არ მინდა. მთელი ცხოვრება თუ არა ნახევარი მაინც ვცდილობ მასოვკა არ ვიყო, მაგრამ აი ახლა ვხდები და ამაზე ნერვები მეშლება, მაგრამ სხვა გზა თითქოს არც მაქვს დინებას მივყვები. დაე, იყოს, რაც არის და რაც იქნება… თითქოს ჩემზე არც არის ეს დამოკიდებული… ეს გარემოების ბრალია თითქოს არვიცი ტვინი არეული მაქვს და შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, ვინც გონებას მიხსნის:) მაგრამ შენთან, ზუსტადაც რომ შენთან, შემცირებული სიხშირით მაქვს ურთიერთობა იმის გამო, რომ ვბანძდები
ის – რატო ბანძდები?
მე – მიყვარდება და იმიტომ…ვდებილდები.. ერთხელაც იქნება ეს გრძნობა დამამარცხებს…სამუდამოდ ბოლოს მომიღებს…
ის – ვერ გავიგე ვერაფერი
მე – კაი დაიკიდე…
ის – თქვი…
მე – არა, დაიკიდე…
ის – მითხარი!!!
მე – სისულელეა არ ღირს ამის სმენა კიარადა კითხვა…
ის – მითხარი…
მე – მიყვარდება…
ის – მერე ცუდია ეგ?
მე – ცუდია აბა კარგია?
ის – რატოა ცუდი?
მე – რომ ვბანძდები კარგია? მასოვკა რომ ვხდები, კარგია? დებილი რომ ვხდები, კარგია?
ის – რატო ბანძდები ?რას ერჩი მაგ ადამიანს? რატო ხდები დებილი?
მე – სიყვარული რომ ადებილებს, არ იცი?
ის – უბერავ შენ ხო იცი
მე – ვიცი
ის – მაშინ დაჯექი სახლში და გახდი შინაბერა
მე –

3) მე …
მეგუნა, მე და გიორგი…
მე მეგუნას – That member’s Personal Messenger box is full and is unable to accept any new messages.

იქნებ ვკვდები Kate….
მეგუნა – გავათავისუფლე პმ-ბოქსი
იმ აზრზე ვრჩები, რომ ყველაზე ემოციური თევზი ხარ ჩემს ნაცნობებს შორის : )))
გიორგი მეგუნას – ემოციური აღარ ქვია მაგას … რაღაც სხვა ქვია ზეემოციურიც არა … რაღაც კიდე სხვა
მეგუნა გიოს – მაგ თვისებით ყველასგან გამოირჩევა და ეგეთი გვიყვარს ყველას, მაგრამ საკუთარ თავს ვნებს ხოლმე
მე თამოს –მე შენთან ვარ რაც არ უნდა იყოს..
და ვინც არ უნდა გაქციოს ზურგი…
გამგები გაგიგებს…
და არგამგების დედაც მოვტყანთ მეც და შენც

4) sms
მე – ვიცი, რომ არ გაქვს ანგარიშზე, მაგრამ მკიდია. ახლა ცხელ რადიატორსა და ფეხებზე ის “ადიალა” მაქვს გადაფარებული, რომელშიც დედაჩემი მხვევდა, როცა ახალშობილი მერქვა. ჩემი ტანის სიგრძისაა, წითელია და პატარა გოგო ახატია. “გოგოიანი ადიალა” ჰქვია ჩემს ოჯახში. ჩემს შვილსაც ამაში გავახვევ, რომ მეყოლება. ჩვენს სიმღერას ვუსმენ და თხილიან შოკოლადს მივირთმევ. ხო, ჩვენს სიმღერას. არ არის დრო, რომ ჩვენი სიმღერა გვქონდეს??? ხოდა გვაქვს .. თუ არ მოგწონს, სხვასაც ავარჩევთ, მაგრამ ესეც იყოს… კიდევ ბევრი რამე მინდა მოგწერო, მაგრამ შენს ტელეფონს ვეზიზღები და ვერ დაიტევს დიდი მესიჯს… უბრალოდ მენატრები და შენთან მინდა

message pending……………..

და ძლივს რამდენიმე საათის შემდეგ
delivered…

5) skype
ის – ხო, რა მინდოდა მეთქვა… ის სმს ბოლომდე არ მოვიდა :S რაღაც ტექსტი მოჭრა…
ჩემს შვილსაც ამას მოვახურებო, მაგის მერე აღარ იყო.
მე – კაი დაიკიდე.. ვიცოდი.. რომ რაღაც ეგეთი დაემართებოდა მაგ სმს-ს…
ის – გადმოგზავნე მაგის მერე რაც იყო… მაინტერესებს
ამ ტელეფონში მარტლა ცოტა ეტევა :S ჩემი ძმისაში უფრო მეტი…
მე – ბლოგზე ვწერ და ნახავ მერე…
ის – უი მართლა??? დღეს რომ მივალ სახლში, ვნახავ…

ნახევარი საათის წინ…
6) sms
ის – დედა ვატირე მე ამათი , შუქი არ მაქვს, რაც მოვედი სახლში… დაწერე უკვე თუ ჯერ კიდევ მანდ ხარ???
მე – დავწერე…
ის – ამდენი ხნის ნაწვალები საინტერესო იქნება…

კურიოზია ფაქტიურად… KateKate

ექიმმა სთქვაო…

ხოდა…
ექიმმა კიარადა…
მომავალმა ექიმმა…
კიარადა ნატოშამ თქვა და ისა…


არ ვაპირებ ამის გამო ან ჩემით მოვიხნა ტვინი ამ ჩემს უსაყვარლეს ადგილას…
კიარადა ანუ ჩემს ბლოგში…
ან ვინმეს მოვახნევინო ტვინი…
თუ ვინმეს რამე არ მოგწონთ ჩემი ბლოგი და მისი კონტენდი…
კიარადა… შემადგენლობა…
შინაარსი…
ტირილები…
“კიარადა”–ები…
“გეზიზღები”–ები…
“სიკვდილი მინდა”–ები…
დედის გინებები…
უმუზობები…
და ა. შ.
ჩემს ბლოგს არ მიეკაროთ…
სხვა დანარჩენისთვის კი ნატოშას პოსტი
ნატ, ძალიან მიყვარხარ…
და ამ პოსტის შემდეგ ხო საერთოდ…Kate

უბლოგერობის შემდეგ

მთელი ეს კვირა…
კიარადა ორშაბათიდან დღეის ჩათვლით თავს ცუდად ვგრძნობდი, რომ ბლოგი გათიშული იყო…
კიარადა…
ანუ ბლოგერი, თორემ ვორდფრესი მგონი ჩვეულებრივად განაგრძობდა ფუნქციონირებას…
ხოოოოოდა, ე. ი. რა მინდოდა მეთქვა…
მთელი ეს 6 დღე საშინლად ცუდად ვგრძნობდი თავს…
ბევრი რაღაცის დაწერა მინდოდა…
ბევრი “მე”–ს დაწერა მინდოდა…
კიარადა, ანუ ბევრი ემოციის…
დადებითი ემოციის…

მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი…
მივხვდი, რომ უკეთესი იყო, რომ ბლოგი გაჩუმებული იყო სადღაც სივრცეში…
თორემ ბევრ ისეთ რამეს დავწერდი, რასაც უკვე ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში ვინანებდი…
ხოდა, რომ არ ვინანო…
ამიტომაც მადლობა, რომ მე პირადად ბლოგი გამითიშეთ…
დიდი მადლობა კავკასუსს…
თუ რავიცი რას…

ხოოო…
რაც შეეხება იმას, რომ ვარ თუ არა შეყვარებული…
გეტყვით იმას, რომ არ ვარ…
არ შემიძლია მე ჩემი საუკეთესო მეგობრების მიტოვება და მიგდება ყავის სახლში…
და მის მეგობრებთან მისვლა საბილიარდოში, თითქოს ისინი ჩემები იყვნენ…
და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის შეწუხებული სახით იჯდა ჩემებთან…
და გაღიმებულით თავისებთან…
მე კი ორივეგან გაღიმებული ვიჯექი…
თუმცა გიგი (Starfucker)რომ დავინახე, ვთხოვე, ძალიან მაგრად ჩამხუტებოდა…
მიყვარს ეს ბავშვი…
იმანაც ლამის წელში გამწყვიტა…
გენათალეეე…

ზარი…
სადარბაზოში შესვლამდე 4 წამით ადრე…
და ფრაზა: “სად ხარ?” – შეწუხებული ხმით…
ეს იყო რაღაც კატასტროფულად მიუღებელი…
არ შემიძლია ეჭვიანობის მოთმენა…
კონტროლი…
ბორკილების დადება…
მართლა ცუდად გავხდი…
ძალიან ცუდად…
ღრიალი მინდოდა…

თავისუფალი მინდა ვიყო…
და თუ სიყვარული თავისუფლების შეზღუდვაა, არ მინდა საერთოდ…
საერთოდ არ მინდა სიყვარული…
გავგიჟდები…
ისედაც გიჟი, საბოლოოდ გავგიჯდები…
არ შემიძლია იმაზე ვთქვა უარი, რაც ისედაც ძლივს გამაჩნია..
რაც ისედაც ძლივს მოვიპოვე…

არ შემიძლია ასეთ კარგ ადამიანთან ყოფნა…
რადგან ის ზედმეტად კარგია ჩემთვის…
საოცრად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან…
საოცრააააად…
ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით …
ის მიწაა…
მე – ცა…
მე სადღაც ღრუბლებში დავფრინავ და მინდა ვარსკვლავებს ვეთამაშებოდე…
არ შემიძლია მის გამო ფრთების მოჭრა…
უბრალოდ არ შემიძლია ჩემს ცხოვრებას ვუღალატო…
უბრალოდ არ შემიძლია…
ჩემი პრინციპების ღალატი…
იმას სიმშვიდე უყვარს…
მე – სიგიჟე…
იმას არ უყვარს დისკოთეკა…
მე შემიძლია მთელი კვირა არ გამოვიდე კლუბიდან…
მთელი ეს 3 დღე არვიცი რა ხდებოდა…
თითქოს კარგად ვიყავი მასთან, მაგრამ დღეს ორმაგად კარგად ვარ, როცა ისევ ისე მარტო ვარ…
როგორც წინა კვირას…
წინის წინა კვირას…
კიდევ იმის წინა კვირას…

არვიცი ეს რა შუაშია, მაგრამ…
გუშინ მარაზმასთან მიმავალ 149–ში ერთი გოგო ისე მომეწონა და მინდოდა მეთქვა, რა ლამაზი ხარმეთქი, მაგრამ ჩუმად ვუყურებდი… შემიყვარდა გოგო…
დღეს, პეკინზე, ყურთსასმენებგარჭობილი, გერმანული ნაგაზი მომიახლოვდა გიჟურად…
პატრონი კი არსად იყო…
შევცბი უცებ…
შემეშინდა იმ ძაღლის, რომელზეც ჭკუა მეკეტება, ისე მიყვარს…
მერე გამოჩნდა ძალიან სიმპატიური ბიჭი საბელით (“აშეინიკი”)…
შევხედე და მე მიცინოდა…
მეც სიცილი ამიტყდა…
ასე ჩუმად ვუცინოდით ერთმანეთს…
არაფერი…
ჩაიარა თავის გერმანულ ნაგაზთან ერთად…
აი ხო, თითქოს არაფერი…
მაგრამ ეს ბიჭიც შემიყვარდა თავისი გერმანული ნაგაზით…
ხო, ეს ორი რაღაც რა შუაში იყო, არვიცი მართლა…

ხოდა, სანამ ჩემი და მისი ურთიერთობის მე–3 დღე იყო გუშინ და არა მე–17, გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა მერე უფრო ცუდად და მტკივნეულად გამოსულიყო ყველაფერი…
ხოდა ამიტომაც დღეს დავამთავრე ეს ურთიერთობა…
მისთვის (და მამენტ ჩემთვისაც) ნაკლებად მტკივნეული რომ ყოფილიყო…

წავედი ახლა…
ნუცა მელოდება…
დისკოთეკაზე მივდივართ, შარდენზე…
აი დღეს იმდენი უნდა ვიცეკვო, რომ გადავიხსნა ვენები…
ფეხებიდან სისხლი მდიოდეს…
რომ სხვა სამყაროში გადავიდე…
იმ სამყაროში, სადაც რეალურად ვცხოვრობ…
Party Fever არის ერთ–ერთი ტეგი ამ პოსტის…
წავედი…