DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც. Continue reading

The Ads of 2014

ცნობილმა სარეკლამო online ჟურნალმა “Adweek”-მა 2015 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა წინა 2014 წლის 10 საუკეთესო სარეკლამო ვიდეო-რგოლი. ათეულში შედის როგორც სპორტული ან კომედიური, ისე სოციალური სიუჟეტის მქონე ვიდეოები.

10) მსოფლიოს ყველაზე რთული სამუშაო
სიუჟეტის მიხედვით კომპანიამ გამოაცხადა ვაკანსია, რითიც დაინტერესდნენ სამსახურით დაინტერესებული ადამიანები. ერთის მხრივ, კომპანიას ჰქონდა ისეთი აუტანელი მოთხოვნები, რომ შეუძლებელი იყო, ვინმე დათანხმებულიყო, თუმცა…
პირადად ვიტირე ამ ვიდეოს ნახვისას.


Continue reading

#VEMIBRA

მაშინ, როდესაც მე, შენ, ყვავი და ჩხიკვი ვუყურებთ ფეხბურთის მსოფლიო თასის თამაშებს, ვტკბებით ჩვენი საყვარელი ნაკრები გუნდების გოლებით ან უბრალოდ სირბილით და ემოციურად ვრეაგირებთ მათი წარმატებისა თუ წარუმატებლობის დროს, შვედეთში დაყიალობს ერთი ადამიანი 😀
დიახ, დიახ 😀
დაყიალობს და თან ამბობს, მსოფლიო ჩემპიონატი ჩემ გარეშე არ მსოფლიო-ჩემპიონატობსო. გეცნოთ ხელწერა??? 😀
ეს არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ქედმაღალი, უხეში, აგრესიული, ცინიკოსი და მაინც ჩემთვის საყვარელი იბრა.

ამ ინტერვიუს შემდეგ უკვე ზუსტად ვიცით, რა ტიპია იბრა. http://www.theguardian.com/football/2013/nov/20/zlatan-ibrahimovic-world-cup-not-worth-watching-without-me

და ვინაიდან იბრა არის გაბრაზებული (ოღონდ სიმართლე რომ ვთქვა, ვერ მივხვდი, ვისზე :D), ბრაზილიაში წასვლას არ გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით Dani Alves-მა, Ronaldo-მ და სხვა ცნობილმა თუ არაცნობილმა ბრაზილიელებმა ეს ვიდეო ჩაწერეს.

😀 😀 😀 😀

საბოლოო ჯამში Zlatan Ibrahimovic მაინც გაემგზავრა ბრაზილიაში და ესპანეთის თამაშსაც დაესწრო.
http://www.dailymail.co.uk/sport/worldcup2014/article-2662305/Zlatan-Ibrahimovic-watches-Spain-crash-2014-World-Cup-Laurent-Blanc-PSG-president-Nasser-Al-Khelaifi.html

და შემდეგ ნიუ იორკშიც გადაფრინდა ოჯახთან ერთად დასასვენებლად.
http://www.dailymail.co.uk/sport/worldcup2014/article-2670519/Zlatan-Ibrahimovic-holidays-family-New-York-World-Cup-continues-Brazil.html

Paolo Maldini

ახლა რომ ვფიქრობ, თუ ვინ შეიძლება მისნაირი საყვარელი ადამიანი მეგულებოდეს აპენინებზე – ვერავის ვიხსენებ. ცნობილი მამის შვილობა ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შენც კარგი უნდა იყო. ხოლო თუ მის საქმეს აგრძელებ, მითუმეტეს.
ეს არის ადამიანი, რომელსაც არასოდეს გაუცვლია საკუთარი ქალაქი და კლუბი სხვა ადგილზე. მან 31 წელი გაატარა “მილანი”-ს შემადგელობაში: 7 და 24! გაიტანა 29 გოლი, რაც მცველის პირობაზე საკმაოდ კარგი შედეგია. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღარც მალდინი თამაშობს და აღარც მისი მეწყვილე ალესანდრო ნესტა, იტალიის ნაკრებიც გამოეთიშა მსოფლიო თასს და მილანიც ისე ხშირად ვეღარ იგებს, იტალიის ნაკლები თუ მილანის კლუბი მაინც განთქმულია ე.წ. იტალიური დაცვით ან სხვანაირად რომ ვთქვა, მალდინის სკოლით.
გარდა საუცხოო მცველისა, ის ასევე ცნობილია საოცარი სულგრძელობით, სიმშვიდითა და ჯენტლმენური თვისებებით. ის “il capitano” იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლუბის თუ ნაკრების კაპიტნობა ებარა, არამედ იმიტომაც, რომ ზრუნავდა საკუთარ ფეხბურთელებზე. ისე, როგორც ამას ახლა ჯანლუიჯი ბუფონი აკეთებს, რომელიც, ჩემის აზრით, არანაკლებად კარგი ფეხბურთელია.

AC Milan Training & Press Conference

70425084353693

PAOLO MALDINI

Paolo_Maldini_al_Milan_nel_1985

paolo_maldini_maldini_7682271

დღეს პაოლო მალდინის დაბადების დღეა და მას 46 წელი შეუსრულდა.
მენატრება მისი თამაშის პერიოდი და მენანება, რომ დღეს იტალიას არავინ ჰყავს მისნაირი.

დღეს FIFA-მ პატივით მოიხსენია პაოლო და სტატიაც მიუძღვნა.
http://www.fifa.com/classicfootball/players/player=174730/

მე კი ამ ვიდეოს ვუყურე და ცრემლები მომადგა.

Pepsi

ამასწინათ, დილით სახლისკენ მომავალმა გადავწყვიტე ჩემი საყვარელი სასმლის შეძენა სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში. თან იყო დღე და საშინელი, მცხუნვარე მზე. სიცხისგან უკვე აზროვნება მიჭირდა მგონი. ჰოი საოცრებაც, ამ დროს მოხდა Foodmart-ში აპოკალიფსი: სალაროს კომპიუტერს დაემართა რაღაც ხარვეზი და მთელი 20-30 წთ ორი ქილა Pepsi-ით ვიდექი 10 კაციან რიგში. ისე მცხელოდა, ერთი ქილა იქვე დავცალე, კომპიუტერს არა და არ ეშველა. ბოლოს, IT სპეციალისტი გამოვიდა და მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა. ამ დროის განმავლობაში კი არაერთმა კლიენტმა დააბრუნა საყიდლად გამზადებული პროდუქტი და დატოვა ადგილი. მე კი მედგრად ვიდექი და ბოლომე დაველოდე მომენტს, სანამ ვიყიდდი ჩემს საყვარელ სასმელს.

ეს დიდი არაფერია. უბრალოდ ამ პატარა ეპიზოდით იმის თქმა მინდა, თუ როგორ ძლიერ მიყვარს ეს სასმელი და როგორ უნახავივით ვსვამ ყოველ ჯერზე, როდესაც ვყიდულობ.

პირველი საგაზეთო რეკლამა:  Continue reading

კონტრასტები

იმ დღეს ერთ ქართულ ყვითელ საიტს ვეწვიე. არადა, არასოდეს შევდივარ, მაგრამ…. ნუ მოკლედ.

აქეთ რონალდო და შეიკის ნახევრად შიშველი ფოტოსურათი.

იქით ქართველი ბიჭების გამოკითხვა ქალიშვილობასთან დაკავშირებით.

ორი ამოუწურავი თემაა პრინციპში 😀

x

My super-puper twitter

ამ პოსტში ტვიტერი ადრეც ვახსენე,

რაღაც ძალიან მეუცხოება. თითქოს მხოლოდ კომენტარები და მეტი არაფერი. ყველაზე ძალიან არ მომწონს retweeted რაღაცეები რომ მიჩნდება. დიდი არაფერია, თუმცა შიგადაშიგ მაინც შევდივარ ხოლმე.

მაშინ ჯერ კიდევ არ “ვენდობოდი” დიდად და საკმაოდ იშვიათად ვსტუმრობდი. შემდეგ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება იმდენად მიიპყრო, რომ “ჯანდაბას, ტვიტერზე ავედევნები”-ს პრინციპით მის პროფილზე შესვლისას Follow-ს დავაჭირე. ეს გოგო ჩემი ბლოგის აქტიურ მკითხველს ეცოდინება. ემინა კუნმულაჟის თითოეულ აფრენას, დაფრენას, ფოტოსესიას თუ ახალ ფეხსაცმელს გაფაციცებული ვადევნებდი თვალყურს. პრინციპში, ინგლისური სლენგურ-ჟარგონული ენით რომ ვთქვა, ემინა ჩემი პირველი, ყველაზე დიდხნიანი და ალბათ ყველაზე მყარი (ანუ სტაბილური)  ტვიტერული “ქრაშია”.  თუმცა-ღა Emina Cunmulaj-იც კი ვერ მაიძულებდა იმას, რომ ტვიტერი ყოველდღიურად შემემოწმებინა. Continue reading

May

არ მიყვარს მაისი. დიდად არასოდეს მყვარებია და ბოლო რამდენიმე წელი – მითუმეტეს. სულ დაძაბული ვარ, შებოჭილი და ერთი სული მაქვს, როდის გავა. ყველაფერ ცუდს მაისში ველოდები. ეს უკვე ჩამოყალიბებულ იდეაფიქსად მაქვს ქცეული. აი ახლაც კი, როდესაც თვის დასრულებამდე სულ რაღაც 2 კინკილა დღეა დარჩენილი, უცნაური შეგრძნება არ მტოვებს.

მაისი მთლიანად მამაჩემის თვეა. 17 მაისი მისი გარდაცვალების დღეა, 31-ში კი – დაბადების. დაბადების დღის თარიღამდე ზუსტად 14 დღით ანუ 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. წლევანდელ 17 მაისს კი მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. შეგრძნება ისევ რაღაცნაირია. ენით რომ ვერ აღიწერება და თითებით რომ ვერ დაიწერება. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ვინმესთან საუბარი. მათ შორის არც ოჯახის წევრებთან. ეს იმდენად პირადია, რომ ალბათ ყველა ასე იქნებოდა.

ვიხსენებ ძალიან ბევრ ნათელ მომენტს მამაჩემის ცხოვრებიდან. მისი თამაშის პერიოდი მე აბა საიდან მემახსოვსოვრება?! ეს ჩემამდე კიარადა, ზოგადად დაქორწინებამდე იყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ოდესღაც რაღაც კარგი გაუკეთებია ქართული სპორტისთვის, მე მახარებს და სიამაყით მავსებს. პლუს, ნაკრების მთავარი მწვრთნელობა არც ისე ადვილია. მახსენდება ცივ ამინდში კუს ტბაზე არბენები. უფრო სწორად, ჩვენ რა გვიჭირდა, ხელბურთელები უნდა გენახათ 😀 მოკლე შორტებში ცივ ამინდში რომ არბოდნენ მთელი კუს ტბის ტრასას. ჩვენ (მე, ჩემი და და მამაჩემი) მანქანით ვადევნებდით თვალყურს. პერიოდულად ვჩერდებოდით, გვენახა არიქა და ვინმე ხომ არ ისვენებს და ზარმაცობსო. დიახ, აი ეს ის თაობაა, ახლა რომ უკვე შეიძლება აღარც კი თამაშობენ – 90-იანი წლების ხელბურთელები. ახლა უკვე 40-45-ს მიტანებულები იქნებიან სავარაუდოდ და ალბათ ყველამ თავისი გზა იპოვა. ზოგი ალბათ ისევ ხელბურთშია, ზოგი – სხვაგან. ამ მხრივ ჩემს დას უფრო მეტი აქვს გასახსენებელი – მამაჩემს საზღვარგარეთ დაყვებოდა თამაშებზე. მე მაშინ პატარა ვიყავი, 1997 წელს შევსრულდი მხოლოდ 10 წლისა. მახსოვს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ნორვეგიის ქალაქ ლილიჰამერში 1994 წელს, სადაც მამაჩემიც იყო და ჩვენ სამნი ტელევიზორში შემძვრალნი ვუყურებდით, რომ კამერებისთვის ხელი დაექნია და ჩვენ ტელევიზორში გვენახა. აი აგერ მწირი ინფორმაცია ზ/ა ოლიმპიური თამაშების შესახებ, საქართველოც რომ არის ჩამონათვალში. მახსოვს სტუ-ს (ჩვენ ყველა რომ “გეპეი”-ს ვეძახით) პირველი სართულის დარბაზი, სადაც ბიჭების ვარჯიშები ტარდებოდა. და ჩემი ერთადერთი გასართობი მხოლოდ წებოვანი პატარა ბურთები იყო. პატარა იმიტომ, რომ ხელბურთის ბურთი ფეხბურთის ბურთთან შედარებით პატარაა და წებოვანი იმიტომ, რომ სპეციალურად ისვამდნენ თითებზე რაღაც მაზს, რომელიც ბურთს თითებზე მყარად ამაგრებდა.
Continue reading