Transit N 1

რეისი: თბილისი – სტამბოლი

აეროპორტში ასე მიწურულში პირველად მივედი. როდესაც შედიხარ, ჩანთების სკანირება ხდება. იცით ალბათ ყველამ და ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ეს არის ბარგის შემოწმების მეთოდი აეროპორტებში. წარმოიდგინეთ სიტუაცია: მაქვს ორი-სამი ჩანთა ჩემოდნიან-ხელჩანთიან-ლეპტოპიან-ფოტოაპარატიანად, ნუ ჰა ოთხი ჩანთა. დავდე 1 ჩანთა და  ამ დროს ვიღაც სოფლელი, რეგვენი, იდიოტი (არ მერიდება ამ სიტყვების, რადგან გაცოფებული ვიყავი ამ ფაქტის ხილვისას) ქალი თავის პატარა ხელჩანთას ტენის ჩემი ჩანთის შემდეგ. არადა, მე ჯერ არ მქონდა ჩემი მთელი ბარგი დადებული. ანუ შუაში ჩამიხტა. ისე გავცოფდი, ემოციები ვერ მოვთოკე. მე წარმატებით გავიარე დეტექტორი და რას ვხედავ 😀 ამ ქალის ხელჩანთა ამ დეტექტორმა ჩაიხვია 😀 ახია! ნუ მე რომ ამ ქალთან ემოციები ვერ შევიკავე, ეგ უკვე აღვნიშნე. რაღაც მივაძახე. პასუხად არც “უკაცრავად, მეჩქარება” და არც არაფერი. ნუ მოკლედ. ეს საქართველოა. ქაჯეთის ქვეყანა.

რეგისტრაცია უკვე დაწყებული იყო. უცებ ჩემი რეისი მოვძებნე და ჩავდექი რიგში. იქ სადღაც, რამდენიმე დეციმეტრში ქართველების ჯგუფი ჰიმნს მღერის მთელ ხმაზე. მღერის არა, გაჰკივის. ო ღმერთო. მალე ავიდე მეორე სართულზე. მერე უცებ მახსენდება, რომ ყველას აქვს უფლება, მისთვის სასურველი რამ აკეთოს, მათ შორისაა სიმღერაც. Continue reading

Advertisements

A Minha Mala

იცით როგორ ვარ? მთელი დღე ლუარსაბივით მხოლოდ წოლა და ძილი რომ მინდა, აი ეგრე. მაგრამ ლუარსაბს ჭამაც უყვარდა, ცხონებულს 😀 მე ეგეც მეზარება და შესაბამისად, ბოზბაშისა და ჩიხირთმის ერთმანეთისთვის შედარებისთვისაც არ ვიწუხებ თავს. ჭამითაც მთელი დღეები მხოლოდ ორცხობილა (იგივე сухарь), ყველი და ბორჯომი (რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ვერ ვიტან). ჰო, ლუდისა და ჩიფსების ზედმეტმა მიღებამ (“передозировка”-მ ანუ) თავისი ქნა, კუჭი ამატკია. ანუ ძილისთვის მეტი დრო მრჩება 😀
დღეს 04 ივლისი თენდება და ლოგინთან ახლოს (დიახ, ლოგინზე ვარ წამოწოლილი ლუარსაბივით), აქვე ჩემს პატარა მაგიდასთან ჩემოდანი მიდევს. რამდენიმე დღეა აკვიატებული მაქვს სიტყვა “mala”, რაც პორტუგალიურად “ჩემოდანს” ნიშნავს. A minha mala – ჩემი ჩემოდანი კი ასე გამოიყურებოდა გუშინ.

mala

რამდენიმე კითხვა რომ დავუსვა საკუთარ თავს, პასუხი ერთია
– როდის ვცოცხლობ და არა ვარსებობ?
– როდის ვარ ბედნიერი და გახარებული?
– როდის ვარ აღფრთოვანებული და გასხივოსნებული?
– როდის ვარ შეყვარებული?
– როდის ვარ ცოცხალი?
– როდის ვიცინი ყველაზე მეტს?
– როდის ვარ ყველაზე დასვენებული?

როცა ვმოგზაურობ.
ვიღაცამ მითხრა, შენ მხოლოდ ის ადამიანი გაგიგებს, ვისაც შენნაირად ან შენზე მეტად უყვარს მოგზაურობაო. თავიდან შევიცხადე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი, მაგრამ ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ იმ აზრამდე მივედი, რომ მართლა ასეა.
ხშირად იმასაც ვფიქრობ, რომ 12 თვიანი პერიოდი იმისთვის არსებობს, რომ 11 თვე მოგზაურობაზე ვიფიქრო და 1 თვე ვიმოგზაურო. ხშირად ვითიშები და გადავდივარ სხვა ქვეყანასა და ქალაქში. მოგზაურობა – ეს არის ჩემი ამოუწურავი ინტერესი. არასოდეს მბეზრდება და არასოდეს დავიღლები მისით. Continue reading