12 years a Blur

პირველი რა გახსენდებათ ამ ორი სიმღერის მოსმენისას?


მაშინ სხვა დრო იყო…

  • უდარდელი ბავშვობა,
  • ფანჯრებში მზის მუდმივად შემომავალი სხივები,
  • ნაყინი N რაოდენობით,
  • აბეზარი, უმისამართოდ მფრინავი ბუზები ყველა ოთახის ჭაღის ქვეშ,
  • მამაჩემი სპორტულ შორტებში და ფარფატა დედაჩემი ყვავილებიან სარაფანში

Continue reading

DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც. Continue reading

Sex and The City

ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკში დავიწყე ამ სერიალის ყურება. დაახლოებით 12-13 წლის ვიქნებოდი, რადგან 2000 წელს ვიყავი ამდენის. სამაგიეროდ, ზუსტად მახსოვს, რომ ჩემი დის მიმბაძველობით დავიწყე ამის კეთება. წარმოიდგინეთ, 12 და 17 წლის ორი თინეიჯერი და ზის და უყურებს სერიალს სექსის შესახებ 😀 თანაც, სექსი ყოველ სერიაში 😀

carrie-bradshaw Continue reading

90’s electronic games

გახსოვთ აი ის პერიოდი, როდესაც ყველას სახლში პატარა ელექტრო- მოწყობილობები გვქონდა და გამწარებით ვთამაშობდით ხან ტეტრისს და ხან კი ჩამოცვენილ კვერცხებს ვიჭერდით?

გენატრებათ???

მაშინ ეს საიტი თქვენთვისაა.

ჩართეთ და ითამაშეთ.

http://www.pica-pic.com/

May

არ მიყვარს მაისი. დიდად არასოდეს მყვარებია და ბოლო რამდენიმე წელი – მითუმეტეს. სულ დაძაბული ვარ, შებოჭილი და ერთი სული მაქვს, როდის გავა. ყველაფერ ცუდს მაისში ველოდები. ეს უკვე ჩამოყალიბებულ იდეაფიქსად მაქვს ქცეული. აი ახლაც კი, როდესაც თვის დასრულებამდე სულ რაღაც 2 კინკილა დღეა დარჩენილი, უცნაური შეგრძნება არ მტოვებს.

მაისი მთლიანად მამაჩემის თვეა. 17 მაისი მისი გარდაცვალების დღეა, 31-ში კი – დაბადების. დაბადების დღის თარიღამდე ზუსტად 14 დღით ანუ 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. წლევანდელ 17 მაისს კი მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. შეგრძნება ისევ რაღაცნაირია. ენით რომ ვერ აღიწერება და თითებით რომ ვერ დაიწერება. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ვინმესთან საუბარი. მათ შორის არც ოჯახის წევრებთან. ეს იმდენად პირადია, რომ ალბათ ყველა ასე იქნებოდა.

ვიხსენებ ძალიან ბევრ ნათელ მომენტს მამაჩემის ცხოვრებიდან. მისი თამაშის პერიოდი მე აბა საიდან მემახსოვსოვრება?! ეს ჩემამდე კიარადა, ზოგადად დაქორწინებამდე იყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ოდესღაც რაღაც კარგი გაუკეთებია ქართული სპორტისთვის, მე მახარებს და სიამაყით მავსებს. პლუს, ნაკრების მთავარი მწვრთნელობა არც ისე ადვილია. მახსენდება ცივ ამინდში კუს ტბაზე არბენები. უფრო სწორად, ჩვენ რა გვიჭირდა, ხელბურთელები უნდა გენახათ 😀 მოკლე შორტებში ცივ ამინდში რომ არბოდნენ მთელი კუს ტბის ტრასას. ჩვენ (მე, ჩემი და და მამაჩემი) მანქანით ვადევნებდით თვალყურს. პერიოდულად ვჩერდებოდით, გვენახა არიქა და ვინმე ხომ არ ისვენებს და ზარმაცობსო. დიახ, აი ეს ის თაობაა, ახლა რომ უკვე შეიძლება აღარც კი თამაშობენ – 90-იანი წლების ხელბურთელები. ახლა უკვე 40-45-ს მიტანებულები იქნებიან სავარაუდოდ და ალბათ ყველამ თავისი გზა იპოვა. ზოგი ალბათ ისევ ხელბურთშია, ზოგი – სხვაგან. ამ მხრივ ჩემს დას უფრო მეტი აქვს გასახსენებელი – მამაჩემს საზღვარგარეთ დაყვებოდა თამაშებზე. მე მაშინ პატარა ვიყავი, 1997 წელს შევსრულდი მხოლოდ 10 წლისა. მახსოვს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ნორვეგიის ქალაქ ლილიჰამერში 1994 წელს, სადაც მამაჩემიც იყო და ჩვენ სამნი ტელევიზორში შემძვრალნი ვუყურებდით, რომ კამერებისთვის ხელი დაექნია და ჩვენ ტელევიზორში გვენახა. აი აგერ მწირი ინფორმაცია ზ/ა ოლიმპიური თამაშების შესახებ, საქართველოც რომ არის ჩამონათვალში. მახსოვს სტუ-ს (ჩვენ ყველა რომ “გეპეი”-ს ვეძახით) პირველი სართულის დარბაზი, სადაც ბიჭების ვარჯიშები ტარდებოდა. და ჩემი ერთადერთი გასართობი მხოლოდ წებოვანი პატარა ბურთები იყო. პატარა იმიტომ, რომ ხელბურთის ბურთი ფეხბურთის ბურთთან შედარებით პატარაა და წებოვანი იმიტომ, რომ სპეციალურად ისვამდნენ თითებზე რაღაც მაზს, რომელიც ბურთს თითებზე მყარად ამაგრებდა.
Continue reading

spiced childhood

მახსოვს სიტყვა spice-ის მნიშვნელობას ვითხოვდი ჩემი უფროსი დისგან. “წიწაკიანი”-ო. მაგრამ მე ვერაფრით ვაკავშირებდი გოგოებთან ამ სიტყვას. ბოლოს შევჯერდით იმაზე, რომ ცხარე გოგოები იყვნენ.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი, პატარა ყუთი გამოვიღე შემთხვევით. ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი მათი სურათებით არის სავსე. მათნაირობას რომ ვოცნებობდი და David Beckham-ი რომ შემიყვარდა. მერე მამაჩემთან რომ მივედით, რომელია ეს ბიჭი-მეთქი. ისე კი გაუკვირდა 8-13 წლის გოგოებს რა ესაქმებათ ფეხბურთთანო, მაგრამ თურმე გვესაქმებოდა. იმ სურათებში ისეთები არიან, როგორებიც იმ ძველ კლიპებში. (პ.ს. რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება ხოლმე, როდესაც მახსენდება, რომ In November 1996, Beckham was abroad on his first trip with the England squad, in Tbilisi, Georgia. There, he saw the video that would change his life. It was “Say You’ll Be There” by the Spice Girls. Beckham pointed at the screen and said to his best friend Gary Neville that the girl dressed in a black PVC catsuit (Victoria) was the woman he wanted and if she wanted him, they would be together for ever. A few months later, they began dating.)

ყველაზე მეტად ეს ორი სიმღერა მიყვარს მათი შემოქმედებიდან. მშვიდი სიმღერებია და მელოდიური.

ამას წინათ ვიქტორიას ფბ გვერდს ვათვალიერებდი და ახალი სურათები დადეს. მანამდე იყო ლონდონის ოლიმპიადა, სადაც ერთად გამოვიდნენ და ძველი დრო გაიხსენეს. ამჯერად კი, რომელიღაც გადაცემაში მიიწვიეს, რომელსაც სიმბოლურად viva forever დაარქვეს.

არა, არაფერი… უბრალოდ ბავშვობამ გადამირბინა თვალწინ. აი ასე random. თავიცი up-ებითა და down-ებით. ეჰ, რა დრო გასულა.

(გადიდებისთვის დააჭირეთ)

პროლოგისეული ბევრი წერტილით


რაღაც ძალიან მოულოდნელად მოხდა ყველაფერი… ძალიან მალე აკინძული წიგნი… ძალიან დიდი ხანია მინდა, მაგრამ რავი, ვერ ვახერხებდი… თითქოს რაში უნდა მჭირდებოდეს მაშინ, როდესაც მაქვს დღიური live ჩანაწერებისთვის, მაგრამ რავი, ეტყობა საჭირო იყო…
“Papier geduldiger als Menschen” ( ფურცელი ადამიანზე ამტანია ადნაზნაჩნად!!!) როგორც ჩემი საყვარელი წიგნის საბრალო არსებამ, Anne Frank-მა აღნიშნა ერთ დროს… ხოდა რავი აბა, ეგრეა რა… ამიტომაც ფურცელი (ნებისმიერი სახის) და არა ადამიანი… დაე, აიტანოს ფურცელმა…
რაღაც ხდება… უცნაურობისკენ მივემართები… მივეშურები… პრინციპში ”ცნაური” ცხოვრების რომელ ეტაპზე ვყოფილვარ, ახლა რომ ვიყო… ხოდა ახლაც უცნაური სიმპტომებით აღსავსე გახლავართ… მაგრამ თითქოს… ნუ მოკლედ… დაიკიდეთ…. აუ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხმარობ სიტყვათა შეთანხმებას ”ნუ მოკლედ”,ამას იმ დროს ვამბობ, როცა რაღაც თითქოს მაღელვებს/მადარდებს, თუმცა აგრესიულობის შესაბამისად მაგრად მკიდია ფეხებზე… ”კაროჩეს” გადავეჩვიე თითქოს, მაინც მშობლიური სისულელეები მირჩევნია უცხოურ მაღალფარდოვანებას… ნუ ეს ”И дым отечество нам сладок и приятен”-ის პონტში გამოდის, მაგრამ… ნუ მოკლედ რა.
ფერიც ლურჯია… ნუ ცისფერი… ნუ ანუ ლურჯის შვილი… მაგრად მიყვარს ეგ ფერი… მაწყნარებს… ჯინსების ყურებაც კი… ცაც… მამაჩემის ძველი 06 -იც ხო ცისფერი იყო… მერე გაყიდა… მიყვარდა მამაჩემის 06… შორი მანძილიდან რომ ვხედავდი, მევასებოდა ეგ მომენტი… დღესაც ცისფერი მანქანათსამყარო მამაჩემის შესტი მგონია ხოლმე… ნუ ეს უკვე ჩვევის პონტშიც ალბათ… თან მაგაზე ტარება ვისწავლე ადრე… ნუ ადრე რა… 13-ის რომ ვიყავი… ხოდა მიყვარს ცისფერი… ეს სიმღერაც მიყვარს “The Bluest light” … მაგრამ ეს განგებ არ დამიმთხვევია… თავისით მოხდა… ახლა მამაჩემის შესტიც არ არის და ტარებაც ნელნელა მავიწყდება… ნუ მოკლედ… (აი, კიდევ ეს ფრაზა!!!)
ხოდა რავი… ძაან დიდი ჯაჯმენთის ქვეშ ნუ მომახვედრებ, რადგან პირველი იყო… ნუ ანუ პროლოგის პონტში გავიდა-ს პონტში.
ხოდა მერე სიახლეებს დავუმატებ.
მანამდე კი kate for you… ნუ ანუ ჩემი ბლოგის მისამართი…