თავს არ შეგაწყენთ იმის ჩამოწერით, თუ რომელმა ადამიანმა რისთვის აიღო ეს ერთობ მნიშვნელოვანი პრემია. ბიძია ოსკარი ვის როგორ გადაუნაწილდა აგერ შეგიძლიათ იხილოთ: http://oscar.go.com/oscar-night/winners?cid=10_oscars_gridLayout_hot
მე ძირითადად განხილვას მივყვები.
“Avatar” – ჰმმ, მხოლოდ 3 ოსკარი ისეთი რეჟისორის პროდუქტისთვის, ვინც 12 წლის წინ 14-დან 11 ოსკარი “თან წაიღო”. ფრიად აღმაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა. მინიმუმ 5-ს ველოდი. თუმცა ერთობ გახარებული ვარ ამ ფილმის ასეთი ფიასკოთი. ვერ ვიტან ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს. ძირითადად თვალწარმტაცი სპეც-ეფექტები, შესანიშნავი გახმოვანება და შინაარსის არარსებობა. არ მესმის უშინაარსო ფილმებს საერთოდ რა უნდათ ასეთი მაღალი რანგის დაჯილდოებაზე. მაპატიეთ, მაგრამ ოდესმე ბოლო უნდა მოეღოს “ოსკარებზე” ისეთი ფილმების გამარჯვებას, როგორებიცაა: “ავატარი”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “ვარსკვლავთ ომები” და ძმანი მისნი. ფილმი მხოლოდ სანახაობა არ არის!!!!
“Up in the air” – სულ რამდენიმე წუთის დავასრულე ამ ფილმის ყურება. ქართველ თარჯიმნებთან დიდი ბოდიში, მაგრამ იმდენი ინგლისური მაინც ვიცი, რომ “Up in the air” არ ვთარგმნო “ცაში მინდა”-დ…. და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებმა თარგმნეს, როგორც “Мне бы в небо”. მაინტერესებს ფილმი “Book” რომ გადაიღონ და რუსებმა “Я люблю книгу” დააწერონ, მაშინ ჩვენ “მე მიყვარს წიგნი” უნდა დავარქვათ??? ხო, ეს ისე, ლირიული გადახვევა იყო, უბრალოდ გამოვშტერდი ასეთ თარგმანზე და… მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ჯორჯ კლუნის მიმართ, მაინც ვერ “ვხედავ” ამ ადამიანს იმდენად ძლიერ მსახიობად კინემატოგრაფიაში, რომ შემდეგ ოსკარი აიღოს. ცოტა ორაზროვნად ვთქვი,რომ მეც ვერ გავიგე. ანუ მისი სტილი და ტიპაჟი იმდენად კომედიების შესრულებისკენ არის მიმართული, რომ ვერ დავიჯერე, რომ ოდესმე მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის იქნებოდა წარდგენილი. მისი ჟანრი “One fine day”, “Ocean’s 11/12/13” და მისთანებია. მაგრამ “Up in the air”-ის მერე უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. პრინციპში აქაც იღიმის ხშირად, როგორც იცის ხოლმე ყველა სხვა ფილმში. ამის გამო ძალიან არასერიოზულად მივუდექი ფილმს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კარგად თამაშობს, თუმცა ოსკარი??? არვიცი, არვიცი. ფილმს რაც შეეხება, მართლა სენტიმენტალურია. და მანამ, სანამ მეც შინაარსიანი და ცხოვრებისეული ფილმებისკენ ვარ მიდრეკილი, მომწონს ეს ფილმი. ძალიან გული დამწყდა ადაპტირებული სცენარისთვის რომ არ არგუნეს ბიძია ოსკარი. ნამდვილად ეკუთვნოდა.
“Precious: Based on the Novel ‘Push’ by Sapphire” – მოაშორეთ, მოაშორეთ და კიდევ ერთხელ მოაშორეთ!!!!!!!!!!! არ ვაპირებ მსგავსი იდიოტიზმის ნახვას. არსებობს კარგ ფერადკანიან მსახიობთა გუნდი (მაგ. უილ სმიტი, დენზელ ვაშინგტონი, ჰოლი ბერი, ჯეიმი ფოქსი და ა. შ. ) და არსებობს ამ ფილმში მონაწილე მსახიობთა გუნდი. კონტრასტი!!!!!!!! ჯერ მათი საუბარი არის ყოვლად ამაზრზენი. თუ ვინმე რყვნის ინგლისურ ენას, ზუსტად ისინი არიან. მონიკმა თქვა “ოქროს გლობუსზე” თუ “ოსკარზე” ასეთი ფრაზა: გოდ ბლეშ იო ოლ (ანუ God bless you all გოდ ბლეს იუ ოლ). ეს არის საშინელება, აღარაფერი რომ ვთქვა მათ გარეგნობაზე. სირცხვილია ეს მუტანტი გოგო (სახელი არ ვიცი და არც შევაწუხებ მაუსს მისი გაგებით) და მერილ სტრიპი ერთსა და იმავე ნომინაციაზე!!!!
“The Hurt Locker” – ამერიკას საომარი ფილმები არასოდეს მობეზრდება. სირცხვილია რა. არ ვაპირებ ყურებას. იდიოტიზმია რათქმაუნდა!!! სამაგიეროდ დაუნანებლად გაატანეს 6 ოსკარი. ვაიმე დედა :((((((
“Inglourious Basterds” – ფილმი, რომელიც ჯერ არ მინახავს სამწუხაროდ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარია. საიდან??? კვენტინმა გადაიღო და იქიდან. ბრედი თამაშობს და იმიტომ. ამით ყველაფერია ნათქვამი. კვენტინს თუნდაც “Pulp Fiction”-ის გამო უნდა გადასცემოდა ოსკარი. და თუნდაც იმიტომ, რომ სტერეოტიპებში ჩამჯდარი ადამინი არ არის. 1 ოსკარი… ღმერთო მომკალი რა. იმას რას ვიფიქრებდი, თუ ორიგინალური სცენარისთვისაც არ მისცემდნენ. უსამართლობის პიკი. ამ დღეებში გადმოვწერ. აქამდე რატომ არ ვნახე??? უაღრესად დაჩაგრეს ფილმი.
“Crazy Heart” – არ მაქვს ნანახი და დაჯილდოების ნახვის შემდეგ ძალიან დამაინტერესა. ჯეფ ბრიჯესის ოსკარი გამიხარდა. ნუ ანუ არ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ უნდა მიეღო. მისი კარიერა ამას ნამდვილად იმსახურებდა. ფილმში მეგი ჯილენჰაალი და კოლინ ფარელიც თამაშობენ. მინდა ნახვა. ფილმმა ოსკარი საუნდტრეკისთვისაც აიღო.
ფილმები, რომელთა ყურებასაც ვაპირებ:
“Crazy Heart”
“Up”
“An Education”
“Inglourious Basterds”
“A Serious Man” – მომწონს არაორდინალური კოენები, არაბანალური ხალხია და ფილმიც ეგეთი იქნება.
“Sherlock Holmes”
“A Single Man”
ფილმები, რომელთა ყურებასაც არ ვაპირებ:
“Avatar”
“The Blind Side” – როგორ მისცეს სანდრა ბალოკს ოსკარი… აი ნუ არ მესმის რა…
“District 9”
“The Hurt Locker”
“Precious: Based on the Novel ‘Push’ by Sapphire”
დაჯილდოების ჩვეულებრივი მოვლენა:
1) ქალის ნომინაციაში მერილ სტრიპი იყო წარდგენილი. როგორ მინდოდა მისი გამარჯვება… სასწაულად თამაშობს “Julie & Julia”-ში.
2) ერთ-ერთი წამყვანი სტივ მარტინი იყო. (არაჩვეულებრვიდ გამოსდის ეს საქმე და ძალიან მომწონს ამ ამპლუაში.)
3) ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი არ იმყოფებოდნენ.
დაჯილდოების არაჩვეულებრივი მოვლენა:
1) ქეით ვინსლეტი გახდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
2) არანაირი მუსიკალური გაფორმება არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით “score”-ის ტიპის ქორეოგრაფიულ მანუშევარს.
3)არანაირ ექსცესს თუ უადგილო მონოლოგს ადგილი არ ჰქონია.
საბოლოო ჯამში, უკმაყოფილო ვარ. არ მომეწონა ჯილდოს გადანაწილებები.
ეს კი საღამოს არაოფიციალური ნაწილი.
გთავაზობთ მოდის კრიტიკოსების მიერ მოწონებულ და დაწუნებულ ჩამცმელთა ჩამონათვალს.
მას ასე
გემოვნებით შემოსილნი:
კამერონ დიასი

კირსტენ სტიუარტი

მერილ სტრიპი

პენელოპე კრუსი

რეიჩელ მაკადამსი

სანდრა ბალოკი

ქვინ ლატიფა

ნიკოლ რიჩი

გებორი სიდიბი

ამანდა სეიფრიდი

კერი მულიგანი

ჰელენ მირენი

ქეით ვინსლეტი

უგემოვნოდ შემოსილნი:
შარლიზ ტერონი

სარა-ჯესიკა პარკერი

ზოი სალდანა

ვერა ფარმიგა

მაილი საირუსი

დაიან კრიუგერი

ჯენიფერ ლოპესი

მერაია ქერი

მეგი ჯილენჰაალი

სულ ეს იყო…
ესეც კი წყვილები…
სურათის სახელია “ვაიმე დედა!!!”
რობერტ დაუნი-უმცროსი. მის ჩაცმულობას ჰქვია “გამოშვება მომზადებულია ჩემს მიერ, ყველა სააგენტოს თავზეც გავიარე (c)რადიო 105 ”

უსაყვარლესი წყვილი… კიდევ ერთხელ უნდა ვნახო “Vicky Cristina Barcelona”

პიტერ სარსგარდზე რაღაც მაქვს დასაპოსტი. საერთოდ არ ვიცოდი მეგის მეუღლე თუ იყო. ანუ დაჯილდოების ცერემონიალი არაფერ შუაში იქნება.

როგორ შეუძლია სარასნაირ ლამაზ ქალს მეთიუ ბროდერიკისნაირთან ყოფნა, დღემდე არ მესმის…

როგორ ეგრევე მიხვდება კაცი, რომელი ფილმის პროპაგანდისტები არიან ცოლ-ქმარი კამერონები. ძალიან მიყვარს ლურჯი ფერი, მაგრამ რავიცი რავიცი… მის მეუღლეზე ერთ-ერთ საიტზე თქვეს: “His wife looks like Clint Eastwood” :D. თუ “ტიტანიკი”-ს დროს ჯეიმსმა თქვა: “I’m the king of the world”-ო, ამჯერად გადაწყვიტა თავმდაბალი ყოფილიყო და ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ნომინაციისთვის გაგიხარდებათ ყველაზე მეტად “ოსკარი”-ო, უპასუხა, ნებისმიერი გამახარებს, და რომც არცერთი ავიღოთ, მაინც ნასიამოვნები ვიქნები, რადგან წარდგენილი არის ფილმი არაერთ ნომინაციაზეო. ეტყობა გული უგრძნობდა, რომ ყოფილ მეუღლესთან, კეტრინ ბიგელოუსთან დამარცხდებოდა.

ვერაფრით გავარკვიე, ეს ქალბატონი ვინ ბრძანდება. უფრო სწორად სახელი და გვარი კი გავარკვიე, მაგრამ ვინ ბრძანდება ჯორჯ კლუნისთვის, ვერ დავადგინე. “ჰოლივუდის ბერბიჭა” ძირითადად გაურბის ხოლმე მანდილოსნებთან ურთიერთობას და რავიცი, რავიცი. მისი სახე უნდა გენახათ ყოველ იმ მომენტში, როდესაც საღამოს წამყვანები, სტივ მარტინი და ალეკ ბოლდუინი მას სცენიდან ეხუმრებოდნენ.

ეს წყვილი უფრო “შემოქმედებით”-ს მიეკუთვნება, მაგრამ მაინც. 1 ოსკარის ამარა როგორ დატოვეს ნაბიჭვრებმა “ნაბიჭვრები” 😦

თუ კეტრინ ბიგელოუ აღარ გამოჩნდა, იცოდეთ, რომ მისი სიცოცხლე შურიანი ყოფილი ქმრის კისერზე იქნება. 😀

ეს კი დანარჩენები…
ბენ სტილერი. უბრალოდ არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი.

არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა დემი მური. ამ ქალს ასაკი არასოდეს ეტყობა და ახლა გაცილებით ლამაზია, ვიდრე ადრე იყო. თუმცა მე მაინც მისი მეუღლის ნახვა მსურდა.

განსაკუთრებით გამიხარდა ჯეიკ ჯილენჰაალის ხილვა… ვგიჟდები ამ მამაკაცზე ჯერ კიდევ “brokeback Mountain”-დან მოყოლებული.

რათქმაუნდა ჯერარდ ბატლერი…

და რათქმაუნდა ტომ ფორდი… ეს ადამინი მომწონს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც “Gucci”-ის სახლში მუშაობდა. სიმპატიური ტომ ფორდი. მის ჩაცმულობაზე ასეთი კომენტარი არის გაკეთებული: “Tom Ford, director of A Single Man, wearing, of course, a Tom Ford tux.”

სულ ეს იყო…
დიდი მადლობა ამ პოსტის წაკითხვისთვის.
მაგრამ მგონი ეს დაჯილდოება იმსახურებდა.
Like this:
Like Loading...