Club27

The most of all I miss Amy Winehouse!

ყველა იმ ცნობილი მუსიკოსის გახსენებისას, ვინც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე ყველაზე მეტად ეს ადამიანი მენატრება. ეს 10-20 წლის მერეც ასე იქნება, რადგან ემი იყო მომღერალი, რომელიც შემოიჭრა ჩემს მუსიკალურ განზომილებაში და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ყველა სხვა დანარჩენის გვერდით დაიკავა დამსახურებული ადგილი. მისი არცერთი ალბომი არ მაქვს, როგორც ასეთი. არც მინდა. არ მინდა მომბეზრდეს და ყველა სიმღერა ვიცოდე. პირიქით, მსიამოვნებს იმის შეგრძნება, როდესაც რამე ახალი (ახალი რა, ჩემთვის ახალი) სიმღერა მეჩეხება youtube-ში. აი ახლაც მისი ერთ-ერთი youtube list ჩავრთე და ვუსმენ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგ და ჩემთვის ახალ სიმღერას.

თავის დროზე Brit Awards-ის ყურებისას ვნახე ეს სვირინგებიანი და ექსცენტრიული გოგონა და ერთი ნახვით შემიყვარდა. ყველაზე მეტად მის მიერ დაწერილი ტექსტები მიყვარს, რომლებიც რა თქმა უნდა ზუსტად გამოხატავენ მის იმჟამინდელ რეალურ მდგომარეობას. დღეს 23 ივლისია, მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. ნეტავ არსებობდნენ იმპულსები, რომელთა საშუალებით ის შეძლებდა ახალი სიმღერებისა და მუსიკის აქეთ გადმოგზავნას. ჩემზე ბედნიერი არ ვიცი, ვინ იქნებოდა.

ყველაზე მეტად მისი ეს სიმღერა მიყვარს: ტექსტი აქვს არაბუნებრივად ბუნებრივი და თუ მე სადმე შემიძლია საკუთარ თავზე რამე ვთქვა, ეს სიმღერა უნდა ვისმინო. Continue reading

Advertisements

Mother’s Day

3 დღის წინ 11 მაისი იყო. 11 მაისს, ყველა თუ არა, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დედის დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამას მხოლოდ 3 მარტს ვაკეთებთ. ახლა შევედი instagram-ზე და არაერთ სურათს მოვკარი თვალი, სადაც ცნობილი ადამიანები დედებთან ერთად გადაღებული სურათებით უხსნიან სიყვარულს მათ. ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ტექსტი დეინ კუკს ჰქონდა. Dane Cook – ამერიკელი კომედიანტი და მსახიობია. უნდა აღინიშნოს, რომ მისი stand up-ები მე არ მომეწონა და ფილმებს ვამჯობინებ, თუმცა მის სახეს რომ ვხედავ, მსიამოვნებს. პოზიტიური ადამიანის გამომეტყველება აქვს. მაგრამ ამაზე არ მინდოდა ამ პოსტში საუბარი. სხვაგან წავედი.

რატომ გამოვყავი დეინი? იმიტომ, რომ მისი ინსტაგრამი და ტვიტერი ყოველთვის მხოლოდ ღლიცინისგან შედგება. შეიძლება სურათი იყოს სერიოზული, მაგრამ დეინი ისეთ კომენტარებს უკეთებს, რომ მინიმუმ 10 ადამიანს მაინც გაეცინება. 11 მაისს კი დეინი ემოციური, სევდიანი და სენტიმენტალური იყო. გამოვყოფდი ჩემს საყვარელ ემინასაც. აგერ Emina Cunmulaj-ის ემოციური კომენტარი. აგერ ლენი კრავიციც (Lenny Kravitz), ჩემი საყვარელი ბრაზილიელი მსახიობი ჯოვანა ანტონელი (Giovanna Antonelli), რეინალდო ჯიანეკინი (Reynaldo Gianecchini) და სხვები. მოკლედ, კარგი რამეა ინსტაგრამი, ბევრი რომ არ გავაგრძელო. იმაზე ბევრად მეტ ინფორმაციას ვიღებ მე სურათებიდან და კომენტარებიდან, ვიდრე ფილმებიდან ან საიტებზე განთავსებული ინფორმაციებიდან. Continue reading

My super-puper twitter

ამ პოსტში ტვიტერი ადრეც ვახსენე,

რაღაც ძალიან მეუცხოება. თითქოს მხოლოდ კომენტარები და მეტი არაფერი. ყველაზე ძალიან არ მომწონს retweeted რაღაცეები რომ მიჩნდება. დიდი არაფერია, თუმცა შიგადაშიგ მაინც შევდივარ ხოლმე.

მაშინ ჯერ კიდევ არ “ვენდობოდი” დიდად და საკმაოდ იშვიათად ვსტუმრობდი. შემდეგ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება იმდენად მიიპყრო, რომ “ჯანდაბას, ტვიტერზე ავედევნები”-ს პრინციპით მის პროფილზე შესვლისას Follow-ს დავაჭირე. ეს გოგო ჩემი ბლოგის აქტიურ მკითხველს ეცოდინება. ემინა კუნმულაჟის თითოეულ აფრენას, დაფრენას, ფოტოსესიას თუ ახალ ფეხსაცმელს გაფაციცებული ვადევნებდი თვალყურს. პრინციპში, ინგლისური სლენგურ-ჟარგონული ენით რომ ვთქვა, ემინა ჩემი პირველი, ყველაზე დიდხნიანი და ალბათ ყველაზე მყარი (ანუ სტაბილური)  ტვიტერული “ქრაშია”.  თუმცა-ღა Emina Cunmulaj-იც კი ვერ მაიძულებდა იმას, რომ ტვიტერი ყოველდღიურად შემემოწმებინა. Continue reading

სოციალური ქსელები და რეალობა

რა საოცრად რადიკალური ვარ… ან საერთოდ არ ვიცი პოსტს რა დავარქვა და უცოდინარივით “…”-ს მივაწერ ხოლმე, ან კი ასეთი გრძელი სათაური “მივაჭედე”.
ახლა ამას რომ ვინმე კითხულობს, სათაურის შესაბამის პოსტს ელოდება, არადა მეც ისეთი ვარ, ამინდზე ვერ დავწერ, როდესაც პოსტის სათაური სულ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის ეს 10 პოსტიც გამოდგება სამასრაღაც პოსტიდან. დანარჩენი წერტილებიან-სათაურიანი პოსტების ჩამოწერა ძალიან დამეზარა.
1) ქუჩაში…
2) I Do It All Again…
3) მმმ… ჩუპსსმაილურად
4) აუ მალე რა, მალე რა…
5)
ისევ…
6) ასტრალში გავედით…
7) fish…
8) როგორ მოვიშოროთ მამაკაცი 10 წუთში ან ნაკლებში………
9) კიიი, როგორ არა…
10) რა ხდება მაშინ, როცა მარტო ვარ სახლში…

პოსტი ბლოგზე:
გუშინ და დღეს, ანუ შაბათ-კვირას, ანუ 5-6 ივნისს წავიკითხე ყველა GR (google reader)-ში არსებული ახალი პოსტი. აღარ მახსოვს სულ რამდენი იყო, მაგრამ 48 კომენტარი დავტოვე ზუსტად. ეს მხოლოდ 2 დღის მონაცემებია, თორემ პარასკევს, ხუთშაბათს და ზოგადად ამ კვირის მონაცემები რომ დავუმატოთ, სადღაც 200 კომენტარამდე თავისუფლად ავალ.
ზოგადად GR იმისთვის მაქვს, რომ სხვისი პოსტები ვიკითხო და აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები სხვა GR-ის “მფლობელ” ბლოგერებს რატომ აქვთ იგი, მაშინ როდესაც არ კითხულობენ სხვათა ბლოგებს. Continue reading

Emina Cunmulaj

Emina_Cunmulaj

ვგიჟდები ამ გოგოზე. ულამაზესი ემინა კუნმულაჟი. დაბადებულია 1984 წლის 12 სექტემბერს, აშშ-ის ქალაქ მიჩიგანში. თუმცა ფესვები აქვს ალბანური. გვარზეც ეტყობა, რომ სუფთა სისხლის ამერიკელი არ არის. მთელი ალბანეთი ამაყობს, რომ ასეთი ლამაზი წარმომადგენელი ჰყავთ მსოფლიო მოდის სამყაროში. 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადასახლდა იუგოსლავიაში. 2001 წელს იუგოსლავიაში გაიმარჯვა  Elite Model Look-ის კონკურსზე. ინგლისურად და ალბანურად თავისუფლად საუბრობს. ეგ კიარადა, გაფართოებული თვალებით ვისმენდი მის ინგლისურ საუბარს, ძალიან ლამაზად საუბრობს, დამახინჯებების გარეშე. საყვარელი ქვეყანაა საფრანგეთი და ფრანგულადაც კარგად საუბრობს.
ხო, ესეც მცირე დოსიე. ვიკიპედიიდან.
Date of birth September 12, 1984 (age 25)
Place of birth Michigan, United States
Height 1.80 m (5 ft 11 in)
Hair color dark brown
Eye color brown
Measurements 83-60-90
Shoe size 38 (EU), 7 (US)
Agency Elite Model Management
Spouse(s) Bekim Lulanji (ოღონდ ახლა უკვე ქმარს გაშორებულია).
კითხვაზე გყავთ თუ არა შეყვარებული, პასუხობს: “არა ბიჭებო, თავისუფალი ვარ, ასე რომ იაქტიურეთ!!!   ”


ძალიან კომუნიკაბელურია. ხშირად იცინის და სულ მხიარულობს.ნივთი, რომელიც მუდამ ჩანთაში უდევს არის შავი Blackberry. არადა მეგონა იტყოდა ტუჩსაცხი, ხელის კრემი ან რამე მსგავსი.  ამჟამად არის Jean Paul Gaultier-ს მუზა.

აი აგერ მისი სიყვარული ტელეფონის მიმართ:
“WiFi is the bomb – love using my blackberry up in the air … Blackberry addict”

ცნობილია მისი მართლაც ულამაზესი ფეხებითა და თმებით, რაც აგერ კარგად ჩანს.

გადაღებულია შემდეგი ბრენდების რეკლამებში: Dolce & Gabbana, Bergdorf Goodman, Dooney & Bourke, Etro, Versace, Emanuel Ungaro, Blumarine, Jean Paul Gaultier, Iceberg, Mango, Just Cavalli.მონაწილეობა მიუღია ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიცაა Gucci, Versace, Hermès, Carolina Herrera Christian Dior,Giorgio Armani, Gianfranco Ferré, Louis Vuitton, Missoni, Moschino, Oscar de la Renta, Paco Rabanne, John Galliano, Fendi, Karl Lagerfeld, Valentino, Yves Saint Laurent, Chanel.
მისი საუბრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ძალიან უშუალო და ძალიან სიამოვნებს, როდესაც ხალხს ის უყვარს. ბავშვობაში საერთოდ არ აპირებდა მოდელობას და ახლა უკვე ძალიან უყვარს ის საქმე, რომელსაც ემსახურება.
emin
ვიკიპედიიდან მხოლოდ დოსიე ამოვიღე, სხვათაშორის. და ნუ, სურათებიც რათქმაუნდა, ინტერნეტის საშუალებითაა მოძიებული. ყველაფერი fashionTV-ის დამსახურებაა, სადაც ხშირად გადის ხოლმე მინი-რეპოსტაჟები მოდელებზე.

 

ჰაჰ, ამწამს დაწერა Twitter-ზე:Catching up on my facebook page at 30000 feet up in the air 🙂 love it
ეტყობა თვითმფრინავით მიემგზავრება სადღაც. ჯერ Wi-Fi-ო, მერე up in the air-ო.

emina