Movies to be seen (ep. 5)

ვიცი, რომ ძალიან გამეწელა ეს პოსტი. არაერთხელ დავიწყე, მაგრამ იმდენად ვერ ვიპოვე კარგი ან ნორმალური ფილმები, რომ ამ პოსტის წერას მალევე შევეშვი. ახლა კი, ასეა თუ ისე გამოჩნდნენ ფილმები, რომლებიც ასეა თუ ისე საინტერესონი არიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გთავაზობთ არა მხოლოდ უახლეს, არამედ გასული წლების ფილმებსაც, რომლებიც მე პირადად არ მინახავს. მაშ ასე:
1) The Other Woman
ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ ნატალი პორტმანი, ლიზა კუდროუ და სკოტ კოენი. ფილმში არის მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ შორდებიან ცოლ-ქმარი და როგორ ქორწინდება ეს მამაკაცი სხვა ქალზე.

2) Sympathy For Delicious
მოთხრობილია ინვალიდი მამაკაცის შესახებ, რომელსაც აქვს უნიკალური ძალა, რომ მოარჩინოს და განკურნოს ადამიანები. ყველა, საკუთარი თავის გარდა. მთავარი როლის შემსულებლები არიან: მარკ რუფალო, ორლანდო ბლუმი, ჯულიეტ ლიუისი

3) Blindness
რა ხდება მაშინ, როდესაც დილით გაიღვიძებ და უეცრად აღმოაჩენ, რომ ვერ ხედავ, ბრმავდები. მერე იგებ, რომ მარტო შენ არ ხარ ასე. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს უნარი გააჩნია, შენი ცოლია. მთავარ როლებში: მარკ რუფალო, ჯულიანა მური.

4) The Vow
ფილმი რეიჩელ მაკადამისა და ჩემი საყვარელი ჩენინგ ტატუმის მონაწილეობით. ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც უეცრად მოყვება ავარიაში. ავარიის შემდეგ კი გოგოს არაფერი და არავინ ახსოვს, მათ შორის არც მისი მეუღლე.

5) Stop Loss
მიუხედავად საომარს ყველაფერი მეზიზღება, მაინც გამოიჩხრიკა ფილმი, რომელმაც დამაინტერესა. ალბათ მასში მონაწილე მსახიობების გამო. როლებში: რაიან ფილიპი, ჩენინგ ტატუმი, ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, ები კორნიში.

6) I Don’t Know How She Does It
სარა ჯესიკა-პარკერი ისევ იმ ჩვეულ სტილშია, ვგულისხმობ ფილმის განმავლობაში ავტორის ფუნქციის კარგად შეთავსების უნარს. ამჯერად ის დაქორწინებული ქალია, რომელიც ყველაფერს სასწაულად ახერხებ, შვილები, ქმარი, კარიერა. როლებში: სარა ჯესიკა-პარკერი, პირს ბროსნანი, გრეგ კინერი.

7) 50/50
მთავარი გმირი უცბად იგებს, რომ სიმსივნე აქვს. ყველა არის საოცრად შეწუხებული. ექიმი კი მხოლოდ იმას ეუბნება, რომ გადარჩენის შანსი არის 50/50-ზე. როლებში: ჯოსეფ გორდონ-ლევიტი (რომელიც გადაპარსულ თავში სასწაულად ჰგავს რათქმაუნდა ისევ და ისევ ჰიტ ლეჯერს), სეტ როგენი და ანა კენდრიკი.

8) The Descendants
ვისაც მოგენატრათ ჯორ კლუნი, ეს ფილმი თქვენთვისაა. და თუ გინდათ იხილოთ ის მამის როლში – მითუმეტეს.

9) Moneyball
ბრედ პიტი და ბეისბოლი – ჰმმ, საინტერესოა. სულ უფრო და უფრო ემსგავსება რობერტ რედფორდს. (პ.ს. ბრედის ფრაზა, რომელსაც შვილს ეუბნება: don’t google in internet, watch tv, talk to people 😀 )

10) The Ides Of March
პოლიტიკური დრამა ჯორჯ კლუნის, რაიან გოსლინგის, პოლ ჯიამატისა, ფილიპ სეიმუ-ჰოფმანისა და მარისა ტომეის მონაწილეობით.

ვინაიდან ზოგი მათგანი ძველია, გავითვალისწინე ეს ამბავი და ამ პოსტში ცოტა მეტ ფილმს შემოგთავაზებთ.

11) Contragion
ფილმი ეპიდემიური დაავადების შესახებ, რომელიც როგორც ტრეილერი იუწყება, საკმაოდ დრამატულად და საინტერესოდ ვითარდება. როლებში: მეტ დეიმონი, გვინეტ პელტროუ, ლორენს ფიშბორნი, ჯუდ ლოუ, მარიონ კოტილიარდი.

12) The Dark Knight Rises
არ მიყვარს ახალი ბეტმენის სერიები. ჩემთვის ბეტმენი ეპოქა არის ის, რომელშიც ჯორჯ კლუნი, კრისტიან სლეიტერი, უმა თურმანი, არნოლდ შვარცენეგერი, ნიკოლ კიდმანი, ჯეკ ნიკოლსონი მონაწილეობდნენ. ახლა კი ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიები “ყლაპავს” ამ ფილმს და ის ძველი ბეტმენი სადღაც ქრება. შუმახერი კი ნოლანმა შეცვალა.  ჩემის აზრით, ამ ფილმის ყურებამდე პირველი ბეტმენიდან დაწყებული ყველა სერია უნდა ჰქონდეს ნანახი და ეს ერთობ ბუნებრივიცაა. ვინმეს წარმოუდგენია წიგნის შუაში მისვლა პირველი თავების წაკითხვის გარეშე??? მიუხედავად ამ ახალი სერიების დაწუნვისა, მაინც ვნახავ. როლებში: ენ ჰეთევეი, ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, კრისტიან ბეილი, გარი ოლდმანი, მარიონ კოტილიარდი, მორგან ფრიმანი, მაიკლ კეინი.

13) Margaret
გოგონა, რომელიც ხდება მოწმე ავტობუსის მძღოლის მიერ ქალის მოკვლისა. მთავარ როლებში: მარკ რუფალო, მეტ დეიმონი და ანა პეკუინი (გახსოვთ ალბათ “The Romantics”-დან)

14) Drive
აი ბოევიკიც. რაიან გოსლინგისა და კერი მულიგანის მონაწილეობით. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა.

15) The Rum Diary
ოხ ჯონი, ჯონი, შენ არასოდეს გეშლება სიუჯეტების არჩევა. :)))

16) Abduction
რატომღაც მომინდა ტეილორ ლოტნერის ხილვა. ხოდა აი ფილმიც მის სტილშია 😀

17) Fireflies In The Garden
ოჯახური დრამა ჯულია რობერტსის, უილიამ დეფოსა და რაიან რეინოლდსის მონაწილეობით.

18) In Time
კვლავ ბოევიკი, თან სავსებით ჩამთრევი. როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანა სეიფრიდი, ოლივია ვაილდი და სილიან მერფი ( “Inception” ალბათ ყველამ ნახეთ და იცით ეს ადამიანი)

19) Straw Dogs
ჯეიმს მერსდენის მონატრებით ავხსნიდი ამ ყველაფერს.

20) Weekend
ფილმი ჰომოსექსუალისტების მიერ გატარებულ უქმე დღეების შესახებ.

21) Cafe
რომანტიული კომედია ჯენიფერ ლავ-ჰიუიტის მონაწილეობით.

22) Trespass
ვისაც მოგენატრათ ნკ და ნკ ან თქვენს ენაზე რომ ვთქვა, ნიკოლას კეიჯი და ნიკოლ კიდმანი, ეს ბოევიკი თქვენთვისაა. ნუ კემ ჯიგანდეტს მგონი არასოდეს ეღირსება დადებითი პერსონაჟის კინოროლები. 😀

Advertisements

New York, I Love You

ეს იმ ფილმთაგან ერთ–ერთია, რომელზეც დავწერე ამ პოსტში. და მართლაც ველოდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა…

 

თავიდანვე ვიტყვი, რომ ტრეილერი ბევრად მაგარია, ვიდრე თავად ფილმი. სრული გაურკვევლობა და ქაოსი. ნუ კარგი, გაურკვევლობასა და ქაოსს გადავიტან, მაგრამ არცერთი პატარა ისტორია არ დამთავრდა კარგად. 

იქ ნატალი პორტმანი, რომელიც ებრაელს მიყვება და ამის გამო თავს იპარსავს. თან სულ სხვა ადამიანი უყვარს.

იქ ორლანდო ბლუმი, რომელიც უთავბოლო ადამიანია და ერთადერთ გამონათებად კრისტინა რიჩი ევლინება.

იქ ჰაიდენ კრისტენსენი, რომელიც ცდილობს რეიჩელ ბილსონი მოხიბლოს, თუმცა უშედეგოდ, რადგან ენდი გარსია იქვე ჩნდება.

იქ ეთან ჰოუკი, რომელიც მთელი თავისი ხელოვნური და პოეტური ფრაზებით ცდილობს ქალის მოხიბვლას, რომელიც საბოლოოდ მეძავი აღმოჩნდება.

იქ რობინ რაიტ–პენი, რომელიც ცდილობს ქუჩაში უცხო მამაკაცის დაინტერესებას.

იქ ხანში შესული ქალი და სასტუმროს მომსახურე ბიჭი, რომელიც ფანჯრიდან ვარდება. თუ არ ვარდება და უბრალოდ ბერდება.

იქ მხატვარი, რომელსაც სურს იაპონელი გოგოს დახატვა. მაგრამ ისიც კვდება.

იქ მოხუცებული ცოლ–ქმარი, რომელიც ძლივს დადის. და სიკვდილის პირას არიან. მე რათქმაუნდა ამ სცენაზე ტირილი ამივარდა.

ფილმის ერთადერთი მოგება გამოწვეული იქნებოდა ცნობილ მსახიობთა სიუხვით და მეტი არაფერი. უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი.

2 რამ, რაც ძალიან მომეწონა. Radiohead–ის საუნდტრეკი და ის იაპონელი გოგო. ნუ აი ისეთი გოგოა, აღფრთოვანებას ვარ მიცემული. ვგიჟდები ეგეთ ტიპაჟზე. 

ნუ მოკლედ იხილეთ ტრეილერი, მაგრამ დაფიქრდით, სანამ იხილავთ ფილმს. 

 

 

Brothers

ჯეიკ ჯილენჰაალი – მსახიობი, რომლითაც მოვიხიბლე ფილმში “კუზიანი მთა” . ჰიტ ლეჯერთან ერთად შესრულებული არაჩვეულებრივი ნამუშევარი.

ტობი მაგუაიერი – მსახიობი, რომელიც მიტოვებს შთაბეჭდლებას, რომ არის უზომოდ მოწესრიგებული, მორიდებული და პედანტი. გავიხსენოთ თუნდაც “ადამიანი–ობობა“.

ნატალი პორტმანი – მსახიობი, რომელიც მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ფილმში “ლეონი“. ბოლო ნამუშევრებიდან კი გავიხსენებდი ჩემს ერთ–ერთ ფავორიტ ფილმს “ახლოს“.

 

ფილმი “ძმები

ცოლი, რომელიც სასოწარკვეთას არის მიცემული ქმრის სიკვდილი გამო.

ქმარი, რომელსაც საშინელ პირობებში უწევს ყოფნა ავღანეთთან ბრძოლის გამო. ტყვედ ჩავარდნის გამო უწევს იმასთან შეგუება, რომ ვერასოდეს დაბრუნდება მშობლიურ ქვეყანაში, თვითგადარჩენის მიზნით იძულებულია მოკლას თანამებრძოლი, რა ფაქტიც მას ფაქტიც მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემას უყალიბებს.

და ძმა, რომელიც ახალი გამოსულია ციხიდან და ცდილობს გამოსწორდეს. ცდილობს დაეხმაროს რძალს დარდის გადატანაში. თუმცაღა ამას იმაზე ზედმეტად ცდილობს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. უფრო სწორად, მეთოდი თითქოს კარგია, მაგრამ ბოლოში – ფრიად ტრივიალური ხდება.

 

რომ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარმეთქი, ტყულია. ფილმის სახელია “მინდა ვიყო “პერლ ჰარბორი” “. რატომღაც უფრო მეტს ველოდი. არადა მსგავსი ფილმი უკვე არსებობს.

ნუ მოკლედ.

5/10

იხილეთ ტრეილერი!