Dévastée

პარიზის მოდის კვირეულის შესახებ წინა პოსტში უკვე დავიწყე საუბარი, თუმცა დღეს მინდა უშუალოდ კონკრეტულ ჩვენებაზე გადავიდე. ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ფრანგულ ბრენდ – Dévastée -ზე. იგი ფრანგი დიზაინერების – ოფელი კლერისა (Ophelie Klere) და ფრანსუა ალარის (Francois Alary) შემოქმედებით ტანდემს წარმოადგენს. Dévastée-მ უკანასკნელი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა 24 სექტემბერს. 

Ophelie Klere & Francoise Alary A.K.A. Dévastée

როგორც თავად Dévastée აცხადებს, მათი მთავარი მესიჯი არის პრინტი, ძირითადი ფერები კი შავი, თეთრი, ნაცრისფერი. ისინი ინსპირაციის ძებნისას იაპონიას მიადგნენ და ვფიქრობ, რომ არცთუ ამაოდ. მიიჩნევენ, რომ მათი ტანისამოსის ჩამცმელი ჩვეულებრივი ადამიანია და არა ვინმე ცნობილი და პოპულარული. ადამიანი, რომელიც თავისთვის, საიდუმლოდ განმარტოებულია ტოკოის თუ პარიზის პარკებში. ფილმი, მუსიკა ან სურათი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს მათ კოლექციას??? ალბათ ისევ რაიმე იაპონური. წარმოიდგინეთ გაზაფხულის მიწურული ტოკიოში. აოიამას სასაფლაო, დილის 5-6 საათი, მზეც ხომ პირველად ამ ქვეყანაში ამოდის. შენც ამ ულამაზეს სასაფლაოში სეირნობ და მასთან ერთად ფხიზლდები და იწყებ მომდევნო დღეს. ტკბები ჩიტების ჟღურტულის სმენით და ყოველივე იდეალურადაა.
Continue reading

Advertisements