DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც. Continue reading

Pepsi

ამასწინათ, დილით სახლისკენ მომავალმა გადავწყვიტე ჩემი საყვარელი სასმლის შეძენა სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში. თან იყო დღე და საშინელი, მცხუნვარე მზე. სიცხისგან უკვე აზროვნება მიჭირდა მგონი. ჰოი საოცრებაც, ამ დროს მოხდა Foodmart-ში აპოკალიფსი: სალაროს კომპიუტერს დაემართა რაღაც ხარვეზი და მთელი 20-30 წთ ორი ქილა Pepsi-ით ვიდექი 10 კაციან რიგში. ისე მცხელოდა, ერთი ქილა იქვე დავცალე, კომპიუტერს არა და არ ეშველა. ბოლოს, IT სპეციალისტი გამოვიდა და მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა. ამ დროის განმავლობაში კი არაერთმა კლიენტმა დააბრუნა საყიდლად გამზადებული პროდუქტი და დატოვა ადგილი. მე კი მედგრად ვიდექი და ბოლომე დაველოდე მომენტს, სანამ ვიყიდდი ჩემს საყვარელ სასმელს.

ეს დიდი არაფერია. უბრალოდ ამ პატარა ეპიზოდით იმის თქმა მინდა, თუ როგორ ძლიერ მიყვარს ეს სასმელი და როგორ უნახავივით ვსვამ ყოველ ჯერზე, როდესაც ვყიდულობ.

პირველი საგაზეთო რეკლამა:  Continue reading

May

არ მიყვარს მაისი. დიდად არასოდეს მყვარებია და ბოლო რამდენიმე წელი – მითუმეტეს. სულ დაძაბული ვარ, შებოჭილი და ერთი სული მაქვს, როდის გავა. ყველაფერ ცუდს მაისში ველოდები. ეს უკვე ჩამოყალიბებულ იდეაფიქსად მაქვს ქცეული. აი ახლაც კი, როდესაც თვის დასრულებამდე სულ რაღაც 2 კინკილა დღეა დარჩენილი, უცნაური შეგრძნება არ მტოვებს.

მაისი მთლიანად მამაჩემის თვეა. 17 მაისი მისი გარდაცვალების დღეა, 31-ში კი – დაბადების. დაბადების დღის თარიღამდე ზუსტად 14 დღით ანუ 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. წლევანდელ 17 მაისს კი მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. შეგრძნება ისევ რაღაცნაირია. ენით რომ ვერ აღიწერება და თითებით რომ ვერ დაიწერება. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ვინმესთან საუბარი. მათ შორის არც ოჯახის წევრებთან. ეს იმდენად პირადია, რომ ალბათ ყველა ასე იქნებოდა.

ვიხსენებ ძალიან ბევრ ნათელ მომენტს მამაჩემის ცხოვრებიდან. მისი თამაშის პერიოდი მე აბა საიდან მემახსოვსოვრება?! ეს ჩემამდე კიარადა, ზოგადად დაქორწინებამდე იყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ოდესღაც რაღაც კარგი გაუკეთებია ქართული სპორტისთვის, მე მახარებს და სიამაყით მავსებს. პლუს, ნაკრების მთავარი მწვრთნელობა არც ისე ადვილია. მახსენდება ცივ ამინდში კუს ტბაზე არბენები. უფრო სწორად, ჩვენ რა გვიჭირდა, ხელბურთელები უნდა გენახათ 😀 მოკლე შორტებში ცივ ამინდში რომ არბოდნენ მთელი კუს ტბის ტრასას. ჩვენ (მე, ჩემი და და მამაჩემი) მანქანით ვადევნებდით თვალყურს. პერიოდულად ვჩერდებოდით, გვენახა არიქა და ვინმე ხომ არ ისვენებს და ზარმაცობსო. დიახ, აი ეს ის თაობაა, ახლა რომ უკვე შეიძლება აღარც კი თამაშობენ – 90-იანი წლების ხელბურთელები. ახლა უკვე 40-45-ს მიტანებულები იქნებიან სავარაუდოდ და ალბათ ყველამ თავისი გზა იპოვა. ზოგი ალბათ ისევ ხელბურთშია, ზოგი – სხვაგან. ამ მხრივ ჩემს დას უფრო მეტი აქვს გასახსენებელი – მამაჩემს საზღვარგარეთ დაყვებოდა თამაშებზე. მე მაშინ პატარა ვიყავი, 1997 წელს შევსრულდი მხოლოდ 10 წლისა. მახსოვს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ნორვეგიის ქალაქ ლილიჰამერში 1994 წელს, სადაც მამაჩემიც იყო და ჩვენ სამნი ტელევიზორში შემძვრალნი ვუყურებდით, რომ კამერებისთვის ხელი დაექნია და ჩვენ ტელევიზორში გვენახა. აი აგერ მწირი ინფორმაცია ზ/ა ოლიმპიური თამაშების შესახებ, საქართველოც რომ არის ჩამონათვალში. მახსოვს სტუ-ს (ჩვენ ყველა რომ “გეპეი”-ს ვეძახით) პირველი სართულის დარბაზი, სადაც ბიჭების ვარჯიშები ტარდებოდა. და ჩემი ერთადერთი გასართობი მხოლოდ წებოვანი პატარა ბურთები იყო. პატარა იმიტომ, რომ ხელბურთის ბურთი ფეხბურთის ბურთთან შედარებით პატარაა და წებოვანი იმიტომ, რომ სპეციალურად ისვამდნენ თითებზე რაღაც მაზს, რომელიც ბურთს თითებზე მყარად ამაგრებდა.
Continue reading

London, England

რაღაცნაირად გულში მაქვს ჩარჩენილი ეს ქვეყანა და როგორც ვინი პუხს არ მიეცა თაფლი, ვერც ღრუბლად გაასაღა თავი და ვერც დათვობით მიაღწია საწადელს, მაგრამ მაინც სკის ირგვლივ ტრიალებს, აი ის შეგრძნება მაქვს მე.

***

პირველ რიგში გეტყვით, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ და თუმც საკმაოდ ძვირია, დახარჯული ფული ღირს ამად. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ეს ქვეყანა.

1. წინასწარ კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. ეს ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრი დრო მოიგოთ და კარგად გაანაწილოთ. ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციაა განსაკუთრებით ბრიტანეთის შესახებ, ფასებით, ადგილმდებარეობით, რჩევებით, დროით.

1

2. ქალაქში მოძრაობისთვის ორიენტაცია აიღეთ აუცილებლად მოსანახულებელი ობიექტების ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე, ასე უფრო ადვილია ქალაქში გზის გაკვლევა. თვითონ ნახეთ გუგლის რუკაზე მოსანახულებელი ობიექტები და მარშრუტი. აუცილებლად ჩაიწერეთ ამ სადგურების დასახელებები. ნუ გექნებათ იმედი, რომ ვინმე ქუჩაში გამვლელი მიგასწავლით, როგორ მიხვიდეთ სასურველ ადგილას. მთელი ჩემი ლონდონში ყოფნის პერიოდში მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. არა იმიტომ, რომ ეზარებათ, არა, ძალიან ზრდილობიანი ხალხია და შეეცდებიან ყველანაირად დაგეხმარონ, მაგრამ უბრალოდ არ იციან (თან ლონდონის ქუჩაში ლონდონელის ნახვა საკმაოდ ძნელია). ამოიღებენ მობილურს და ნავიგაციის მეშვეობით რაღაცას მიგასწავლიან, რაც დიდად არ გამოგადგებათ.
ვინც არ იცის google maps-ს აქვს ფუნქცია (get direction), რომელიც გიჩვენებთ რამდენია დაშორება ორ ობიექტს შორის და რა დროში მიხვალთ იქამდე ფეხით, მანქანით, ან ავტობუსით და უახლოეს მისასვლელ მარშრუტსაც გიჩვენებთ.

2

3. ვალუტა (ფუნტი სტერლინგი) უმჯობესია აქ იყიდოთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით. თუმცა გადამცვლელი პუნქტები ლონდონში ბევრია, აეროპორტებშიც და სადგურებშიც არის.

3

Continue reading

spiced childhood

მახსოვს სიტყვა spice-ის მნიშვნელობას ვითხოვდი ჩემი უფროსი დისგან. “წიწაკიანი”-ო. მაგრამ მე ვერაფრით ვაკავშირებდი გოგოებთან ამ სიტყვას. ბოლოს შევჯერდით იმაზე, რომ ცხარე გოგოები იყვნენ.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი, პატარა ყუთი გამოვიღე შემთხვევით. ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილი მათი სურათებით არის სავსე. მათნაირობას რომ ვოცნებობდი და David Beckham-ი რომ შემიყვარდა. მერე მამაჩემთან რომ მივედით, რომელია ეს ბიჭი-მეთქი. ისე კი გაუკვირდა 8-13 წლის გოგოებს რა ესაქმებათ ფეხბურთთანო, მაგრამ თურმე გვესაქმებოდა. იმ სურათებში ისეთები არიან, როგორებიც იმ ძველ კლიპებში. (პ.ს. რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება ხოლმე, როდესაც მახსენდება, რომ In November 1996, Beckham was abroad on his first trip with the England squad, in Tbilisi, Georgia. There, he saw the video that would change his life. It was “Say You’ll Be There” by the Spice Girls. Beckham pointed at the screen and said to his best friend Gary Neville that the girl dressed in a black PVC catsuit (Victoria) was the woman he wanted and if she wanted him, they would be together for ever. A few months later, they began dating.)

ყველაზე მეტად ეს ორი სიმღერა მიყვარს მათი შემოქმედებიდან. მშვიდი სიმღერებია და მელოდიური.

ამას წინათ ვიქტორიას ფბ გვერდს ვათვალიერებდი და ახალი სურათები დადეს. მანამდე იყო ლონდონის ოლიმპიადა, სადაც ერთად გამოვიდნენ და ძველი დრო გაიხსენეს. ამჯერად კი, რომელიღაც გადაცემაში მიიწვიეს, რომელსაც სიმბოლურად viva forever დაარქვეს.

არა, არაფერი… უბრალოდ ბავშვობამ გადამირბინა თვალწინ. აი ასე random. თავიცი up-ებითა და down-ებით. ეჰ, რა დრო გასულა.

(გადიდებისთვის დააჭირეთ)