Brooklyn Baby – Lana Del Rey

მაშინ, როდესაც ლიზი ახალ სასცენო სახელს დაირქვამს, ნიუ იორკის ცაზე გამეფებული მზის სხივი მიწის პატარა მონაკვეთს მოზომავს და გააცხელებს. მაშინ, როდესაც ლიზი ტუჩებს გაიდიდებს, მისი თაყვანისმცემლები Youtube-ზე კიდევ ასჯერ მოისმენენ მის რომელიმე სიმღერას. მაშინ, როდესაც ლიზი რომანს გააბამს Guns’N’Roses-ის ვოკალისტ Axl Rose-სთან, ლიზის მამა კიდევ ერთ ზედმეტ მილიონ დოლარს იშოვის. გაიცანით, ეს ლიზია. ამერიკული შოუ-ბიზნესის ყველაზე თუ არა, ერთერთი ყველაზე თავნება გოგონა.

Continue reading

Woodkid – I Love you

ლანა დელ რეის (Lana Del Rey) კლიპი Born To Die იცით ვისი გადაღებულია? იოან ლემუანის. ალბათ ყველას გაეცინება ამ ამ შემთხვევაში უინტერესო ამბით. ვინ არის Yoann Lemoine და რითი არის ის გამორჩეული გარდა იმისა, რომ ჩემსავით მარტის თევზებია?

ჰმ 🙂

მე გეტყვით იმას, რომ იოანს ასე ვერ იცნობთ; აუცილებელია მისი სასცენო ფსევდონიმიც იცოდეთ და თუ არ იცით, მე გეტყვით: Woodkid. ის ლიონელია, თუმცა სურათი რომ ნახოთ, ეგრევე მიხვდებით, რომ ებრაული სისხლი აქვს. სასწავლებლად ლონდონში გაემართა წლების წინ. ახლა კი ისევ საფრანგეთს დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად პარიზს.
ეს კლიპი თავიდან რომ ჩავრთე, შემეშინდა და გამოვრთე. არა-თავიდან რომ ჩავრთე, არ მომეწონა და გამოვრთე. და არა-არა-თავიდან რომ ჩავრთე, შემიყვარდა. ეს მოდელი მამაკაცი რუსი მოდელი მატვეი ლიკოვია და რომ არა მისი მოდელობა და საზღვარგარეთ ცხოვრება (ალბათ საფრანგეთში), მეეჭვება Yoann Lemoine-ს ის რუსეთში ეძებნა. კლიპის რეჟისორი რა თქმა უნდა, თვითონაა და ფრიად სანახაობრივი.

თვითონ Woodkid იქით იყოს და Yoann Lemoine-მა Pharrell-ის Happy-ს ვიდეოს კრეატიული დირექტორი გახლავთ. სულ ნომინაციებზეა წარდგენილი. ხან იმარჯვებს, ხან ვერა.
გიტოვებთ ამ ვიდეოს:

Club27

The most of all I miss Amy Winehouse!

ყველა იმ ცნობილი მუსიკოსის გახსენებისას, ვინც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე ყველაზე მეტად ეს ადამიანი მენატრება. ეს 10-20 წლის მერეც ასე იქნება, რადგან ემი იყო მომღერალი, რომელიც შემოიჭრა ჩემს მუსიკალურ განზომილებაში და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ყველა სხვა დანარჩენის გვერდით დაიკავა დამსახურებული ადგილი. მისი არცერთი ალბომი არ მაქვს, როგორც ასეთი. არც მინდა. არ მინდა მომბეზრდეს და ყველა სიმღერა ვიცოდე. პირიქით, მსიამოვნებს იმის შეგრძნება, როდესაც რამე ახალი (ახალი რა, ჩემთვის ახალი) სიმღერა მეჩეხება youtube-ში. აი ახლაც მისი ერთ-ერთი youtube list ჩავრთე და ვუსმენ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგ და ჩემთვის ახალ სიმღერას.

თავის დროზე Brit Awards-ის ყურებისას ვნახე ეს სვირინგებიანი და ექსცენტრიული გოგონა და ერთი ნახვით შემიყვარდა. ყველაზე მეტად მის მიერ დაწერილი ტექსტები მიყვარს, რომლებიც რა თქმა უნდა ზუსტად გამოხატავენ მის იმჟამინდელ რეალურ მდგომარეობას. დღეს 23 ივლისია, მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. ნეტავ არსებობდნენ იმპულსები, რომელთა საშუალებით ის შეძლებდა ახალი სიმღერებისა და მუსიკის აქეთ გადმოგზავნას. ჩემზე ბედნიერი არ ვიცი, ვინ იქნებოდა.

ყველაზე მეტად მისი ეს სიმღერა მიყვარს: ტექსტი აქვს არაბუნებრივად ბუნებრივი და თუ მე სადმე შემიძლია საკუთარ თავზე რამე ვთქვა, ეს სიმღერა უნდა ვისმინო. Continue reading