La mia Italia, il mio uomo, la mia vita, la mia ispirazione, il mio incantesimo e qualcosa di molto più

იტალია…

ეს რაღაც საოცრებაა ჩემთვის.
ქვეყანა, რომელიც არაერთი წელია ფარულად თუ ხილულად მიყვარს.
მესიზმრება.
მელანდება.
ხშირად უბრალოდ თვალს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ვითომ მილანისა თუ ფლორენციის ქუჩებში დავიარები. მერე რომსა და ვენეციისკენ მივიჩქარი.
გზად მილიონი იტალიელი მხვდება.
მე ღრმად მჯერა, რომ იტალიაში ყველა ოცნება სრულდება.
რასაც კი მე ჩავიფიქრებ.
წინა კვირას მთელი 7 დღე ძალიან დაღლილი ვიყავი, მინდოდა ლოგინში მეკოტრიალა და ბევრი მეძინა. მთელი კვირა იმდენად დამღლელი იყო, რომ არაფერი დაშავდებოდა საღამოობით თუ დავისვენებდი. ეს დასვენება კი შუა კვირაში დავგეგმე. მაგრამ ალესანდრომ არ მომასვენა. დაკვირვებული ვარ, როდესაც უკიდურესად დაღლილი ვარ, მაშინ არ მანებებს ხოლმე თავს. როცა მასთან ერთად ბოდიალი მინდა, მაშინ ან მივლინებაშია, ან ფეხბურთია რომელიმე სტადიონზე, ან კიდევ რა, ან კიდევ რა.
– andiamo Katarina.
– არა, ძალიან დაღლილი ვარ.
– guardate quello che un tempo meraviglioso, andiamo, per favore.
– ვკვდები, ისე მეძინება. შემეშვი!!!
– no, io voglio uscire e voglio che tu venga con me.
– იქნებ სხვა დროს.
– no, altro momento siamo in due che essere occupato, vieni Katarina.
– oh mio dio, va bene. მოვდივარ. რა ჩავიცვა???
– mettiti quell vestito che ti ho comprato. Ti sta molto bene.
– არ შემცივდება???
– certamente no, fuori fa troppo caldo, il paese e’ in flamme.

ალესანდროს ნაჩუქარი წითელი კაბა ჩავიცვი. გრძელი თმები გადავივარცხნე, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი, ტუჩებზე – წითელი ტუჩსაცხი. ასეთდროს მისთვის “Mia Bella Katarina” ვარ ხოლმე. ზოგჯერ ვფიქრობ ეს წითელი კაბა ზედმეტად მოკლე ხომ არ არისმეთქი, მაგრამ არაო და რავიცი. ალბათ მეჩვენება. მისაღებ ოთახში რომ გამოვედი, ჩვენს ძველებურ ტახტზე 2 ბილეთი შევნიშნე. ხელში ავიღე და რას ვხედავ. ლა სკალა. აივანი. საუკეთესო ადგილები. “კარმენი”. მთავარ პარტიას კი ვინ თუ არა ნინო სურგულაძე ასრულებს. ალესანდრო უკნიდან მომეპარა, ხელები შემომხვია და თმებში მაკოცა –  “Mia Bella”  წარმოიდგინეთ ლა სკალას უზარმაზარი თეატრი. ულამაზესი. რამდენი ცნობილი წარმოდგენა დადგმულა აქ და დღეს მე უნდა დავესწრო ქართველი მეცო სოპრანოს სასწაული ნიჭის დემონსტრირებას. მივედით. შესასვლელი გადაჭედილი იყო. როგორც იქნა ადგილები დავიკავეთ და დაიწყო…
გახსოვთ “ლამაზი ქალი”??? აი ის მომენტი, როდესაც რიჩარდი და ჯულია თეატრში არიან??? დაახლოებით მსგავსი სახით ვიჯექი. ნინო შეუადარებელი იყო. ისეთი ვნება, ისეთი ემოცია, ისეთი ტემპერამენტი, ისეთი გრძნობები მოდიოდა მისგან, რომ სანდროს გადავუჩურჩულე: “she’s real Georgian”-მეთქი, რაზეც თანხმობა მივიღე, თუმცა იქვე დაამატა: “Or maybe Italian”. რა ხმა აქვს ამ გოგოს, ვგიჟდები ხოლმე.
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, სანის დიდი მადლობა გადავუხადე.

ამავდროს ბუნებრივ მოთხოვნილებას უკიდეგანოდ შევეწუხებინე, ამიტომაც მე და ალე გავეშურეთ მისი საყვარელი რესტორნისკენ. ეს ხომ რათქმაუნდა რესტორანი “Sadler”-ია, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. მე გარდა კერძებისა, ინტერიერი მომწონს. ნახეთ როგორი დახვეწილი გარემოა. ალემ უპირველეს ყოვლისა “ბაგრატიონი” მოატანინა. ასეთ დროს ორივეს გვიყვარს ღვინის სმა, არადა ღვინო ჩემგან ძალიან შორსაა, მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო.

ალემ ეს კერძი შეუკვეთა, სულ მავიწყდება მისი სახელწოდება. ხო, აი ეს არის, რასაც აგერ ხედავთ. მე იმდენად არ მიზიდავს მსგავსი “ჩაღლა-ბუღლა” რაღაცეები, რომ მზერაც კი გულს მიწუხებს და შესაბამისად გონებას არ ვიტვირთავ ზედმეტი სახელების დამახსოვრებით. შემადგენლობები ამგვარია: ბადრიჯანი (და აი ამ სიტყვის შემდეგ როგორ უნდა მივიკარო ეს კერძი???? ფუჰჰჰ. ) პომიდორი, მაკარონი, რომელიღაც მწვანილი, სოუსი და კიდევ მილიონი სუნელი თუ ინგრედიენტი. ალე გიჟდება მსგავს კერძებზე და ამასაც რომ მიირთვამს, სიამოვნებისგან კვნესის ხოლმე.

მე კი – იქიდან გამომდინარე, რომ საჭმელში ექსპერიმენტები არ მიყვარს, მირჩევნია ისეთი კერძი მივირთვა, რაც არაერთხელ არის დეგუსტირებულ-შეყვარებული ჩემს მიერ. გარდა ამისა,  ჯერ კიდევ ვცდილობ საქართველოსთან ვიყო დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ისეთ კერძებს მივირთვამ, რომლებიც ახლოს არის ქართულ სუფრასთან. ან ახლოს თუ არა, ვიცი მაინც რისგან მზადდება. აი მაგალითად ეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რა არის ეს და რისგან არის მომზადებული. თან თუ გავითვალისწინებთ მის საოცარ მსგავსებას ქართულ ხაჭაპურთან – გენიალური არჩევანია. სახელია “Cuisine Pizza”. ნუ ერთადერთი ისაა, რომ სოკოიანია და რათქმაუნდა მე არქეოლოგიური გათხრები ჩავატარე და სოკო გამოვიღე. პლუს, გამოვიღე ხახვები. სანდრო მეხუმრება ხოლმე, შენ მართლა ხაჭაპური გდომებიაო, მაგრამ ეგრე არ არის. მე მაინც გულწრფელად მჯერა, რომ პიცას მივირთვამ ხოლმე. ხოდა თუ ვინმე დაინტერესდებით, აგერაა მისამართი: Via Ettore Troilo 14, Milan 20136, Italy.

მეორე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვენეციასა და ფლორენციაში გადავსულიყავით. ალე მაოცებს. შეუძლია სამსახურიდან დაეთხოვოს და მე წამიყვანოს ულამაზეს ქალაქებში. თანაც, გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობს, არაფერი დაშავდება, თუ ერთი დღე სამსახურს გააცდენს და ვენეციაში გადავა. ისე ამბობს, ახლა მე რომ ვთქვა, წამო, ბაკურიანში გადავიდეთ, მაგრამ იტალიელები ყველაფერზე “გადავიდეთ”-ს ამბობენ. ვენეცია – არის საოცარი სილამაზის ქალაქი. უამრავი ხიდით, არქიტექტურული ნამუშევრითა და სახლით. მართლაც რომ სიყვარულის ქალაქია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ამ სიყვარულით აღსავსე არ ჩამოდიოდე ვენეციაში. ეს ალესაც არ ესმის, ამიტომაც ჩამოვედით აქ. “ალე, ხომ კიდევ ჩამოვალთ ვენეციაში???”, თუმცა ალეს არ ესმის ქართული, მხოლოდ უმარტივესი ქართული ესმის.

ფლორენცია კი ეს არის ჩემის აზრით (და არამარტო ჩემი) იტალიის ყველაზე ლამაზი და კულტურულად სრულყოფილი ქალაქი. უამრავი მუზეუმი, უამრავი ძეგლი, კულტურული ობიექტი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩამოვიდე იტალიაში და არ მოვინახულო ფლორენცია.სურათებს გაგიზიარებთ.  მე რომ აღტაცებული ვარ და ემოციებში ვარ, ალესანდრო დამცინის. რათქმაუნდა, ის ხომ ამას ყოველთვე ან სულაც ყოველწელს ხედავს (მინიმუმ!!!), ხოდა რავიცი აბა, რა ვთქვა, უბრალოდ ლამაზია და მე მომწონს.

და მომდევნო დღის მონახულების ობიექტი!!! ადგილი, სადაც ყველა გზა მიდის!!! ქალაქი, რომელიც არ აშენებულა ერთ დღეში!!! (ცნობილი ფრაზაა და ალბათ თქვენც გაგიგიათ : “Rome wasn’t built in a day.”  და მართლაც თუნდაც რად ღირს ის უზარმაზარი, გალავანივით გარშემორტყმული კოლიზეუმი. კოლიზეუმი ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ, ამფითეატრი ფლამიუმი. სიტყვა “კოლიზეუმი” მოდის კოლოსისგან, რომელიც ოდესღაც იქვე იყო, თუმცა შემდეგ გაუჩინარდა და ხალხმაც ის მალევე მიივიწყა, თუმცა “კოლიზეული” კი – დარჩა. ბევრ სურათს შორის რატომღაც ამის დადება მომინდა. ღამით კოლიზეუმში სანათებს ანთებენ და მისი სინათლე მთელ ქუჩას. ძალიან ლამაზია.

უი, ალემ Roman Coliseum Card მაჩუქა. აი ასე გამოიყურება. შიგნით კი ღია ბარათია და “Ti amero’ per tutta la mia vita” წერია. აგერ იყიდება http://www.zazzle.com/roman_coliseum_card-137636222834344884

ისეთი დაღლილები და გათიშულები ჩამოვედით, რომ ჯერ მაცივარს მივადექით და მერე – ლოგინებს. მაგრამ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს უნდა მოუწყო დღესასწაულები.
თვის ბოლოს ვგეგმავთ სარდინიაზე, კერძოდ კი – კალიარიზე (Cagliari) წასვლას და ზღვაზე გარუჯვას. მე მაინც შვებულება ავიღე და სანდრინიოც აიღებს. იმედი მაქვს, კარგად გავერთობით და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად დავისვენებთ. ერთი სული მაქვს.

ეს პოსტი ამ სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია. უთბილესია

დღეს არის 21/07/10  და ეს პოსტი დრაფთებში დევს 29/10/08-დან მოყოლებული. უბრალოდ თითქმის 2 წელი მუზა არ მქონდა ამ პოსტის დაწერის. ახლა კი იტალიის საელჩოსგან პასუხს ველოდები და ვნერვიულობ. არც კი მჯერა, რომ შეიძლება რომსა და კალიარიში წავიდე.