Mother’s Day

3 დღის წინ 11 მაისი იყო. 11 მაისს, ყველა თუ არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დედის დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამას მხოლოდ 3 მარტს ვაკეთებთ. ახლა შევედი instagram-ზე და არაერთ სურათს მოვკარი თვალი, სადაც ცნობილი ადამიანები დედებთან ერთად გადაღებული სურათებით უხსნიან სიყვარულს მათ. ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ტექსტი დეინ კუკს ჰქონდა. Dane Cook – ამერიკელი კომედიანტი და მსახიობია. უნდა აღინიშნოს, რომ მისი stand up-ები მე არ მომეწონა და ფილმებს ვამჯობინებ, თუმცა მის სახეს რომ ვხედავ, მსიამოვნებს. პოზიტიური ადამიანის გამომეტყველება აქვს. მაგრამ ამაზე არ მინდოდა ამ პოსტში საუბარი. სხვაგან წავედი.

რატომ გამოვყავი დეინი? იმიტომ, რომ მისი ინსტაგრამი და ტვიტერი ყოველთვის მხოლოდ ღლიცინისგან შედგება. შეიძლება სურათი იყოს სერიოზული, მაგრამ დეინი ისეთ კომენტარებს უკეთებს, რომ მინიმუმ 10 ადამიანს მაინც გაეცინება. 11 მაისს კი დეინი ემოციური, სევდიანი და სენტიმენტალური იყო. გამოვყოფდი ჩემს საყვარელ ემინასაც. აგერ Emina Cunmulaj-ის ემოციური კომენტარი. აგერ ლენი კრავიციც (Lenny Kravitz), ჩემი საყვარელი ბრაზილიელი მსახიობი ჯოვანა ანტონელი (Giovanna Antonelli), რეინალდო ჯიანეკინი (Reynaldo Gianecchini) და სხვები. მოკლედ, კარგი რამეა ინსტაგრამი, ბევრი რომ არ გავაგრძელო. იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას ვიღებ მე სურათებიდან და კომენტარებიდან, ვიდრე ფილმებიდან ან საიტებზე განთავსებული ინფორმაციებიდან. Continue reading

Advertisements