London, England

რაღაცნაირად გულში მაქვს ჩარჩენილი ეს ქვეყანა და როგორც ვინი პუხს არ მიეცა თაფლი, ვერც ღრუბლად გაასაღა თავი და ვერც დათვობით მიაღწია საწადელს, მაგრამ მაინც სკის ირგვლივ ტრიალებს, აი ის შეგრძნება მაქვს მე.

***

პირველ რიგში გეტყვით, ეს ერთ–ერთი საუკეთესო ქვეყანაა, რომელიც შეგიძლიათ მოინახულოთ და თუმც საკმაოდ ძვირია, დახარჯული ფული ღირს ამად. შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ ეს ქვეყანა.

1. წინასწარ კარგად დაგეგმეთ ყველაფერი. ეს ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ბევრი დრო მოიგოთ და კარგად გაანაწილოთ. ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციაა განსაკუთრებით ბრიტანეთის შესახებ, ფასებით, ადგილმდებარეობით, რჩევებით, დროით.

1

2. ქალაქში მოძრაობისთვის ორიენტაცია აიღეთ აუცილებლად მოსანახულებელი ობიექტების ახლოს მდებარე მეტროსადგურებზე, ასე უფრო ადვილია ქალაქში გზის გაკვლევა. თვითონ ნახეთ გუგლის რუკაზე მოსანახულებელი ობიექტები და მარშრუტი. აუცილებლად ჩაიწერეთ ამ სადგურების დასახელებები. ნუ გექნებათ იმედი, რომ ვინმე ქუჩაში გამვლელი მიგასწავლით, როგორ მიხვიდეთ სასურველ ადგილას. მთელი ჩემი ლონდონში ყოფნის პერიოდში მე ასეთი ადამიანი არ შემხვედრია. არა იმიტომ, რომ ეზარებათ, არა, ძალიან ზრდილობიანი ხალხია და შეეცდებიან ყველანაირად დაგეხმარონ, მაგრამ უბრალოდ არ იციან (თან ლონდონის ქუჩაში ლონდონელის ნახვა საკმაოდ ძნელია). ამოიღებენ მობილურს და ნავიგაციის მეშვეობით რაღაცას მიგასწავლიან, რაც დიდად არ გამოგადგებათ.
ვინც არ იცის google maps-ს აქვს ფუნქცია (get direction), რომელიც გიჩვენებთ რამდენია დაშორება ორ ობიექტს შორის და რა დროში მიხვალთ იქამდე ფეხით, მანქანით, ან ავტობუსით და უახლოეს მისასვლელ მარშრუტსაც გიჩვენებთ.

2

3. ვალუტა (ფუნტი სტერლინგი) უმჯობესია აქ იყიდოთ. ასე უფრო მოგებული დარჩებით. თუმცა გადამცვლელი პუნქტები ლონდონში ბევრია, აეროპორტებშიც და სადგურებშიც არის.

3

Continue reading

Advertisements