The very short life of Nick Drake

აღსანიშნავია ის ირონიული ფაქტი, რომ ნიკ დრეიკის სიმღერებმა წარმოუდგენელი პოპულარობა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მოიპოვეს. 2005 წელს ბრიტანული ტელევიზიის Channel 4-მა ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომს შორის “Five Leaves Left” განათავსა 85-ე ადგილზე, ხოლო 2003 წელს კი ჟურნალმა “Rolling Stone”-მა 280-ე ადგილზე ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის. ეს ორი და სხვა უამრავი. სიცოცხლეში კი იმდენად წარუმატებელი იყო, რომ სულ უფრო ჩაიკეტა თავში და ბოლოს მშობლების სახლშიც დაბრუნდა. გახდა ასოციალური და უახლოეს ადამიანებსაც არ ეკონტაქტებოდა. მოლის ისიც კი უთხრა, ვერ ვიტან სახლში ყოფნას, მაგრამ სხვაგან ყოფნა უფრო მეტად არ შემიძლიაო. მისი მეგობარი Robert Kirby იხსენებს ნიკის ჩვეულ ვიზიტს: “ის მოვიდოდა ხოლმე და ხმას არ იღებდა, დაჯდებოდა, უსმენდა მუსიკას, მოწევდა, დალევდა, იქვე დაიძინებდა ღამით, 2-3 დღის შემდეგ კი ის იქ აღარ იყო, მიდიოდა. შემდეგ 3 თვის შემდეგ დაბრუნდებოდა”.

tumblr_lknd6vRMPC1qdgrgs

ის დაჯდებოდა დედამისის – მოლის მანქანაზე და საათობით დადიოდა უმისამართოდ და უაზროდ, სანამ ბენზინი არ გაუთავდებოდა. შემდეგ მშობლებს ურეკავდა, რომ მოეკითხათ მისთვის. მისი დაავადების ყველაზე მძიმე პერიოდში ის აღარ იბანდა თმებს და აღარ იჭრიდა ფრჩხილებს. ნერვული შეტევის გამო საავადმყოფოში იწვა 5 კვირით.

nick-drake-piano-Victoria_Waymouth_small

Mary “Molly” Drake შედის შვილის საძინებელ ოთახში დაახლოებით 12 სთ-ზე (რადგან ნიკი ამ დროს იღვიძებს, ძირითადად) და ლოგინზე ხედავს ნიკის გრძელ ფეხებს. სუიციდის კვალი თითქოს არ შეინიშნება, მაგრამ იქვე დევს Nick-ის წერილი, რომლის ადრესატიც არის სოფია რაიდი (Sophia Ryde). ნიკს რომ მუდმივად პრობლემები ჰქონდა ძილთან დაკავშირებით, ეს მოლიმ იცოდა. უძილობისას, ღამღამობით ნიკი მღეროდა ან სიმღერებს უსმენდა. ძილით კი დილაობით იძინებდა. ოჯახმა ისიც იცოდა, რომ გამთენიისას ნიკი სამზარეულოში საჭმელად გადიოდა ხოლმე. თუმცა, იმ ღამეს ხმაური არ გაუგიათ. ნიკი ადრე წავიდა დასაძინებლად, ანტიდეპრესანტ ამიტრიფტილინის ზედმეტი დოზა მიიღო იმისათვის, რომ როგორც თვითონ ამბობდა, “to help him sleep”.

nick

ნიკს უყვარდა სოფია, სოფიას არ უყვარდა ნიკი. ალბათ ამიტომაც სოფიას თხოვნით, იგი ყველგან მოხსენიებულია, როგორც ნიკის მეგობარი “best (girl) friend” და არა როგორც შეყვარებული ან “The nearest thing” to a girlfriend in his life, როგორც ნიკის ბიოგრაფი მას მოიხსენიებს. ჩვენ ის ვიცით, რომ ნიკის გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე, სოფიამ დრო ითხოვა მისგან, მას შემდეგ კი აღარ უნახავს.

Nick_Drake

მავანნი ამბობენ, რომ ნიკმა თავი მოიკლა, რადგან მას ხელი ჰქონდა ცხოვრებაზე ჩაქნეულიო. მავანნი კი ირწმუნებიან, რომ ის უბრალოდ ცდილობდა ნორმალურად დაეძინა და უბედური შემთხვევითობის მსხვერპლი გახდაო. მის ამერიკელ პროდუსერს – ჯო ბოიდს (Joe Boyd) ურჩევნია სჯეროდეს, რომ ნიკის მიერ ანტიდეპრესანტის დოზის გადაჭარბება შემთხვევითობა იყო. ის იხსენებს, რომ ნიკის მშობლებმა მისი ცხოვრების ბოლო პერიოდი აღწერეს, როგორც ძალიან პოზიტიური და მას გადაწყვეტილი ჰქონდა ლონდონში დაბრუნება სამუსიკო კარიერის გასანახლებლად. მეორეს მხრივ ნიკის და – მსახიობ გაბრიელ დრეიკს (Gabrielle Drake) ურჩევნია იფიქროს, რომ ძმის გარდაცვალება შემთხვევითობა არ ყოფილა. “მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ მან თავი მოიკლა. მივიჩნევ, რომ მან ეს ჩაიდინა, რადგან ამ ყველაფერის (მწვავე დეპრესია, უძილობა) დასრულება უნდოდა, და არა იმას, რომ ეს ტრაგიკული შეცდომა დაემართა.

images

ნიკის სიმღერები გამოირჩევა მელანქოლიით. ალბათ ამიტომ მომეწონა მეც. თავიდან ვფიქრობდი, რომ ყველაზე მეტად River Man მომწონდა, მაგრამ შემდეგ დანარჩენებს გავუყევი და ყველა მიყვარს. ყველა განსხვავებულია და ამავდროულად ერთნაირი. მიიჩნევა, რომ დრეიკი ერთერთი ყველაზე ვერდაფასებული (underrated) მუსიკოსია იმ პერიოდისა, რომელშიც მოღვაწეობდა. პოპულარობა არ სწვევია და ამის შესახებაც არაერთხელ დაწერილა. მიზეზი კი ისაა, რომ ნიკ დრეიკი არასოდეს ყოფილა კომერციული მომღერალი.

გარდაიცვალა 26 წლის ასაკში, Club27-მდე 1 წელი დააკლდა და მიუხედავად ასეთი მოკლე ცხოვრებისა, მოასწრო 3 ალბომის ჩაწერა, რომელშიც დაეხმარა ზევით ნახსენები ამერიკელი ახალგაზრდა პროდუსერი – ჯო ბოიდი.

Five Leaves Left

Five_Leaves_Left

ნიკის პირველი ალბომი, რომლის გამოცემაში ჯო ბოიდი ეხმარება, თარიღდება 1968-1969 წლებით. ამ წელს ნიკი 20-21 წლისაა და იმის გამო, რომ ჩაწერა ლინდონში მიმდინარეობდა, დრეიკი იძულებული იყო, ლექციები გაეცდინა რათა მატარებლით გამომგზავრებულიყო ხოლმე კემბრიჯიდან ინგლისის დედაქალაქისკენ. ჩაწერის პერიოდმა რთულად ჩაიარა, ამას ემატება ისიც, რომ ალბომის გამოცემაც გადაიდო რამდენიმე თვით. პლუს, პრობლემა იმაშიც მდგომარეობდა, რომ ალბომი არ იყო მატერიალურად მხარდაჭერილი. თუმცაღა, ალბომის გამოსვლის შემდეგ ალბომის პირველი სიმღერა “Time Has Told Me” ფართო მასებში პოპულარული გახდა. დრეიკი გამოჩნდა პრესის ფურცლებზე. ზოგი თვლიდა, რომ სიმღერა იყო პოეტური და საინტერესო, ზოგი კი გამოთქვამდა აზრს, რომ სიმღერაში არაფერი იყო აღმაფრთოვანებელი საიმისოდ, რომ საინტერესოდ ჩაგეთვალა იგი. სიმღერას BBC-ის რადიოშიც ატრიალებდნენ. ინტერვიუში ნიკის და – მსახიობი გაბრიელი იხსენებს: “ის ძალიან გულჩაკეტილი იყო. მე კი ვიცოდი, რომ ალბომს წერდა, მაგრამ არ ვიცოდი რა სტადიაში იყო ამ ალბომის გამოცემა. ერთ დღესაც ჩემს ოთახში შემოვიდა, მითხრა: “ინებე” (“There you are”), ალბომი ლოგინის მიმართულებით ისროლა და ოთახიდან გავიდა.
ამავე ალბომში შედის ზევით ნახსენები სიმღერა “River Man”, რომელიც ჩემის აზრით, ნიკის საუკეთესო სიმღერაა.


სიმღერის ტექსტის მთავარი პერსონაჟი არის ვინმე Betty. ვინაიდან დრეიკს არასოდეს გაუმხელია Betty-ს წარმომავლობა, არსებობდა მოსაზრება, რომ ნიკმა ის დააკოპირა მის მიერ კემბრიჯში ნასწავლი William Wordsworth-ის პოემა “The Idiot Boy”-სგან. თუმცა რეალურად, ამ ორ ლექსს (დრეიკისა და ვორდსვორტის) მხოლოდ სახელი Betty აერთიანებთ და სხვა არანაირი მსგავსება არ ფიქსირდება.

ასევე გამოვარჩევდი მის სიმღერებს ამავე ალბომიდან “Day Is Done”, “The Thoughts Of Mary Jane”, და ასევე ძალიან საყვარელი სიმღერას “Fruit Tree”, რომელიც, ჩემი აზრით, ეხება მის ვერ-მოპოვებულ პოპულარობას, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და მომავალ გარდაცვალებას.



 

Bryter Layter

Bryter_Layter

კემბრიჯში სწავლის დამთავრებამდე 9 თვით ადრე ნიკმა მიატოვა განათლების მიღება და გადავიდა ლონდონში მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად. მამამისი წერილებს უგზავნიდა ნიკს, სადაც უხსნიდა, თუ რა უარყოფითი მხარე ჰქონდა სწავლის მიტოვებას. უხსნიდა, რომ დიპლომი ერთგვარი საყდრენი იქნებოდა მისთვის, რაზეც ნიკი პასუხობდა, რომ ეს საყრდენი ზუსტად ის იყო, რაც მას საერთოდ არ უნდოდა და არ აინტერესებდა. მუსიკოსმა ლონდონში ჩასვლის პირველი ხანები აქა-იქ გაატარა. ხან დასთან – გაბრიელთან იყო, ხანაც მეგობრებთან. ბოლოს ჯო ბოიდმა მას ბინა უშოვა. 1969 წლის აგვისტოში ნიკმა 3 ახალი სიმღერა ჩაწერა. 2 თვის შემდეგ ის სიმღერების შესასრულებლად Royal Festival Hall-შიც გამოვიდა. მომღერალი მაიკლ ჩეპმენი იხსენებს: ხალხს ნიკისგან მისამღერიანი სიმღერები უნდოდა. ისინი საერთოდ ვერ მიხვდნენ ნიკის ჟანრს და ვერ გაუგეს მის მელანქოლიურ სიმღერებს. ნიკს არაფერი უთქვამს მთელი საღამოს მანძილზე. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული საყურებელი იყო. არ ვიცი, ხალხი რას ელოდა. მათ ხომ უნდა სცოდნოდათ, რომ ნიკის სიმღერებს ღიღინით ვერ აყვებოდნენ. ამ შემთხვევის შემდეგ ნიკი ცდილობდა live კონცერტებზე დიდად არ გამოჩენილიყო. ხოლო სადაც იმღერა, ძალიან ცოტა ადამიანი დაესწრო. დრეიკს უხალისოდ მღეროდა და არ აქცევდა დამსწრე მსმენელებს ყურადღებას.
მიუხედავად პირველი ალბომის “Five Leaves Left”-ის კომერციულად წარუმატებელი live შესრულებისა, ბოიდი მაინც ცდილობდა კარგი ალბომი გამოეცა. მან დაითანხმა დრეიკი, რომ ცოტა შეეცვალათ სიმღერების აკუსტიკა: მათში შეიტანეს ჯაზის ელემენტები, ასევე ინსტუმენტები: ბასი და დასარტყამები. ბოიდი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ალბომი პოპულარული ყოფილიყო, თუმცა ეს ალბომი 3000-ზე ნაკლები ეგზემპლარით გაიყიდა მხოლოდ. შეფასებები ისევ არაერთგვაროვანი იყო: თუ ერთი მუსიკალური ჟურნალი მოიხსენიებდა დრეიკს შესანიშნავ გიტარისტად, მეორე ჟურნალი უწოდებდა ალბომს ფოლკისა და კოქტეილ ჯაზის უცნაურ მიქსს.
ალბომის გამოცემის შემდეგ დრეიკი ლოს ანჟელესში გაემგზავრა, რათა ემუშავა კომპანია “Warner Brothers”-თან ფილმის საუნდტრეკებზე. აქ ნიკმა კიდევ ერთი Live შესრულება ჩაატარა. მომღერალი Ralph McTell იხსენებს, თუ როგორ მოულოდნელად დატოვა სცენა დრეიკმა “Fruit Tree”-ის შესრულებისას. ეს და წინა იმედგაცრუებები ნიკს გადაეზარდა დეპრესიაში, ოჯახის თხოვნით ფსიქიატრთანაც დაიწყო სიარული, დაენიშნა ანტიდეპრესანტების კურსი, თუმცა თავად დრეიკი მეგობრებისგან მალავდა ამ ფაქტს. თანაც, მან იცოდა წამლების გვერდითი ეფექტები მარიხუანასთან მიმართებაში და ცდილობდა წამლები არ მიეღო.
ალბომის გამორჩეული სიმღერაა “Northern Sky”, რომელიც ჟღერს ჩემი საყვარელი ფილმის “Serendipity”-ს ბოლო, დასკვნით ნაწილში.

 

Pink Moon

NickDrakePinkMoon

ეს არის ნიკ დრეიკის მესამე და უკანასკნელი ალბომი, რომელიც გამოიცა 1972 წელს – მის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე. ამ ალბომის სიმღერების ტექსტებს პირდაპირ ეტყობათ ნიკის მიერ მის იმდროინდელ დეპრესიასთან ბრძოლის კვალი. სიმღერები უფრო მოკლეა, ვიდრე მისი 2 წინამორბედი ალბომებში შესული სიმღერები. ისევე, როგორც მისი წინა ალბომები, ეს ალბომიც არ გაიყიდა წარმატებით მისი სიცოცხლის მანძილზე. თუმცა კრიტიკოსები მის ნიჭსა და სიმღერებს არ აკლებდნენ შეფასებებს. ჟურნალი “Rolling Stone” იწერებოდა, რომ “ნიკის ხიბლი მდგომარეობს მის საოცარ თავდაჯერებაში, რომელიც ყველასთვის მშობლიური ხდება. ის ყველა სიმღერით თითქოს რაღაც საიდუმლოს გვიმხელს”.
ამავე დროს ნიკმა არჩია იზოლირებული ყოფილიყო ლონდონში, დეპრესია განსაკუთრებით გაუმწვავდა და ფსიქიატრთან აქტიური სიარული დაიწყო, თუმცა ანტიდეპრესანტებს არ ღებულობდა, ვინაიდან მუდმივად ეწეოდა მარიხუანას.
მესამე ალბომის გამოშვების შემდეგ, რომელმაც აგრეთვე ვერ ჰპოვა წარმატება, დრეიკი უფრო დეპრესიული და იმედგაცრუებული გახდა. მან გადაწყვიტა თავი დაენებებინა მუსიკის წერისთვის, აბსოლუტურად განმარტოვდა, არავის ეკონტაქტებოდა და ფიქრობდა კარიერის შეცვლაზეც.
ალბომის გამორჩეული სიმღერაა იდენტური სახელწოდების მატარებელი სიმღერა “Pink Moon”, აგრეთვე “Place to Be”, “Things Behind The Sun”



და “From The Morning”, რომლის სიტყვები – “Now we rise, we are everywhere” ამოტვიფრულია ნიკის საფლავის ქვაზე.

grave nick

მისი უკანასკნელი სიმღერაა “Black Eyed Dog”, რომელიც პირდაპირ ასახავს მის სავალალო დეპრესიულ მდგომარეობას. სიმღერის სათაური შთაგონებული იყო უინსტონ ჩერჩილის აღწერიდან. მან დეპრესია გააიგივა “Black Dog”-თან. IMDB-ში ავსტრალიელი მსახიობის Heath Ledger-ის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ნიკ დრეიკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. ეს ხდება მიზეზი, რომ ჰიტი ზევით ნახსენებ სიმღერაზე იღებს კლიპს, სადაც მონაწილოებს თვითონაც. კლიპის ბოლოს სიმბოლურად იგი აბაზანაში იხრჩობს თავს. რა საოცარი დამთხვევაა არა??? ჰიტიც ხომ ზუსტად ანტიდეპრესანტების ზედმეტი გამოყენებისგან გარდაიცვალა.

images (1)

როდესაც ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე, “The Curious Case of Benjamin Button”-ით ინსპირირებულს სათაურზე ბევრი არ მიფიქრია. პოსტიც იწყება არა დაბადებით, არამედ გარდაცვალებით, ფილმის მსგავსად. წერა შუამდე მქონდა მიყვანილი, როდესაც youtube-ზე ამ ვიდეოებს გადავეყარე. ამ ფილმში მონაწილე მსახიობს – ბრედ პიტს რადიოში გადაცემა გაუკეთებია ნიკის შესახებ. თავის დროზე, 2004 წელს ბრედ პიტს ძალიან გაუხარდა, როდესაც ამ გადაცემის წაყვანა შესთავაზეს: “I was introduced to Nick Drake’s music about five years ago, and am a huge admirer of his records. I was delighted to be asked and pleased that I was able to fit it into my schedule”.
არ შემიძლია არ გაგიზიაროთ რადიო-გადაცემა.



5 years since Dearth

სულ რამდენიმე ცნობილი ადამიანი არსებობს, რომელიც მაკლია ეკრანზე. ერთ-ერთი არის ეს ბიჭი,  რომელიც სულ მენატრება თავისი ღიმილით, მიმიკებით, მხიარული ვიდეოებით, სასწაულად მიმზიდველი ხმით ანუ Deep husky voice.

ერთადერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე… მის ძველ ფილმებს ვუყურებ.

ჰით ლეჯერი (Heath Ledger), რომელიც 28 წლის ასაკში 22 იანვარს წამლის ზედმეტი მიღების გამო გარდაიცვალა.

არ ვიცი, რამდენი ვიდეო შეიძლება ვნახო. თუ ჯეიკ ჯილენჰაალთან (Jake Gyllenhaal) ერთად არის, ისინი ხომ საერთოდ.

მე აქ იმ ვიდეოს დავდებ, რომელიც დღეს ვნახე.

ეს კი სასიყვარულო ამონარიდი Brokeback Mountain-იდან. რა სიმბოლურია. Michelle Williams მისი პერსონაჟისა და მისი რეალური მეუღლე და შვილის დედა. ჯეიკი კი – შვილის ნათლია.

I miss you Dude 😦

394884_2978980629132_1751007991_n