სულ რამდენიმე ცნობილი ადამიანი არსებობს, რომელიც მაკლია ეკრანზე. ერთ-ერთი არის ეს ბიჭი, რომელიც სულ მენატრება თავისი ღიმილით, მიმიკებით, მხიარული ვიდეოებით, სასწაულად მიმზიდველი ხმით ანუ Deep husky voice.
ერთადერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე… მის ძველ ფილმებს ვუყურებ.
ჰით ლეჯერი (Heath Ledger), რომელიც 28 წლის ასაკში 22 იანვარს წამლის ზედმეტი მიღების გამო გარდაიცვალა.
არ ვიცი, რამდენი ვიდეო შეიძლება ვნახო. თუ ჯეიკ ჯილენჰაალთან (Jake Gyllenhaal) ერთად არის, ისინი ხომ საერთოდ.
მე აქ იმ ვიდეოს დავდებ, რომელიც დღეს ვნახე.
ეს კი სასიყვარულო ამონარიდი Brokeback Mountain-იდან. რა სიმბოლურია. Michelle Williams მისი პერსონაჟისა და მისი რეალური მეუღლე და შვილის დედა. ჯეიკი კი – შვილის ნათლია.
I miss you Dude 😦