12 years a Blur

პირველი რა გახსენდებათ ამ ორი სიმღერის მოსმენისას?


მაშინ სხვა დრო იყო…

  • უდარდელი ბავშვობა,
  • ფანჯრებში მზის მუდმივად შემომავალი სხივები,
  • ნაყინი N რაოდენობით,
  • აბეზარი, უმისამართოდ მფრინავი ბუზები ყველა ოთახის ჭაღის ქვეშ,
  • მამაჩემი სპორტულ შორტებში და ფარფატა დედაჩემი ყვავილებიან სარაფანში

Continue reading

DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც. Continue reading

Biaff: გულახდილი/Frank

10 თუ 11 წლის ვიქნებოდი, როდესაც ექსკურსიაზე მივყვებოდი მეგობარ კლასს. ერთ მოსწავლესთან ჩემი ინიციატივით მივედი და გადავკოცნე, რამდენიმე წუთში კი მამაჩემმა დამიბარა თავის მანქანასთან და მითხრა: “პირველი შენ არასოდეს მიხვიდე ადამიანთან გადასაკოცნელად.” იმ მომენტში საკმაოდ გავბრაზდი და რა თქმა უნდა, შევიცხადე. წლების შემდეგ კი ნელნელა უფრო ძლიერ დავრწმუნდი მამაჩემის სიტყვების სისწორეში. თუმცა ცხოვრება ისეთი უცნაური რამეა და ხალხი – ისეთი მრავალფეროვანი, რომ არც მამაჩემის 100%-იანი დაჯერება ყოფილა და არც 100%-იანი არდაჯერება. მას შემდეგ სიტუაცია სულ თავად მკარნახობს როგორ მოვიქცე. ერთი კი ისაა, რომ არ ვცდილობ ვიმეგობრო იმ ადამიანებთან, ვისაც ეს არ უნდა.

ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალმა წარმოგვიდგინა ლენი აბრაჰამსონის ფილმი “Frank”, რომელშიც ის საკითხია წამოწეული, რაზეც ზევით ვისაუბრე. ჯონი ერთი ინგლისელი მუსიკოსია, რომელიც თავს კარგ მუსიკოსად მიიჩნევს და ზუსტად ამიტომაც ის ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ქალაქის ყოველდღიურ ერთფეროვნებას თავი დააღწიოს. ის მოულოდნელად გაიცნობს ექსცენტრიულ როკ-ჯგუფს, რომლის წევრებიც დათანხმდებიან მის ჯგუფში აყვანას. ზუსტად ამის შემდეგ მის ცხოვრებაში თავგადასავლების რაოდენობა მატულობს. თუმცა ჯონი არ მოსწონთ და ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ მისი თავიდან მოშორებას. ჯონი კი მთელი მონდომებით ცდილობს ჯგუფს დაანახოს, თუ როგორი კარგი ადამიანი და მუსიკოსია იგი. ჯგუფის ლიდერია Frank-ი, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული. სწორედ ამის გამო იგი მუდმივად უზარმაზარი პაპიე-მაშის თავით ცხოვრობს. ჯონს ხშირად უჩნდება ფრენკის რეალური სახის ნახვის სურვილი, თუმცა ამაოდ. ჯგუფში გამუდმებით კრიზისული სიტუაციებია, რაც ფრენკს უფრო მეტად აგდებს დეპრესიაში. თუმცა, მთელი ჯგუფი მაინც ღრმად არის დარწმუნებული, რომ ფრენკი გენიალური მუსიკოსია. რეალურად კი ფრენკი ერთი აუტისტი, ემოციური ინტროვერტია, რომელიც საბოლოოდ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მისი აუტისტობიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის. ჯონის კი უკვე ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ფრენკი რეალურ ცხოვრებას დააბრუნოს. Continue reading

Mother’s Day

3 დღის წინ 11 მაისი იყო. 11 მაისს, ყველა თუ არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დედის დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამას მხოლოდ 3 მარტს ვაკეთებთ. ახლა შევედი instagram-ზე და არაერთ სურათს მოვკარი თვალი, სადაც ცნობილი ადამიანები დედებთან ერთად გადაღებული სურათებით უხსნიან სიყვარულს მათ. ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ტექსტი დეინ კუკს ჰქონდა. Dane Cook – ამერიკელი კომედიანტი და მსახიობია. უნდა აღინიშნოს, რომ მისი stand up-ები მე არ მომეწონა და ფილმებს ვამჯობინებ, თუმცა მის სახეს რომ ვხედავ, მსიამოვნებს. პოზიტიური ადამიანის გამომეტყველება აქვს. მაგრამ ამაზე არ მინდოდა ამ პოსტში საუბარი. სხვაგან წავედი.

რატომ გამოვყავი დეინი? იმიტომ, რომ მისი ინსტაგრამი და ტვიტერი ყოველთვის მხოლოდ ღლიცინისგან შედგება. შეიძლება სურათი იყოს სერიოზული, მაგრამ დეინი ისეთ კომენტარებს უკეთებს, რომ მინიმუმ 10 ადამიანს მაინც გაეცინება. 11 მაისს კი დეინი ემოციური, სევდიანი და სენტიმენტალური იყო. გამოვყოფდი ჩემს საყვარელ ემინასაც. აგერ Emina Cunmulaj-ის ემოციური კომენტარი. აგერ ლენი კრავიციც (Lenny Kravitz), ჩემი საყვარელი ბრაზილიელი მსახიობი ჯოვანა ანტონელი (Giovanna Antonelli), რეინალდო ჯიანეკინი (Reynaldo Gianecchini) და სხვები. მოკლედ, კარგი რამეა ინსტაგრამი, ბევრი რომ არ გავაგრძელო. იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას ვიღებ მე სურათებიდან და კომენტარებიდან, ვიდრე ფილმებიდან ან საიტებზე განთავსებული ინფორმაციებიდან. Continue reading

London, England

რაღაცნაირად გულში მაქვს ჩარჩენილი ეს ქვეყანა და როგორც ვინი პუხს არ მიეცა თაფლი, ვერც ღრუბლად გაასაღა თავი და ვერც დათვობით მიაღწია საწადელს, მაგრამ მაინც სკის ირგვლივ ტრიალებს, აი ის შეგრძნება მაქვს მე.

***

პირველ რიგში გეტყვით, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ და თუმც საკმაოდ ძვირია, დახარჯული ფული ღირს ამად. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ეს ქვეყანა.

1. წინასწარ კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. ეს ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრი დრო მოიგოთ და კარგად გაანაწილოთ. ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციაა განსაკუთრებით ბრიტანეთის შესახებ, ფასებით, ადგილმდებარეობით, რჩევებით, დროით.

1

2. ქალაქში მოძრაობისთვის ორიენტაცია აიღეთ აუცილებლად მოსანახულებელი ობიექტების ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე, ასე უფრო ადვილია ქალაქში გზის გაკვლევა. თვითონ ნახეთ გუგლის რუკაზე მოსანახულებელი ობიექტები და მარშრუტი. აუცილებლად ჩაიწერეთ ამ სადგურების დასახელებები. ნუ გექნებათ იმედი, რომ ვინმე ქუჩაში გამვლელი მიგასწავლით, როგორ მიხვიდეთ სასურველ ადგილას. მთელი ჩემი ლონდონში ყოფნის პერიოდში მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. არა იმიტომ, რომ ეზარებათ, არა, ძალიან ზრდილობიანი ხალხია და შეეცდებიან ყველანაირად დაგეხმარონ, მაგრამ უბრალოდ არ იციან (თან ლონდონის ქუჩაში ლონდონელის ნახვა საკმაოდ ძნელია). ამოიღებენ მობილურს და ნავიგაციის მეშვეობით რაღაცას მიგასწავლიან, რაც დიდად არ გამოგადგებათ.
ვინც არ იცის google maps-ს აქვს ფუნქცია (get direction), რომელიც გიჩვენებთ რამდენია დაშორება ორ ობიექტს შორის და რა დროში მიხვალთ იქამდე ფეხით, მანქანით, ან ავტობუსით და უახლოეს მისასვლელ მარშრუტსაც გიჩვენებთ.

2

3. ვალუტა (ფუნტი სტერლინგი) უმჯობესია აქ იყიდოთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით. თუმცა გადამცვლელი პუნქტები ლონდონში ბევრია, აეროპორტებშიც და სადგურებშიც არის.

3

Continue reading