DB40

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ ხოლმე ადამიანები ბავშვობაში მოწონებული თუ შეყვარებული ცნობილი ადამიანების მოწონებასა თუ სიყვარულს, მაგრამ ეს ამბავი მე არ მეხება. და თუ მე ის ვარ, ვინც 1999 წლის 26 მაისს 12 წლის ასაკში საკუთარ ბინაში ვკიოდი ბედნიერებისგან, თუ მე ის ვარ, ვისაც მან ფეხბურთი არანორმალურად შეაყვარა და თუ მე ის ვარ, ვინც ერთი ინგლისელ გოგონათა ჯგუფის სიმღერებზე ვცეკვავდი, კასეტებს ვუსმენდი და სურათებს ვაგროვებდი, მაშინ დაე ისიც ვიქნები, ვისთვისაც მისი იუბილე განსაკუთრებულია.

დღეს ანუ 2015 წლის 2 მაისს David Beckham-ს 40 წელი შეუსრულდა. ამასთანავე, დევიდმა დღეს ინსტაგრამის ოფიციალური ანგარიში გახსნა, რითიც მინიმუმ მე გამახარა. შესაბამისად, მისი თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ facebook-სა და google plus-ზე, არამედ instagram-ზეც. Continue reading

A Minha Mala

იცით როგორ ვარ? მთელი დღე ლუარსაბივით მხოლოდ წოლა და ძილი რომ მინდა, აი ეგრე. მაგრამ ლუარსაბს ჭამაც უყვარდა, ცხონებულს 😀 მე ეგეც მეზარება და შესაბამისად, ბოზბაშისა და ჩიხირთმის ერთმანეთისთვის შედარებისთვისაც არ ვიწუხებ თავს. ჭამითაც მთელი დღეები მხოლოდ ორცხობილა (იგივე сухарь), ყველი და ბორჯომი (რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ვერ ვიტან). ჰო, ლუდისა და ჩიფსების ზედმეტმა მიღებამ (“передозировка”-მ ანუ) თავისი ქნა, კუჭი ამატკია. ანუ ძილისთვის მეტი დრო მრჩება 😀
დღეს 04 ივლისი თენდება და ლოგინთან ახლოს (დიახ, ლოგინზე ვარ წამოწოლილი ლუარსაბივით), აქვე ჩემს პატარა მაგიდასთან ჩემოდანი მიდევს. რამდენიმე დღეა აკვიატებული მაქვს სიტყვა “mala”, რაც პორტუგალიურად “ჩემოდანს” ნიშნავს. A minha mala – ჩემი ჩემოდანი კი ასე გამოიყურებოდა გუშინ.

mala

რამდენიმე კითხვა რომ დავუსვა საკუთარ თავს, პასუხი ერთია
– როდის ვცოცხლობ და არა ვარსებობ?
– როდის ვარ ბედნიერი და გახარებული?
– როდის ვარ აღფრთოვანებული და გასხივოსნებული?
– როდის ვარ შეყვარებული?
– როდის ვარ ცოცხალი?
– როდის ვიცინი ყველაზე მეტს?
– როდის ვარ ყველაზე დასვენებული?

როცა ვმოგზაურობ.
ვიღაცამ მითხრა, შენ მხოლოდ ის ადამიანი გაგიგებს, ვისაც შენნაირად ან შენზე მეტად უყვარს მოგზაურობაო. თავიდან შევიცხადე, მაგას რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი, მაგრამ ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ იმ აზრამდე მივედი, რომ მართლა ასეა.
ხშირად იმასაც ვფიქრობ, რომ 12 თვიანი პერიოდი იმისთვის არსებობს, რომ 11 თვე მოგზაურობაზე ვიფიქრო და 1 თვე ვიმოგზაურო. ხშირად ვითიშები და გადავდივარ სხვა ქვეყანასა და ქალაქში. მოგზაურობა – ეს არის ჩემი ამოუწურავი ინტერესი. არასოდეს მბეზრდება და არასოდეს დავიღლები მისით. Continue reading

Malta

არ ვიცი, ვინმემ თუ იცის Sliema/სლიემა, Paceville/პაჩევილე, M’dina/მ(ე)დინა, Valetta/ვალეტა. კადნიერებაში არ ჩამომართვათ და რატომღაც ვფიქრობ, ცოტა ქართველს ექნება ისინი ნანახი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა მათზე მოგითხროთ. აქვე ვიტყვი იმას, რომ მალტური ენა – ეს არის იტალიურისა და არაბული ენების ჰიბრიდი. ინგლისური კი ყველამ იცის. აქედან გამომდინარე იგი მეორე ოფიციალურ ენად ითვლება კუნძულზე. დაიჯერებთ, რომ მთელი მალტა არის დაახლოებით თბილისისხელა??? წარმოიდგინეთ, რომ ცალკე ქალაქი არის საბურთალო, ვაკე, ვერა, მთაწმინდა… აი ეგრეა იქ. ანუ ქალაქების სიდიდე არ აღემატება თბილისის რომელიმე უბნის სიდიდეს. აი მაგალითად იფიქრებდი, რომ ისევ სლიემაში ხარ და ამ დროს თურმე პაჩევილეში სეირნობ.

563405_10200355914156037_1097217712_n.jpg
Continue reading

Subliminal

დღეს ვფიქრობდი, რატომ ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე ვწერდი?! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ადრე ბევრ უაზრობას ვწერდი და ოდნავი შვება მეუფლება. დღესაც კი, როდესაც ძველ პოსტებს ვკითხულობ, უხერხულობისგან, მორიდებულოსგან ვიკრუნჩხვები, ვიშმუშნები და სურვილი მეუფლება, რომ სახე ხელებში ჩავრგო და დავიმალო.

1) დასაწერი არაფერია. ნუ კი, რა თქმა უნდა, პასკული დაიჯერებდა ამ ვერსიას. მაგრამ აქ ერთი დეტალია. დასაწერი ზუსტადაც რომ არის. თუნდაც იმის შესახებ, რომ მალტაში (თუ მალტაზე. იქნებ დაზუსტებით იცოდეს ვინმემ. ხან იმას ვამბობ და ხან იმას.) ვიყავი. დიახ, თებერვალში მალტას ვესტუმრე და მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება. აუ ოღონდ ამაზე მერე დავწერ. ახლა ძალიან მეზარება და რომც არ მეზარებოდეს, მაინც მეზარება. ეს ერთი მალტური სურათი იდოს მაინც. ვინიცობაა და ვინმე შემოვა ბლოგზე.

PicMonkey Collage

თუ რატომ ვიყავი, როგორ გავერთე, რა ვნახე, რა მომეწონა და ა.შ.-ები იქნება მომდევნო პოსტებიდან რომელიმეში. ასე რომ, ამედევნეთ (be my follower თუ როგორცაა).

2) გავიზარდე და მივხვდი, რომ დებილობები არ უნდა ვწერო.

  • არ უნდა ვწერო კრიტიკულ დღეებზე, რადგან სირცხვილია ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი.
  • არ უნდა ვწერო ცუდად ყოფნებზე… ნეტავ მართლა თვეში 4-5 დღე მქონდეს კრიტიკული და დანარჩენი 25-26 დღე არაკრიტიკული ხალისისა და კარგი გუნებგანწყობის განსახიერება ვიყო… საკუთარი თავის შემშურდებოდა 😀 ეს არ ვიცი რამდენად გამომივა.
  • არ უნდა ვწერო ცხელ გულზე. თუნდაც იყოს ეს სიხარულისას დაწერილი პოსტები.
  • არ უნდა აღვწერო ხოლმე ბუნება ყოვლად უნიჭო მეთოდებით… “ქარმა ხიდან მოწყვეტილი უკანასკნელი ფოთოლით გააფრინა შარაგზისკენ.” ნუ აი 😀 .
  • არ უნდა ვწერო სამსახურსა და თანამშრომლებზე. უბრალოდ უნდა გავიაზრო, რომ ხალხი ისეთი არასოდეს იქნება, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.
  • არ უნდა ვწერო ყოველდღიურ უინტერესო ამბებზე. მაგ: დღეს მე წავედი სამსახურში, მერე წავედი მაღაზიაში, მერე გადავედი ვაკის პარკში, იქ ვნახე ჩემი მეგობარი პეტრე, მან დაურეკა თავის მეგობარ პავლეს” და ა.შ. ნუ ასეთი სულელური პოსტები არც მახსენდება, მაგრამ სხვებთან მინახავს და ზოგადად, არ არის მოსაწონი.
  • არ უნდა ვწერო ცუდისმსურველ  (რაც იგულისხმება ფრაზაში “შენ კიდევ არსებობ?” ) და ცუდისმთქმელ (რაც იგულისხმება ფრაზაში “სხვებიც გიცნობენ და მათი აზრიც ემთხვევა ჩემსას დამიჯერე”) ადამიანებზე!!!! ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ მათზე რამე დავწერო. 

ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც ემატება ადამიანს. ალბათ-მეთქი, რადგან მე ამაში ეჭვი მეპარება საკუთარი თავიდან გამომდინარე. უი ხო. 6 მარტს 26 წლისა შევსრულდი. ანუ 6-იანის შეგრძნებებში ვარ.

რეალურად კი ვიტყოდი იმას, რომ რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. გარდა მე-2 მუხლის ბოლო პუნქტისა.

დილის 8 სააათიც მოსულა.

ძილინების.

La mia Italia, il mio uomo, la mia vita, la mia ispirazione, il mio incantesimo e qualcosa di molto più

იტალია…

ეს რაღაც საოცრებაა ჩემთვის.
ქვეყანა, რომელიც არაერთი წელია ფარულად თუ ხილულად მიყვარს.
მესიზმრება.
მელანდება.
ხშირად უბრალოდ თვალს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ვითომ მილანისა თუ ფლორენციის ქუჩებში დავიარები. მერე რომსა და ვენეციისკენ მივიჩქარი.
გზად მილიონი იტალიელი მხვდება.
მე ღრმად მჯერა, რომ იტალიაში ყველა ოცნება სრულდება.
რასაც კი მე ჩავიფიქრებ.
წინა კვირას მთელი 7 დღე ძალიან დაღლილი ვიყავი, მინდოდა ლოგინში მეკოტრიალა და ბევრი მეძინა. მთელი კვირა იმდენად დამღლელი იყო, რომ არაფერი დაშავდებოდა საღამოობით თუ დავისვენებდი. ეს დასვენება კი შუა კვირაში დავგეგმე. მაგრამ ალესანდრომ არ მომასვენა. დაკვირვებული ვარ, როდესაც უკიდურესად დაღლილი ვარ, მაშინ არ მანებებს ხოლმე თავს. როცა მასთან ერთად ბოდიალი მინდა, მაშინ ან მივლინებაშია, ან ფეხბურთია რომელიმე სტადიონზე, ან კიდევ რა, ან კიდევ რა.
– andiamo Katarina.
– არა, ძალიან დაღლილი ვარ.
– guardate quello che un tempo meraviglioso, andiamo, per favore.
– ვკვდები, ისე მეძინება. შემეშვი!!!
– no, io voglio uscire e voglio che tu venga con me.
– იქნებ სხვა დროს.
– no, altro momento siamo in due che essere occupato, vieni Katarina.
– oh mio dio, va bene. მოვდივარ. რა ჩავიცვა???
– mettiti quell vestito che ti ho comprato. Ti sta molto bene.
– არ შემცივდება???
– certamente no, fuori fa troppo caldo, il paese e’ in flamme.

ალესანდროს ნაჩუქარი წითელი კაბა ჩავიცვი. გრძელი თმები გადავივარცხნე, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი, ტუჩებზე – წითელი ტუჩსაცხი. ასეთდროს მისთვის “Mia Bella Katarina” ვარ ხოლმე. ზოგჯერ ვფიქრობ ეს წითელი კაბა ზედმეტად მოკლე ხომ არ არისმეთქი, მაგრამ არაო და რავიცი. ალბათ მეჩვენება. მისაღებ ოთახში რომ გამოვედი, ჩვენს ძველებურ ტახტზე 2 ბილეთი შევნიშნე. ხელში ავიღე და რას ვხედავ. ლა სკალა. აივანი. საუკეთესო ადგილები. “კარმენი”. მთავარ პარტიას კი ვინ თუ არა ნინო სურგულაძე ასრულებს. ალესანდრო უკნიდან მომეპარა, ხელები შემომხვია და თმებში მაკოცა –  “Mia Bella”  წარმოიდგინეთ ლა სკალას უზარმაზარი თეატრი. ულამაზესი. რამდენი ცნობილი წარმოდგენა დადგმულა აქ და დღეს მე უნდა დავესწრო ქართველი მეცო სოპრანოს სასწაული ნიჭის დემონსტრირებას. მივედით. შესასვლელი გადაჭედილი იყო. როგორც იქნა ადგილები დავიკავეთ და დაიწყო…
გახსოვთ “ლამაზი ქალი”??? აი ის მომენტი, როდესაც რიჩარდი და ჯულია თეატრში არიან??? დაახლოებით მსგავსი სახით ვიჯექი. ნინო შეუადარებელი იყო. ისეთი ვნება, ისეთი ემოცია, ისეთი ტემპერამენტი, ისეთი გრძნობები მოდიოდა მისგან, რომ სანდროს გადავუჩურჩულე: “she’s real Georgian”-მეთქი, რაზეც თანხმობა მივიღე, თუმცა იქვე დაამატა: “Or maybe Italian”. რა ხმა აქვს ამ გოგოს, ვგიჟდები ხოლმე.
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, სანის დიდი მადლობა გადავუხადე.

ამავდროს ბუნებრივ მოთხოვნილებას უკიდეგანოდ შევეწუხებინე, ამიტომაც მე და ალე გავეშურეთ მისი საყვარელი რესტორნისკენ. ეს ხომ რათქმაუნდა რესტორანი “Sadler”-ია, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. მე გარდა კერძებისა, ინტერიერი მომწონს. ნახეთ როგორი დახვეწილი გარემოა. ალემ უპირველეს ყოვლისა “ბაგრატიონი” მოატანინა. ასეთ დროს ორივეს გვიყვარს ღვინის სმა, არადა ღვინო ჩემგან ძალიან შორსაა, მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო.

ალემ ეს კერძი შეუკვეთა, სულ მავიწყდება მისი სახელწოდება. ხო, აი ეს არის, რასაც აგერ ხედავთ. მე იმდენად არ მიზიდავს მსგავსი “ჩაღლა-ბუღლა” რაღაცეები, რომ მზერაც კი გულს მიწუხებს და შესაბამისად გონებას არ ვიტვირთავ ზედმეტი სახელების დამახსოვრებით. შემადგენლობები ამგვარია: ბადრიჯანი (და აი ამ სიტყვის შემდეგ როგორ უნდა მივიკარო ეს კერძი???? ფუჰჰჰ. ) პომიდორი, მაკარონი, რომელიღაც მწვანილი, სოუსი და კიდევ მილიონი სუნელი თუ ინგრედიენტი. ალე გიჟდება მსგავს კერძებზე და ამასაც რომ მიირთვამს, სიამოვნებისგან კვნესის ხოლმე.

მე კი – იქიდან გამომდინარე, რომ საჭმელში ექსპერიმენტები არ მიყვარს, მირჩევნია ისეთი კერძი მივირთვა, რაც არაერთხელ არის დეგუსტირებულ-შეყვარებული ჩემს მიერ. გარდა ამისა,  ჯერ კიდევ ვცდილობ საქართველოსთან ვიყო დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ისეთ კერძებს მივირთვამ, რომლებიც ახლოს არის ქართულ სუფრასთან. ან ახლოს თუ არა, ვიცი მაინც რისგან მზადდება. აი მაგალითად ეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რა არის ეს და რისგან არის მომზადებული. თან თუ გავითვალისწინებთ მის საოცარ მსგავსებას ქართულ ხაჭაპურთან – გენიალური არჩევანია. სახელია “Cuisine Pizza”. ნუ ერთადერთი ისაა, რომ სოკოიანია და რათქმაუნდა მე არქეოლოგიური გათხრები ჩავატარე და სოკო გამოვიღე. პლუს, გამოვიღე ხახვები. სანდრო მეხუმრება ხოლმე, შენ მართლა ხაჭაპური გდომებიაო, მაგრამ ეგრე არ არის. მე მაინც გულწრფელად მჯერა, რომ პიცას მივირთვამ ხოლმე. ხოდა თუ ვინმე დაინტერესდებით, აგერაა მისამართი: Via Ettore Troilo 14, Milan 20136, Italy.

მეორე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვენეციასა და ფლორენციაში გადავსულიყავით. ალე მაოცებს. შეუძლია სამსახურიდან დაეთხოვოს და მე წამიყვანოს ულამაზეს ქალაქებში. თანაც, გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობს, არაფერი დაშავდება, თუ ერთი დღე სამსახურს გააცდენს და ვენეციაში გადავა. ისე ამბობს, ახლა მე რომ ვთქვა, წამო, ბაკურიანში გადავიდეთ, მაგრამ იტალიელები ყველაფერზე “გადავიდეთ”-ს ამბობენ. ვენეცია – არის საოცარი სილამაზის ქალაქი. უამრავი ხიდით, არქიტექტურული ნამუშევრითა და სახლით. მართლაც რომ სიყვარულის ქალაქია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ამ სიყვარულით აღსავსე არ ჩამოდიოდე ვენეციაში. ეს ალესაც არ ესმის, ამიტომაც ჩამოვედით აქ. “ალე, ხომ კიდევ ჩამოვალთ ვენეციაში???”, თუმცა ალეს არ ესმის ქართული, მხოლოდ უმარტივესი ქართული ესმის.

ფლორენცია კი ეს არის ჩემის აზრით (და არამარტო ჩემი) იტალიის ყველაზე ლამაზი და კულტურულად სრულყოფილი ქალაქი. უამრავი მუზეუმი, უამრავი ძეგლი, კულტურული ობიექტი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩამოვიდე იტალიაში და არ მოვინახულო ფლორენცია.სურათებს გაგიზიარებთ.  მე რომ აღტაცებული ვარ და ემოციებში ვარ, ალესანდრო დამცინის. რათქმაუნდა, ის ხომ ამას ყოველთვე ან სულაც ყოველწელს ხედავს (მინიმუმ!!!), ხოდა რავიცი აბა, რა ვთქვა, უბრალოდ ლამაზია და მე მომწონს.

და მომდევნო დღის მონახულების ობიექტი!!! ადგილი, სადაც ყველა გზა მიდის!!! ქალაქი, რომელიც არ აშენებულა ერთ დღეში!!! (ცნობილი ფრაზაა და ალბათ თქვენც გაგიგიათ : “Rome wasn’t built in a day.”  და მართლაც თუნდაც რად ღირს ის უზარმაზარი, გალავანივით გარშემორტყმული კოლიზეუმი. კოლიზეუმი ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ, ამფითეატრი ფლამიუმი. სიტყვა “კოლიზეუმი” მოდის კოლოსისგან, რომელიც ოდესღაც იქვე იყო, თუმცა შემდეგ გაუჩინარდა და ხალხმაც ის მალევე მიივიწყა, თუმცა “კოლიზეული” კი – დარჩა. ბევრ სურათს შორის რატომღაც ამის დადება მომინდა. ღამით კოლიზეუმში სანათებს ანთებენ და მისი სინათლე მთელ ქუჩას. ძალიან ლამაზია.

უი, ალემ Roman Coliseum Card მაჩუქა. აი ასე გამოიყურება. შიგნით კი ღია ბარათია და “Ti amero’ per tutta la mia vita” წერია. აგერ იყიდება http://www.zazzle.com/roman_coliseum_card-137636222834344884

ისეთი დაღლილები და გათიშულები ჩამოვედით, რომ ჯერ მაცივარს მივადექით და მერე – ლოგინებს. მაგრამ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს უნდა მოუწყო დღესასწაულები.
თვის ბოლოს ვგეგმავთ სარდინიაზე, კერძოდ კი – კალიარიზე (Cagliari) წასვლას და ზღვაზე გარუჯვას. მე მაინც შვებულება ავიღე და სანდრინიოც აიღებს. იმედი მაქვს, კარგად გავერთობით და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად დავისვენებთ. ერთი სული მაქვს.

ეს პოსტი ამ სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია. უთბილესია

დღეს არის 21/07/10  და ეს პოსტი დრაფთებში დევს 29/10/08-დან მოყოლებული. უბრალოდ თითქმის 2 წელი მუზა არ მქონდა ამ პოსტის დაწერის. ახლა კი იტალიის საელჩოსგან პასუხს ველოდები და ვნერვიულობ. არც კი მჯერა, რომ შეიძლება რომსა და კალიარიში წავიდე.

ჩემი სვირინგი

მოკლედ…
ბევრი განსხვავებული თუ საწინააღმდეგო აზრის მიუხედავად…
შიშებისა და ცრურწმენების მიუხედავად…
გავიკეთე!!!

აი თავს ვგრძნობ რაღაც არანორმალურად კარგად…
ასე მგონია, ხელმეორედ დავიბადე…
მთელი დღე დავხტივარ…
მართლა ძალიან გამიხარდა…
საბოლოო ჯამში ჩემი სხეულია…
ჩემი კანია…
ჩემი ზოდიაქოა…
ჩემი პატარა ბაცაცუნაა…

ხოდა ირმა არის თავის საქმის უდაო პროფესიონალი…
(“ცხელ შოკოლადში”-ც არის ირმას ნამუშევრები…
თუმცა live-ში ბევრად ლამაზია…)
და just კარგი ადამიანი, რომელიც ისე გართობს და გეხუმრება, რომ საერთოდ გავიწყებს ტკივილს…
თუმცაღა უნდა აღვნიშნო ირმას მომავალი კლიენტებისთვის, რომ არ არის ისეთი მტკივნეული, როგორც ამას მავანნი და მავანნი ავრცელებენ!!!
ასოციაცია გამიჩნდა პწკენის და ჩხაპნის…
ასე მეგონა, ვიღაცა ფრჩხილებს მისვამდა სხეულზე…
მართლა ძალიან ბედნიერი ვარ…

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაროს…
მის გარეშე ბევრი რამე სხვანაირად იქნებოდა…
სურათებს მისი (c) ადევს.
მიყვარხარ მარ!!!
მარ!!!
ვიცი, რომ ეს სიტყვა არ მოგწონს, როდესაც ვამბობ…
მაგრამ აი ისე მაგრად ვგრძნობ თავს, რომ უნდა ვთქვა…
კიარადა…
დავწერო…
კიარადა…
ვიცი, რომ უზრდელობაა, მაგრამ მაინც რა, please!!!

პიზძეეეეეეეეეეეც!!!!

იდეინი

მას მერე, რაც შაბათს პირველად “ცხელი შოკოლადი” შევიძინე, რაღაც სხვანაირი გავხდი თითქოს…
გავიხსენე, რომ კითხვა მიყვარს…
კიარადა არ მიყვარდა ბავშვობაში…
ვერ ვიტანდი ლიტერატურას…
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ტექნიკურ და ლინგვისტურ საგნებთან გავატარე.
ანუ მათემატიკა, მერე ალგებრა თავისი ტრიგონომეტრიით, გეომეტრია თავისი პლანიმეტრიითა და სტერეომეტრიით, მერე უმაღლესი მათემათიკა, მერე ფინანსური მათემატიკა, ახლა სტატისტიკა…
გრამატიკები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული…
სურვილი იმისა, რომ შევისწავლო იტალიური, ესპანური და პორტუგალიური…
ისტორია–ზოოლოგია–ბიოლოგია და ზოგადად საკითხავი და შემდგომში მოსაყოლი ლიტერატურის ზიზღი… დღემდე თუ მახსოვს რაიმე ცნობილი თარიღი არა იმიტომ, რომ ისტორიის პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული, არამედ იმიტომ, რომ რიცხვები იყო… და რიცხვები ადვილად მამახსოვრდება დღემდე… ტელეფონის ნომრები…დაბადების დღეები… ბევრი ადამიანის მახსოვს…
მახსოვს 8–9 წლის ასაკში მამაჩემის დასმულ კითხვაზე, თუ რაზე გინდა, რომ ჩააბარო, სწრაფად მივუგე: იქ, სადაც მათემატიკა და ინგლისური ისწავლებამეთქი. ე. ი. ეკონომიურზეო მიპასუხა… მართლაც მაგ გზით წავიდა ჩემი ცხოვრება… ანუ ჩემი დისგან განსხვავებით, რომელსაც იურისპრუდენცია უნდოდა, მაგრამ რატომღაც სამედიცინოზე ჩააბარა და 3 წლიანი კოლეჯის დამთავრების შემდეგ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავიდა… (და სამედიცინოზე ჩაბარებასაც დედაჩემს აბრალებს დღემდე) ხოდა ჩემი დისგან განსხვავებით მე ხომ არ შემშლია და ზუსტად იმ გზას მივყვევი, რაც 12–13 წლის წინ მინდოდა… და დღემდე მიყვარს???
აი ეს კითხვა არ მასვენებს…
ბავშვობაში ხატვაზე დავდიოდი სკოლის მასწავლებელთან სახელოსნოში… მუზეუმებსა და გალერეებს ვსტუმრობდით ბევრს… მხატვართა ცხოვრებით ვინტერესდებოდი…სეროვი, რეპინი, ლევიტანი, რეშეტნიკოვი, ლეონარდო… ძირითადად მიყვარდა გრაფიკაში ხატვა… ზოგადად ფანქარი მიყვარს ძალიან… საერთოდ კი საკანცელარიო ნივთების ჭია ვარ… ბლოკნოტები, საწერკალმები, ფანქრები, რვეულები… ყველგან ჩემთვის რაღაცას ვხატავდი ფანქრით… ჩემი ნახატები მახსოვს სკოლის დერეფნებში გამოკრული… ერთი მათგანი უჯრაში მიდევს… შენახული… ხო, შენახული… სულ ვამბობდი, მერე ჩემი სახლი რომ მექნება, იქ ჩამოვკიდებმეთქი… ოცნება ოცნების დონეს არ გასცილებია… ისევ უჯრაში მიდევს…
ახლა რომ ვუკვირები, ფოტოგრაფია მიყვარს ძალიან… დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი ამ საქმეს… მიყვარს სურათები, ჩემი არა ოღონდ, რადგან არაფოტოგენური ვარ და ცუდ სურათს, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო კადრში… მიყვარს, რაღაცას სურათს რომ უღებენ… მევასება ხალხი, ფოტოაპარატგადაკიდებული რომ დაიარება თბილისის ქუჩებში… განსხვავებული ხალხია… ჩაცმულობით, აზროვნებით, ჩარჩოებში არ ცხოვრობენ… მიყვარს განსხვავებული ხალხი… თუმცა მაგასაც ზღვარი აქვს ხოლმე… ზღვარგადასული ადამიანი კი უკვე აღარ მევასება… თავხედია და იმიტომ… „ჩხაკუნა“ ხალხი ძირითადად მცირედით არის ხოლმე კმაყოფილი… მათ არ სჭირდებათ ბევრი ფული, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ… რაც სჭირდებათ, ის აქვთ: ფოტოაპარატი. ფოტოაპარატი აჭმევს მათ ფულს, თუმცა ესენი უფრო მეტს ხარჯავენ მისთვის…
მიყვარს კინო და თეატრი… მიყვარს მსახიობის ამპლუა… საინტერესო, გამორჩეული, ესენიც განსხვავებულები, თავისებურები… მაინტერესებს რაზე ფიქრობენ მაშინ, როდესაც ვიღაცის როლში არიან შეჭრილები… ფიქრობენ თუ არა იმაზე, რომ ოჯახში ფული მიიტანონ… თ მთლიანად როლში არიან შესულები…საერთოდ ხელოვანი ხალხი ხომ უცნაური ხალხია… რა დროს რა მოუვლით თავში, კაცი ვერ მიხვდება?!
მაგრამ რაღა დროს ამის შესწავლაა?! უკვე ისე ვარ ჩაფლული ჩემს საქმეში, რომ ნამდვილად არ მცალია ხელოვნების დარგებისთვის… უკვე გააზრებულად თუ გაუაზრებლად მივყვები დინებას… სიახლეები მინდა და მიყვარს, მაგრამ მეშინია… ამიტომაც არ მინდა… საერთოდ სიახლე მუდამ მაშინებს… რაც არ უნდა იყოს ეს სიახლე: სასიამოვნო თუ უსიამოვნო… მაინც ვიტირებ… ან ბედნიერებისგან ან უბედურებისგან… სკოლაში მათემატიკაში ახალი მასალაც კი მაშინებდა და ტანჯული სახის გამომეტყველებით ვუყურებდი ხოლმე მასწავლებელს… მერე აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ძალიან მარტივი რამეა ეს ახალი მასალა და წესი, მაგრამ სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდი, მანამდე მეშინოდა ხოლმე… ახლაც მშიშარა ვარ, მეშინია ექსპერიმენტების… თუმცა მიყვარს გარისკვა…
არც წერა მეხერხებოდა ოდესმე… თავისუფალი თემების წერას ვერ ვიტანდი… ყოველთვის სისულელეებს ვწერდი… ამიტომ ვერ ვიტანდი ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს… კითხვაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია…სახლში რომ მქონდა რამე სასწავლი, ვაცხადებდი: ამას მე ვერ ვისწავლი! და მერე ჩემების დაჟინებულ მოთხოვნას რომ ვხედავდი, მერე უკვე ტირილს ვიწყებდი და განწირული ხმით ვკითხულობდი ლექსს… არადა უფრო ადრე არ მესმოდა რატომ ტიროდა ჩემი და, როდესაც მამაჩემი მათემატიკის ამოცანებს უხსნიდა… მე მეცინებოდა ხოლმე მის ტირილზე… მერე მივუჯდებოდი და მე ვეხმარებოდი ხოლმე… სამაგიეროდ ის მე თემებს მიწერდა მოგვიანებით… და მეც დიდის ამბით მიმქონდა „ჩემი“ ნამუშევარი…
არც აქ გამომდის წერა… ვიცი, რომ ზოგჯერ დიდი არაფერი ნაწერია ხოლმე… უბრალოდ რაღაც პატარა ჩანახატებს ვაკეთე და ეგაა რა… თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ფრაზას, რაც კი რამ ოდესმე ბლოგში დამიწერია, ჩემი გულის ნადებია, ეს ერთი და მეორე ის, რომ შინაარსი სწორად არის გადმოცემული… ანუ რომ გავაერთიანოთ ეს ორი პუნქტი: ვწერ, იმას რასაც ვგრძნობ… და რაც შეეხება ორიგინალურობასა და ფანტაზიას, არასოდეს მქონია მათზე პრეტენზია… და ძალიან მაგრად მკიდია ეგ ფაქტორი და ალბათ მაგიტომაც არ არის ჩემი ბლოგი ისეთი საინტერესო, როგორიც სხვისებია და მაგიტომაც არ არის ჩემი Comment Box–ები გატენილ–გაძეძგილი… მაგრამ დამიჯერეთ, რომ ძალიან მაგრად მკიდია ეგ ფაქტორი… დაე, let it be…

Global Changes

ხოდა რაღაც დრო დამიდგა ცვლილებებისა…

დავიწყე ხალხით…
ახალი ადამიანები გავიცანი და ვხედავ, რომ კარგი ხალხია.
ძველებიც გავიცანი და ვხედავ, რომ ცუდი ხალხია.
ხოდა ახლები დავიმატე და ძველები ნა Fიგ.
არ მჭირდება სირებთან და დეგენერატებთან ურთიერთობა.
ტელეფონიდან ყველა ისეთი ადამიანი ამოვშალე, ვისაც საუკუნეა არ დაურეკვს ჩემთან და პირიქით. რა ჯანდაბად მინდა მათი ნომრები???
აგრეთვე მსნ-ში დავამატე ისინი, ვინც უნდა დამემატებინა და ამოვშალე ისინი, ვისთანაც არ მქონდა ან არ მინდოდა ურთიერთობა.
ზოგადად, შევცვალე ტაქტიკა ხალხთან ურთიერთობისა…
აღარავის ვაძლევ იმის საშუალებას, რომ რაღაც იდიოტური ჭკუის სწავლებებით გამომილაყოს ტვინი. მე როგორც მინდა, ისე მოვიქცევი აწი.
ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს. თუ რჩევები და დახმარებები დამჭირდება, ამასაც არ მოვიკლებ.
ვაფშეტა, ასეთი რადიკალური ცვლილებები კარგა ხნით ადრე უნდა განმეხორციელებინა, მაგრამ რაღაც-რაღაცეებს ანგარიშს ვუწევდი, ხოდა genug!!!

ხოოო….

კიდევ მქონდა ნიკის შეცვლის მცდელობა,ასეც მოვიქეცი, მაგრამ ცუდად მუშაობდა და ისევ უკან დავიბრუნე ჩემი მაგიური ციფრები.
არაუშავს, შეცდომაც საჭიროა.
სამაგიეროდ კიდევ დავრეგისტრირდი და ბოლო-ბოლო გავხდი Kate !!! ნუ მართალია რაღაცეები ვიხიმანდრე, რადგან ეს სახელი დაკავებულია რაღაც პონტში, but still!

ხოოო….

შევცვალე ბლოგის ინტერFეისი…
მგონი იმაზე ლამაზია.
თან რაღაც-რაღაცეები დავამატე, რისთვისაც დიდი მადლობა მარის.
მაგრამ ახლა ბევრად უფრო მეტად მომწონს ჩემი ბლოგი, than ever!!!

ხოდა ახლა შევიცვალე…
სხვანაირი ვარ.
ახლა უკვე ისე მოვიქცევი, როგორც მე მისწორდება.
ახლა უკვე I keep on rockin’

2ათას8-ის 11%

post-ახალი წელი ანუ რამდენიმე სიტყვა 8 იანვარს დაწერილი:

რაღაც ძალიან არ მინდოდა ახალი წელი ასე უცბად რომ მოსულიყო. მაგრამ მოვიდა. რაც კი რამე რეკლამა გავიდა სადმე, სულ ამოხნეშით ვთქვი: ”აუ, ახალი წელი 😦 ”. მართლა არ მინდოდა. მზად არ ვიყავი. მაგრამ მაინც მოვიდა. ახალი წლის შეხვედრა რატომღაც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. არ იყო ის აღფრთოვანებული სახის გამომეტყველება, არ იყო თოვლის ბაბუის მოტანილი საჩუქრები, არ იყო ის უკიდურესი სიხარული, სიცილი, მხიარული განწყობა… რაღაც ამ ბოლო დროს სხვანაირი ახალი წელი მოდის ხოლმე ჩემთან და აღარ მიხარია ხოლმე. ვაანალიზებ რა, რომ უკვე დიდად სასიხარულო არაფერია ამ რიცხვის შეცვლის პროცესში, აღარ მიხარია ხოლმე.  არადა პროსტა რა, მაგრა ვაპრიკოლებ რა, ხალხს რა ძლიერად უხარია ეს ამბავი. უხარია ძირითადად ყველას, ნუ თუ ყველას არა, მაშინ მოსახლეობის 89%-ს. მაგრამ მე 11%-ში შევდივარ. თან როგორ არ მიყვარს ძალით გაღიმება. ”კაი რა, გაიღიმე, ახალი წელია.”<<< ეს ფრაზა უკვე ნერვების სიმებს ათამაშებენ და უკვე მიწყდება ხოლმე. არ მიხარია. და არა იმიტომ, რომ არ მინდა მიხაროდეს, არ მიყვარს სიხარული ან რაღაც ამდაგვარი დეპრესიონიზმი, არა, უბრალოდ არ ვარ ამისთვის განწყობილი.

pre-ახალი წელი ანუ რამდენიმე სიტყვა 26 დეკემბერს დაწერილი:

რა მალე გავიდა ეს წელი…
თითქოს ახლა დადგა 2007…
თითქოს ახლა ვიზეიმეთ…
თითქოს ახლა გავხდი 20-ის…
და 72 დღეში ისევ.
ისევ გირლიანდებით არის ჩვენი მთავარი ქალაქი მორთული და აჭრელებული.
ყველა მაღაზიიდან/მარკეტიდან/ბანკიდან/საპარიკმახეროდან დიადი ნაძვის ხე ამაყად უყურებს საკუთარი პრობლემებით დატვირთულ რიგით გამვლელს.
აი თუნდაც ავიღოთ ზე-გამზირი: ოპერა, კინო, თეატრი, კანცელარია, პარლამენტი, მერია, ფოსტა, წმინდანის ძეგლი, ცისფერი გალერეა…
ყველაფერი ამ ერთ გამზირზე როგორ უნდა იყოს???
მაგრამ არის და!
ხოდა რუსთაველის გამზირი!!!
დადგეს რაღაც კონუსი კიარადა მე მაპატიეთ ნაძვის ხე.
გვერდზე საქანელები…
ძირითადად ისევ ციგნებით კიარადა ბოშა ბავშვებით არის დატვირთული.
ალბათ საერთოდ არ იციან რა არის საქანელა.
მაგრამ მოსწონთ: ფერადი, ტრიალებს, ცხოველებიანი, ანათებს.
აგერ ერთს თოჯინასავით შეფუთული თოთო უჭირავს ხელში…
თვითონაც პატარაა, მაგრამ მაინც უჭირავს.
ხოდა კარგია საქანელა.
ახალი წელია და მათაც უნდათ გართობა.
მერე რა, რომ ლუკმა პური არ აქვთ და მიწაზე დაგდებულ ნამცეცს არ თაკილობენ.
მერე რა, რომ ღამის გასათევი არსად აქვთ.
სამაგიეროდ უფასოდ მგზავრობენ მეტროთი ჩემგან განსხვავებით…
სამაგიეროდ მაშინ მღერიან, როცა უნდათ (ესეც ჩემგან განსხვავებით)…
სამაგიეროდ მაშინ გიჟობენ, როცა ეხალისებათ (ესეც ჩემგან განსხვავებით)…
მერე რა, რომ გაღუღუნებულ სახლში ცხელი ჩაი და ხაჭაპური არ ეგულებათ წლის უკანასკნელ ღამეს.
მატერიალიზმი და კუჭი ხომ არ არის მთავარი.
თოვლის ბაბუა იციან საერთოდ???
ჩემთან ბავშვობაში დადიოდა…
მასთან არც ერთხელ არ მისულა…
ანუ ის უფრო რეალურ სამყაროშია გაზრდილი, ვიდრე მე.
ხოდა ახალი წელი დადგა. 
ნუ უფრო სწორად დგება.

განწყობა

რაღაც ბევრ რაღაცაზე მეშლება ნერვები.

თუ მე თვითონ ვიშლი.

თუ ხალხი მიშლის.

ნუ ანუ ნიტო მეშლება, ნიტო ვიშლი ან ნიტო მიშლის.

მაგრამ ფაქტია, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიღაც აშკარად მემართება.

რაღაც მომენტში ლაგდება სიტუაცია ჩემს არე-მარეში, თავის კალაპოტში ჯდება და უცებ – ტკაც!!! 

აი იცი რა პონტია???

როდესაც რამე ზე-იდიოტობა არის ხოლმე მოსახდენი, თითქოს სიტუაცია მე დამეძებს. მამენტ შეიძლება სიტუაცია კი არა ”ის” დამეძებს. 

ეს ”ის” ისეთი ვიღაცაა, რომ არვიცი, როგორ ავხსნა. გერმანულში არის ასეთი ნაცვალსახელი ”man”(მან) და ეს სიტყვა არ გამოხატავს ვინმე კონკრეტულს. მაგ: man sagt, man kauft…- ამბობენ (ხალხი ამბობს), ყიდულობენ (ხალხი ყიდულობს) და ა. შ. ანუ ზოგადად ხდება ეს ყველაფერი. ისევე როგორც ჩემი ნერვების მოშლა. მამენტ ვიცი, რომ განგებ და სპეციალურად არავის უნდა ეს ამბავი, მაგრამ მაინც ასე გამოდის. ანუ გამოდის, რომ მაინც უნდათ. :ქალურილოგიკამაინცსულსხვაარისსმაილიკი:

რა საზიზღრობაა ამდენი ”ჭკვიანი” ადამიანის აგრესიული მონოლოგის თუ დიალოგის სმენა, როდესაც არ მაინტერესებს მათთან საუბარი და მითუმეტეს არ მსურს მათთან კამათი.

არა, მაგრამ აი იცი  რა ხდება ??? კონფლიქტური მდგომარეობა ხომ უნდა გახდეს ზე-კონფლიქტური არა??? ხომ უნდა გართულდეს ყველაფერი??? ყველაფერი ხომ უნდა გახდეს საშინელი და საზიზღარი??? ხომ უნდა ვეჩხუბოთ საყვარელ ადამიანს??? ხომ უნდა ვატკინოთ გული??? ხომ უნდა დავაყენოთ ეჭვ- და კითხვის ნიშნის ქვეშ, ის სიყვარული, რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ???

და ამ დროს მე: ადამიანი, რომელიც ვერ იტანს მსგავს სიტუაციებს და ეზარება ყველანაირი კონფლიქტი. მინდა უბრალოდ სიწყნარეში და სიმშვიდეში ცხოვრება.

როგორ ვერ ვიტან, როდესაც ის ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ყურადღებას არ მაქცევს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მე ვაქცევ მას. და ამ ყველაფერთან ერთად სახის ისეთი გამომეტყველება უჭირავს, რომ თითქოს არაფერი ხდება. ვერ ხვდება, რომ მე ვიგრუზები. საერთოდ რატომ ხდება, რომ ის ვიღაც სხვა ჩნდება და მე უკვე უკანა რიგებს ვიკავებ. არადა სულ ასე არ იყო!!!

ვგრძნობ, რომ მისგან ყურადღება მაკლია!!!

მაგრამ დავიღალე ბრძოლით. დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც იქნება.

არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა გამო არ ვაპირებ ბრძოლას.

ხოდა მე არ შევეგუები იმ აზრს, რომ ვინც ჩემსთვის ძალიან ძვირფასია და ვისაც მე ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ, იმისთვის მე მეორე ხასისხოვანი ვიყო!!

რა ვქნა?! ასეთი ვარ!! მაქსიმალისტი. ყველაფერი ან არაფერი. ხოდა ჰყავდეს ის. თუ ის ჩემზე უკეთესია და თუ ის უფრო ძვირფასია. მე ზედმეტი ვარ ყველა პონტში 😐