Malta

არ ვიცი, ვინმემ თუ იცის Sliema/სლიემა, Paceville/პაჩევილე, M’dina/მ(ე)დინა, Valetta/ვალეტა. კადნიერებაში არ ჩამომართვათ და რატომღაც ვფიქრობ, ცოტა ქართველს ექნება ისინი ნანახი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მინდა მათზე მოგითხროთ. აქვე ვიტყვი იმას, რომ მალტური ენა – ეს არის იტალიურისა და არაბული ენების ჰიბრიდი. ინგლისური კი ყველამ იცის. აქედან გამომდინარე იგი მეორე ოფიციალურ ენად ითვლება კუნძულზე. დაიჯერებთ, რომ მთელი მალტა არის დაახლოებით თბილისისხელა??? წარმოიდგინეთ, რომ ცალკე ქალაქი არის საბურთალო, ვაკე, ვერა, მთაწმინდა… აი ეგრეა იქ. ანუ ქალაქების სიდიდე არ აღემატება თბილისის რომელიმე უბნის სიდიდეს. აი მაგალითად იფიქრებდი, რომ ისევ სლიემაში ხარ და ამ დროს თურმე პაჩევილეში სეირნობ.

563405_10200355914156037_1097217712_n.jpg
Continue reading

Advertisements

Subliminal

დღეს ვფიქრობდი, რატომ ვერ ვწერ ისე ხშირად, როგორც ადრე ვწერდი?! მაგრამ მერე მახსენდება, რომ ადრე ბევრ უაზრობას ვწერდი და ოდნავი შვება მეუფლება. დღესაც კი, როდესაც ძველ პოსტებს ვკითხულობ, უხერხულობისგან, მორიდებულოსგან ვიკრუნჩხვები, ვიშმუშნები და სურვილი მეუფლება, რომ სახე ხელებში ჩავრგო და დავიმალო.

1) დასაწერი არაფერია. ნუ კი, რა თქმა უნდა, პასკული დაიჯერებდა ამ ვერსიას. მაგრამ აქ ერთი დეტალია. დასაწერი ზუსტადაც რომ არის. თუნდაც იმის შესახებ, რომ მალტაში (თუ მალტაზე. იქნებ დაზუსტებით იცოდეს ვინმემ. ხან იმას ვამბობ და ხან იმას.) ვიყავი. დიახ, თებერვალში მალტას ვესტუმრე და მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება. აუ ოღონდ ამაზე მერე დავწერ. ახლა ძალიან მეზარება და რომც არ მეზარებოდეს, მაინც მეზარება. ეს ერთი მალტური სურათი იდოს მაინც. ვინიცობაა და ვინმე შემოვა ბლოგზე.

PicMonkey Collage

თუ რატომ ვიყავი, როგორ გავერთე, რა ვნახე, რა მომეწონა და ა.შ.-ები იქნება მომდევნო პოსტებიდან რომელიმეში. ასე რომ, ამედევნეთ (be my follower თუ როგორცაა).

2) გავიზარდე და მივხვდი, რომ დებილობები არ უნდა ვწერო.

  • არ უნდა ვწერო კრიტიკულ დღეებზე, რადგან სირცხვილია ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი.
  • არ უნდა ვწერო ცუდად ყოფნებზე… ნეტავ მართლა თვეში 4-5 დღე მქონდეს კრიტიკული და დანარჩენი 25-26 დღე არაკრიტიკული ხალისისა და კარგი გუნებგანწყობის განსახიერება ვიყო… საკუთარი თავის შემშურდებოდა 😀 ეს არ ვიცი რამდენად გამომივა.
  • არ უნდა ვწერო ცხელ გულზე. თუნდაც იყოს ეს სიხარულისას დაწერილი პოსტები.
  • არ უნდა აღვწერო ხოლმე ბუნება ყოვლად უნიჭო მეთოდებით… “ქარმა ხიდან მოწყვეტილი უკანასკნელი ფოთოლით გააფრინა შარაგზისკენ.” ნუ აი 😀 .
  • არ უნდა ვწერო სამსახურსა და თანამშრომლებზე. უბრალოდ უნდა გავიაზრო, რომ ხალხი ისეთი არასოდეს იქნება, როგორიც მე მინდა, რომ იყოს.
  • არ უნდა ვწერო ყოველდღიურ უინტერესო ამბებზე. მაგ: დღეს მე წავედი სამსახურში, მერე წავედი მაღაზიაში, მერე გადავედი ვაკის პარკში, იქ ვნახე ჩემი მეგობარი პეტრე, მან დაურეკა თავის მეგობარ პავლეს” და ა.შ. ნუ ასეთი სულელური პოსტები არც მახსენდება, მაგრამ სხვებთან მინახავს და ზოგადად, არ არის მოსაწონი.
  • არ უნდა ვწერო ცუდისმსურველ  (რაც იგულისხმება ფრაზაში “შენ კიდევ არსებობ?” ) და ცუდისმთქმელ (რაც იგულისხმება ფრაზაში “სხვებიც გიცნობენ და მათი აზრიც ემთხვევა ჩემსას დამიჯერე”) ადამიანებზე!!!! ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ, რომ მათზე რამე დავწერო. 

ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ჭკუაც ემატება ადამიანს. ალბათ-მეთქი, რადგან მე ამაში ეჭვი მეპარება საკუთარი თავიდან გამომდინარე. უი ხო. 6 მარტს 26 წლისა შევსრულდი. ანუ 6-იანის შეგრძნებებში ვარ.

რეალურად კი ვიტყოდი იმას, რომ რაზეც მინდა, იმაზე დავწერ. გარდა მე-2 მუხლის ბოლო პუნქტისა.

დილის 8 სააათიც მოსულა.

ძილინების.