უარი, როგორც სურვილი

ლია ლიქოკელს იცნობთ ხო? თუ ოდნავ მაინც გიყვართ თანამედროვე ლიტერატურა, თვალს ადევნებთ ლიტერატურულ დაჯილდოებებს, მაშინ ლიაც გეცოდინებათ მისი ერთი რომელიმე ლექსით ან ჩანახატით მაინც. თუარადა, ვისაც მე ვყავარ FB-ზე, შეამჩნევს, თუ რამდენად ხშირად ვდებ ხოლმე ჩემს კედელზე მის ნააზრევებს. საკითხი იმდენად ლიას არ ეხება, რამდენადაც იმას, თუ რაც მას რამდენიმე დღის წინ გადახდა: ერთ-ერთ სკოლაში დაპატიჟეს ბავშვებისთვის ლექსების წასაკითხად. ლიამ მისვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად „არ შემიძლია მოსვლა“ თქვა. ამის შემდეგ კი სკოლის დირექტორმა დაურეკა მას და ძალიან უხეში ტონით გამოლანძღა, თავში აგივარდა პოპულარობა, ჯილდოები და მთელი ეს შენი ცნობადობაო. არადა ლია უბრალოდ ცუდად იყო, ლიას უბრალოდ არ უნდოდა მისვლა. ახლა არც ლიას დაცვას ვაპირებ და არც იმ დირექტორის გამოლანძღვას. უბრალოდ მინდა უარის თქმა და ცუდად ყოფნა უფრო დეტალურად და გასაგებად ავხსნა. ოღონდ ავხსნა ისე, რომ არც ჯანმრთელობის პრობლემები, არც ქალების კრიტიკული დღეები ან არც რაიმე სხვა ბიოლოგიური მიზეზები დავასახელო. Continue reading

სილამაზე Viaderm-ისგან

ამასწინათ ვიდექი სარკესთან და საკუთარ სახეს გავყურებდი. ფაქტიურად, არ არსებობს მომენტი, რომ სარკესთან დგომის დროს ამას არ ვაკეთებდე. ერთ წუნს მეორე ემატება და მეც ვღიზიანდები. არადა, კაცმა რომ თქვას, არაფერი ჩემს კანს არაფერი ისეთი განსაკუთრებული წუნი არ აქვს და თუ გავითვალისწინებ ჩემს ასაკს, ფრიად მშვენიერ მდგომარეობაშია.
მიუხედავად ამისა, მაინც ხომ არსებობს რაიმე დანამატი, რაც გინდა რომ მიიღო ასაკის მატებასთან ერთად რადგან, გინდა – არ გინდა, წლებს თავისი მიაქვს. ამასწინათ ერთი კომპანიის პრეზენტაციაზე მოვხვდი, რომელზეც დამაბალანსებელ საკვებ დანამატზე იყო საუბარი. რომ მოვისმინე რა ინგრედიენტებს შეიცავს ეს პროდუქტი, გულში მეღიმებოდა და ჩანიშვნასავით ვაკეთებდი: ეს ხომ საჩემოა, ეს ხომ დამჭირდება, ეს ხომ აუცილებელია. ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ კომპანია “Viaderm”-ის პროდუქტს.

Continue reading

Biaff: Lost in Karastan

ყოვეთვის მოგზაურობისას, რომელიმე უცხო ქვეყნის უცხო აეროპორტში ჩასვლისას ვფიქრობ ხოლმე, რამე გაუთვალისწინებელი, უცნაური და უსიამოვნო არ შემემთხვეს. პასპორტი და ჩანთა მყარად მიჭირავს და მთლიანად მობილიზებული ვარ. ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც სიურპრიზებისთვის არ მცხელა. თუმცა, სიურპრიზებს რა გამოლევს და მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში.
რას წარმოვიდგენდი, თუ თავგადასავლები კარასტანში ჩასვლისას მელოდა.
გამარჯობა, მე ემილ ფორესტერი ვარ. ძირითადად ინგლისელი რეჟისორი, არაძირითადად კი მშვიდი ადამიანი, რომელიც მისდევს ცხოვრების ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ტემპს. ბოჰემა და სიგიჟეები საჩემო არ არის. სადმე რომელიმე წვეულებაზე ყოფნას მე მირჩევნია ჩემი ძაღლი ვასეირნო ლონდონის ბინდიან ქუჩებში. სევდიანიც ვარ, კი. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს ცუდია. სხვანაირი როგორი იქნება ადამიანი, რომლის ქვეყანაში ძირითადად ცივი ამინდებია?!

კარასტანის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. ამიტომ ფრიად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც დილის რომელიღაც საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ქალის სასიამოვნო და მშვიდმა ხმამ მის ქვეყანაში დამპატიჟა. რა უცნაურია არა? იღებ ფილმს, ხდები ცნობადი და ახლა უკვე ყველამ იცის შენი ტელეფონის ნომერი. წესიერად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ერთი ის გავიგე, რომ კარასტანში ფილმების ფესტივალზე უნდა ჩავსულიყავი. კარგი, წავალ, ცოტას გარემოს შევიცვლი. ცოლთან განშორების შემდეგ ეს ნამდვილად მჭირდება.

აეროპორტში დროზე გამოვცხადდი. ფრენასაც არაუშავდა. გზად ჩემს სახლსა და ძაღლზე ვფიქრობდი, არ მიყვარს ქვეყნიდან დიდი ხნით გასვლა და იმედი მაქვს, მალე მოვახერხებ დაბრუნებას. ჩავედი! აეროპორტი დიდი არაფერი, როგორც ვხვდები, ქვეყანა საკმაოდ ღარიბია. ნებისმიერი ქვეყნის სახე არის მისი აეროპორტი. თუმცა ეგ არაფერი, ყველას ხომ არ ექნება Heathrow-სნაირი შენობა-ნაგებობა. პასპორტის კონტროლისას რატომღაც პრობლემა მექმნება. ვერ გავიგე, რა ხდება. უცბად ფეხსაცმლის გახდას მთხოვენ, ხელს მავლებენ და სადღაც მივყავარ. დავიბენი, არაფერი დამიშავებია. ან რას დავაშავებდი, ეს წუთია კარასტანში ჩამოვედი…

Continue reading

Biaff: საკონკურსო მხატვრული ფილმების სექცია

მხატვრული ფილმი ისაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს მთელ კინემატოგრაფიაში. უხერხულად ჩავიღიმებ და ვიტყვი, რომ წლევანდელი ფილმები უფრო საინტერესოდ მეჩვენება, ვიდრე შარშანწინდელი. მინდა წარმოგიდგინოთ ის მხატვრული ფილმები, რომლების წარდგენილნი არიან ბათუმის საავტორო კინოს  მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე.

1) განკურნება – სხვისი ცხოვრება

2) პატარძლები

3) მიჰყევი ჩემს ხმას

4) ფრენკი

5) ლანჩ ბოქსი

6) ძაღლების ველი

7) თავისუფალი ვარდნა

8) ხელნაწერები არ იწვიან

9) გამოსასწორებელი კლასი

10) მოწყვეტილი ვარსკვლავი

I Wanna Go

😦

ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ თბილისს ჭკუიდან გადავყავარ.
უკვე ძალიან დავიღალე.
არა, ნელ-ნელა არა. წასვლა ადრეც მინდოდა, მაგრამ შემდეგ მაინც ვჩერდებოდი მთელი რიგი მიზეზების გამო.
ჩემი 8 მეგობარი წასულია საზღვარგარეთ და იქ ზოგი სწავლობს, ზოგი – მუშაობს.
სულ თვალყურს ვადევნებ მათ იქაურ ცხოვრებას და მიხარია მათი წარმატება.

ძალიან მინდა, შემდეგ ვდუნდები და არაფერი, ვჩერდები.
ვიღაცამ მითხრა ადრე; ესე იგი სათანადოდ არ გინდაო. მინდა! უბრალოდ ბევრი შემაფერხებელი მიზეზია, რის გამოც იძულებული ვარ, გავჩერდე.
თუ არსებობს უბედურება და მოწყენილობა, მათ მეორენაირად “თბილისში ცხოვრება” ეწოდებათ.
Jesus.

სასიამოვნო კვირა საღამოს გისურვებთ ყველას.

all the small :P things

     ამდენი დაძაბული კვირის შემდეგ უკვე ოფიციალურად მომახსენეს, რომ მაქვეითებენ. აქამდე უბრალოდ ჭორები იყო რა თქმა უნდა ჩემ ზურგს უკან. დაქვეითებაზე მეტად ამაზე მომეშალა ნერვები. ერთმანეთში რომ ჭორაობენ და შენამდე მხოლოდ ქირქილი მოდის. მინდოდა მეღრიალა, ისე საშინლად ვგრძნობდი თავს. შენ რომ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვინც იგებს ახალ ინფორმაციას, რომელიც შენ გეხება. ამასთანავე რამდენიმე ადამიანი ან ჩეთში მოგწერს, ან ტელეფონზე დაგირეკავს, კითხვით “რა ხდება, როგორ ხარ???” მაშინ, როდესაც შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვისაც თავიანთ ამბებს უყვებიან. Guys, that 2 cases don’t rule at all 🙂  მერე იყო არჩევანის გაკეთების რამდენიმე საათი. რამდენიმე რა, დაახლოებით 2-2,5. ამის შემდეგ იყო არჩევანი წასვლასა და დაქვეითებას შორის, მე დაქვეითების ორი შესაძლო ვარიანტიდან შედარებით მოსახერხებელი ავირჩიე და პასუხს დაველოდე. არ მესმის, რატომ აძლევ ადამიანს არჩევანის საშუალებას, როდესაც საბოლოო ჯამში მაინც ისე აკეთებ, როგორც შენ გინდა?! მოვიფიქრებთ და გადავწყვიტავთ, ეგრე თუ გამოვაო. ანუ ეს ერთგვარი ილუზიის მიცემის უნიჭო მცდელობაა ხო??? ნუ მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადაწყდა, რომ სხვა განყოფილებაში გადავდივარ. ორშაბათიდან მეწყება ტრეინინგები და ჯერჯერობით ვიქნები ჩვეულებრივ რეჟიმში.

– ები

  • დილის 10 საათიდან მეორე დღის 10 საათამდე ვიქნები. ანუ 24 საათი ძილის გარეშე. ვთვლი, რომ ეს საკმაოდ უსიამოვნო ამბავია ჩემი ა) ნერვული სისტემისთვის, ბ) თვალებისთვის, გ) ორგანიზმისთვის ( რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე, როდესაც უძინარი ვარ, კისრიდან მუცლამდე სიცარიელის შეგრძნება დამივლის ხოლმე)
  • წარმოიდგინეთ ამხელა შენობაში მარტო მე და სადღაც, რომელიღაც ოთახში რამდენიმე მამაკაცი, სახელად “დაცვა”. ნამდვილად არ არის სასიამოვნო შეგრძნება.
თუმცა აქ გავიხსენებ ციტატას ჩემი დიშვილისა და ახლა უკვე ჩემი საყვარელი მულტფილმიდან “Маша и Медведь”: Главное красиво поклониться! (ვინც ვერ მიხვდით, რაზეა საუბარი, ინებეთ ლინკი, სამწუხაროდ არა youtube-ის ანუ მაშამ არ იცის დაკვრა, მაგრამ ერთი პოზიტიური ფრაზით ამხნევებს საკუთარ თავს. ხოდა აი მაშასი არ იყოს…
+ ები
  • მერე რა, სამაგიეროდ მომდევნო 3 დღე თავისუფალი ვარ და ძილის საშუალება მექნება. 
  • 3 თავისუფალი დღე ნიშნავს, რომ სხვა წინადადებზე შემიძლია თანხმობა განვაცხადო და ეს ისე მიხარია, რომ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. მინდა ჯერ ჩავჯდე კალაპოტში და მერე მოვიძიო რაღაც-რაღაცეები. პლუს, ყველაფერ დანარჩენ საქმეებსაც მოვასწრებ. 
  • არ ვნახავ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ნერვებს მიშლიან და მაღიზიანებენ. ვიქნები ერთ პატარა, მყუდრო ოთახში სიმშვიდესა და სიწყნარეში ( ნუ დღისით სულ რაღაც 3-4 ადამიანი მაქსიმუმ და არა 20 და + უცხო ხალხის შემოსევები. 
  • ულიმიტო ინტერნეტი ( ნუ ეს ისედაც მქონდა, მაგრამ ახლა უკვე ფბ-ის ექსტრაქტით) + ტელევიზორი ( ამ ყუთს სახლში აღარ ვეკარები, არათუ სამსახურში, მაგრამ ალბათ მაინც ჩავრთავ ხოლმე მრავალფეროვნებისთვის) + დივანი ( აბა მთელი 24 საათი ჩემი მტერი იჯდეს სკამზე!)
  • დავიდგამ მაგიდაზე საჭმელს/სასმელს. როცა მინდა, მაშინ შევჭამ/დავლევ, ვერავინ დამინახავს. წავიღებ წიგნს, წავიკითხავ. დაბალ ხმაზე მუსიკასაც ჩავრთავ. 
  • ჩავიცვამ, რასაც მინდა. არანაირი დრეს-კოდი!!!!!! (ეს ჯერ კიდევ არ იცით რამხელა პლუსია!!!!)
  • და ალბათ ყველაზე დიდი პლუსი: ხელფასის მატება!!!
ამ ყველაფრის შემდეგ ცოტა არ იყოს და სკეპტიკურად ვუყურებ სიტყვას “დამაქვეითეს”. ჩემს ფიქრებსა და აზრებს მოვათავსებდი ქვაბში, რომელსაც დავარქვამდი “ინკოჰერენტულად ვარ”.
zzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzz გადავახვიეთ.
ამ ამბის პარალელური ფაქტები….
ფაქტი N 1
ამ ამბით შეწუხებულმა და ერთ ადამიანთან არც თუ ისე სასიამოვნო საუბრის შედეგად  დავწერე მეილი და გავუგზავნე. მეილის შინაარსს არ დავდებ, მაგრამ საკმაოდ ემოციურ განწყობაზე მყოფი რომ სასიამოვნოს არაფერს დავწერდი, ფაქტია. საღამოს, სახლში მისვლისას კი მომივიდა: 
ადამიანი N 2
 :love: :love:

ადამიანი N 3
ჩემი და. (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ)

და მე მართლა ძალიან მიხარია, რომ ამ ეტაპზე სამი ყველაზე ახლობელი ადამიანი ჩემ გვერდითაა. 

შა მაგარია! 

kid a

წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც რაღაცას აშავებს. „რაღაცა“–ში ბევრი რამის წარმოდგენაა შესაძლებელი. მაგალითად, რამეს ამტვრევს, ტეხავს ან კიდევ მილიონი სხვა რამ. და რატომ??? იმიტომ, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. არსებობს მეორე ადამიანი, მასზე უფროსი, რომელიც ცდილობს ამ პატარა ბავშვს აუხსნას, რომ ეს საქციელი არ არის კარგი საქციელი. უხნის არა ერთნაირად, არამედ მრავალნაირად, მრავალი განსხვავებული გზით. უნდა, რომ ეს პატარა ბავშვი უკეთესი გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე თავნებაა და როგორც თვითონ უნდა, ისე იქცევა. და ეს უფროსი ადამიანი ბედნიერია. კიარადა ორივე ბედნიერია. ბავშვიც სწავლობს უფროსისგან და უფროსიც ხედავს შედეგებს. ბავშვი არაფერს ტეხავს და უფროსი ძალიან უყვარს. ცხოვრობენ ისინი მეგობრულად და კარგად.

გადის დრო, მათ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, რომელიც ცივდება. უფროსი ცდილობს მკაცრი იყოს და ამიტომაც ცდილობს დისტანციის შეგრძნებას მიაჩვიოს ბავშვი. ბავშვი ამას ძალიან განიცდის, რადგან მის გარდა არავინ ჰყავს გულშემატკივარი. და ამ დროს ის ისევ დაჯდება და დაიწყებს რაღაცის მტვრევას. თუმცა ეს ხდება მხოლოდ ერთხელ და ამის შესახებ უფროსს არაფერს ეუბნება. თვლის, რომ უფროსისგან ერთი ამბის დამალვა არ არის დიდი დანაშაული.

გადის დრო. ბავშვი ხვდება, რომ არ უნდა დაემტვრია, არ უნდა გაეტეხა, რადგან ამით უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს ავნო. ტირის ბევრს, განიცდის, უნდა, რომ ვიღაცას მოუყვეს, რაც ჩაიდინა, მაგრამ შვებას ვერავისთან პოულობს. ყველასი ერიდება და ვერავისთან ახერხებს გულის გახსნას.

გადის დრო და მას უფროსთან ურთიერთობაც ნელნელა უწესრიგდება. ის ისევ თბილია ბავშვის მიმართ, ისევ მზრუნველი, ძალიან მზრუნველი და ორივენი ისევ მეგობრულად და კარგად ცხოვრობენ. თუმცა ამ კარგად ცხოვრების ფონზე ბავშვი ხვდება, რომ იმ დანაშაულის შესახებ უფროსს უნდა უამბოს. უნდა უამბოს მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანმა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენას შეესწრო, უთხრა, არავის არაფერი მოუყვე და განსაკუთრებით კი უფროსსო. და ბავშვი ითმენს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ეს თხოვა, არამედ იმიტომ, რომ ეშინია უფროსთან ურთიერთობის გაფუჭების.

გადის დრო და ბავშვი უკვე ხვდება, რომ ყველაფერს ფარდა უნდა ახადოს. უფროსს ყველაფერს გახსნილად უყვება. რა იყო და როგორ. უფროსი კი ბრაზდება. ბრაზდება იმდენად, რომ საერთოდ აღარ უნდა მასთან ურთიერთობა. მიიჩნევს, რომ მთელი ის შრომა თუ მზრუნველობა, რაც გასწია ბავშვზე, წყალში ჩაეყარა. ბავშვი უმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ უფროსი მაინც თავისას ამტკიცებს და ძალიან გულნატკენია. ბავშვს უნდა, რომ უფროსმა მას აპატიოს, პირობას აძლევს, რომ გამოსწორდება და ისევ ისე იმეგობრონ, როგორც ადრე მეგობრობდნენ. ძალიან უყვარს იგი და მასზე ახლობლად არავის მიიჩნევს. თუმცა იმ ნაბიჯისთვის, რასაც უფროსი მისგან ითხოვს, ბავშვი ჯერ მზად არ არის.

იგავ–არაკი არ სრულდება და აქ წყდება. და ვისაც შეუძლია, სურვილი აქვს და არ ეზარება – დაასრულოს იგი თავისი შეხედულებისამებრ. ოღონდ ბავშვისა და უფროსის მაგივრად ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანები წარმოიდგინოს.

ხშირად…

ხშირად მგონია, რომ სერიოზული პრობლემები მაქვს ადამიანებთან ურთიერთობისას…

მილიონჯერ მეტკინება გული და ბედნიერი არასოდეს ვიქნები. არავისთან. 
მერე მეც დავჯდები და ბევრს ვიტირებ ამის გამო, ვინერვიულებ და ისევ ვიტირებ. 
აი ახლაც ანალოგიური სიტუაცია…
აუ არადა, აი რატომ??? სად ვცდები??? სად მეშლება???

წყენის დეტექტორი

სულ ასე მემართება.
კიარადა ძალიან ხშირად და ანუ თითქმის სულ.
მართლა ძალიან ემოციური ვარ და როდესაც რამე მწყინს, გამოვხატავ ეგრევე.
არ გამომდის ეს დამალვა. იმ წამსვე ვფეთქდები და იმ წამსვე შემიძლია ძალიან ცუდ ხასიათზე დავდგე.
მგონია, რომ მხოლოდ მე ვარ მართალი და მომენტალურად ვიწყებ ისეთი ფრაზების თქმას, როგორებიცაა:
“ვიცოდი, რომ ვერ გამიგებდი.”
“შენ ხომ მე არ გაღელვებ.”
“შენ ხომ ფეხებზე გკიდია მე რას ვიტყვი, მე რას ვგრძნობ.”
და კიდევ მილიონი ამის იდენტური ფრაზა.
მერე კიდევ რაღაც ფრაზები.
იმ მომენტში ერთადერთი მიზანი მაქვს.
მინდა, რომ იმ ადამიანს ბევრი ცუდი რამ ვუთხრა.
ძალიან ბევრი.
ჩემს მიერ აკვიატებული “მეზიზღები/გეზიზღები”–ც ამ ყველაფრის გამოძახილია.
ხანდახან “მძულხარ/გძულვარ”–საც ვიყენებ.
მერე ის ადამიანი ბრაზდება ჩემზე, რომ ეს ყველაფერი ვუთხარი და ის ნაწყენდება.
და თითქოს უკვე ბარი–ბარში ვართ ერთმანეთის გაბრაზებაში.
მერე მე ვჯდები და განვიცდი, რომ მას ვაწყენინე.
მართლა განვიცდი. მთელი არსებით.
განვიცდი, რომ ადამიანს ასე ცუდად მოვექეცი.
და თუ იგი საყვარელი ადამიანების ნუსხაში შედის, მაშინ უკვე ძალიან განვიცდი. მთელი დღე აღრენილი, აგრესიული ვარ და დღის ბოლოს სადმე, რომელიმე ოთახში ვიკეტები და ჩემთვის ჩუმად ვტირი.
ბოდიშის მოხდა არასოდეს მერიდება. საერთოდ არასოდეს.
უბრალოდ სულ მეშინია ხოლმე, რომ ერთხელ რომ შემეშლება, მერე ის ადამიანი ჩემზე გულს აიცრუებს და არასოდეს მექნება მასთან ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორც ამ შეცდომამდე მქონდა.
ამაზე ხშირად მეფიქრება და ნერვები მეშლება, ასეთი გიჟი–გადარეული რომ ვარ.
არამყარი ადამიანი ვარ. ვერასოდეს განსაზღვრავ, რა მომენტში ავფეთქდები.
აი უცბად ავილეწები დღეს დილას და დღეს საღამოსვე შემიძლია იმ ადამიანს ხელისგულები დავუკოცნო. და დავუკოცნი კიდევაც, რადგან მიყვარს ის ადამიანი და ძვირფასია. უბრალოდ დილით ავფეთქდი, ლავა ამოვაფრქვიე ვულკანივით და საღამოს უკვე ისეთი ვარ, ვიღაც რომ იტყვის შემოხედვისას: რა კარგი ვულკანიაო.
ამ ყველაფრის გამოძახილი ისიც არის, რომ ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში ნებისმიერი ადამიანი მინდა, რომ გავაფრთხილო.
გავაფრთხილო, რომ არ ვარ მე საყვარელი. არ ვარ გასაგიჟებელი და არ ვარ მე უმაგრესი ადამიანი (ძირითადად ამ სიტყვებს ვღებულობ ხოლმე კომპლიმენტის სახით). ყველა კომპლიმენტს ვპასუხობ ტექსტით: არა, გეშლება, არ ვარ საყვარელი, უბრალოდ შენ მე არ მიცნობ. მე ცუდი ვარ.” მაგრამ მე იმდენად გადაჭარბებით “ვიშუშანიკე”, რომ არაერთმა მითხრა, ნუ იქცევი ეგრე იდიოტურად, კომპლიმენტი შეირგეო. მაგრამ რომ შევირგო, მერე გული მეთანაღრება.
მირჩევნია ადამიანს ცუდი ვეგონო და კარგი აღმოვჩნდე, ვიდრე კარგი ვეგონო და მერე აღმოჩნდეს, რომ ცუდი ვარ.
დებილივით ვარ ახლა. გათიშული. 2 დღეში 2 ადამიანს ვაწყენინე. თან ორივე ისეთი ახლობელია, რომ მეტი არ შეიძლება.
ლოლიტა გამახსენდა, ჩემი კატა. გავეთამაშებოდი ცოტა, ცოტას შემოვარტყამდი ხუმრობით, პირში ხელს ჩავუდებდი, კბილებს ავულესავდი თითებით, ის კი აგრესიული ხდებოდა და კბენა უნდოდა, რადგან ეს შემორტყმები სწყინდა. ეგონა, ვცემდი. ცდილობდა კიდევაც, რომ ეკბინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. თვალებში ვუყურებდი და წყლიანი ჰქონდა. თითქოს საცაა ტირილს დაიწყებსო. ამ მომენტში მინდოდა მოვფერებოდი და მეთქვა, არა ლო, უბრალოდ გაგეხუმრე, ცუდი არაფერი დამიპირებია. მას კი მაინც ჩემი ხელი ჰქონდა პირში გამოჭერილი და თვალები ისევ უკრთოდა. წყლიანი თვალები უკრთოდა, უცახცახებდა.

“აი ძალიან ცუდი თვისებები შევამჩნიე ახლა შენში” – ეს ფრაზა 7-ჯერ რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ მე–8–ჯერ აღარ უნდა გამეხსნა ტელეფონი.   არადა იდეაში სულ ცდილობ, რომ კარგი იყო. და მაინც, მიუხედავად ამისა, მაინც იცი, რომ რაღაც მომენტებს ვერ გააკონტროლებ და ემოციები წინ გაასწრებს გონებას. მერე არის სინანული, რომ საყვარელ ადამიანს იქით ატკინე გული.

და ვერ წარმომიდგენია ამის შემდეგ თვალებში როგორ უნდა შევხედო. როცა მეცოდინება, რომ ნაწყენია და ჩემგან ასეთ საქციელს არ ელოდა.

აუ არ ვიცი, თავს საშინლად ვგრძნობ. მართლა აუტანელი ვარ.

კატაზე გამახსენდა და სიმღერის სათაურზე…

I don’t want to be a bad woman

Black Sands

       ნელ–ნელა კარგი განწყობები მიქრება. თან აი ასე. რამდენიმე დღეა ჩემთან ვიღაცას აწინაურებენ და ყველა იმას განიხილავს, რომ მართალია უნდა დააწინაურონ, რადგან 3 წელია ამ პოზიციაზეა. ასეთი რაღაცეები რომ მესმის, თავი ყველაზე “დესფირით” ადამიანი მგონია. არა შურის გამო არა. მართლა არა. არ ვარ შურიანი.პირიქით, ძალიან მიხარია და ვთვლი, რომ აუცილებელია ადამიანისთვის მატერიალური წახალისება და გარდა ამისა, საქმიანობის გამოცვლა ან გადასხვაფერება.

      desperate ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ნუთუ მეც 3 წელი ვიქნები იმ ადგილას, რა ადგილზეც ახლა ვზივარ?! ამაზე სერიოზულად მეფიქრება ხოლმე. არადა 2007 წლიდან მოყოლებული სადაც კი მიმუშავია ვიყავი, ზუსტად იმავე პოზიციაზე ვზივარ და კარგად რომ დაითვალოს კაცმა, აღმოაჩენს, რომ 2011-2007 ტოლია 4-ის. ეს ამბავი სტრესში მაგდებს და მინდა ხოლმე, რომ საერთოდ არ მივიდე სამსახურში. სამსახურში, რომელიც მიყვარს. და მაინც…

     არადა, აი ჯადოსნურმა ჯოხმა რომ გაარღვიოს ჰაერის მასები და მე დამაწინაურონ, ზუსტად ვიცი რა ამბავიც ატყდება. “ეგ ხომ სულ რაღაც 2 თვის მოსულია” მონაგონი იქნება. ურთიერთობების გაფუჭებები და ზურგს უკან ჭორაობები. არადა, იდეაში ძლიერი ვარ და ა. შ. მაგრამ დაუმსახურებელი დაწინაურება ისაა, რისი წინააღმდეგიც მე ვიყავი მუდმივად. ახლა კი, რა გამოვიდა?!

     არადა მართლა დავიღალე ამ 4 წლიანი “ერთიდაიგივეობით”. გამუდმებული და “გამუდმივებული”. არადა ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ “ერთიდაიგივეობას” მირჩევნია ისეთი რაღაც ვაკეთო, რომელთა შორის ზოგი დებილობაა, ზოგი – პირიქით.
მაგ: პირველ დღეს – ფურცლების გადაქსეროქსება (დებილობაა, მაგრამ არა ყოველდღიური);
        მეორე დღეს – საბუთების A წერტილიდან B-ში მიტანა (ესეც);

        მესამე დღეს – დიდი ტექსტების შეთხზვა/შემოწმება/რედაქტირება (გრამატიკული და შინაარსობრივი კუთხით); ვგიჟდები ამის კეთებაზე 
         მეოთხე დღეს – რაღაც ამბების გარკვევა;
         მეოთხე დღეს – ვინმესთან ინტერვიუ. თუნდაც არც თუ ისე საინტერესო ადამიანთან (ოხ, ეს ბლოგერული სული  )
         მეხუთე დღეს – ბლოგზე შესვლა და პოსტვა;
         მეექვსე დღეს – სხვა ნებისმიერი საიტის განახლება/მონიტორინგი. facebook–იც საიტია, კი 
         მეშვიდე დღეს – ვიღაცეებთან ერთად, გუნდურად მუშაობა. ფაქტების განხილვა.
         მერვე დღეს – I.T. Dep–თან (ა.კ.ა. ინფორმაციული ტექნოლოგიის დეპარტამენტი) საინტერესო პროექტებზე მუშაობა. (იმ დღეს მთლა დეპ–ის დირექტორთან შევედი ამ ახალი იდეებით და ძალიან მომიწონა, ვითანამშრომლებ შენთანო).
         მეათე დღეს – საინტერესო ტრეინინგის ჩატარება.
         მეთერთმეტე დღეს – მივლინებით წასვლა რომელიმე ფილიალში.
         მეთორმეტე დღეს – საინტერესო შეხვედრებზე სიარული.

ანუ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც იყოს სიახლე, საინტერესო პროცესი, საინტერესო ადამიანები, რომლებისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. საინტერესო დისკუსიები და ზოგადად საინტერესო ურთიერთობები, გარემო.

ამის მაგივრად მაქვს ჩემი პატარა კუნძული. ამ კუნძულზე ზის ერთი გოგო, რომელსაც არავინ ესაუბრება.  ეს გოგო აკეთებს თავის ყოელდღიურ ერთსა და იმავე საქმეს. არავინ ეკონტაქტება საერთოდ. ნუ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიღაც მოდის და რაღაცას ავალებს. ან საბუთები მოაქვთ ჩემთან. ან კიდევ რაღაც. ან კიდევ რაღაც. ან სულ არაფერიც არ არის და მე მაინც ჩემს საქმეს ვაკეთებ.

ხო, მაგისტრატურის თანხა შევიტანე ბოლომდე და მადლობა ღმერთს, არავინ გამრიცხა. ახლა დიპლომი მაქვს დასაწერი და ისეთი “მამის მკვლელი” თემა ავირჩიე, მეტი რომ არ შეიძლება   მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ჩემი საქმე/სპეციალობა/პროფესია. ამასთან გული მწყდება, რომ უფრო კარგ სასწალებელს რომ არ ვამთავრებ. მინიმუმ 5 სფეროა, რომელიც მაინტერესებს და კურსების გავლა მინდა. ამას რომ ვამბობ, ბევრს ეცინება. ძლივს სწავლა მოვრჩითო. ხო, ხალხი მასიურად ზარმაცია. 

წინ სტაგნაციის 3-4 წელია გასავლელი, არადა. 



ზუსტადაც რომ, განწყობის შესაბამისი სიმღერა.
ჩემი მაიმუნები ანუ Bonobo ისევ და ისევ. 

ზერო პოზიტივები

თუკი არსებობს თვე, რომელიც მეზიზღება, ეს მაისია.
მისი ძველი სახელწოდებაც ნერვებს მიშლის, რადგან ვარდიც არასოდეს მყვარებია და შესაბამისად ვარდის დღე მუდამ რაღაც ამპარტავნობის ტოლფასი იყო ჩემთვის.

საერთოდ არ მიყვარს ლიდერები. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და არაფრის მეფობას არ ვაღიარებ. არც ვარდისას – ყვავილებში, არც ლომისას – ცხოველებში, არც არწივისას – ფრინველებში და საერთოდ. ჩემი საყვარელი ყვავილი არის გიაცინტი (3–4 სხვადასხვა ფერში, მათ შორის ჩემს საყვარელ ლურჯ ფერში), საყვარელი ცხოველი – ვეფხვი (ხოდა თან ეგ ხომ კატისებრთა ოჯახიდანაა, ამიტომაც ჩემი ოჯახიდანაა. ჩემი ზოდიაქო კი ყველამ იცის), ფრინველებში კი მტრედი (ხალხის არ ეშინია და იმიტომ, თანაც მშვიდია).

ახლა ძალიან აღელვებული ვწერ. აზრებს ვერ ვალაგებ და მინდა მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევაც დამილაგებდა არათუ მხოლოდ აზრებს, არამედ ცხოვრებას. მაგრამ სადაა?!

***********
17 მაისი–31 მაისი

ვერ ვიტან მაისს. 17 მაისს ხომ განსაკუთრებით.
დღეს მამაჩემზე ვფიქრობდი. ვერც სასაფლაოზე ავედი, ვერც ეკლესიაში შევედი და საერთოდ რა. ხშირად მესიზმრება და მენატრება ხოლმე. ოღონდ ეს მონატრება ინდივიდუალურია. ჩემებურად მენატრება. გაბრაზებული არა, მხოლოდ გაღიმებული მინდა. თვალწინ მიდგება ხშირად. მერე გიოშა, შაბათ–კვირას მოსული 1 წლის ღლაპი, სეხნიის სურათს უყურებს როიალზე შემოდებულს და ალბათ თავისი ტვინით, რომელიც სულ რაღაც 100 გრ შეიძლება იყოს, აანალიზებს ვინაა ეს კაცი. ხვდება ვითომ??? არა, ვერ ხვდება. რას მიხვდება, დედამისს ვერ ანსხვავებს ჩვენგან და ყველასთან ერთნაირად მოდის ხელიდან ხელში. მერე რაღაც მიმიკებში ვიჭერ, რომ მამაჩემს ჰგავს. 17 მაისი კი ისევ ის თარიღია, როდესაც დედაჩემი ძალიან გვიან ღამით სახლში მოვიდა, მე გიჟივით კარი გავუღე და “ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად… დაისვენა” თქვა. მე რკინის კართან ჩავიკეცე და ჩუმად ავქვითინდი. მას მერე არაერთი წელი გავიდა და მეც იდეაში მას შემდეგ გავიზარდე “რეზკად”. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, არაერთ ჟურნალში დაიწერა მასზე. დღეს კი ყველა გამჭვირვალე სივრცე მამაჩემი იყო. ზუსტად 14 დღეში 31 მაისია. მისი დაბადების დღე. და ისევ იგივე ემოციები. გიოშა 8 თვიანია, თორემ დაემთხვეოდა 31 მაისს და არა 1–ს. მაგრამ მაისია მაინც და არა 30 აპრილი.

***********
გარეწარი

აი შენ თვითონ უნდა ადგე და გახვიდე ოთახიდან/თამაშიდან/გასაცლელი ადგილიდან/და ა. შ. –დან. უბრალოდ ამისთვის სათანადო სიძლიერე და ნებისყოფა უნდა გქონდეს. მე კი ეს არ მაქვს.  ისევ ისეთი გარეწარი ვარ, როგორიც თუნდაც შარშან ვიყავი და ისევ ისეთივე შეცდომებს ვუშვებ, როგორებსაც შარშან ვუშვებდი. ჩემი გაზრდა მხოლოდ პირადობაზე და ნაოჭების მომრავლებით ფიქსირდება. დღესაც კი ვერ გავდივარ, ამიტომ ის გავაგდე, ვერ ვაზროვნებ. გათიშული ვარ. კიდევ ერთი დასრულებული, გაურკვეველი ურთიერთობა და ისევ ჩემი გაშეშება. ბევრი საუბარი. რა როგორ არის, როგორ შეიძლება იყოს და ასე შემდეგები.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვწერ.
გათიშული ვარ ღამის 4 საათზე და კლავიატურაზე წვიმს. დიდი ხანია, ასე არ მიტირია.
წერასაც ვერ ვაგრძელებ ამ თემაზე. უბრალოდ 2 ადამიანიდან რომელიმე დამნაშავეა და დღეს ეს ადამიანი მე ვარ. დებილი ვარ და გარეწარი. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მასთან მინდა ყოფნა. თან ძალიან.

ეს ტექსტი კი ზუსტად ამაზე:
For 27 years Ive been trying to believe and confide in
Different people Ive found.
Some of them got closer than others
And someone wouldnt even bother and then you came around
I didnt really know what to call you, you didn’t know me at all
But I was happy to explain.
I never really knew how to move you
So I tried to intrude through the little holes in your veins
And I saw you
But thats not an invitation
Thats all I get
If this is communication
I disconnect 

Ive seen you, I know you
But I dont know
How to connect, so I disconnect

***********
წაშლილი ფაილების სასაფლაო
დღეს ანამ მითხრა, რომ კომპიუტერი გაუფუჭდა. ის ზიპ–ფოლდერები, რომლის შენახვაც ვთხოვე, სანამ მე გავაკეთებდი კომპიუტერს, მისი კომპიუტერის დაფორმატებას გადაყვა. სურათები, ჩემი, სხვისი, “ვორდი”–ს ფაილები – ყველაფერი ქარს გაყვა. მთელი დღე ცარიელი ვარ. 
თითქოს მიწა გამომაცალესო. 

დაგმობილი დამოკიდებულებები

აი იცით რა არის???

ვერ ვხვდები ხოლმე, რატომ არის ხალხი ასეთი შეუვალი?!
რა ემართებათ და რატომ არიან მყარი გარსით გარშემორტყმულნი?!
გადიან, გამოდიან, მერე ისევ გადიან, გამოდიან. ათასგვარ სისულელეზე გესაუბრებიან. 
  • მაგალითად გეტყვიან ზუსტად რომელი ბრენდის სუნამო არის უფრო მძაფრი, გრილი, საზაფხულო. 
  • რომელი ყავა უყვართ, რომელი ჩაი. 
  • რომელი ფეხსაცმელი მოეწონათ რომელიმე ონლაინ საიტზე და დაწვრილებით შეუძლიათ გაზომონ მისი ქუსლი. 
  • რომელი ტუჩ–საცხი უკეთესად გამოკვეთავს ტუჩებს და რომელი სახის კრემია აუცილებელია შენი მოუწესრიგებელი სახის კანისთვის. 
  • დაწვრილებით განიხილავენ რომელიმე ფეხბურთელის ილეთს. დაწვრილებით და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ გოლის გატანის შესაძლებლობას. რატომ სჯობს სერ ალექს ფერგიოსონი ვისენტე დელ ბოსკეს და ფაბიო კაპელო კარლო ანჩელოტის. 
  • დაწვრილებით მოგიყვებიან რომელი მსახიობი რომელი კინო როლით სჯობს მეორეს. 
  • ზოგი დაწვრილებით მოგიყვება ბავშვს როგორი მეთოდებით უვლის და მიმდინარეობს ბჭობა იმაზე, თუ რომელი ფაფა სჯობს, შვრიის თუ მანის. 
  • რომელი ბრენდის შარვალი იყიდოს დღეს არადა ხვალ ან ზეგ. 
  • დებილებივით იცინონ სრულ იდიოტობაზე.
ეს ერთი და სხვა მრავალი…
მრავალი და მრავალზე მრავალი. 
და აი დგება მომენტი, როდესაც შენ ეს ყველაფერი არ გაინტერესებს. შენ უბრალოდ სხვაგან ხარ და ფეხებზე გკიდია ეს ყველაფერი. 
მაგრამ ეს იმიტომ არა, რომ მე არ მიყვარს:
  • სუნამო ან არ ვხმარობ. პირიქით, ძალიან მიყვარს Davidoff-ის “Echo”. სასწაულად მიყვარს. აგრეთვე Tommy Hilfiger-ის “Tommy Girl”, რომელიც კალიარიში ვიყიდე აგვისტოში და რამდენიმე კვირის წინ გამითავდა და რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ იყიდება. აგრეთვე Hugo Boss-ისა და Adidas-ის სპორტული სურნელები. 
  • ჩაი, ყავა მართლა არ მიყვარს. მაგრამ აი ჩაის რაც შეეხება, შემიძლია ფეხით გავუყვე ქუჩებს და ჩემს საყვარელ სარდაფში მივირთვა უგემრიელესი ჩაის ფარტო ასორტიმენტი. 
  • Online Shopping-ი. კარგით რა, ამით მაინც ვერავინ გამაკვირვებს რა. ბოლო–ბოლო 2 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული, გამოწერილი მაქვს ისეთი სერიოზული ნივთები, როგორიცაა ლეპტოპები, ფოტოაპარატი არაერთი + უამრავი ტანსაცმელი უამრავი ახლობლისთვის. ამას დამატებული, ჩემს მიე რდაწერილი ტუტორიალები zicke–სა და Ocnebis Qali-სთვის. 
  • კოსმეტიკა. რომ არ მიყვარდეს, პირადი კოსმეტოლოგი არ მეყოლებოდა “Hair Haus”-ში და დაბადების დღეზე მოგროვებულ თანხებს არ დავხარჯავდი პომადაზე, “ბლესკზე”, თვალის ჩრდილებზე, ფერუმარილზე და “ტუშზე” (რომლის ხმარება სულ რამდენიმე დღეა რაც დავიწყე და ჯერჯერობით ცოცხალი ვარ).
  • ფეხბურთი. მე რომ ფეხბურთის ყურება დავიწყე, 1996-1997 წელი იდგა თიფლისსა შიგან და მე 9-10 წლის გახლდით. დღემდე ზეპირად მახსოვს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ფინალი ბარსელონაში, სადაც ფრედი მერკური უზარმაზარ ეკრანზე, ხოლო მონსერატ კაბალიე ცოცხლად უმღეროდა ამ ქალაქს. ხოლო მანჩესტერისა და მიუნჰენის ბაიერნის თამაში წუთებში უნდა დაწყებულიყო. მახსოვს გერმანელი ფეხბურთელის – მარიო ბასლერის მიერ მე–6 წუთზე გატანილი გოლი და ჩემი იმედ–გაცრუება. თუმცა ბოლოს, თამაშის ბოლო წუთებზე ინგლისელების მიერ გატანილი 2 გოლი და ჩემი კივილი ღამის რომელიღაც საათზე. ეს იყო 1999 წლის 27 მაისი. 
  • ოოო, კინემატოგრაფიითაც ნუ გამაკვირვებთ გთხოვთ, სასწაულად მიყვარს და მყავს უამრავი საყვარელი რეჟისორ/მსახიობი. 
  • ბავშვი. მართლა კარგი დეიდა ვარ და კითხეთ ჩემს დას, თუ არ გჯერათ. შენ რომ ართობ და ეთამაშები, ეგრე ვერავინ აკეთებს მაგას და მაგიტომაცაა, გიჟდება შენზეო. 
  • შარვლის ყიდვა მინდა ზუსტადაც, რომ. თან აი ყველაფერი ზუსტად ვიცი რა და როგორი. ერთადერთი ის არ ვიცი, საფულე როდის იქნება ამისთვის მზად. 
  • ხო ნუ, ჩემი სიცილი ცალკე პოსტს ითხოვს. ახლობლებმა იციან ჩემი ჩაბჟირება და მერე პარალელური ტირილი. 
არამედ, ეს უბრალოდ იმიტომ, რომ შენ სხვაგან ხარ და ვერც ახერხებ ამ ყველაფერში სათანადოდ ჩაყოლა/მიყოლას (ანუ follow–ს). და ზუსტად ისაა ჩემი ნერვების მომსპობი, რომ აი ასეთ ადამიანებს სხვა თემებზე ვერ დაელაპარაკები. ვერ აუხსნი, რომ შენ რაღაც გწყინს ან გიხარია. ასეთ ადამიანებს ვერ ავუხსნი, რომ 
  • მე ყოველ დილით მინდება საკუთარ სხეულს ვაკოცო სვირინგის ადგილას და თავიდან ავიცილო ყველა კითხვა, როგორიცაა “ვაიმეეეეე, მართლა გაქვს???”
  • მინდა დებილივით ვიარო ქუჩებში და სრულიად უცნობ ადამიანებს ვუღო სურათები და ავიცილო კითხვები: “მარტო როგორ უნდა იარო, არ გეზარება, რა მუღამია???”
  • მინდა გოგოს ვაკოცო ისე, როგორც ნატალი პორტმანი კოცნის მილა კუნისს ან სკარლეტ იოჰანსონი – პენელოპე კრუსს და არ გავიგო კითხვა: “ლესბოსელი ხარ???”
  • მინდა დავიჭირო რომელიმე სტაფილოსფერ–თმიანი ბიჭი და არც მეტი, არც ნაკლები, თმებში მივეფერო, სათითაოდ დავუკოცნო თითოეული ღერი და არ გავიგო “რამ მოგაწონა ეს ბიჭი???”
  • შემიძლია ქუჩაში ვიცეკვო და არ მოვისმინო: “რა წესია, ტეხავს.”
  • არ მინდა გათხოვება და არ მესმის “როგორ არ უნდა გინდოდეს საყვარელი მამაკაცი გვერდით, აბა შინაბერა ხომ არ დარჩები?!” და “შვილი არ გინდა???”–ზე პასუხი მაქვს: შვილის გაჩენა ქმრის გარეშეც ხერხდება ამ საუკუნეში.
  • არ მინდა ქორწილი და ვგმობ “ნუთუ არ გინდა, რომ ეს დღე შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყოს?!
და რასთან მაქვს საქმე???  რას ვეჯახები??? იმას, რომ ადამიანების ენა არ მესმის და ეს არაფრისმთქმელი ურთოერთობა/დამოკიდებულებები სრულიად უცხო და გაუგებარი ხდება ჩემთვის. არ ესმით და ვერ იგნებენ, რომ არსებობს არაერთი ადამიანი, ვინც მისგან განსხვავებულად ფიქრობს და სხვისი აზრის პატივისცემა არც თუ ისე ძნელია.
მაგრამ შედეგი ნოლი.
არ შემიძლია, ცუდად ვხდები და მართლა არ ძალმიძს ასეთი ადამიანები. არასაჩემოა და მე მიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობები.

პ.ს.
ერთი თანამშრომელი: ქეთი, შეყვარებული არ გყავს???
ჯერ ხომ ის, რომ რა წესია ასეთი შეკითხვის დასმა იმ ადამიანისთვის, რომელიც 2–3 დღე არ არის, რაც იცნობ.
მერე კიდევ, რა შენი საქმეა?!
მე: არა, არ მყავს.
იგივე გოგო: რატომ, წუნია ხარ???

cat

ჯერ ბლოგებს არ ვკითხულობ. ვიცი უმეტესობა საახალწლო განწყობის მატარებელი იქნება და მე რა განწყობა მაქვს, არ ვიცი. რომ გავიგებ ან ვინმე მეტყვის, მადლობელი ვიქნები. ახალი წელი არაფერია, გარდა კიდევ ერთი წლის წასვლისა და ახლის მოსვლისა. ერთადერთი პოზიტივი ჩემი წლის მოსვლაა.
კატისა და კურდღლის წლის მოსვლას ველოდები 1999 წლიდან. 1999 კარგი წელი იყო და მაშინ რომ გავიგე, რომ ჩემია, 12 წლის გავლას ველოდებოდი. ხოდა აი ისევ მოვიდა. თუმცა მაშინ სულ რაღაც 12 წლის ღლაპი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ რამეს 1) ვერ ვაცნობიერებდი, 2) სხვანაირად აღვიქვამდი. ძალიან მიხარია, რომ ზუსტად იმ 3 ცხოველის ნიშნის მატარებელი ვარ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ჩემს ინდივიდთან. ჩემის მოკლე ჭკუით ეს შემთხვევითი არ ყოფილა და მიხარია, რომ ზუსტად ჩემი საყვარელი ცხოველები არიან ამ ამბავში “გარეულნი”. ზოდიაქოსი რამდენად მჯერა არ ვიცი. მხოლოდ დილით ვუსმენ ხოლმე, ისიც ხანდახან. აი ეს მაშინ ხდება, როდესაც ტაქსის მძღოლი რომელიმე რადიოს მასმენინებს და რადიოს წამყვანი ფურცლიდან სხაპა-სხუპით კითხულობს ვერძი…. კურო… ტყუპები…. მაშინ ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ სპიდომეტრმა იმდენი რიცხვი არ დაწეროს, რომ რადიოს წამყვანმა ბოლო ზოდიაქომდე ჩასვლა ვერ მოასწროს. ისე, რატომაა თევზები მე-12 ნიშანი, ვერა და ვერ ვხვდები. არადა მე-2 და მე-3 თვის შემაერთებელი ნიშანია. კარგი, გავიარეთ. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ზოდიაქოთი მაგალითად გველი, დრაკონი, ტყუპები, ხარი, სასწორი (მირჩევნია ისევ სულიერი საგანი ვიყო, ვიდრე უსულო ნივთი), ღორი, მამალი. ბუნებამ ზუსტად იმ ცხოველების პროტოტიპად მომავლინა, რაც ვარ მთელი 23 წელი.

კურდღელივით

  1. ფიზიკური:  
  • მიყვარს სტაფილო. შემიძლია განუზომელი რაოდენობით მივირთვა. ბავშვობაშიც ძალიან ბევრს ვჭამდი. ღრმა ბავშვობაში კი “პლაპლიპლო”-ს ვეძახდი და დედაჩემი მიმალავდა ან იმ რაოდენობით არ მაძლევდა, რადგან ალერგიული ვიყავი. ახლაც ზედმეტს რომ ვჭამ, დედაჩემი მეუბნება გეყოფაო. 
  • მაქვს ძლიერი კბილები. ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევდი მათ და მე ვამაყობ, რომ მაქვს ლამაზი, ბუნებრივი, იდეალური კბილები. და მინდა, ისინი უფრო იდეალურებად ვაქციო ბრეკეტების საშუალებით, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თან ჩემი სტომატოლოგი მიმტკიცებს, არ გჭირდებაო, მაგრამ მაინც მინდა 😦  შეიძლება გარეგნობის სხვა შტრიხები დიდი ვერაფერი მქონდეს, მაგრამ კბილები ნამდვილად მეამაყება. და მაშინ, როდესაც ღვიძლი შეიძლება მეშლებოდეს, მას მიჰყვებოდეს ყელი თავისი საყვარელი გლანდებით, უგრძნობი ნეკა თითი და რავიცი კიდევ რა, კბილები მუდამ წესრიგშია.  

     2. თვისობრივი:

  • ვარ კურდღლისნაირი მშიშარა. ტადააამ!!! და აი აქ ფარდა ეხდება სიმართლეს. ბოლო ეღება ჩემს სიმამაცეს, უშიშრობას და ასე შემდეგ ყველაფერს. სიმამაცის ნიღაბი თავისით მძვრება და მეც იძულებული ვარ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. რაც არ უნდა ვითამაშო, კბილები ამიკანკალდება, თუ რაღაც ისე არ მოხდა, როგორ უსაფრთხოდაც მინდა, რომ ხდებოდეს. თუნდაც უკანასკნელი პური იყიდებოდეს მაღაზიაში, მოვკვდები და ვერ გავალ ღამის 8-9 საათის შემდეგ მის საყიდლად. აი შანსი არაა. ეგ კი არა და ბავშვობაში დღისითაც მეშინოდა ეზოში გასვლის. მაინც ნარკომანებით იყო სავსე ჩემი უბანი. ამიტომაც არასოდეს ვთამაშობდი ეზოში. არასოდეს. არ ვიცი რა არის ეზოში თამაშის გემო. სახლში ვიჯექი ჩემს სათამაშოებთან ერთად. 
  • მახასიათებს კურდღელივით კანკალი. კანკალი გამოწვეულია ხოლმე არა მხოლოდ შიშით, რაც ზევით აღვნიშნე, არამედ ზოგადად სხვა საკითხებითაც, როგორიცაა სიცივე, ნერვიულობა და სხვ. უპირველეს ყოვლისა მიკანკალებს ხოლმე ტუჩები, მერე უკვე თითები. 
  • მახასიათებს თვალების “ფახული” ამაზე მე თვითონ მეცინება, მაგრამ სანამ არ მითხრეს, არ ვიჯერებდი. აი იცით როგორ??? აი ეს ვიდეო ნახეთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმიდან და მიხვდებით რას ვეძახი მე თვალების “ფახულს”. მისით გამოვხატავ ყველაფერს. სიყვარულს, ფლირტს, მოწონებას, აგრესიას, ირონიას. ნუ მოკლედ ბევრ რამეს.

     

თევზებივით

  • ჩემი დინებით მივედინები. მივყვები ცხოვრებას. ბევრი რამე არ მომწონს. ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ მაინც მივედინები. არ მიყვარს ქაოსი, ალიაქოთი, მიყვარს სიმშვიდე. 
  • ჩუმი ვარ. ძალიან ჩუმი. დედაჩემს სასწაულად უკვირს ყველა შენ როგორ გეძახის კომუნიკაბელურს, სახლში ყუმივით ზიხარო. მართლა ეგრეა. სახლში ჩემი ყოფნა არ იგრძნობა. ღამით გამათბობელთან სიბნელეში ვზივარ უჩინრად. მიყვარს სმენა, ვლაპარაკობ იშვიათად, და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩემთან. ხოდა მოდის და მოდის. მე მაინც ჩუმად ვარ და პირშჳ წყალი მაქვს ჩაგუბებული თევზივით. არ მიყვარს, ვერ ვიტან და მეზიზღება, როდესაც ადამიანს არ აცდიან საუბარს. როდესაც ამას ვხედავ, საერთოდ ხმას არ ვიღებ და ხალისი მეკარგება საერთოდ ამ სიტუაციაში ხმის ამოღების. მიუხედავად სიჩუმისა, აუტისტი ნამდვილად არ ვარ. შემიძლია ვიხმაურო. ძალაუნებურად ვექცევი ხოლმე ყურადღების ცენტრში და მე ვცდილობ, რომ ეს ყურადღება სადმე გაქრეს და ამ მიზნის მისაღწევად შემიძლია ვისაუბრო თუნდაც ნიავზე. ოღონდ კი ნიავი გახდეს ჩემზე აქტუალური. 
  • ჩემთანაა მუდამ. “გავიმუდამე” სხეულზე და ყოველ დილით აბაზანაში შესვლა მიხარია. როდესაც შემიძლია საკუთარ მოშიშვლებულ ბეჭს შევხედო. 

კატასავით

  1.  ფიზიკური
  •  მიყვარს რძე, ყველი და საერთოდ, რძის ნებისმიერი პროდუქტი. შემიძლია ძალიან დიდი რაოდენობით მივიღო. ყველი თუ არის ოჯახში, ე. ი. საჭმელი არის. 

     2. თვისობრივი

  •  მიყვარს გაზმორება. თუ დილა გაზმორების გარეშე დავიწყე. მორჩა, დღე არ იქნება სასიამოვნო. ვიზმორები დიდხანს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ხანდახან საბანსაც ვიხდი, ვიზმორები, მერე ისევ ვიხურავ და ძილის შებრუნება მინდა. უმეტეს შემთხვევაში, ძილის შებრუნება არ შეიძლება, ამიტომაც ისევ ვიზმორები და სამწუხაროდ, ვდგები ლოგინიდან. 
  • ვკრუტუნებ. განუზომელი რაოდენობით. მძინავს, მღვიძავს. შეიძლება სიფხიზლეში ნაკლებად ვაკეთო ზრდილობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ მინდა ამის კეთება. აი იხილეთ ეს ორი ვიდეო.

     

  • კნავილის პროტოტიპი ანუ ტვინის ბურღვა ფემინისტურ მოტივებზე შემიძლია ერთი საკითხი  ამოვიჩემო ნებისმიერი შინაარსისა. მაგალითად, რატომ არ არის კარგი ამინდი?! და ამაზე მართლა ტვინი წავიღო. ვიწუწუნო დაუსრულებლად. არ გავჩერდე, არ გავჩერდე, არ გავჩერდე და გული დამწყდეს, თუ ვიღაცამ მითხრა გეყოფა, გაჩერდიო. ამაზე შეიძლება ტირილი დავიწყო. ამ დროს პატარა ბავშვივით ჭირვეული ვხდები. ვიდეოც შესაბამისი:
  • მიყვარს მოფერება. ვგიჟდები, როდესაც ვინმე თავზე მეფერება, თმებზე რომ მეხება. ააააა, ამაზე ვითიშები. მეც მიყვარს იქით თავზე ფერება, თუმცა ამას იშვიათად ვაკეთებ, რადგან ხალხს არაადეკვატური რეაქცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით და მე სასტიკად მეზარება ახსნა-განმარტებები. (ამას წინათ ჰერმიონემ მომაკითხა სახლში და შუა ჭორაობისას მთხოვა, გეხვეწები ის გამიკეთე, ორივეს რომ გვიყვარსო. მაგარია თავზე და თმებში ფერება) კიდევ მიყვარს კისერსა და თითებზე. მაგარია. მაშინ მართლა კატასავით გათიშული ვარ ხოლმე. 
  • მიყვარს კომფორტი და სიმყუდროვე. არე-მარე, სადაც თბილად ვარ და არ მცივა. ყოველთვის შემიძლია სიმაღლის-და მიუხედავად სავარძელში ოთხად მოკეცილი ჩავჯდე მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ თბილად ვიყო. მიყვარს ბუხარი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით შემიძლია მას მივუჯდე. 
  • გამუდმებით მჭირდება ვინმე, ვინც მეყოლება დასაყრდენ ობიექტად. ბებიაჩემია ჩამოსული და მასზე მეტად ახლა არავინ მინდა. ძალიან ბევრჯერ ვეხუტები და ვეფერები.

    გარდა ამისა

  • სახელიც ისეთი მაქვს. cat = ქეთ  
  •  Cat Power. არის ასეთი მომღერალი, რომელიც ძალიან მიყვარს. აგერ ერთ-ერთი კატური სიმღერა.
  • აა ხო, ნარციზი რომ ვარ, ეგ ვთქვი ხომ უკვე წინა პოსტში?!
    უბრალოდ ძალიან მიხარია, მე ამას მთელი 12 წელი ველოდი. 

p.s. და ფბ-ზე კურდღელი მიყენია ავატარად. მაგრად ჰგავს.

      ერთხელაც

      დავწერ პოსტს, სადაც ვიტყვი, რომ მე გავფრინდი მერცხალივით.
      გავფრინდი:

      •  სადაც ვცხოვრობ და არა სადაც ვარსებობ. 
      • სადაც არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა გარდა სამართლებრივად დადგენილი კანონისა, რომელსაც “კოდექსი” ერქმევა.
      • სადაც არ არის ქართული პანაშვიდ-გასვენებები, სადაც ხალხი ძირითადად იმისთვის დადის, რომ საკუთარი გარდერობი გააცნონ ხალხს და სხვა მისი ოდესღაც ნაცნობი ნახონ (ისიც ამავე ლოგიკით მოსული) ა და კარგი, 5 წუთით მისვლა ჭირისუფალთან მისასამძიმებლად. 
      • სადაც არ არის ქართული იდიოტური ქორწილები
      • სადაც არავინ ფიქრობს, ჭორაობს და ნსჯის  რომელი რელიგიური მიმდინარეობის არის მეორე ადამიანი. ან იქნებ საერთოდ არ არის რომელიმეს მიმდევარი და არც აპირებს, რომ იყოს.
      • სადაც არავინ ფიქრობს, ჭორაობს და ნსჯის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს მეორე ადამიანს. ან იქნებ საერთოდ არ აქვს სექსუალური ცხოვრება და არც აპირებს, რომ ჰქონდეს. 
      • სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმამაღლა გამოთქვას პროტესტი მიმდინარე უსამართლო მოვლენების მიმართ. 
      • სადაც მე ვარ ბედნიერი. 
      • სადაც ისეთ ამბებში ვღებულობ მონაწილეობას, როგორ დღეშიც დღეს საფრანგეთია. 
      • სადაც ვარ კულტურული ადამიანების გარემოცვაში. იქნება ეს ნაგვის დაყრა, გინება, ფურთხება, ცემა, საქმის გარჩევები ქუჩაში თუ კიდევ რამე სხვა. 
      • სადაც ეკონომიკა არის ნორმალურ მდგომარეობაში. 
      • სადაც მაქვს ჩემი განათლების შესაბამისი და შესაფერისი სამსახური. 
      • სადაც ყველა ვარსკვლავს ვითვლი ყოველღამე უკლებლივ. 
      • სადაც შემიძლია ბევრი რამის შეძენა ჩემთვის და სულ ჯიბეში არ ვიყურები. 
      • სადაც გვერდი-გვერდ დგანან მეტალ- და კლასიკური მუსიკის მსმენელები და არ აყენებენ ერთმანეთის გემოვნებებს შეურაცხჰყოფას. 
      • სადაც შემიძლია ვიარო ისეთი ტანსაცმლით, როგორითაც მინდა. და არავინ მაყოლებს თვალს თავისი მანქანიდან არიქა ქალის ფეხებს ვხედავო. 
      • სადაც დავდივარ თეატრებში, გამოფენებზე, მუზეუმებში და დავესწრები არაერთ კულტურულ ღონისძიებას. 
      • სადაც ქალაქები არის ისეთი ლამაზი, რომ მე მუდამ მინდება ასე ბოდიალი. აი ზუსტად ასე.
      • სადაც არ მაქვს სუიციდალური აზრები და ყოველი დილის გათენება მიხარია. 
      • სადაც ისევ დამიბრუნდა ხატვის მუზა, რომელიც მე-7 კლასის მერე აღარ მომსვლია. 
      • სადაც უფრო ნაკლებს ვტირი და განვიცდი იმ მოვლენებს, რაც მოხდა და ხდება ჩემს ირგვლივ. 
      • სადაც ვსვამ ხოლმე შოკოლადს და არა უგემურ კაკაოს.
      • სადაც გადავიხოტრავ თავს და ამის გამო არავინ შექმნის პანიკას. 
      • სადაც ბევრს დავდივარ ველოსიპედით და არ მეშინია, რომ მანქანა გადამთელავს.
      • სადაც…

      და მეც სკარლეტივით ვარ დაკარგული ამ უცხო ქვეყანაში, მეც lost in translation ვარ, და მეც ნელ-ნელა ვემსგავსები სკარლეტის გმირს. მერე რა, ცუდი რა არის ამაში. 

      მეც დავდივარ წვიმიან ამინდებში გამჭვირვალე ქოლგით. 

        მეც მიკეთია პარიკი ჩემს გადახოტრილ თავზე.

        მეც ვზივარ უცხო ქალაქის ფანჯარაზე და გავყურებ რამდენად განვითარებულია იქაურობა.

        და კიდევ ბევრი “სადაც” მოიყრის თავს და მე გაღიმებული ვივლი,

        ისევ მოვუსმენ ჩემი საყვარელი ჯგუფის ამ სიმღერას და ისეც დავუკვირდები ამ სიმღერის ტექსტს.

        თუ ეს “ერთხელაც” ერთხელაც დადგა, დავწერ ამ პოსტს. მაგრამ რაღაც ძალიან მეეჭვება. 

        სამგზის დედა

        როდესაც შვილი გიჩნდება 10/10/10-ში, ძალიანაც კარგია. განსხვავებული და სხვებისგან გამორჩეული თარიღია აშკარად. მაგრამ როდესაც წინა ორი შვილები დაიბადნენ 08/08/08-ში და 09/09/09-ში, ეს ფაქტიურად შეუძლებელია, არ მეთანხმებით???

        რაც არ უნდა იყოს, გაიცანით ჩედ და ბარბი სოპერები (Chad and Barbie Soper). მათი ქალიშვილი კიარა (Cearra) დაიბადა 10 ოქტობმერს, მეორე ქალიშვილი ქლოე (Chloe) დაიბადა 2008 წლის 8 აგვისტოს, ხოლო ვაჟიშვილი კამერონი (Cameron) 2009 წლის 9 სექტემბერს.

        ოჯახი არის როკფორდიდან, მიჩიგანის შტატიდან (Rockford, Michigan). მათ მალევე მიიქციეს ადგილობრივი ჟურნალისტების ყურადღება, თუმცა ოჯახს NBC-ის “TODAY”-ზეს არ სურდა გამოჩენა.

        “რა სიგიჟეა” – განუცხადა ბარბი სოპერმა Grand Rapids Press-ს. “მე არც კი ვიცოდი, თუ თქვენ ამას რომელიმე გადაცემაში გაუშვებდით”

        სამგზის დედას არ უთქვამს, რომ მესამე შვილს 10/10/10-ში ელოდებოდა.
        “სასაცილოა” – აცხადებს ბარბი.”თითოეულ შვილს თავისი რიცხვი ექნება”
        აპირებს თუ არა მეოთხე შვილის გაჩენას 11/11/11-ში??? ცოლ-ქმარმა ერთხმად განაცხადეს, რომ არა.
        “არავითარ შემთხვევაში” – ჩვენ 3 შვილი გვინდოდა და მოხარული ვარ, რომ გვყავს კიდევაც.”

        ბარბი, კიარა, კამერონი, ჩედ და ქლოე სოპერების ბედნიერი ოჯახი.

        Something’s comin’ over Mmmmm…

        მივხვდი იმას, რომ

        •  საქართველოში დემოკრატია არასოდეს იარსებებს. ან იარსებებს ძალიან, ძალიან, ძალიან მრავალი წლის მერე. როდესაც ჩემი შვილთაშვილები გიაცინტებსა და გვირილებს მომიტანენ და წვიმისგან გაუხეშებულ მიწაში ჩარგულ ლარნაკში ჩამიდებენ. ან უფრო მერე. ახლო მომავალში იმიტომ არ იარსებებს, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დემოკრატიასა და ყოველი ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრებაზე ქადაგებენ 24/7-ზე და ამბობენ, დაე იყვნენ a, b, c  და ა.შ. შეხედულებები/რწმენები, ცხოვრებები და ადამიანებმა იცხოვრონ, როგორც მათ სურთ, ზუსტად ის ადამიანები დასცინიან a-ს და უნდათ b-ს,  c-ს და ა. შ. -ის დანერგვა. მე კი დემოკრატია მესმის არა როგორც a-ს ჩანაცვლება b-თი და a-ს ქილიკი და დაცინვა, არამედ a-ს არსებობაც, b, c და ა.შ.-სიც, იმის მიხედვით, თუ როგორ უნდა ადამიანს. 
        • აუცილებლად უნდა ვისწავლო მანქანის ტარება.მანქანა და ანუ ისევ და ისევ Toyota Rav4 ჩემი ოცნებაა. ეს არ არის ფუფუნება, ეს ჩემთვის საჭიროებაა. გავამდიდრე ტრაბახა/ტუტუცი, ჩემი მობილურით მოსაუბრე/5 დიპლომიანი/ყველა ქუჩის მცოდნე, მაგრამ “სად არის ბროსეს ქუჩა/სად არის ჩიტაძის ქუჩა”/მაჭანკალი/ევროპაში ნამყოფი/”ვბაძავ რობერტ დე ნიროს ფილმიდან “ერთხელ ამერიკაში”” ანუ ძველი ბიჭი/ტროტუარზე ამომხტომი (ოღონდ კლიენტი დაიჭირონ) ტაქსის მძღოლები. 
        • უნდა წავიკითხო მეტი წიგნი. ამჟამად მუზილის ვცდილობ დავუმეგობრდე. უფრო სწორად, მის “სამ ქალს”, ცოტათი გამომივიდა, მაგრამ მგონი არც ეს იქნება ის, რასაც ვეძებ. არადა რომანი მინდა. რომანი, თავგადასავალი, რაღაცა!!! “თამაში ჭვავის ყანაში” რატომღაც მეგონა რომანი იქნებოდა, იმედი გამიცრუვდა. 
        • სიმღერები ჩემზე ზემოქმედებენ. შემიძლია პოსტის წერა დავიწყო მეგობრობაზე, მაგრამ მოვისმინო “Blower’s Daughter” Damien Rice-ის შესრულებით და წერა გავაგრძელო ან ნატალი პორტმანზე ან “Closer”-ზე. (ახლა გადავრჩი, მაგრამ ეს ხშირად მემართება).განწყობაც “Closer”-ისა მეუფლება.

        მინდა, რომ

        •  ანდერძი დავიბარო. საფლავზე გიაცინტები და გვირილები მომიტანეთ. გიაცინტები არსებობს რამდენიმე ფერში, ხოდა ყველა ფერის მომიტანეთ. ვარდი, ია, ყაყაჩო, ტიტა, იასამანი და ძმანი მისნი მეზიზღება. მიყვარს მინდვრის ყვავილები. 

         ვაფიქსირებ, რომ

        •  გასაუბრებებზე სიარულის სპეციალისტი ვარ. 

        რატომღაც ვკრუწუნებ, როდესაც

        • ადამიანებს ვეფლირტავები განურჩევლად სქესისა და გარჩეულად ასაკისა.  წარბებით ვზემოქმედებ მათზე (ჩემს იდეაში) და მათაც ამაყად ჰგონიათ, რომ მე კომუნიკაბელური, ხალისიანი, საყვარელი ადამიანი ვარ. არადა ვაიმეეეე!!! ჩემზე სიტყვაძუნწი, უხალისო და უჟმური არ გენახოთ მეტი არავინ. მაგრამ მე მაინც ვკრუწუნებ და მაინც ვეფლირტავები მათ განურჩევლად სქესისა. 

        ახლა ძალიან მინდა

        • ვიყო მთვრალი პეპსისგან და დაბოლილი – ღამის კლუბში არსებული სურნელისგან. როგორც ვარ ხოლმე ანუ. და მოვუსმენდი Snoop Doggy Dog & Pharrell – Let’s Get Blown.  

        აღმოვაჩინე, რომ

        • ჩემი ორგანოების უმეტესობას სასწაულზე სასწაული პრობლემები აქვს. არადა არასოდეს სიგარეტი არ მომიწევია, ერთი ნაფაზიც არ დამირტყამს და სიგარეტს ვერ ვიჭერ თითებში, მივარდება. სიგარეტიანი ხალხის იმიტაციისას კი – საწერკალამი. დალევაც ძალიან მცირე დოზებში (“მალალიტრაშკა” ვარ და ეგრევე ვთვრები) და იშვიათად მახასიათებს.  და მაინც, ჩემი ორგანოების უმეტესობას სასწაულზე სასწაული პრობლემები აქვს.

        გუშინ

        •  ექოსკოპისტმა უამრავი ნორმიდან გადახრა დაინახა ჩემს სხეულში მონიტორზე და მაინც საყვარლად მიღიმოდა: “შენ ახლა რასაც მე გეუბნები, გულთან ახლოს კი არ მიიტანო, მე ყველაფერს ჩვეულებრივად, პირდაპირ გეუბნები, არ მიაქციო ყურადღება”.

        და მას შემდეგ მე

        • უკვე გუშინ დავაგზავნე მესიჯები ჯერ კიდევ ექიმის კაბინეტიდან: რომ მოვკვდები, გვირილები დამადეთ მიწაზე (გიაცინტები ჯერ არ მახსოვდა). 

        და მე მართლა გულწრფელად

        • დამწყდა გული, რომ ეს ამბავი გავიგე. 

        ორშაბათს და ხუთშაბათს

        • ვიღებ სისხლს ბერლინიდან… კიარადა ვენიდან… კიარადა მიღებენ.  და მე ამის გამო აბსოლუტური პანიკა მაქვს ირგვლივ შექმნილი. 

        მგონია, რომ

        • სისხლის აღების დროს კომაში ჩავვარდები ან ლეთურგიულ ძილს მივეცემი. 

        გადავასახლებდი ყველას, ვინც

        • ჩემს ქუჩაზე ახლა და ამ დროს, ანუ დილის 7-ის ნახევარზე  ღრიალებს: “ლევააააან!!!”

        მთელი არსებით მშურს

        • ყოველ დილით ქუჩის დამლაგებლების, რომ ასეთი მონდომებულები, ერთგულები, მოტივირებულები არიან. არ ეზარებათ ასე ადრე ადგომა. 

        ძალიან მინდა მქონდეს

        • დიდი ამწე-კრანი სახლში, რომელსაც “ვირა”-საც მე ვეტყვი და “მაინა”-ც. ან თვითონ მიხვდება.
        • ველოსიპედი. 
        • “ბაუნტი”-სა და “პეპსი”-ს ძალიან დიდი საცავები. 

        მიხარია, როცა

        • თვეების ბავშვის ყურებისას, ის უსიტყვოდ მიცინის. არ გვესმის ერთმანეთის და მაინც ვუცინით ერთმანეთს და “აუუუუუუუ”-ს ამატებს. ვუხარივარ.

        სმს-ის მიწერისას

        • ბლოგისთვის ცნობილი ერთ-ერთი მამრისგან ასეთი პასუხი მომივიდა: ეგ არაფერია, მოგირჩება. აი თავი კი არასოდეს მოგირჩება 🙂 გვირილები შენმა შვილთაშვილებმა დაგაყარონ.

        გუშინ ვქენი სიკეთე

        • და ზიკე ცოტათი მაინც გავახარე. 14 გვერდიანი პოსტი/სტატია დავუწერე. და კიდევ დავუწერ, თუ მოუნდა. 

        უკვე აღარ ვეძებ მამაკაცს

        • რომლის გვარი ჩემს გვარზე გრძელი იქნება.
        • რომლის ასაკი 4-ის ჯერადით იქნება ჩემი ასაკისგან განსხვავებული (ანუ ჩემი ტოლი,+4, +8 დაა.შ.) და 3-ის ჯერადი ზოდიაქოთი განსხვავებული (ან თევზებს +3 ან -3)
        • იქნება ჩემზე მაღალი. 
        • აიტანს ჩემს ულიმიტო წუწუნს, სიცილს, ტირილს, სისულელეების ბჟუტურს. 

        მე ასეთი მამაკაცი

        •  უკვე მკიდია.
        • მყავდა წარსულში და წარსულს დავუტოვე, ვაჩუქე. 

        ამიტომაც

        •  ადამიანებს ვეფლირტავები განურჩევლად სქესისა და გარჩეულად ასაკისა.

        Lufthansa-მ მეზიზღებიო ამ ტექსტით მანიშნა

        სამხუხაროა, რომ

        • ბოლდის გაკეთება აუცილებელი იყო, რომ ყურადღება გამახვილებულიყო ამა თუ იმ სიტყვაზე/ფრაზაზე.

        დილის 7 საათზე

        • არ ვწევარ.
        • ღამეა ჩემი დროით. მზიანი ოღონდ.
        • ეს პოსტი დავწერე ანუ საქმე არ მქონდა.
        • წავალ და ჩემს დალაგებულ ლოგინს ავრევ, აქაოდა ოჯახს ვაფიქრებინო, რომ მეძინა და უბრალოდ წყალის დასალევად ავდექი.
        • კიდევ მინდება ხალხს ვეფლირტავო, ოღონდ ამჯერად მხოლოდ მამაკაცებს ამ სიმღერის სმენისას: 

        უბრალოდ…

        უბრალოდ იტალიის ვიზა ჩამირტყეს და დღეს მე უბედნიერესი ვარ.

        სულ ეს მინდოდა დამეწერა.
        კიარადა…
        ემოციებისგან სავსე კი არა, აი წყალი ჭიქაში რომ აღარ ეტევა ხოლმე და რომ ისხმება ხოლმე.
        კიარადა
        ანუ ემოციების წყლის მაგივრად.
        კიარადა…
        ვაიმე…
        რას ვიფიქრებდი.
        თან ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან.
        თანაც რა ქვეყანაში.
        ჩემს საოცნებო ქვეყანაში.
        აი აი აი აი აი იმდენი რაღაც და იმდენი ღიმილი და ღიმილაკი
        და სიცილი და სიცილაკი, რომ მეტი არ შეიძლებოდეს.
        თან ერთი სულელური თვისება, რომელიც მახასიათებს…
        თუ რამე მიხარია, აუცილებლად მინიმუმ 5 ადამიანს უნდა დავუმესიჯო.
        რატომ ვაკეთებ ამ დებილობას, არვიცი.
        იქნებ იმ ადამიანს სრულიად ფეხებზე ჰკიდია ჩემი სიხარული?!
        მაგრამ რავიცი, მე მაინც ეგრე ვიქცევი.
        და მინდა ხოლმე, რომ ისიც ბედნიერი იყოს.
        უჰ…
        ცოტას ამოვისუნთქებ და მერე კიდევ დავწერ რამეს.
        რა ხდებოდა საკონსულოში და ასე შემდეგ.

        budjet

        ესეც ასე… როგორც იქნა მოვახერხე ამ ყველაფრის ასახვა.
        კრეატიული იდეისთვის დიდი მადლობა ქეთის ამ პოსტისთვის.
        ხოდა ესე იგი ჩემი თებერვალი და მარტი ასე გამოიყურება.
        ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ უმუშევარი ვარ ამ მომენტში.
        და რავიცი… არ ვკვდები მაინც.
        ნუ “გადასახადები” საერთოდ უნდა ამოვიღო მგონი. ერთხელ გამოვთქვი აზრი, შუქის ფულს გადავიხდიმეთქი. სინდისმა შემაწუხა ჩართული კომპიუტერისა და დენის გამათბობლის გამო. მერე გაზის გამათბობლის გამოც, მაგრამ არაო და ჰა…
        ჭამაც რა.. არ მიყვარს… ეგ კიარადა… 13 მარტს, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა “იმედს” ლანძღავდა, მე უჭმელობის 30-ე საათს ვზეიმობდი facebook-ში. თან ოჯახის 2 წევრი მეხვეწებოდა რამე ჭამეო. ოღონდ მართლა მეხვეწებოდნენ. არ ვჭამ იმიტომ კი არა, რომ “აუ ახლა არ შევჭამ და შემეხვეწებიან და რა მაგარია, რომ შემეხვეწებიან”, უბრალოდ არ მინდოდა. არ ვიყავი ჭამის განწყობაზე. მერე ჩეშირკამ კომენტარი კომენტარზე მწერა ადექი ჭამეო. თორემ ალბათ კიდევ კარგა ხანი არ შევჭამდი. თან ერთი ნათქვამი არ მყოფნის ხოლმე. ასჯერ უნდა მითხრას ადამიანმა… :((
        რატომ??
        ეს საკითხი იმხელა და იმდენად ამოუწურავია, რომ ცალკე ხელწერილს დავუწერ მას.

        ახლა კი ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თებერვალი და ჩემი მარტი. გასავლებისდა მიხედვით.

        ხოდა რავიცი რავიცი…
        დაილოცოს სამი ინტერნეტ-პარტნიორი და კიდევ ავტობუსი.      
        და ისადა…
        კიარადა…
        მობილურს რაც შეეხება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანგარიშზე ყოველთვის მაქვს.
        თან ორივე ნომერზე!!!    
        არადა ამ ცხრილებს არ ეტყობათ ეგ ამბავი, მაგრამ მართლა ეგრეა.
        ხოდა ესა თუ ის აქციები რომ აქვთ, სულ ვღებულობ მონაწილეობას.
        “ამდენი სმს ამდენად” ფრაზა ჩემთვის არის შექმნილი.
        ხოდა ჩართული მაქვს მობილური და რაღა დამავატო???
        თუმცა ერთ-ერთზე უფრო ვამატებ ხოლმე. ახლა ერთ ტელეფონს ვყიდი და ალბათ კიდევ უფრო შემცირდება ხარჯები.
        ხოდა ესეც ჩემი 45 დღიანი დებეტური ცხოვრება.