ლევან!

მე შენ ისეთი მახსოვხარ, როგორიც მაშინ იყავი…
რამდენიმე წლის წინ…
ბოლოს შარშან გნახე და ძალიან გამიხარდა შენი ხილვა…
გადაგეხვიე, გაგიღიმე, გაგიცინე, სითბო გამოვხატე….
შენც ასევე…
თბილი თვალებით შემომხედე…
ორივემ ვიგრძენით, რომ ერთმანეთი გვიყვარს…
მიუხედავად იმისა, რომ დიდად ახლოს არც ვყოფილვართ ერთმანეთთან…
თუმცა რატომაც არა???
რამდენი წელი მაკავშირებდა შენთან…
კერძოდ კი 5 თუ 6…
5 თუ 6 წელი თითქმის ყოველდღე გიყურებდი…
შემოხვიდოდი, უკან დამიჯდებოდი და გადმომძახებდი: “ვაა, ნარო…”.
სულ ყურში ჩამესმის შენი ბოხი ხმა…
თითქოს ისევ მეძახი… გინდა რაღაც უაზრო ხუმრობა მითხრა, მელაზღანდარო…
საყვარელი, სასაცილო, აუტანელი და საზიზღარი იყავი…
ბოლო წლებში ზაფხულობით გხედავდი ხოლმე ბათუმში…
თუმცა სულ ბოლოს შარშან გნახე და რაღაცნაირად გამიხარდა…
იცი როგორ???
იშვიათად შემხვედრი რომ გადაგეყრება ქუჩაში, მაგრამ რომ იცი, რომ ეს შემხვედრი შენთვის ძვირფასია, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად შემხვედრია…
თუმცა მე მირჩევნია, კარგ და საყვარელ ადამიანებს იშვიათად ვხვდებოდე და მთელი გულითა და სულით მიხაროდეს მისი ნახვა და ვგრძნობდე, რომ მასაც უხარია ჩემი ხილვა, ვიდრე ყოველდღე ვხედავდე და ვიცოდე და ვგრძნობდე ჩემი, მისი ან თუმდაც ორივეს ხასიათის მოშხამვას…
მთელი 2 დღეა წაშლილი ვარ…
შენს გარდა არავინ მიტრიალებს თავსა და გულში…
დავდივარ ყოვლად გამოშტერებული…
ყველა ბიჭში შენს სახეს ვხედავ…
ყველა ბიჭში გეძებ…
ვფიქრობ, ნეტავ სადმე გადამეყაროსმეთქი. აი, ისევე შემთხვევით, როგორც შარშან გადამეყარე…
მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სურვილია, ფანტაზია, წარმოსახვა და მეტი არაფერი…
მინდა გავჩერდე ქუჩაში სიარულისას და ხმამაღლა ვიღრიალო, ვიტირო, ცრემლი დავღვარო შენთვის…
მინდა მთელ სამყაროს გავაგონო, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო ასე…
დღესაც გეძებდი ხალხში…
მინდოდა ვინმეში დამენახე, რაღაც მომენტში დაგინახე კიდევაც, მაგრამ არა! ეს უბრალოდ სურვილია, ფანტაზია და წარმოსახვა იყო…
ხვალ უნდა მოვიდე შენთან, სახლში…
წარმოგიდგენია, პირველად მოვდივარ შენთან სახლში და ისიც ისე, რომ შენ არ შემომეგებები, არ გამიცინებ და არ მეტყვი: “ვაა, ნარო…”.
კი, მაგრამ როგორ???
ახლა ჩვენს საერთო სურათს ვუყურებ, ერთადერთ საერთო სურათს, სადაც ხელიხელ გადხვეულები ვდგავართ და კადრში ვიცინით…
და ამ სურათის მომზირალს მიჩნდება კითხვა: როგორ???
როგორ მოვიდე შენთან, როდესაც ვიცი, რომ შენი მომღიმარ სახეს არ შევხედავ.
ან რომ შემოვალ, რა უნდა ვქნა??? როგორ მოვიქცე??? წრე დაგარტყა და გავიდე??? და მორჩა??? მორჩება ამით ჩემი და შენი ურთიერთობა???
ან დედაშენს რა ვუთხრა??? მიმანიშნე მაინც, რა ვუთხრა სოფოს??? მთელი ის წლები, რაც დედაშენს ვიცნობ, ვიცნობ, როგორს სოფოს. ოფიციალურობის გარეშე.
ან შენს პატარა ტყუპ დებს რა ვუთხრა???
ან საერთოდ რა ვქნა???
ეჰ…
რის თქმასა თუ გაკეთებაზე არის საუბარი, როცა ჯერ რაც აუცილებელია, ის ვერ გამიკეთებია…
ანუ ვერ გამიცნობიერებია, რომ აღარ ხარ…
არც ვიცი რა გითხრა…
თან მე თითოეულ სიტყვას ვუკვირდები…
ნახვამდისმეთქი რომ გითხრა, სად გნახავ??? რომელ ნახვამდე???
კარგად იყავიმეთქი რომ გითხრა, სად უნდა იყო კარგად???
მშვიდობითმეთქი რომ გითხრა, სად უნდა იყო მშვიდობით???
ხოდა მაშინ ამ 2 სიტყვას გეტყვი მხოლოდ:
მუდამ მემახსოვრები!