მზე, ზღვა, განსხვავებული ჰაერი, Biaff-ი და არაჩვეულებრივი განწყობა.
ჩემი ბათუმი ასეთია.
გამარჯობა, ეს ისევ მე ვარ. 2014 წლის ბათუმი ბევრ სასიამოვნო რამეს მპირდება. გამომყევით და არ ჩამომრჩეთ 😉
დღეს ჩამოვედი ქათქათა ბათუმში და ემოციები უკვე გულით დამაქვს. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი 2002 წლიდან მოყოლებული და ბოლო რამდენიმე წელია, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ქალაქის სიყვარულისა არის ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Batumi International Art-house Film Festival – შემოკლებით Biaff).
პირველად 2012 წელს ვიყავი და სრულიად მოვიწამლე იმ ყველაფრით, რაც მაშინ ბათუმში ხდებოდა. შარშანწინდელი პოსტები შეგიძლიათ იხილოთ აგერ – https://k84u.com/tag/biaff/
რამდენიმე ეპიზოდი 2012 წელს ჩატარებული მე-7 ფესტივალიდან.

თქვენი მონა-მორჩილი აქ სურათს იღებს, სამაგიეროდ მისი უდიდებულესობა – ლეპტოპი “წითელა” წარმომადგენს მე 😀

ასე ვწერდით პოსტებს

ასე ემთხვეოდა ჩვენი საყვარელი ფერები ერთმანეთს ❤

ასე ვუყურებდით ფილმებს. ყელის ტკივილი, სიცხე და ათასი კატასტროფა

ასე “ვაბირჟავებდით” კინოთეატრის წინ, განვიხილავდით ფილმებს და ვთათბირობდით.

ასე გადავიღე სურათი ბელა ტართან,

ელდარ შენგელაიასთან ❤

და გიორგი პალფთან.

ასე ვერთობოდით მე და ზურიუსი ❤
ამ და სხვა სურათებს პერიოდულად ვათვალიერებ ხოლმე და ვხვდები, რომ ძალიან მენატრება ეს ყველაფერი.
წელს ბიაფი უკვე მე-9-ჯერ შეგვიპატიჟებს საავტორო კინემატოგრაფიაში. აქ ჩვენ შევხვდებით ნაცნობ თუ უცნობ რეჟისორებს, მსახიობებს, ვნახავთ ახალ და საინტერესო ფილმებს, დავესწრებით მასტერკლასებს, ჩავწერთ ინტერვიუებს…
ხოდა ამედევნეთ, არ ინანებთ 😉
ფესტივალის ოფიციალური საიტი: http://biaff.org/
ფესტივალის ოფიციალური fb გვერდი: https://www.facebook.com/BIAFFBATUMI
ფესტივალის ოფიციალური twitter: https://twitter.com/biaffbatumi (hashtag: #biaff და #biaff2014)
ფესტივალის ოფიციალური ინსტაგრამი: Biaffbatumi
ჩემი პირადი twitter: https://twitter.com/K84U