როდესაც 1966 წელს კანადელი მუსიკოსი – ლეონარდ კოენი (Leonard Cohen) სიმღერის სტრიქონებს წერდა, მაშინ ის თავისი თანამემამულე მეგობრის, სკულპტორისა და მხატვრის – არმან ვაიანკურის (Armand Vaillancourt) მეუღლით – სიუზან ვერდალით (Suzanne Verdal) იყო მოხიბლული. არადა, 70-იანების დასაწყისში კოენი ამერიკელ სიუზან ელროდზე (Suzanne Elrod) დაქორწინდა, თუმცა არავის მოსვლია აზრად ეს სიმღერა მის მეუღლესთან დაეკავშირებინა. 90-იანებში კოენი BBC-ის გამოუტყდა: “მოულოდნელად, მე ჩემი მეგობრის მეუღლე – სიუზანი შემიყვარდა. ეს იყო მონრეალის გამორჩეული წყვილი: სიმპატიური მამაკაცი და ლამაზი ქალი. ყველა მამაკაცს უყვარდა სიუზანი და ყველა ქალს უყვარდა არმანი. აქ ისეთი მომენტი იყო, როგორ ვთქვა… გამუდმებული ფიქრები სიუზანის შესახებ, მაგრამ არანაირი რეალური შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, არმანი ჩემი მეგობარი იყო. მეორეც, წყვილს იმდენად მყარი ურთიერთობა ჰქონდა, რომ შენ ვერ შეიჭრებოდი და ვერ გაარღვევდი ამ ძლიერ კავშირს. ერთ დღესაც სიუზანს შემთხვევით გადავეყარე და მან მე მდინარის პირას დამპატიჟა. მას პატარა სხვენი ჰქონდა და სხვენის ქვევით სივრცე, სადაც ის ჩაით გამიმასპინძლდა. ჩაის ფორთოხლის ნაჭრები ჰქონდა. მდინარეში ნავები სეირნობდნენ, მე კი ჩემს წარმოსახვაში სიუზანის სხეულს ვეხებოდი. მისი შეხების სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობდა. აი აქედან მომდინარეობს ამ სიმღერის სათაურიც და ტექსტიც.”
Suzanne takes you down to her place near the river
You can hear the boats go by
You can spend the night beside her
And you know that she’s half crazy
But that’s why you want to be there
And she feeds you tea and oranges
That come all the way from China
And just when you mean to tell her
That you have no love to give her…