My super-puper twitter

ამ პოსტში ტვიტერი ადრეც ვახსენე,

რაღაც ძალიან მეუცხოება. თითქოს მხოლოდ კომენტარები და მეტი არაფერი. ყველაზე ძალიან არ მომწონს retweeted რაღაცეები რომ მიჩნდება. დიდი არაფერია, თუმცა შიგადაშიგ მაინც შევდივარ ხოლმე.

მაშინ ჯერ კიდევ არ “ვენდობოდი” დიდად და საკმაოდ იშვიათად ვსტუმრობდი. შემდეგ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება იმდენად მიიპყრო, რომ “ჯანდაბას, ტვიტერზე ავედევნები”-ს პრინციპით მის პროფილზე შესვლისას Follow-ს დავაჭირე. ეს გოგო ჩემი ბლოგის აქტიურ მკითხველს ეცოდინება. ემინა კუნმულაჟის თითოეულ აფრენას, დაფრენას, ფოტოსესიას თუ ახალ ფეხსაცმელს გაფაციცებული ვადევნებდი თვალყურს. პრინციპში, ინგლისური სლენგურ-ჟარგონული ენით რომ ვთქვა, ემინა ჩემი პირველი, ყველაზე დიდხნიანი და ალბათ ყველაზე მყარი (ანუ სტაბილური)  ტვიტერული “ქრაშია”.  თუმცა-ღა Emina Cunmulaj-იც კი ვერ მაიძულებდა იმას, რომ ტვიტერი ყოველდღიურად შემემოწმებინა. Continue reading

Advertisements

Paypal In Georgia (since 10/04/2013)

      დაიმახსოვრეთ ეს დღე. ეს არის დღე, როდესაც საქართველო უკვე ოფიციალურად გახდა Paypal სისტემის წევრი ქვეყანა. რა არის Paypal? ეს არის ანგარიშსწორების გამარტივებული და დაცული ფორმა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ფინანსური ტრანზაქცია იქნება უსაფრთხო და სანდო. გაადვილდება ურთიერთობა განყიდველსა და მყიდველს შორის.ყველას, ვინც ძალიან ელოდა ამ დღეს, მინდა მოგილოცოთ. ეს დღე დადგა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია Online shopping-ის მოდერატორისთვის და პლუს საბანკო საქმის სპეციალისტისთვის. 10-ში დილით ჯერ სებ-ში (საქართველოს ეროვნული ბანკი) დავრეკე და არანაირი ინფო არ ჰქონდათ, იქით ვამცნე. მერე კი შევედი ფორუმზე და ფაქტიურად სულ იქ ვარ. პარალელურად ვცდილობდი ინფორმაციები მომეპოვებინა იმისათვის, რომ ეს ინსტრუქცია დამეწერა. მაშ ასე, ვიწყებ.

      უპირველეს ყოვლისა, მოიმარჯვეთ პლასტიკური ბარათი. არის საუბრები იმაზე, რომ ყველაზე დაბალი კატეგორიის ბარათიც (ანუ Visa Electron (მათ შორის მეტრომანი ანუ სტუდენტური ბარათი) ებმება. თუმცა მე გირჩევთ, რომ ორიენტაცია აიღოთ Visa Classic-ის ან Mastercard Standart-ის ტიპის ბარათებზე, რადგან Visa Electron-ისგან განსხვავებით ეს ბარათები ყველგან გავა. ამიტომაც არის ის Visa Electron-ზე ერთი საფეხურით მაღალი რანგის ბარათი. იქვე ბანკში ოპერატორს ამ ბარათზე მიაბმევინეთ დოლარისა და ევროს ანგარიშები Paypal-ზე რეგისტრაციისას თქვენ ზუსტადაც რომ დოლარის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ 1$ და ევროს ანგარიშიდან 1,5 ევრო. თუ მოხდა ისე, რომ მხოლოდ დოლარი გაქვთ, არაუშავს, უბრალოდ დამატებით დაგეკარგებათ კონვერტაციის კურსის თანხა. გინდათ ეს თქვენ? მგონი არა.ამის შემდეგ ეს ორი თანხა შეიტანეთ ამ თქვენს ანგარიშებზე.ყურადღება! ბარათზე ამ თანხების ქონის გარეშე თქვენ ვერ დარეგისტრირდებით Paypal-ზე. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ აიღოთ ისეთი ბარათი, რომელსაც ვირტუალურ ტერმინალებზე თანხის განაღდების საკომისიო აქვს 0%. სასურველია (თუმცა არა აუცილებელი) რომ ჩართოთ სმს ბანკინგი და ინტერნეტბანკინგი. ეს ძირითადად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც თავად გადაწყვიტეთ. შემდეგი ეტაპი არის რომელიმე გადამზიდ კომპანიაში დარეგისტრირება. იგი თქვენ მოგანიჭებთ თქვენს უნიკალურ ამერიკულ მისამართს. ასეთი კომპანია არაერთია და აქ თქვენი გემოვნების ამბავია, რომელს აირჩევთ.

აი ახლა კი იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ Paypal. Continue reading