Juno


ძალიან მომეწონა იმდენად, რამდენადაც არის:
1) კომედია (თუმცა სასაცილო მომენტზე მეტი სატირალი მომენტია)
2) მელოდრამა (ნუ მე რათქმაუნდა ემოციურად ვუყურე, as always)
3) ახალგაზრდული (დიდი ხანია არ მინახავს)

მცირე ექსკურსი მათ, ვისაც ჯერ არ უნახავს:
ფილმში მოთხრობილია 16 წლის გოგოზე, ჯუნოზე, რომელიც თავის თანაკლასელთან სქესობრივი ურთიერთობის შედეგად შემთხვევით დაფეხმძიმდება.
ვინაიდან და რადგანაც ჯუნოს არ სურს ბავშვის ყოლა ასეთ პატარა ასაკში, ის გადაწყვეტს აბორტის გაკეთებას, თუმცა მალევე გადაიფიქრებს და აქტიურად იწყებს მშობლების ძებნას თავისი შვილისთვის.

ჩემი შეფასება:
ნუ ისეთი მოპედერასტო კიარადა ჩლუნგი ბიჭისგან დაფეხმძიმდება ჯუნო, რომ მგონი ის უფრო არის გოგო და ჯუნო ბიჭი.
ვერ ვიტან ეგეთ ნედარაზვიტი ტიპებს.
ჯუნო კი ძალიან საყვარელი ბავშვია, რომელიც ცდილობს თავად მოერიოს საკუთარ პრობლემებს.
თან რაც ძალიან მიყვარს, როცა ასეთი ინგლისურით საუბრობენ, ეს არის რადიკალურად განსხვავებული The Queen’s Language-სგან. ყოველ ფრაზაში რომ რაღაც ემოციური ტონალობაა. ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს. ნუ პრინციპში ორივენაირი ინგლისური მიყვარს, მაგრამ The Queen’s Language რაღაც უფრო ცივია ხოლმე.
ეს ისეთი ფილმია, სადაც კიდევ ერთხელ არის აბორტის წინააღმდეგ გატარებული პროპაგანდა. სანამ ვნახავდი, რაღაც განსაკუთრებული სიუჟეტის ფილმი მეგონა, რადგან ამდენ ნომინაციებზე იყო წარდგენილი. თუმცა ისეთი უცხო და ახალი არაფერი იყო, თითქოს ადრეც უნდა გადაეღოთ მსგავსი შინაარსის ფილმი, მაგრამ ამ მომენტში არაფერი მსგავსი შინაარსის არ მახსენდება. გამიხარდა რომ დიაბლო კოდიმ სცენარისთვის მიიღო ოსკარი.
აგრეთვე ძალიან სასიამოვნო საუნდტრეკები არის, რომლებიც ძალიან უხდებიან ფილმს.

მოკლედ, ვისაც ჯერ არ გინახავთ, ნახეთ, it’s worthy.