8 Jahre und Verlassen

დღეს მორიგი 27 ოქტომბერია და, რა თქმა უნდა, მე ტრადიციულად ბლოგის იუბილეს ვზეიმობ. 8 წელია ვწერ. 28 წლის ვარ ახლა და 20 წლისას დავიწყე სრული უაზრობებით. მე ისევ ის K8 ვარ, რომელიც ბლოგს ჩემი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ და ვწერ ყველაფერ იმას, რასაც მინდა და როგორც მინდა.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, როგორ ავირჩიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მე-4 კლასელმა 9 წლის მაღალმა მაჭკატმა გერმანული ენა, როგორ მივედი სახლში და ვუთხარი დედაჩემს: “აუ ხო, რა ვიცი, დამრიგებელმა მკითხა, ინგლისური გინდა თუ გერმანულიო და მე გერმანული ავირჩიე, ინგლისურს ხომ უკვე ვსწავლობ?!” და არც იმას დავსძენ, მამაჩემს როგორ ესიამოვნა ეს ამბავი. მე არც იმას მოგიყვებით, 19-20 წლის ასაკში როგორ ვფიქრობდი გერმანიაში მაგისტრატურის გაკეთებას. შესაბამისად, არც იმას გიამბობთ, როგორ ვსწავლობდი 2007-2009 წლებში გერმანულს Goethe-Institut Tbilisi-ში და კერძო მასწავლებელთან. მე არც იმას გადმოგცემთ, სახის როგორი ამყრალებული გამომეტყველებით მითხრა ჩემმა უფროსმა რიგით მეორე სამსახურში გასაუბრებაზე, რა გინდა გერმანიაში, აქაც შეგიძლია მაგისტრატურა გააკეთოო. მე არც იმას გეტყვით, როგორ მივანებე გერმანულის სწავლას თავი მალევე, როგორც კი სიარული დავიწყე ამავე სამსახურში. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო verlassen. Continue reading

ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით

გახსოვთ ფილმი „A Family Man” ნიკოლას კეიჯისა და თეა ლეონის მონაწილეობით? ჰო, აი ის, რომლის გამოც დევიდ დუხოვნიმ კეიჯზე იეჭვიანა (რეალურ ცხოვრებაში დუხოვნი 2000 წელს თეა ლეონის მეუღლე იყო). და კიდევ ის, სადაც ნიკოლას კეიჯის ცხოვრება 180 გრადუსით იცვლება, როდესაც ის მაღაზიაში შეიარაღებულ დონ ჩიდლს ხვდება. ფილმი ხომ ფილმად მიყვარს და პლუს, ციტატების დამახსოვრება ცალკე ჰობია. არ ვიცი ამას როდის შევწყვეტ, ალბათ არასოდეს. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ ფილმის რამდენიმე ციტატა ისე ძლიერ მაქვს გონებაში ჩარჩენილი, რომ ბარემ რეალურ ცხოვრებაშიც ვიყენებ. თუმცა, არსებობს მილიონობით თუ არა, ათასობით ფილმი მაინც, რომელთა არათუ ციტირება არ შემიძლია, არამედ ნანახიც არ მაქვს. მაგალითად: “მაკულატურა“, „მატრიცა“ და ა.შ. ო ღმერთო, საიდან სად წავედი 😀

ჰოდა, გახსოვთ „A Family Man”? იქ დონ ჩიდლი ეძახის ნიკოლას კეიჯს „Jack”-ო, რაზეც კეიჯი გაკვირვებული პასუხობს, საიდან იცი ჩემი სახელიო. ჩიდლი კი მიუგებს, ყველა თეთრკანიანს “Jack”-ს ვეძახიო.  ფილმი ათ წელზე მეტია ხანია, რაც გამოსულია და ეს ფრაზა რაღაცნაირად გონებაში მაქვს ჩარჩენილი. ქართულ რეალობასაც ადვილად მოვარგე და დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ადამიანთა ტიპის, ეროვნებისა თუ გარეგნობის მიხედვით მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. აი მაგ. ყველა გვანცა არის ცვანგა და ა.შ. ფჰჰჰჰ, ჩემი სულელური აკვიატებები. ახლა ის ავიკვიატე, რომ ყველა გერმანელი მამაკაცი ლუდოა, უფრო სწორად ლ’უდო. კიდევ ყველა ფრანგი მამაკაცი ფრანსუაა, ყველა ინგლისელი სტივენი, ყველა ამერიკელი ჯეკი ან ჯონი, ყველა რუსი ალექსანდრე ან სერგეი და მოკლედ, პრინციპი საკმაოდ მარტივია. არ ვიცი ლუდოები რა ტიპები არიან და მე ყველა ტილ შვაიგერი მგონია. ვნახოთ მოკლედ 😀  Continue reading

Don’t Date Me

Don’t date a girl, who travels.

She is the one with messy hair.

Anytime she goes away.

Her days are ruled by the Sun and the Moon.

Every place she’s been remind her, that she must let go. And she goes.

So never date a girl, who travels. And if you fell in love with one, let her go.

Transit N 1

რეისი: თბილისი – სტამბოლი

აეროპორტში ასე მიწურულში პირველად მივედი. როდესაც შედიხარ, ჩანთების სკანირება ხდება. იცით ალბათ ყველამ და ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ეს არის ბარგის შემოწმების მეთოდი აეროპორტებში. წარმოიდგინეთ სიტუაცია: მაქვს ორი-სამი ჩანთა ჩემოდნიან-ხელჩანთიან-ლეპტოპიან-ფოტოაპარატიანად, ნუ ჰა ოთხი ჩანთა. დავდე 1 ჩანთა და  ამ დროს ვიღაც სოფლელი, რეგვენი, იდიოტი (არ მერიდება ამ სიტყვების, რადგან გაცოფებული ვიყავი ამ ფაქტის ხილვისას) ქალი თავის პატარა ხელჩანთას ტენის ჩემი ჩანთის შემდეგ. არადა, მე ჯერ არ მქონდა ჩემი მთელი ბარგი დადებული. ანუ შუაში ჩამიხტა. ისე გავცოფდი, ემოციები ვერ მოვთოკე. მე წარმატებით გავიარე დეტექტორი და რას ვხედავ 😀 ამ ქალის ხელჩანთა ამ დეტექტორმა ჩაიხვია 😀 ახია! ნუ მე რომ ამ ქალთან ემოციები ვერ შევიკავე, ეგ უკვე აღვნიშნე. რაღაც მივაძახე. პასუხად არც “უკაცრავად, მეჩქარება” და არც არაფერი. ნუ მოკლედ. ეს საქართველოა. ქაჯეთის ქვეყანა.

რეგისტრაცია უკვე დაწყებული იყო. უცებ ჩემი რეისი მოვძებნე და ჩავდექი რიგში. იქ სადღაც, რამდენიმე დეციმეტრში ქართველების ჯგუფი ჰიმნს მღერის მთელ ხმაზე. მღერის არა, გაჰკივის. ო ღმერთო. მალე ავიდე მეორე სართულზე. მერე უცებ მახსენდება, რომ ყველას აქვს უფლება, მისთვის სასურველი რამ აკეთოს, მათ შორისაა სიმღერაც. Continue reading

A Minha Mala

იცით როგორ ვარ? მთელი დღე ლუარსაბივით მხოლოდ წოლა და ძილი რომ მინდა, აი ეგრე. მაგრამ ლუარსაბს ჭამაც უყვარდა, ცხონებულს 😀 მე ეგეც მეზარება და შესაბამისად, ბოზბაშისა და ჩიხირთმის ერთმანეთისთვის შედარებისთვისაც არ ვიწუხებ თავს. ჭამითაც მთელი დღეები მხოლოდ ორცხობილა (იგივე сухарь), ყველი და ბორჯომი (რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ვერ ვიტან). ჰო, ლუდისა და ჩიფსების ზედმეტმა მიღებამ (“передозировка”-მ ანუ) თავისი ქნა, კუჭი ამატკია. ანუ ძილისთვის მეტი დრო მრჩება 😀
დღეს 04 ივლისი თენდება და ლოგინთან ახლოს (დიახ, ლოგინზე ვარ წამოწოლილი ლუარსაბივით), აქვე ჩემს პატარა მაგიდასთან ჩემოდანი მიდევს. რამდენიმე დღეა აკვიატებული მაქვს სიტყვა “mala”, რაც პორტუგალიურად “ჩემოდანს” ნიშნავს. A minha mala – ჩემი ჩემოდანი კი ასე გამოიყურებოდა გუშინ.

mala

რამდენიმე კითხვა რომ დავუსვა საკუთარ თავს, პასუხი ერთია
– როდის ვცოცხლობ და არა ვარსებობ?
– როდის ვარ ბედნიერი და გახარებული?
– როდის ვარ აღფრთოვანებული და გასხივოსნებული?
– როდის ვარ შეყვარებული?
– როდის ვარ ცოცხალი?
– როდის ვიცინი ყველაზე მეტს?
– როდის ვარ ყველაზე დასვენებული?

როცა ვმოგზაურობ.
ვიღაცამ მითხრა, შენ მხოლოდ ის ადამიანი გაგიგებს, ვისაც შენნაირად ან შენზე მეტად უყვარს მოგზაურობაო. თავიდან შევიცხადე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი, მაგრამ ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ იმ აზრამდე მივედი, რომ მართლა ასეა.
ხშირად იმასაც ვფიქრობ, რომ 12 თვიანი პერიოდი იმისთვის არსებობს, რომ 11 თვე მოგზაურობაზე ვიფიქრო და 1 თვე ვიმოგზაურო. ხშირად ვითიშები და გადავდივარ სხვა ქვეყანასა და ქალაქში. მოგზაურობა – ეს არის ჩემი ამოუწურავი ინტერესი. არასოდეს მბეზრდება და არასოდეს დავიღლები მისით. Continue reading

Charlie Countryman

***
ამასწინათ თავში დამარტყა: Why not Bucharest? რატომ მაინცდამაინც ბუქარესტი? ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს მომინდებოდა, რომ არა ჩარლი. ხოდა აი ასე სპონტანურად გავეშურე ვიზის ასაღებად. კონსულმა ჯერ ალმაცერად შემათვალიერა, ალბათ გაიფიქრა, იქ რა ჯანდაბა უნდა, რა დაჰკარგვიაო. მაგრამ ჩემს პასპორტში რომ ჩაიხედა, გამიღიმა და ოთახიდან გასვლისას მომაძახა, 10 დღეში დაგიკავშირდებითო. vlcsnap-2013-11-20-15h33m43s226_zps89428bea

***
რა უნდა ვიცოდეთ ჩარლის შესახებ? ის, რომ მისი ნამდვილი გვარია ქანთრიმენი თუ ის, რომ ის რომელიმე ქვეყანას ეტრფის (country man) ?! That is the question. ჩემი აზრით, ორივე. მისი გვარი არამგონია შემთხვევით იყოს სიტყვა “ქვეყანა”-სთან დაკავშირებული. ჰოდა, რას ვამბობდი. აა ჰო. ის ერთი ჩიკაგოელი ბიჭია. არა, ასე არა. ჩარლი არის ძალიან კარგი ადამიანი, თბილი და მგრძნობიარე. ზოგჯერ იმდენად მგრძნობიარეა, რომ მეშინია, ცხოვრებამ არ დაჩაგროს. შეუძლია გარდაცვლილებთან საუბარი. და ზუსტად ის ფაქტი, რომ ჩარლი აშშ-დან რუმინეთში მიემგზავრება, სწორედაც რომ გარდაცვლილი დედის უკანასკნელი სურვილია. წარმოიდგინეთ, ჩარლის მოეჩვენა, რომ გარდაცვლილმა დედამ თხოვა, ბუქარესტში წადიო.

Continue reading

Malta

არ ვიცი, ვინმემ თუ იცის Sliema/სლიემა, Paceville/პაჩევილე, M’dina/მ(ე)დინა, Valetta/ვალეტა. კადნიერებაში არ ჩამომართვათ და რატომღაც ვფიქრობ, ცოტა ქართველს ექნება ისინი ნანახი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა მათზე მოგითხროთ. აქვე ვიტყვი იმას, რომ მალტური ენა – ეს არის იტალიურისა და არაბული ენების ჰიბრიდი. ინგლისური კი ყველამ იცის. აქედან გამომდინარე იგი მეორე ოფიციალურ ენად ითვლება კუნძულზე. დაიჯერებთ, რომ მთელი მალტა არის დაახლოებით თბილისისხელა??? წარმოიდგინეთ, რომ ცალკე ქალაქი არის საბურთალო, ვაკე, ვერა, მთაწმინდა… აი ეგრეა იქ. ანუ ქალაქების სიდიდე არ აღემატება თბილისის რომელიმე უბნის სიდიდეს. აი მაგალითად იფიქრებდი, რომ ისევ სლიემაში ხარ და ამ დროს თურმე პაჩევილეში სეირნობ.

563405_10200355914156037_1097217712_n.jpg
Continue reading

London, England

რაღაცნაირად გულში მაქვს ჩარჩენილი ეს ქვეყანა და როგორც ვინი პუხს არ მიეცა თაფლი, ვერც ღრუბლად გაასაღა თავი და ვერც დათვობით მიაღწია საწადელს, მაგრამ მაინც სკის ირგვლივ ტრიალებს, აი ის შეგრძნება მაქვს მე.

***

პირველ რიგში გეტყვით, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ და თუმც საკმაოდ ძვირია, დახარჯული ფული ღირს ამად. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ეს ქვეყანა.

1. წინასწარ კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. ეს ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრი დრო მოიგოთ და კარგად გაანაწილოთ. ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციაა განსაკუთრებით ბრიტანეთის შესახებ, ფასებით, ადგილმდებარეობით, რჩევებით, დროით.

1

2. ქალაქში მოძრაობისთვის ორიენტაცია აიღეთ აუცილებლად მოსანახულებელი ობიექტების ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე, ასე უფრო ადვილია ქალაქში გზის გაკვლევა. თვითონ ნახეთ გუგლის რუკაზე მოსანახულებელი ობიექტები და მარშრუტი. აუცილებლად ჩაიწერეთ ამ სადგურების დასახელებები. ნუ გექნებათ იმედი, რომ ვინმე ქუჩაში გამვლელი მიგასწავლით, როგორ მიხვიდეთ სასურველ ადგილას. მთელი ჩემი ლონდონში ყოფნის პერიოდში მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. არა იმიტომ, რომ ეზარებათ, არა, ძალიან ზრდილობიანი ხალხია და შეეცდებიან ყველანაირად დაგეხმარონ, მაგრამ უბრალოდ არ იციან (თან ლონდონის ქუჩაში ლონდონელის ნახვა საკმაოდ ძნელია). ამოიღებენ მობილურს და ნავიგაციის მეშვეობით რაღაცას მიგასწავლიან, რაც დიდად არ გამოგადგებათ.
ვინც არ იცის google maps-ს აქვს ფუნქცია (get direction), რომელიც გიჩვენებთ რამდენია დაშორება ორ ობიექტს შორის და რა დროში მიხვალთ იქამდე ფეხით, მანქანით, ან ავტობუსით და უახლოეს მისასვლელ მარშრუტსაც გიჩვენებთ.

2

3. ვალუტა (ფუნტი სტერლინგი) უმჯობესია აქ იყიდოთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით. თუმცა გადამცვლელი პუნქტები ლონდონში ბევრია, აეროპორტებშიც და სადგურებშიც არის.

3

Continue reading

Italian People

რომელი პუნქტის აღწერით დავიწყო, არც კი ვიცი. დადებითით თუ უარყოფითით. თუ სჯობს ერთმანეთში შევრწყა და ისე დავახასიათო ისინი. ან იქნებ ქართველებს შევადარო და საერთო და განსხვავებული შტრიხები ჩამოვწერო. მართლა არ ვიცი.

არიან აფერისტული ბუნებით შეპყრობილნი. სასწაული აფერისტები. 3 დაბნეული გოგო რომ ვეძებდით ჩვენს საცხოვრებელს, გვქონდა მხოლოდ ორგანიზატორების მიერ ინგლისურ ენაზე მოწერილი ამობეჭდილი მეილი, თუმცა საკმაოდ გაუგებარი. ნუ მოკლედ ავტობუსში ჩაჯდომისას ერთ-ერთ მგზავრს ვეკითხებით ამა და ამ შენობას. და ტიპმა ისე უტიფრად მოგვატყუა, რომ მეტი არ შეიძლებოდა. ჩადით ავტობუსიდან და ქვევით ჩადითო. ეგრეც ვქენით. არადა ჩვენი საცხოვრებელი თურმე ზევით ყოფილა. ნუ მოკლედ. მთელი ჩვენი ბარგით ვიფორთხიალეთ უშველებელ აღმართზე. ეგ იყო და ეგ. მივხვდით, რომ იტალიელს არ უნდა დაუჯერო!!!
ქალები – არვიცი იმის ბრალია, რომ ჩემში ლესბოსელური ინსტინქტი მხოლოდ ტელევიზორში ლამაზი ქალის ხილვისას ჩნდება თუ იმის, რომ თავიდანვე სხვა განზრახვით ჩავედი, მაგრამ მე იტალიაში ლამაზი ქალი არ მინახავს. არც კალიარიში და არც რომში. all that Sophie Loren and Monica Bellucci ხალხი მეც სასწაულად მომწონს, მაგრამ ჩვეულებრივი მოსახლეობის რა ვთქვა აბა. ჩვეულებრივები არიან. და თუ ვცდები, მომიტევეთ. მეც წასვლისას ვამბობდი, ულამაზესი ქალების ქვეყანაში ჩავდივარმეთქი, მაგრამ რავიცი აბა. თუმცა მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ იტალიაში ბევრი ლამაზი ქალია.

პოსტი წასვლამდე N 2

დღეს ფბ-ზე დავასტატუსე: “არ მჯერა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სხვაგან გავიღვიძებ.” რეალურად არა მარტო გავიღვიძებ, არამედ დავიძინებ, ზღვაზე წავალ, ქალაქებს დავათვალიერებ და გავერთობი, მაგრამ უშუალოდ გაღვიძებაზე დავწერე. ეს კი იმიტომ, რომ დღეს, გაღვიძებისას, სიზმრიდან გამოსული, რამდენიმე წამი (ალბათ 5-7) აქეთ-იქით ვიხედებოდი. უკვე სხვა ლოგინში ხომ არ ვარმეთქი. ჩემი სახლის ლოგინის დანახვისას კი უზომოდ შემომიტია რაღაც გრძნობამ. ეს გრძნობა ალბათ ნივთების მიმართ მიჩვევა და მათი სიყვარულია. რამდენადაც სწორად ვიცი, ფეტიშიზმი ჰქვია ნივთების სიყვარულს და ალბათ საკმარისი კატეგორიით მახასიათებს, თუმცა მშვიდად ვარ, რადგან მე არ ვარ მარტო. ხალხს უყვარს თავისი მობილური, საფულე, ჩანთა, ტანსაცმელი და კიდევ მილიონი ნივთი. მე მაგალითად ძირითადად მობილურსა და საკანცელარიო ნივთების მიმართ მაქვს მსგავსი გრძნობა.
Continue reading

პოსტი წასვლამდე N 1

დიახ!!!

იდეაში ჩემი ჰაბიტუსი: ყურებამდე გაკრეჭილი და “ვაიმე, რა მაგარია იტალია.” და მთელი ამბები.
რეალურად კი ყოვლად უემოციო (რა გასაკვირია არა??? ), დადებილებული, “გაუღიმარი ხელმწიფე”.
ბავშვი უკვე ხშირად არც თუ ისე სასიამოვნოა ჩემთვის. მისი ტირილი, “ხელში დაიჭირე”, “ერთი წამით შეხედე, რას შვრება”, “კალიასკა ამოიტანე”-ებით, მატერიალური დანახარჯებითა და ა შ.
მატერიალური რა – ჩემი ჯიბიდან არაფერი გადის, დედაჩემის ჯიბიდან გადის და რაც დედაჩემის ჯიბიდან გადის, ის მე მაკლდება, რადგან მე არ მაძლევს ფულს.
ახლა ცოტა უკან ვიწევი ზურგით და ვაჟა-ფშაველას დასაწყისში არქივი რომაა, იმის კენწეროზე დამონტაჟებულ მონიტორზე  L.G.-ის კაშკაშა რეკლამას ვუყურებ. რატომღაც დამჩემდა ღამ-ღამობით, კომპიუტერთან ჯდომისას მისი ყურება. რა უაზრობაა “მამენტ”.
“хорошо сейчас в Берлине” – როგორც ჩემი საყვარელი, რუსული ფილმის “Питер ФМ“-ის ერთ-ერთმა პერსონაჟმა თქვა და ოცნებას გაუყვა. იმის არ იყოს, “კარგია ახლა იტალიაში” – ვფიქრობ მეც და მეც ოცნებას მივუყვები. აგერ ოცნებაც. 
მივდივარ პირველად უცხო ქვეყანაში და სრულიად მოუმზადებელი ვარ. არადა რაღა დარჩა. სულ რაღაც 4-5 დღე. Continue reading

La mia Italia, il mio uomo, la mia vita, la mia ispirazione, il mio incantesimo e qualcosa di molto più

იტალია…

ეს რაღაც საოცრებაა ჩემთვის.
ქვეყანა, რომელიც არაერთი წელია ფარულად თუ ხილულად მიყვარს.
მესიზმრება.
მელანდება.
ხშირად უბრალოდ თვალს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ვითომ მილანისა თუ ფლორენციის ქუჩებში დავიარები. მერე რომსა და ვენეციისკენ მივიჩქარი.
გზად მილიონი იტალიელი მხვდება.
მე ღრმად მჯერა, რომ იტალიაში ყველა ოცნება სრულდება.
რასაც კი მე ჩავიფიქრებ.
წინა კვირას მთელი 7 დღე ძალიან დაღლილი ვიყავი, მინდოდა ლოგინში მეკოტრიალა და ბევრი მეძინა. მთელი კვირა იმდენად დამღლელი იყო, რომ არაფერი დაშავდებოდა საღამოობით თუ დავისვენებდი. ეს დასვენება კი შუა კვირაში დავგეგმე. მაგრამ ალესანდრომ არ მომასვენა. დაკვირვებული ვარ, როდესაც უკიდურესად დაღლილი ვარ, მაშინ არ მანებებს ხოლმე თავს. როცა მასთან ერთად ბოდიალი მინდა, მაშინ ან მივლინებაშია, ან ფეხბურთია რომელიმე სტადიონზე, ან კიდევ რა, ან კიდევ რა.
– andiamo Katarina.
– არა, ძალიან დაღლილი ვარ.
– guardate quello che un tempo meraviglioso, andiamo, per favore.
– ვკვდები, ისე მეძინება. შემეშვი!!!
– no, io voglio uscire e voglio che tu venga con me.
– იქნებ სხვა დროს.
– no, altro momento siamo in due che essere occupato, vieni Katarina.
– oh mio dio, va bene. მოვდივარ. რა ჩავიცვა???
– mettiti quell vestito che ti ho comprato. Ti sta molto bene.
– არ შემცივდება???
– certamente no, fuori fa troppo caldo, il paese e’ in flamme.

ალესანდროს ნაჩუქარი წითელი კაბა ჩავიცვი. გრძელი თმები გადავივარცხნე, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი, ტუჩებზე – წითელი ტუჩსაცხი. ასეთდროს მისთვის “Mia Bella Katarina” ვარ ხოლმე. ზოგჯერ ვფიქრობ ეს წითელი კაბა ზედმეტად მოკლე ხომ არ არისმეთქი, მაგრამ არაო და რავიცი. ალბათ მეჩვენება. მისაღებ ოთახში რომ გამოვედი, ჩვენს ძველებურ ტახტზე 2 ბილეთი შევნიშნე. ხელში ავიღე და რას ვხედავ. ლა სკალა. აივანი. საუკეთესო ადგილები. “კარმენი”. მთავარ პარტიას კი ვინ თუ არა ნინო სურგულაძე ასრულებს. ალესანდრო უკნიდან მომეპარა, ხელები შემომხვია და თმებში მაკოცა –  “Mia Bella”  წარმოიდგინეთ ლა სკალას უზარმაზარი თეატრი. ულამაზესი. რამდენი ცნობილი წარმოდგენა დადგმულა აქ და დღეს მე უნდა დავესწრო ქართველი მეცო სოპრანოს სასწაული ნიჭის დემონსტრირებას. მივედით. შესასვლელი გადაჭედილი იყო. როგორც იქნა ადგილები დავიკავეთ და დაიწყო…
გახსოვთ “ლამაზი ქალი”??? აი ის მომენტი, როდესაც რიჩარდი და ჯულია თეატრში არიან??? დაახლოებით მსგავსი სახით ვიჯექი. ნინო შეუადარებელი იყო. ისეთი ვნება, ისეთი ემოცია, ისეთი ტემპერამენტი, ისეთი გრძნობები მოდიოდა მისგან, რომ სანდროს გადავუჩურჩულე: “she’s real Georgian”-მეთქი, რაზეც თანხმობა მივიღე, თუმცა იქვე დაამატა: “Or maybe Italian”. რა ხმა აქვს ამ გოგოს, ვგიჟდები ხოლმე.
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, სანის დიდი მადლობა გადავუხადე.

ამავდროს ბუნებრივ მოთხოვნილებას უკიდეგანოდ შევეწუხებინე, ამიტომაც მე და ალე გავეშურეთ მისი საყვარელი რესტორნისკენ. ეს ხომ რათქმაუნდა რესტორანი “Sadler”-ია, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. მე გარდა კერძებისა, ინტერიერი მომწონს. ნახეთ როგორი დახვეწილი გარემოა. ალემ უპირველეს ყოვლისა “ბაგრატიონი” მოატანინა. ასეთ დროს ორივეს გვიყვარს ღვინის სმა, არადა ღვინო ჩემგან ძალიან შორსაა, მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო.

ალემ ეს კერძი შეუკვეთა, სულ მავიწყდება მისი სახელწოდება. ხო, აი ეს არის, რასაც აგერ ხედავთ. მე იმდენად არ მიზიდავს მსგავსი “ჩაღლა-ბუღლა” რაღაცეები, რომ მზერაც კი გულს მიწუხებს და შესაბამისად გონებას არ ვიტვირთავ ზედმეტი სახელების დამახსოვრებით. შემადგენლობები ამგვარია: ბადრიჯანი (და აი ამ სიტყვის შემდეგ როგორ უნდა მივიკარო ეს კერძი???? ფუჰჰჰ. ) პომიდორი, მაკარონი, რომელიღაც მწვანილი, სოუსი და კიდევ მილიონი სუნელი თუ ინგრედიენტი. ალე გიჟდება მსგავს კერძებზე და ამასაც რომ მიირთვამს, სიამოვნებისგან კვნესის ხოლმე.

მე კი – იქიდან გამომდინარე, რომ საჭმელში ექსპერიმენტები არ მიყვარს, მირჩევნია ისეთი კერძი მივირთვა, რაც არაერთხელ არის დეგუსტირებულ-შეყვარებული ჩემს მიერ. გარდა ამისა,  ჯერ კიდევ ვცდილობ საქართველოსთან ვიყო დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ისეთ კერძებს მივირთვამ, რომლებიც ახლოს არის ქართულ სუფრასთან. ან ახლოს თუ არა, ვიცი მაინც რისგან მზადდება. აი მაგალითად ეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რა არის ეს და რისგან არის მომზადებული. თან თუ გავითვალისწინებთ მის საოცარ მსგავსებას ქართულ ხაჭაპურთან – გენიალური არჩევანია. სახელია “Cuisine Pizza”. ნუ ერთადერთი ისაა, რომ სოკოიანია და რათქმაუნდა მე არქეოლოგიური გათხრები ჩავატარე და სოკო გამოვიღე. პლუს, გამოვიღე ხახვები. სანდრო მეხუმრება ხოლმე, შენ მართლა ხაჭაპური გდომებიაო, მაგრამ ეგრე არ არის. მე მაინც გულწრფელად მჯერა, რომ პიცას მივირთვამ ხოლმე. ხოდა თუ ვინმე დაინტერესდებით, აგერაა მისამართი: Via Ettore Troilo 14, Milan 20136, Italy.

მეორე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვენეციასა და ფლორენციაში გადავსულიყავით. ალე მაოცებს. შეუძლია სამსახურიდან დაეთხოვოს და მე წამიყვანოს ულამაზეს ქალაქებში. თანაც, გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობს, არაფერი დაშავდება, თუ ერთი დღე სამსახურს გააცდენს და ვენეციაში გადავა. ისე ამბობს, ახლა მე რომ ვთქვა, წამო, ბაკურიანში გადავიდეთ, მაგრამ იტალიელები ყველაფერზე “გადავიდეთ”-ს ამბობენ. ვენეცია – არის საოცარი სილამაზის ქალაქი. უამრავი ხიდით, არქიტექტურული ნამუშევრითა და სახლით. მართლაც რომ სიყვარულის ქალაქია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ამ სიყვარულით აღსავსე არ ჩამოდიოდე ვენეციაში. ეს ალესაც არ ესმის, ამიტომაც ჩამოვედით აქ. “ალე, ხომ კიდევ ჩამოვალთ ვენეციაში???”, თუმცა ალეს არ ესმის ქართული, მხოლოდ უმარტივესი ქართული ესმის.

ფლორენცია კი ეს არის ჩემის აზრით (და არამარტო ჩემი) იტალიის ყველაზე ლამაზი და კულტურულად სრულყოფილი ქალაქი. უამრავი მუზეუმი, უამრავი ძეგლი, კულტურული ობიექტი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩამოვიდე იტალიაში და არ მოვინახულო ფლორენცია.სურათებს გაგიზიარებთ.  მე რომ აღტაცებული ვარ და ემოციებში ვარ, ალესანდრო დამცინის. რათქმაუნდა, ის ხომ ამას ყოველთვე ან სულაც ყოველწელს ხედავს (მინიმუმ!!!), ხოდა რავიცი აბა, რა ვთქვა, უბრალოდ ლამაზია და მე მომწონს.

და მომდევნო დღის მონახულების ობიექტი!!! ადგილი, სადაც ყველა გზა მიდის!!! ქალაქი, რომელიც არ აშენებულა ერთ დღეში!!! (ცნობილი ფრაზაა და ალბათ თქვენც გაგიგიათ : “Rome wasn’t built in a day.”  და მართლაც თუნდაც რად ღირს ის უზარმაზარი, გალავანივით გარშემორტყმული კოლიზეუმი. კოლიზეუმი ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ, ამფითეატრი ფლამიუმი. სიტყვა “კოლიზეუმი” მოდის კოლოსისგან, რომელიც ოდესღაც იქვე იყო, თუმცა შემდეგ გაუჩინარდა და ხალხმაც ის მალევე მიივიწყა, თუმცა “კოლიზეული” კი – დარჩა. ბევრ სურათს შორის რატომღაც ამის დადება მომინდა. ღამით კოლიზეუმში სანათებს ანთებენ და მისი სინათლე მთელ ქუჩას. ძალიან ლამაზია.

უი, ალემ Roman Coliseum Card მაჩუქა. აი ასე გამოიყურება. შიგნით კი ღია ბარათია და “Ti amero’ per tutta la mia vita” წერია. აგერ იყიდება http://www.zazzle.com/roman_coliseum_card-137636222834344884

ისეთი დაღლილები და გათიშულები ჩამოვედით, რომ ჯერ მაცივარს მივადექით და მერე – ლოგინებს. მაგრამ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს უნდა მოუწყო დღესასწაულები.
თვის ბოლოს ვგეგმავთ სარდინიაზე, კერძოდ კი – კალიარიზე (Cagliari) წასვლას და ზღვაზე გარუჯვას. მე მაინც შვებულება ავიღე და სანდრინიოც აიღებს. იმედი მაქვს, კარგად გავერთობით და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად დავისვენებთ. ერთი სული მაქვს.

ეს პოსტი ამ სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია. უთბილესია

დღეს არის 21/07/10  და ეს პოსტი დრაფთებში დევს 29/10/08-დან მოყოლებული. უბრალოდ თითქმის 2 წელი მუზა არ მქონდა ამ პოსტის დაწერის. ახლა კი იტალიის საელჩოსგან პასუხს ველოდები და ვნერვიულობ. არც კი მჯერა, რომ შეიძლება რომსა და კალიარიში წავიდე.