ახალი Minha Mala და მგზავრობა კინოს ელემენტებით

გახსოვთ ფილმი „A Family Man” ნიკოლას კეიჯისა და თეა ლეონის მონაწილეობით? ჰო, აი ის, რომლის გამოც დევიდ დუხოვნიმ კეიჯზე იეჭვიანა (რეალურ ცხოვრებაში დუხოვნი 2000 წელს თეა ლეონის მეუღლე იყო). და კიდევ ის, სადაც ნიკოლას კეიჯის ცხოვრება 180 გრადუსით იცვლება, როდესაც ის მაღაზიაში შეიარაღებულ დონ ჩიდლს ხვდება. ფილმი ხომ ფილმად მიყვარს და პლუს, ციტატების დამახსოვრება ცალკე ჰობია. არ ვიცი ამას როდის შევწყვეტ, ალბათ არასოდეს. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ამ ფილმის რამდენიმე ციტატა ისე ძლიერ მაქვს გონებაში ჩარჩენილი, რომ ბარემ რეალურ ცხოვრებაშიც ვიყენებ. თუმცა, არსებობს მილიონობით თუ არა, ათასობით ფილმი მაინც, რომელთა არათუ ციტირება არ შემიძლია, არამედ ნანახიც არ მაქვს. მაგალითად: “მაკულატურა“, „მატრიცა“ და ა.შ. ო ღმერთო, საიდან სად წავედი 😀

ჰოდა, გახსოვთ „A Family Man”? იქ დონ ჩიდლი ეძახის ნიკოლას კეიჯს „Jack”-ო, რაზეც კეიჯი გაკვირვებული პასუხობს, საიდან იცი ჩემი სახელიო. ჩიდლი კი მიუგებს, ყველა თეთრკანიანს “Jack”-ს ვეძახიო.  ფილმი ათ წელზე მეტია ხანია, რაც გამოსულია და ეს ფრაზა რაღაცნაირად გონებაში მაქვს ჩარჩენილი. ქართულ რეალობასაც ადვილად მოვარგე და დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ადამიანთა ტიპის, ეროვნებისა თუ გარეგნობის მიხედვით მათ სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. აი მაგ. ყველა გვანცა არის ცვანგა და ა.შ. ფჰჰჰჰ, ჩემი სულელური აკვიატებები. ახლა ის ავიკვიატე, რომ ყველა გერმანელი მამაკაცი ლუდოა, უფრო სწორად ლ’უდო. კიდევ ყველა ფრანგი მამაკაცი ფრანსუაა, ყველა ინგლისელი სტივენი, ყველა ამერიკელი ჯეკი ან ჯონი, ყველა რუსი ალექსანდრე ან სერგეი და მოკლედ, პრინციპი საკმაოდ მარტივია. არ ვიცი ლუდოები რა ტიპები არიან და მე ყველა ტილ შვაიგერი მგონია. ვნახოთ მოკლედ 😀  Continue reading

Charlie Countryman

***
ამასწინათ თავში დამარტყა: Why not Bucharest? რატომ მაინცდამაინც ბუქარესტი? ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს მომინდებოდა, რომ არა ჩარლი. ხოდა აი ასე სპონტანურად გავეშურე ვიზის ასაღებად. კონსულმა ჯერ ალმაცერად შემათვალიერა, ალბათ გაიფიქრა, იქ რა ჯანდაბა უნდა, რა დაჰკარგვიაო. მაგრამ ჩემს პასპორტში რომ ჩაიხედა, გამიღიმა და ოთახიდან გასვლისას მომაძახა, 10 დღეში დაგიკავშირდებითო. vlcsnap-2013-11-20-15h33m43s226_zps89428bea

***
რა უნდა ვიცოდეთ ჩარლის შესახებ? ის, რომ მისი ნამდვილი გვარია ქანთრიმენი თუ ის, რომ ის რომელიმე ქვეყანას ეტრფის (country man) ?! That is the question. ჩემი აზრით, ორივე. მისი გვარი არამგონია შემთხვევით იყოს სიტყვა “ქვეყანა”-სთან დაკავშირებული. ჰოდა, რას ვამბობდი. აა ჰო. ის ერთი ჩიკაგოელი ბიჭია. არა, ასე არა. ჩარლი არის ძალიან კარგი ადამიანი, თბილი და მგრძნობიარე. ზოგჯერ იმდენად მგრძნობიარეა, რომ მეშინია, ცხოვრებამ არ დაჩაგროს. შეუძლია გარდაცვლილებთან საუბარი. და ზუსტად ის ფაქტი, რომ ჩარლი აშშ-დან რუმინეთში მიემგზავრება, სწორედაც რომ გარდაცვლილი დედის უკანასკნელი სურვილია. წარმოიდგინეთ, ჩარლის მოეჩვენა, რომ გარდაცვლილმა დედამ თხოვა, ბუქარესტში წადიო.

Continue reading

Til Schweiger

რამდენიმე თვის წინ ვნახე Barfuss და რაღაც ძალიან მომეწონა…
ნუ, ძალიან საყვარელი ფილმია…
თითოული მომენტი არის საოცრად სენტიმენტალური და სევდიანი…
ამასთანავე სასაცილო და “გამაღიმებელი”
ტილ შვაიგერი საერთოდ ცალკე საუბრის თემაა…
ვგიჟდები ამ ადამიანზე…
knocking on Heaven’s door–ში ვნახე პირველად და მას მერეეეეეეე…
ნუ მე გერმანიისადმი დიდი სიყვარულით ვარ განმსჭვალული და აქედან გამომდინარე ორმაგად მიხარია, რომ ტილი ზუსტადაც რომ გერმანელია…
ადრე, ანუ მაშინ, როდესაც გერმანიას ვერ ვიტანდი, თუმცა კი ენას მაინც ვსწავლობდი, ვამბობდი: გერმანია არ მიყვარს, მაგრამ ტილის გამო მევასება”–მეთქი…
ხოდა, აი მართლა ძალიან საყვარელი ადამიანია…
ყველა როლში წარმოუდგენლად საყვარელია…
მერე იყო Driven, რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და უკანასკნელად რამდენიმე კვირის წინ ვიხილე…

საერთოდ რაღაც ისეთი გარეგნობა აქვს…
რაღაც მომენტში ძალიან უცხო…
რაღაც მომენტში ძალიან “გერმანული”…
მიყვარს მისი დიდი ყბები…
აი, ყბები… ზუსტად ისეთი აქვს, როგორიც მე მომწონს…

მიყვარს მისი სენტიმენტალური როლები…
როდესაც უბრალოდ ზიხარ და თვალები გიცრემლიანდება…
ახლა ვიწერ Keinohrhasen–ს და უნდა ვუყურო…
დარწმუნებული ვარ, ისევე მომეწონება, როგორც სხვა ფილმები….