მოდა რომ სულ ვითარდება და ამავდროულად ძველი ისევ მეორდება, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა. ამა წლის 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პარიზში მოდის კვირეული გაიმართა. წარმოდგენილი იყო არაჩვეულებრივი ნამუშევრები, თუმცა მის შესახებ მერე დავწერ. ამ მომენტისთვის მინდა ყურადღება დავუთმო ფეხსაცმელებს. ხდება ის, რომ 2014 წლის გაზაფხულზე ძალიან ბევრი სტილის ფეხსაცმელია მოდაში, რაც ერთი-ორად სასიხარულოა სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის. მე ამ შემთხვევაში დავდებ იმ ფეხსაცმელების სურათებს, რომლითაც მოდის ინდუსტრიის აქტიური წარმომადგენლები ამ კვირეულს დაესწრნენ.